პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
ინფიცირებული 18 სასულიერო პირი და ჯარისკაცები - რა ვითარებაა რუსეთში, სადაც Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება
ინფიცირებული 18 სასულიერო პირი და ჯარისკაცები - რა ვითარებაა რუსეთში, სადაც Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება

რუ­სეთ­ში, ბოლო დღე-ღა­მის მან­ძილ­ზე კო­რო­ნა­ვირუ­სის 2774 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და და ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბამ 21 102-ს მი­აღ­წია. ამას­თან, ქვე­ყა­ნა­ში ვირუ­სით ბოლო 24 სა­ათ­ში 22 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 170-მდე გა­ი­ზარ­და.

ეს ახალ შემ­თხვე­ვა­თა და გარ­დაც­ვლილ­თა ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში და­ფიქ­სირ­და.

ამას­თან, მოს­კოვ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი 18 სა­სუ­ლი­ე­რო პირს და­უ­დას­ტურ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას „ინ­ტერ­ფაქ­სი“ კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის ოპე­რა­ტი­ულ შტაბ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვირუ­სი ერთ ეკ­ლე­სი­ა­ში არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა და ის რამ­დე­ნი­მე ეკ­ლე­სი­ა­სა და მო­ნას­ტერ­შია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­რო­ნა­ვირუ­სის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი გა­მო­უვ­ლინ­და ასე­ვე და­მა­ტე­ბით 2 სა­სუ­ლი­ე­რო პირს და მათი ტეს­ტის შე­დე­გე­ბი დღეს გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

ცნო­ბის­თვის, ყვე­ლა­ზე მეტი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი დე­და­ქა­ლაქ მოს­კოვ­შია.

კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბი და­ფიქ­სირ­და ასე­ვე რუ­სე­თის ჯარ­შიც. „კო­მერ­სან­ტის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვირუ­სი 30 მარ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით, სულ მცი­რე 3 ჯა­რის­კაცს და­უდ­გინ­და. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი სხვა სამ­ხედ­რო­ებ­თა­ნაც იყ­ვნენ კონ­ტაქ­ტში, თუმ­ცა უც­ნო­ბია მათ გა­და­ე­დოთ თუ არა ინ­ფექ­ცია.

გა­მო­ცე­მის წყა­რო აცხა­დებს, რომ რუ­სე­თის არ­მი­ის სულ მცი­რე 133 ჯა­რის­კა­ცი კა­რან­ტინ­შია.

რო­გორც გუ­შინ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ვი­დე­ო­მი­მარ­თვის დროს გა­ნა­ცხა­და, კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა რუ­სეთ­ში იც­ვლე­ბა, მაგ­რამ არა უკე­თე­სო­ბის­კენ.

„რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში ვი­თა­რე­ბა დღი­თი­დღე იც­ვლე­ბა, მაგ­რამ არა უკე­თე­სო­ბის­კენ. პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძიმ­დე­ბა. უახ­ლო­ე­სი კვი­რე­ე­ბი ბევრ რა­მეს გან­სა­ზღვრავს ქვე­ყა­ნა­ში. მთე­ლი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა უნდა მუ­შა­ობ­დეს, რო­გორც ერ­თი­ა­ნი მე­ქა­ნიზ­მი”, - აღ­ნიშ­ნა პუ­ტინ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მთავ­რო­ბა სი­ტუ­ა­ცი­ის ყვე­ლა­ნა­ირ გან­ვი­თა­რე­ბას გა­ნი­ხი­ლავს.

„აუ­ცი­ლე­ბე­ლია ყვე­ლა სცე­ნა­რის გან­ხილ­ვა, თვით ყვე­ლა­ზე რთუ­ლის და არა­ორ­დი­ნა­ლუ­რის, იმი­სათ­ვის, რომ მოქ­ნი­ლად, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შეც­ვა­ლოთ ჩვე­ნი მოქ­მე­დე­ბე­ბის სტრა­ტე­გია და ტაქ­ტი­კა“, - დას­ძი­ნა პუ­ტინ­მა.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვე­ყა­ნა­ში მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს კო­რო­ნა­ვირუ­სის სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რატ­ზე. რო­გორც ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ მუ­რაშ­კომ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან თათ­ბი­რის დროს გა­ნა­ცხა­და, ასე­თი პრე­პა­რა­ტი უკვე შექ­მნი­ლია.

„რუ­სულ­მა კომ­პა­ნი­ამ შე­ი­მუ­შა­ვა პრე­პა­რა­ტი, რომ­ლის ტეს­ტი­რე­ბაც ჩვენ­მა კო­ლე­გებ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს მთელ რიგ ქვეყ­ნებ­ში. ეს უკვე მთლი­ა­ნად რუ­სუ­ლი ანა­ლო­გია და წარ­მო­ე­ბუ­ლია კლი­ნი­კუ­რი ტეს­ტი­რე­ბის­თვის. მოკ­ლე დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ფას­დე­ბა მისი წი­ნაკ­ლი­ნი­კუ­რი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და რუ­სე­თის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა.

მისი თქმით, მე­დი­კა­მენ­ტის კლი­ნი­კუ­რი გა­მოც­და 10-12 დღე­ზე ადრე არ და­ი­წყე­ბა. მან­ვე დას­ძი­ნა, რომ უწყე­ბა გარ­კვე­ულ რის­კებს ხე­დავს კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ზო­გი­ერ­თი პრე­პა­რა­ტის დე­ფი­ციტ­ზე.

გარ­და ამი­სა, ჩი­ნუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩი­ნე­თის ჩრდი­ლო­ეთ პრო­ვინ­ცია ჰე­ლი­ონ­ჯან­გში იმა­ტა რუ­სე­თის მხრი­დან სა­ზღვრის დარ­ღვე­ვებ­მა, რაც კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბას უწყობს ხელს. პი­რე­ბი, ვინც მსგავ­სი ფაქ­ტის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­დე­ბენ, 3000 უა­ნით და­ჯილ­დოვ­დე­ბი­ან, ხოლო ის, ვინც და­ა­კა­ვებს არა­ლე­გა­ლურ მიგ­რანტს, 5000 უა­ნით. პრო­ვინ­ცია მკაცრ კა­რან­ტინ­ში ჩა­კე­ტეს, ამოქ­მედ­და ცხე­ლი ხა­ზიც.

ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, პრო­ვინ­ცი­ა­ში რუ­სე­თი­დან ჩა­სულ­თა ნა­წილს კო­რო­ნა­ვირუ­სი აღე­ნიშ­ნე­ბა, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვან გავ­ლე­ნას ახ­დენს ეპი­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ზე.

„ეს გან­გა­შის სა­ფუძ­ვე­ლია. ჩი­ნეთ­მა მკაც­რად უნდა გა­ა­კონ­ტრო­ლოს ვირუ­სის ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­ტა­ნა“, - წერს გა­მო­ცე­მა.

მხო­ლოდ ორ­შა­ბათს ჰე­ლი­ჯან­გში კო­რო­ნა­ვირუ­სის 79 შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და. ყვე­ლა მათ­გა­ნი იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი იყო რუ­სე­თი­დან.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
117

მოდი რა, თქვენს სასულიერო პირებს მიხედეთ. კაგებეშნიკმა კირილემ დახურა ტაძრები და დისტანციურ მსახურებაზე გადაიყვანა მრევლი და თქვენი საშველი არაა.

ჩვენი არა კგბ-შნიკია ვითომ?
6

ცუდი-ჩვევებზე ჯარიმებია გიო - არ იცოდი? რა შედეგიც მაიტანა კორონა-ზიარებებმა ვერ ხედავ?

ავტორი:

ინფიცირებული 18 სასულიერო პირი და ჯარისკაცები - რა ვითარებაა რუსეთში, სადაც Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება

ინფიცირებული 18 სასულიერო პირი და ჯარისკაცები - რა ვითარებაა რუსეთში, სადაც Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება

რუსეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 2774 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 21 102-ს მიაღწია. ამასთან, ქვეყანაში ვირუსით ბოლო 24 საათში 22 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რაოდენობა 170-მდე გაიზარდა.

ეს ახალ შემთხვევათა და გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რომელიც ქვეყანაში დაფიქსირდა.

ამასთან, მოსკოვში კორონავირუსი 18 სასულიერო პირს დაუდასტურდა. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვირუსი ერთ ეკლესიაში არ გამოვლენილა და ის რამდენიმე ეკლესიასა და მონასტერშია დაფიქსირებული.

მედიის ინფორმაციით, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები გამოუვლინდა ასევე დამატებით 2 სასულიერო პირს და მათი ტესტის შედეგები დღეს გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, ყველაზე მეტი ინფიცირებული დედაქალაქ მოსკოვშია.

კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა ასევე რუსეთის ჯარშიც. „კომერსანტის“ ინფორმაციით, ვირუსი 30 მარტის მონაცემებით, სულ მცირე 3 ჯარისკაცს დაუდგინდა. გამოცემის ცნობით, აღნიშნული პირები სხვა სამხედროებთანაც იყვნენ კონტაქტში, თუმცა უცნობია მათ გადაედოთ თუ არა ინფექცია.

გამოცემის წყარო აცხადებს, რომ რუსეთის არმიის სულ მცირე 133 ჯარისკაცი კარანტინშია.

როგორც გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ვიდეომიმართვის დროს განაცხადა, კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება რუსეთში იცვლება, მაგრამ არა უკეთესობისკენ.

„რუსეთის ფედერაციაში ვითარება დღითიდღე იცვლება, მაგრამ არა უკეთესობისკენ. პაციენტების მდგომარეობა მძიმდება. უახლოესი კვირეები ბევრ რამეს განსაზღვრავს ქვეყანაში. მთელი ჯანდაცვის სისტემა უნდა მუშაობდეს, როგორც ერთიანი მექანიზმი”, - აღნიშნა პუტინმა.

მისივე თქმით, მთავრობა სიტუაციის ყველანაირ განვითარებას განიხილავს.

„აუცილებელია ყველა სცენარის განხილვა, თვით ყველაზე რთულის და არაორდინალურის, იმისათვის, რომ მოქნილად, დაუყოვნებლივ შეცვალოთ ჩვენი მოქმედებების სტრატეგია და ტაქტიკა“, - დასძინა პუტინმა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში მუშაობა მიმდინარეობს კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატზე. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ მურაშკომ ვლადიმერ პუტინთან თათბირის დროს განაცხადა, ასეთი პრეპარატი უკვე შექმნილია.

„რუსულმა კომპანიამ შეიმუშავა პრეპარატი, რომლის ტესტირებაც ჩვენმა კოლეგებმა განახორციელეს მთელ რიგ ქვეყნებში. ეს უკვე მთლიანად რუსული ანალოგია და წარმოებულია კლინიკური ტესტირებისთვის. მოკლე დროის განმავლობაში შეფასდება მისი წინაკლინიკური გამოკვლევები“, - განაცხადა რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, მედიკამენტის კლინიკური გამოცდა 10-12 დღეზე ადრე არ დაიწყება. მანვე დასძინა, რომ უწყება გარკვეულ რისკებს ხედავს კორონავირუსის საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატის დეფიციტზე.

გარდა ამისა, ჩინური მედიის ცნობით, ბოლო პერიოდში ჩინეთის ჩრდილოეთ პროვინცია ჰელიონჯანგში იმატა რუსეთის მხრიდან საზღვრის დარღვევებმა, რაც კორონავირუსის გავრცელებას უწყობს ხელს. პირები, ვინც მსგავსი ფაქტის შესახებ განაცხადებენ, 3000 უანით დაჯილდოვდებიან, ხოლო ის, ვინც დააკავებს არალეგალურ მიგრანტს, 5000 უანით. პროვინცია მკაცრ კარანტინში ჩაკეტეს, ამოქმედდა ცხელი ხაზიც.

ადგილობრივი გამოცემის ცნობით, პროვინციაში რუსეთიდან ჩასულთა ნაწილს კორონავირუსი აღენიშნება, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეპიდემიის გავრცელებაზე.

„ეს განგაშის საფუძველია. ჩინეთმა მკაცრად უნდა გააკონტროლოს ვირუსის ქვეყანაში შემოტანა“, - წერს გამოცემა.

მხოლოდ ორშაბათს ჰელიჯანგში კორონავირუსის 79 შემთხვევა გამოვლინდა. ყველა მათგანი იმპორტირებული იყო რუსეთიდან.

მეორე მსოფლიო ომის 99 წლის ვეტერანმა ჯანდაცვის სერვისებისთვის 31 მილიონი დოლარი შეაგროვა

რუსი პოლიტიკოსი ივან ჟუკოვი კორონავირუსით დაიღუპა

კორონავირუსის პანდემიის გამო ყავაზე პანიკური მოთხოვნაა - შესაძლოა მსოფლიოში მისი დეფიციტი შეიქმნას