ავტორი:

გორში ინფიცირებულ მედდასთან კონტაქტში მყოფ კიდევ ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

გორში ინფიცირებულ მედდასთან კონტაქტში მყოფ კიდევ ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

ახალი კორონავირუსი გორის სამხედრო ჰოსპიტალის კოვიდინფიცირებულ მედდასთან კონტაქტში მყოფ კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. ახალი ინფიცირებული, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის მცხოვრებია და ის მედდის ნათესავია. ინფიცირებული ბოლო დღეების განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

ეპიდემიოლოგებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლების მხრიდან დადგენილია ინფიცირებულთან პირდაპირ და ირიბ კონტაქტში მყოფ პირთა წრე. ყველა მათგანს თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცა, პარალელურად, საეჭვო შემთხვევებზე ნიმუშების აღება ხდება.

ამ დროისთვის, გორის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავისრუსის 5 დადასტურებული შემთხვევაა. სამხედრო ჰოსპიტალის მედდას ახალი კორონავირუსით ინფიცირება 29 აპრილს დაუდასტურდა. თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კოვიდინფიცირების ფაქტი მედპერსონალის გეგმიური PCR ტესტირებისას გამოვლინდა.

"კორონავირუსით გარდაცვლილი მე-8 პაციენტი 71 წლის ქალი იყო... ბევრი თანმხლები დაავადება ჰქონდა" - ლალი ტურძელაძე

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით მერვე პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა

ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირებულები კლინიკაში გადასვლაზე კვლავ უარს ამბობენ