ავტორი:

"ღამე წავედი საფლავზე... არ შემეძლო, შვილთან არ მივსულიყავი" - მარინა ენდელაძე

"ღამე წავედი საფლავზე... არ შემეძლო, შვილთან არ მივსულიყავი" - მარინა ენდელაძე

"მიცვალებულებს პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ სიცოცხლეს უნდა გავუფრთხილდეთ" - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ განაცხადა და საზოგადოებას აღდგომის დღეებში რეკომენდაციის გათვალისწინებისთვის მადლობა გადაუხადა.

"ძალიან ცუდ მოცემულობაში აღმოვჩნდით, ძალიან ცუდ ვირუსთან გვაქვს საქმე. არ ვიცით, რას დატოვებს, როგორ დატოვებს, ამიტომ უნდ გავიჭირვოთ და დავრჩეთ სახლში.

კმაყოფილი ვარ მოსახლეობის, რომ სასაფლაოზე გასვლასთან დაკავშირებით ყველაფერი გაიგეს. მესმის, ძნელია, რომ მიცვალებულების დღეს ვერ ავედით საფლავზე, მაგრამ რა ვქნათ. მიცვალებულებს პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ სიცოცხლეს უნდა გავუფრთხილდეთ.

მე ღამე წავედი საფლავზე, შვილთან რომ არ მივსულიყავი არ შემეძლო, თუმცა იქ ჩემს მეტი არავინ იყო" - აღნიშნა ენდელაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში.

ცნობისთვის, 2017 წლის 28 მარტს მარინა ენდელაძის ერთადერთი შვილი იურისტი ირაკლი ძიმისტარაშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა. ირაკლი ანტალიაში დაიღუპა, სადაც 13 წლის შვილი საჩოგბურთო ტურნირზე ჰყავდა წაყვანილი.

იმ პერიოდში ძიმისტარაშვილი მეორე ქორწინებაში იმყოფებოდა ტელეწამყვან ნელი აგირბასთან და წყვილის ერთწლიანი ქორწინება სამწუხაროდ, უდიდესი ტრაგედიით დასრულდა.

"Rolex-ის საათები, Cartier-ის სამკაულები, BMW-x6" - რა ქონებას ფლობს ტურიზმის ადმინისტრაციის 30 წლის ხელმძღვანელი

საჩხერეში ორი კვირის წინ გაწერილ პაციენტს კორონავირუსი განმეორებით დაუდგინდა

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს ტრადიციულ სეზონურ აქციას სთავაზობს