პოლიტიკა
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იზრუნე სახლში დარჩენილ ბებო-ბაბუებზე
იზრუნე სახლში დარჩენილ ბებო-ბაბუებზე

ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ი­სა და და­ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან თა­ვის დაც­ვის ერთ-ერთი გზა სახ­ლში დარ­ჩე­ნა, სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბა და ხალ­ხმრა­ვა­ლი ად­გი­ლე­ბის­თვის თა­ვის არი­დე­ბაა.

ეს გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია 60+ ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე მა­ღალ რისკ ჯგუფს წარ­მო­ად­გე­ნენ, ბევ­რი მათ­გა­ნი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნეა, ბევ­რსაც უბ­რა­ლოდ ასა­კობ­რი­ვად აწუ­ხებს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, ამ ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გარ­თუ­ლე­ბის ალ­ბა­თო­ბაც უფრო მა­ღა­ლია.

ლი­ბერ­თი ბან­კი უკვე რამ­დე­ნი­მე კვი­რაა თი­თო­ე­უ­ლი ოჯა­ხის კარ­ზე “აკა­კუ­ნებს” და ახალ­გაზ­რდებს სთხოვს ბე­ბი­ებ­სა და ბა­ბუ­ებს გა­უფრ­თხილ­დნენ, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად და­ეხ­მა­რონ მათ, შე­უქ­მნან მათ პი­რო­ბე­ბი და სახ­ლში და­ტო­ვონ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა მათ­ზე ზრუ­ნა­ვენ. იმის­თვის, რომ ხან­დაზ­მუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ეს პე­რი­ო­დი გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი­ყო და ეპი­დე­მი­ის სწრა­ფი გავ­რცე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მათ­თვის სახ­ლი­დან გა­მოს­ვლის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა მი­ნი­მუ­მამ­დე და­სუ­ლი­ყო რამ­დე­ნი­მე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და: ბან­კმა, სა­კუ­თა­რი რე­სურ­სით (100მლნ ლარი) აპ­რი­ლის პენ­სი­ე­ბი ჩა­რი­ცხა ყვე­ლა 70+ პენ­სი­ო­ნე­რის ან­გა­რიშ­ზე რამ­დე­ნი­მე კვი­რით ადრე, ასე­ვე შექ­მნა სპე­ცი­ა­ლუ­რი ვებგ­ვერ­დი www.myliberty.ge, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და პენ­სი­ის ჩა­რი­ცხვის დღი­სა და დრო­ის შე­მოწ­მე­ბა, რამ­დე­ნი­მე თვით გა­ხან­გრძლივ­და სო­ცი­ა­ლუ­რი ბა­რა­თე­ბის მოქ­მე­დე­ბის ვადა, შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და თან­ხის გა­ნაღ­დე­ბა ბან­კო­მა­ტის გა­რე­შე ლი­ბერ­თის პარტნი­ორ აფ­თი­ა­ქებ­ში და ა.შ.

#დარ­ჩი­სახ­ლში გა­მოწ­ვე­ვამ ახა­ლი რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე დაგ­ვა­ყე­ნა. ზოგი ერ­თა­დაა, ზოგი ცალ-ცალ­კე. ზო­გის ოჯა­ხი სივ­რცე­სა და ამ­ბავს ერ­თად იზი­ა­რებს, ზოგი ორ ნა­წი­ლა­დაა გა­ყო­ფი­ლი, ერთი ნა­წი­ლი - ქა­ლაქ­შია, მე­ო­რე კი, ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბი, სოფ­ლად, მომ­ლო­დი­ნედ და მარ­ტოდ. ბევ­რმა ადა­მი­ან­მა სა­კუ­თარ თავ­ში ახალ-ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა, თა­რო­ზე შე­მო­დე­ბულ წა­უ­კი­თხავ წიგ­ნებს მტვე­რი გა­ა­ცა­ლა, ძვე­ლი ალ­ბო­მე­ბი გა­და­შა­ლა და ასე, წლე­ბის შემ­დეგ, სუ­რა­თე­ბი­დან გა­იც­ნო პა­პის პაპა, ბე­ბოს უფ­რო­სი და, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბის­თვი­საც თვა­ლი რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში არას­დროს მო­უკ­რავთ და რომ­ლებ­საც ბებო-ბა­ბუს მო­ყო­ლი­ლი ამ­ბე­ბი­დან იც­ნო­ბენ.

ბავ­შვე­ბის გრა­ფი­კიც სრუ­ლი­ად თავ­და­ყი­რა დად­გა, უთე­ნია ად­გო­მა და სკო­ლის­თვის მომ­ზა­დე­ბა აუ­ცი­ლებ­ლო­ბას აღარ წარ­მო­აგ­დენს.

და მა­ინც რას შვე­ბი­ან ისი­ნი ახლა? რო­გორ ერ­თო­ბი­ან? რას აკე­თე­ბენ?

მათ იზო­ლა­ცი­ას­თან გამ­კლა­ვე­ბის ყვე­ლა­ზე კე­თი­ლი და სა­სარ­გებ­ლო გზა გა­მო­ნა­ხეს. ისე­თი, რო­გო­რიც ამ ვი­დე­ო­შია:

ისი­ნი პი­რის­პირ თუ დის­ტან­ცი­უ­რად უხ­სნი­ან და ას­წავ­ლი­ან, შარ­ფე­ბის­მოყ­ვა­რულ მაყ­ვა­ლა ბე­ბოს, ბა­ბუ­აწ­ვე­რათ­მი­ან ცი­ცი­ნოს, თვა­ლებ­ციმ­ცი­მა კოტე ბა­ბუს, კოხ­ტა­ნაწ­ნა­ვე­ბი­ან სვეტ­ლა­ნას, ტკბილ­ხმი­ან ზა­უ­რა ბა­ბუს ან უბ­რა­ლოდ, ალა­დე­ბის ოს­ტატ ნუ­ცი­კო ბე­ბოს. აი, ზუს­ტად იმას, ალა­დებს სა­ხელ­და­ხე­ლოდ რომ გა­მო­ა­ცხობს და კა­რის მე­ზო­ბელ თმა­ქო­ჩო­რა და­თუ­ნას/ზუ­კას/ნი­კო­ლოზს/მა­რი­ამს/ნუ­ცას/ ლი­ზი­კოს/სან­დროს/ლუ­კას კი არაფ­რის დი­დე­ბით არ და­ი­ვი­წყებს.

ას­წავ­ლი­ან, თუ რო­გორ ისარ­გებ­ლონ დის­ტან­ცი­უ­რად სა­ბან­კო სერ­ვი­სე­ბით, ლი­ბერ­თის მო­ბა­ილ ბან­კით და კო­მუ­ნა­ლუ­რე­ბი გა­რეთ გას­ვლი­სა და ნაღ­დი ფუ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის გა­რე­შე, სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად გა­და­ი­ხა­დონ. უხ­სნი­ან, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა დის­ტან­ცი­უ­რად ამ ასაკ­შიც კი, ოს­ტა­ტუ­რად გა­უმკლავ­დე ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას და თავი საფრ­თხე­ში არ ჩა­იგ­დო. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შე­ა­მოწ­მო პენ­სი­ის ჩა­რი­ცხვის თა­რი­ღი www.myliberty.ge-ზე ან თი­თონ უმოწ­მე­ბენ, ეხ­მა­რე­ბი­ან რომ დიდ­ხანს რიგ­ში, ბევრ ხალ­ხში დგო­მა არ მო­უ­წი­ოთ.

ას­წავ­ლე შენც!

და მერე, ბევ­რი წლის შემ­დეგ, როცა „კო­რო­ნას­ვირუ­სის ჟა­მის სკივრს“ თა­რო­დან გად­მო­ვი­ღებთ და სა­ერ­თო ის­ტო­რი­ე­ბის ამო­ლა­გე­ბას და­ვი­წყებთ, გვჯე­რა, ერთ-ერთი ამ­ბა­ვი აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა იმა­ზე, თუ რო­გო­რი ძნე­ლი და შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბო­და ქვე­ყა­ნა­ში მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნის­თვის მიგ­ვე­ნი­ჭე­ბი­ნა ჩემ­პი­ო­ნო­ბა შვი­ლიშ­ვი­ლის სა­უ­კე­თე­სო რო­ლის შეს­რუ­ლე­ბის­თვის, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი რომ ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა.

R

ავტორი:

იზრუნე სახლში დარჩენილ ბებო-ბაბუებზე

იზრუნე სახლში დარჩენილ ბებო-ბაბუებზე

ახალი კორონავირუსის პრევენციისა და დაინფიცირებისგან თავის დაცვის ერთ-ერთი გზა სახლში დარჩენა, სოციალური დისტანცირება და ხალხმრავალი ადგილებისთვის თავის არიდებაა.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 60+ ასაკის ადამიანებისთვის, რომლებიც ყველაზე მაღალ რისკ ჯგუფს წარმოადგენენ, ბევრი მათგანი ქრონიკული დაავადებების მქონეა, ბევრსაც უბრალოდ ასაკობრივად აწუხებს ჯანმრთელობის პრობლემები, შესაბამისად, ამ ასაკის ადამიანების მდგომარეობის გართულების ალბათობაც უფრო მაღალია.

ლიბერთი ბანკი უკვე რამდენიმე კვირაა თითოეული ოჯახის კარზე “აკაკუნებს” და ახალგაზრდებს სთხოვს ბებიებსა და ბაბუებს გაუფრთხილდნენ, შეძლებისდაგვარად დაეხმარონ მათ, შეუქმნან მათ პირობები და სახლში დატოვონ ის ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრებაა მათზე ზრუნავენ. იმისთვის, რომ ხანდაზმული ადამიანებისთვის ეს პერიოდი გამარტივებულიყო და ეპიდემიის სწრაფი გავრცელების შემთხვევაში, მათთვის სახლიდან გამოსვლის აუცილებლობა მინიმუმამდე დასულიყო რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა განხორციელდა: ბანკმა, საკუთარი რესურსით (100მლნ ლარი) აპრილის პენსიები ჩარიცხა ყველა 70+ პენსიონერის ანგარიშზე რამდენიმე კვირით ადრე, ასევე შექმნა სპეციალური ვებგვერდი www.myliberty.ge, სადაც შესაძლებელი გახდა პენსიის ჩარიცხვის დღისა და დროის შემოწმება, რამდენიმე თვით გახანგრძლივდა სოციალური ბარათების მოქმედების ვადა, შესაძლებელი გახდა თანხის განაღდება ბანკომატის გარეშე ლიბერთის პარტნიორ აფთიაქებში და ა.შ.

#დარჩისახლში გამოწვევამ ახალი რეალობის წინაშე დაგვაყენა. ზოგი ერთადაა, ზოგი ცალ-ცალკე. ზოგის ოჯახი სივრცესა და ამბავს ერთად იზიარებს, ზოგი ორ ნაწილადაა გაყოფილი, ერთი ნაწილი - ქალაქშია, მეორე კი, ბებია-ბაბუები, სოფლად, მომლოდინედ და მარტოდ. ბევრმა ადამიანმა საკუთარ თავში ახალ-ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინა, თაროზე შემოდებულ წაუკითხავ წიგნებს მტვერი გააცალა, ძველი ალბომები გადაშალა და ასე, წლების შემდეგ, სურათებიდან გაიცნო პაპის პაპა, ბებოს უფროსი და, ადამიანები, რომლებისთვისაც თვალი რეალურ ცხოვრებაში არასდროს მოუკრავთ და რომლებსაც ბებო-ბაბუს მოყოლილი ამბებიდან იცნობენ.

ბავშვების გრაფიკიც სრულიად თავდაყირა დადგა, უთენია ადგომა და სკოლისთვის მომზადება აუცილებლობას აღარ წარმოაგდენს.

და მაინც რას შვებიან ისინი ახლა? როგორ ერთობიან? რას აკეთებენ?

მათ იზოლაციასთან გამკლავების ყველაზე კეთილი და სასარგებლო გზა გამონახეს. ისეთი, როგორიც ამ ვიდეოშია:

ისინი პირისპირ თუ დისტანციურად უხსნიან და ასწავლიან, შარფებისმოყვარულ მაყვალა ბებოს, ბაბუაწვერათმიან ციცინოს, თვალებციმციმა კოტე ბაბუს, კოხტანაწნავებიან სვეტლანას, ტკბილხმიან ზაურა ბაბუს ან უბრალოდ, ალადების ოსტატ ნუციკო ბებოს. აი, ზუსტად იმას, ალადებს სახელდახელოდ რომ გამოაცხობს და კარის მეზობელ თმაქოჩორა დათუნას/ზუკას/ნიკოლოზს/მარიამს/ნუცას/ ლიზიკოს/სანდროს/ლუკას კი არაფრის დიდებით არ დაივიწყებს.

ასწავლიან, თუ როგორ ისარგებლონ დისტანციურად საბანკო სერვისებით, ლიბერთის მობაილ ბანკით და კომუნალურები გარეთ გასვლისა და ნაღდი ფულის გამოყენების გარეშე, სახლიდან გაუსვლელად გადაიხადონ. უხსნიან, თუ როგორ შეიძლება დისტანციურად ამ ასაკშიც კი, ოსტატურად გაუმკლავდე ყოველდღიურობას და თავი საფრთხეში არ ჩაიგდო. როგორ შეიძლება შეამოწმო პენსიის ჩარიცხვის თარიღი www.myliberty.ge-ზე ან თითონ უმოწმებენ, ეხმარებიან რომ დიდხანს რიგში, ბევრ ხალხში დგომა არ მოუწიოთ.

ასწავლე შენც!

და მერე, ბევრი წლის შემდეგ, როცა „კორონასვირუსის ჟამის სკივრს“ თაროდან გადმოვიღებთ და საერთო ისტორიების ამოლაგებას დავიწყებთ, გვჯერა, ერთ-ერთი ამბავი აუცილებლად იქნება იმაზე, თუ როგორი ძნელი და შეუძლებელი გახდებოდა ქვეყანაში მხოლოდ ერთი ადამიანისთვის მიგვენიჭებინა ჩემპიონობა შვილიშვილის საუკეთესო როლის შესრულებისთვის, მსოფლიო ჩემპიონატი რომ ჩაგვეტარებინა.

R

,,ტერასა ჯგუფი“  ,,კათარზისის“  400  ბენეფიციარს სასურსათო პროდუქტებით დაეხმარა

“ნებისმიერ ვირუსთან ბრძოლისას, რძის პროდუქტი იმუნური სისტემის მთავარი გამაძლიერებელი კომპონენტია“

„სმარტი“ სააღდგომოდ მიწოდების სერვისს ნერგავს