"ამ ოთხ დღეში ის სცენარი, რაც განვითარდა იტალიაში, ავიცილეთ" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.
მან რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადებაც გაიხსენა, სადაც თქვა, რომ "საქართველოში კუბოებს ვეღარ დაითვლიდნენ" და აღნიშნა, ამ კომენტარით "სსაზოგადოება რეალობას ჩაახედა თვალებში".
"ვწუხვარ, ხალხი დავზაფრე, მაგრამ ხანდახან საჭიროა რეალობას ჩავხედოთ თვალებში. შვედები კარგი მაგალითია, ისინი წყნარი ხალხი არიან, სხვანაირი ცხოვრების წესი აქვთ. მათი 50 პროცენტი ცალკე ცხოვრობს.
მათ მთავრობის მოწოდება სოციალურ დისტანცირებაზე, სულაც არ სჭირდებოდათ. ერთ მეტრზე ახლოს არ უახლოვდებიან ერთმანეთს. ძნელია შვედი ქართველს შეადარო. ქართველი უნდა შევადაროთ იტალიელს, ესპანელს..." - აღნიშნა იმნაძემ.
კითხვაზე, ავიცილეთ თუ არა ის სცენარი, რაზეც ის რამდენიმე დღის წინ საუბრობდა, მან უპასუხა:
"ის სცენარი, რაც განვითარდა იტალიაში, ავიცილეთ. ჩვენი ტრენდი ანუ სიტუაციის მატების ტრენდი ისეთივეა, როგორიც იაპონიის. იაპონიის ტრენდით მივდივართ. არ არის ცუდი შედეგი და მადლობა მინდა ჩემს კოლეგებს გადავუხადო" - აღნიშნა იმნაძემ.
ეს ყველაფერი გასაგებია უკეთესობისაკენ თუ მივდივართ ,მაგრამ როცა სდამიანს არანაირი საშუალება არააქ და მთელი ცხოვრება რაღაცით გააქ თავი .არანაირი ხელფასი და სხვა მზგავსი.როდემდე შეიძლება ასეთი ადამიანების გამოკეტვა გთხოვთ გამცეთ პასუხი
უსასრულობას გავს ეს ყველაფერი .ძნელია არაფერს ელოდებოდე და გაუძლო ამ სიდუხჭირეს