პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ძლივს საქართველოში წიგნს დაუბრუნდა მკითხველი, ამის შეზღუდვა შეიძლებოდა?" - ინტერნეტის რეაქციები "ბიბლუსისთვის" ონლაინ გაყიდვების შეჩერებაზე
"ძლივს საქართველოში წიგნს დაუბრუნდა მკითხველი, ამის შეზღუდვა შეიძლებოდა?" - ინტერნეტის რეაქციები "ბიბლუსისთვის" ონლაინ გაყიდვების შეჩერებაზე

წიგ­ნე­ბის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელს "ბიბ­ლუ­სი" და მის ჯგუფ­ში შე­მა­ვალ კომ­პა­ნი­ებს ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრომ ონ­ლა­ინ გა­ყიდ­ვე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ნე­ბარ­თვა ჯერ­ჯე­რო­ბით არ მის­ცა, რის შე­სა­ხე­ბაც "ბიბ­ლუ­სის" "ფე­ის­ბუ­ქის" გვედ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოსტს მკი­თხვე­ლის მძი­მე რე­აქ­ცია მოჰ­ყვა.

რო­გორც კომ­პა­ნი­ამ სა­კუ­თარ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში გან­მარ­ტა, იმის გამო, რომ ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ეძ­ლე­ვათ, უწევთ რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და­წყე­ბა, რაც ფი­ლი­ა­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბა­შიც აი­სა­ხე­ბა. ამის გამო, მომ­ხმა­რებ­ლებ­მა კო­მენ­ტა­რებ­ში უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და შეშ­ფო­თე­ბა გა­მოთ­ქვეს და ისურ­ვეს, "ბიბ­ლუს­მა" ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში გა­აგ­რძე­ლოს საქ­მი­ა­ნო­ბა.

"მა­თე­მა­ტი­კის რვე­უ­ლი ძლივს ვი­შო­ვე დი­ღომ­ში,რა უბე­დუ­რე­ბაა. ხალ­ხი სახ­ლში ზის, დრო აქვს უამ­რა­ვი წიგ­ნი წა­ი­კი­თხოს და ამის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც გვარ­თმე­ვენ. გე­ლო­დე­ბით";

"ძლივს სა­ქარ­თვე­ლო­ში წიგნს და­უბ­რუნ­და მკი­თხვე­ლი და ახლა ამის შე­ზღუდ­ვა შე­იძ­ლე­ბო­და? წიგ­ნი მალ­ფუ­ჭე­ბა­დი და იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი არაა, რომ სა­შიშ­რო­ე­ბას შე­ი­ცავ­დეს. გა­მომ­ცემ­ლებ­ზე, მწერ­ლებ­ზე, მკი­თხველ­ზე ხომ უნდა იფიქ­როს მთავ­რო­ბამ? ყო­ვე­ლი ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე მზა საკ­ვე­ბის მი­წო­დე­ბის რეკ­ლა­მე­ბია. რა ამ­ბა­ვია ამ­დე­ნი აქ­ცენ­ტი ჭამა-სმა­ზე?! მარ­თლა თათ­ქა­რი­ძე­ე­ბი ხომ არ ვართ?“;

"ბიბ­ლუ­სი" - ახლა, ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ძა­ლი­ან მაკ­ლია თქვთან სტუმ­რო­ბა და წიგ­ნის ყიდ­ვით გან­ცდი­ლი კმა­ყო­ფი­ლე­ბა“;

„სე­ნა­კის ფი­ლი­ალს არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა შე­ე­ხოს. ასე­ვე ვი­სურ­ვებ­დი ყვე­ლა ფი­ლი­ა­ლი დარ­ჩეს ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი“;

"ასეთ პე­რი­ოდ­ში წიგ­ნე­ბი იკი­თხე­თო და ამის სა­შუ­ა­ლე­ბაც მოგ­ვის­პეს... კაი რაა" - წე­რენ მოვ­ლე­ნით შე­წუ­ხე­ბუ­ლი „ფე­ის­ბუქ“ მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რა ბედი ელის ქსე­ლის ფი­ლი­ა­ლებს და აღუდ­გენს თუ არა ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო კომ­პა­ნი­ას ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით ოპე­რი­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის უფ­ლე­ბა.

დღე­ის­თვის, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, "ბიბ­ლუ­სი" 63 ფი­ლი­ალს აერ­თი­ა­ნებს, თუმ­ცა რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გამო, შე­საძ­ლე­ბე­ლია, თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნე­ბის ნა­წილ­ში მათი რა­ო­დე­ნო­ბა მკვეთ­რად შემ­ცირ­დეს. შე­სა­ბა­მი­სად, კომ­პა­ნია ოპე­რი­რე­ბას დიდი და­ნა­კარ­გე­ბით გა­აგ­რძე­ლებს, მო­ქა­ლა­ქე­ებს კი მრა­ვალ­ფე­რო­ვან ლი­ტე­რა­ტუ­რა­სა და სა­კან­ცე­ლა­რიო ნივ­თებ­ზე არ­ჩე­ვა­ნის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა შე­უმ­ცირ­დე­ბათ.

ამას­თან, "ბიბ­ლუსს" წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, 100-ობით თა­ნამ­შრო­მე­ლი ჰყავ­და და­საქ­მე­ბუ­ლი და უქ­მნი­და სტა­ბი­ლურ სა­მუ­შაო გა­რე­მოს, თუმ­ცა შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, „ბიბ­ლუ­სი ჯგუფ­ში“ შე­მა­ვა­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია და უც­ნო­ბია, რამ­დე­ნად შეძ­ლებს ის ყვე­ლა თა­ნამ­შრომ­ლის სრუ­ლად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას და გა­მოწ­ვე­ვებ­თან მი­ნი­მა­ლუ­რი და­ნა­კარ­გე­ბით შეხ­ვედ­რას.

იმის გამო, რომ COVID-19-ის პან­დე­მი­ამ მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ეკო­ნო­მი­კე­ბი ფაქ­ტობ­რი­ვად გა­ა­ჩე­რა, ისი­ნი კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლის გეგ­მას ქმნი­ან. მათ შო­რის, იტა­ლია, ვირუს­თან ბრძო­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, ბიზ­ნე­სის ხელ­შე­წყო­ბად ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა­საც იწყებს. რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი აცხა­დე­ბენ, ბიზ­ნე­სის ხელ­შე­წყო­ბა იგეგ­მე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც.

კონ­კრე­ტუ­ლად, უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ იტა­ლი­ა­ზე რომ გა­ვა­მახ­ვი­ლოთ ყუ­რა­დღე­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს, მო­სახ­ლე­ო­ბა­სა და ბიზ­ნეს სექ­ტორს, რო­გორც სა­ბან­კო შე­ღა­ვა­თე­ბით, ისე სხვა­დას­ხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბი­თაც შე­უ­წყოს ხელი.

იტა­ლი­ის მთავ­რო­ბამ გა­ნი­ხი­ლა გეგ­მა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, თუ უსაფრ­თხო­ე­ბის ყვე­ლა წესს და­ი­ცა­ვენ, შე­საძ­ლოა, წიგ­ნე­ბი­სა და სა­კან­ცე­ლა­რიო მა­ღა­ზი­ე­ბის, ახალ­შო­ბი­ლე­ბის ტა­ნი­სა­მო­სი­სა და სხვა მსგავ­სი პრო­ფი­ლის მქო­ნე კომ­პა­ნი­ე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა აღ­დგეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა სექ­ტო­რი მუ­შა­ო­ბის სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ზეა გა­და­სუ­ლი.

რა­ტომ არის კი­თხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის დროს?

ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბი­სას "ბიბ­ლუსს" რომ მა­ღა­ზი­ე­ბის შემ­ცი­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ე­ღო, შე­საძ­ლოა, მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­გან სა­პა­სუ­ხოდ ისევ მძი­მე რე­აქ­ცია მი­ე­ღო, თუმ­ცა დღეს, როცა წიგ­ნე­ბის წა­სა­კი­თხად მეტი დრო გვაქვს, ეს ფაქ­ტი უფრო შე­მაშ­ფო­თებ­ლად იქნა აღ­ქმუ­ლი.

ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის, ძი­რი­თა­დი თავ­შე­საქ­ცე­ვი იზო­ლა­ცი­ის დროს წიგ­ნის კი­თხვაა. შე­სა­ბა­მი­სად, პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში მას­ზე მო­თხოვ­ნა გა­ი­ზარ­და და იმი­სათ­ვის, რომ წიგ­ნი ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყოს, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და მო­სახ­ლე­ო­ბაც, ელექტრო­ნულ კო­მერ­ცი­ას უწყო­ბენ ხელს.

"სა­ს­ექ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის" მიერ ჩა­ტა­რე­ბულ­მა 2009 წლის კვლე­ვამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ კი­თხვის პრო­ცე­სი სტრესს 68%-ით ამ­ცი­რებს. ეს კი ხდე­ბა იმი­ტომ, რომ წიგ­ნის გა­დაშ­ლის შემ­დეგ, სხვა სამ­ყა­როს გაც­ნო­ბას იწყებ, სხვა მოვ­ლე­ნე­ბი­სა და სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის გან­ცდე­ბის შე­სა­ხებ კი­თხუ­ლობ და სა­კუ­თა­რი პრობ­ლე­მე­ბი აღარც კი გახ­სენ­დე­ბა.

„ბიბ­ლუს­ში“ აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მას შემ­დეგ, რაც ფი­ლი­ა­ლებ­მა ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა შე­ა­ჩე­რა კომ­პა­ნია სრუ­ლად გა­და­ვი­და ელ-კო­მერ­ცი­ა­ზე, ცხა­დია, ზო­გა­დად, გა­ყიდ­ვე­ბი არ გაზ­რდი­ლა, მაგ­რამ წიგ­ნებ­სა და კრაფტ­ზე საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი მო­თხოვ­ნა და­ფიქ­სირ­და, რა­საც ხელი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით მი­ტა­ნის უფა­სო სერ­ვის­მაც შე­უ­წყო.

ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რო­გორ დაძ­ლევს არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებს სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი, თუმ­ცა რო­გორც კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ისე მომ­ხმა­რებ­ლე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ ეს პრო­ცე­სი ორი­ვე მხა­რის­თვის მი­ნი­მა­ლუ­რი და­ნა­კარ­გე­ბით წა­რი­მარ­თე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
0

წიგნი არის ყველაზე ერთგული და საინტერესო მეგობარი.რაც უფრო ბევრი მიხვდება ამას,მით უფრო უკეთესი იქნება ჩვენთვისვე.

leqtori
0

გუშინ ვარანცოვზე, გორკის და მიმდებარე ქუჩებზე დილით ჯართის მანქანის დინამიკმა შეგვაწუხა.მათ განა აქვთ ეკონ. საქმ .უფლება? ნიღაბი მაინც ეკეთოთ!

ავტორი:

"ძლივს საქართველოში წიგნს დაუბრუნდა მკითხველი, ამის შეზღუდვა შეიძლებოდა?" - ინტერნეტის რეაქციები "ბიბლუსისთვის" ონლაინ გაყიდვების შეჩერებაზე

"ძლივს საქართველოში წიგნს დაუბრუნდა მკითხველი, ამის შეზღუდვა შეიძლებოდა?" - ინტერნეტის რეაქციები "ბიბლუსისთვის" ონლაინ გაყიდვების შეჩერებაზე

წიგნების მაღაზიათა ქსელს "ბიბლუსი" და მის ჯგუფში შემავალ კომპანიებს ეკონომიკის სამინისტრომ ონლაინ გაყიდვების გაგრძელების ოფიციალური ნებართვა ჯერჯერობით არ მისცა, რის შესახებაც "ბიბლუსის" "ფეისბუქის" გვედზე გამოქვეყნებულ პოსტს მკითხველის მძიმე რეაქცია მოჰყვა.

როგორც კომპანიამ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში განმარტა, იმის გამო, რომ ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელების საშუალება არ ეძლევათ, უწევთ რეორგანიზაციის დაწყება, რაც ფილიალების შემცირებაშიც აისახება. ამის გამო, მომხმარებლებმა კომენტარებში უკმაყოფილება და შეშფოთება გამოთქვეს და ისურვეს, "ბიბლუსმა" ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს საქმიანობა.

"მათემატიკის რვეული ძლივს ვიშოვე დიღომში,რა უბედურებაა. ხალხი სახლში ზის, დრო აქვს უამრავი წიგნი წაიკითხოს და ამის საშუალებასაც გვართმევენ. გელოდებით";

"ძლივს საქართველოში წიგნს დაუბრუნდა მკითხველი და ახლა ამის შეზღუდვა შეიძლებოდა? წიგნი მალფუჭებადი და იმპორტირებული პროდუქტი არაა, რომ საშიშროებას შეიცავდეს. გამომცემლებზე, მწერლებზე, მკითხველზე ხომ უნდა იფიქროს მთავრობამ? ყოველი ფეხის ნაბიჯზე მზა საკვების მიწოდების რეკლამებია. რა ამბავია ამდენი აქცენტი ჭამა-სმაზე?! მართლა თათქარიძეები ხომ არ ვართ?“;

"ბიბლუსი" - ახლა, ამ სიტუაციაში ძალიან მაკლია თქვთან სტუმრობა და წიგნის ყიდვით განცდილი კმაყოფილება“;

„სენაკის ფილიალს არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეხოს. ასევე ვისურვებდი ყველა ფილიალი დარჩეს ხელუხლებელი“;

"ასეთ პერიოდში წიგნები იკითხეთო და ამის საშუალებაც მოგვისპეს... კაი რაა" - წერენ მოვლენით შეწუხებული „ფეისბუქ“ მომხმარებლები, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ელის ქსელის ფილიალებს და აღუდგენს თუ არა ეკონომიკის სამინისტრო კომპანიას ელექტრონული კომერციის მეშვეობით ოპერირების გაგრძელების უფლება.

დღეისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, "ბიბლუსი" 63 ფილიალს აერთიანებს, თუმცა რეორგანიზაციის გამო, შესაძლებელია, თბილისსა და რეგიონების ნაწილში მათი რაოდენობა მკვეთრად შემცირდეს. შესაბამისად, კომპანია ოპერირებას დიდი დანაკარგებით გააგრძელებს, მოქალაქეებს კი მრავალფეროვან ლიტერატურასა და საკანცელარიო ნივთებზე არჩევანის ხელმისაწვდომობა შეუმცირდებათ.

ამასთან, "ბიბლუსს" წლების განმავლობაში, 100-ობით თანამშრომელი ჰყავდა დასაქმებული და უქმნიდა სტაბილურ სამუშაო გარემოს, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, „ბიბლუსი ჯგუფში“ შემავალი კომპანიების საქმიანობა პარალიზებულია და უცნობია, რამდენად შეძლებს ის ყველა თანამშრომლის სრულად შენარჩუნებას და გამოწვევებთან მინიმალური დანაკარგებით შეხვედრას.

იმის გამო, რომ COVID-19-ის პანდემიამ მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკები ფაქტობრივად გააჩერა, ისინი კრიზისიდან გამოსვლის გეგმას ქმნიან. მათ შორის, იტალია, ვირუსთან ბრძოლის პარალელურად, ბიზნესის ხელშეწყობად ღონისძიებების გატარებასაც იწყებს. როგორც საქართველოს მთავრობის წევრები აცხადებენ, ბიზნესის ხელშეწყობა იგეგმება ჩვენს ქვეყანაშიც.

კონკრეტულად, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ იტალიაზე რომ გავამახვილოთ ყურადღება, ხელისუფლება ცდილობს, მოსახლეობასა და ბიზნეს სექტორს, როგორც საბანკო შეღავათებით, ისე სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტის ფუნქციონირების გაგრძელებითაც შეუწყოს ხელი.

იტალიის მთავრობამ განიხილა გეგმა, რომლის თანახმადაც, თუ უსაფრთხოების ყველა წესს დაიცავენ, შესაძლოა, წიგნებისა და საკანცელარიო მაღაზიების, ახალშობილების ტანისამოსისა და სხვა მსგავსი პროფილის მქონე კომპანიების ფუნქციონირება აღდგეს. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ყველა სექტორი მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული.

რატომ არის კითხვა მნიშვნელოვანი თვითიზოლაციის დროს?

ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებისას "ბიბლუსს" რომ მაღაზიების შემცირების გადაწყვეტილება მიეღო, შესაძლოა, მომხმარებლებისგან საპასუხოდ ისევ მძიმე რეაქცია მიეღო, თუმცა დღეს, როცა წიგნების წასაკითხად მეტი დრო გვაქვს, ეს ფაქტი უფრო შემაშფოთებლად იქნა აღქმული.

ბევრი ადამიანისთვის, ძირითადი თავშესაქცევი იზოლაციის დროს წიგნის კითხვაა. შესაბამისად, პანდემიის პერიოდში მასზე მოთხოვნა გაიზარდა და იმისათვის, რომ წიგნი ხელმისაწვდომი იყოს, სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლება და მოსახლეობაც, ელექტრონულ კომერციას უწყობენ ხელს.

"სასექსის უნივერსიტეტის" მიერ ჩატარებულმა 2009 წლის კვლევამ დაადასტურა, რომ კითხვის პროცესი სტრესს 68%-ით ამცირებს. ეს კი ხდება იმიტომ, რომ წიგნის გადაშლის შემდეგ, სხვა სამყაროს გაცნობას იწყებ, სხვა მოვლენებისა და სხვა ადამიანების განცდების შესახებ კითხულობ და საკუთარი პრობლემები აღარც კი გახსენდება.

„ბიბლუსში“ აღნიშნავენ, რომ მას შემდეგ, რაც ფილიალებმა ფუნქციონირება შეაჩერა კომპანია სრულად გადავიდა ელ-კომერციაზე, ცხადია, ზოგადად, გაყიდვები არ გაზრდილა, მაგრამ წიგნებსა და კრაფტზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა, რასაც ხელი საქართველოს მასშტაბით მიტანის უფასო სერვისმაც შეუწყო.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ დაძლევს არსებულ გამოწვევებს საქართველოს ყველაზე მსხვილი წიგნის მაღაზიათა ქსელი, თუმცა როგორც კომპანიის წარმომადგენლები, ისე მომხმარებლები იმედოვნებენ, რომ ეს პროცესი ორივე მხარისთვის მინიმალური დანაკარგებით წარიმართება.

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (მეცხრე თავი)

მოგვხედა უფალმა, გამოგვაფხიზლა ჩვენივე სიკეთისთვის!

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (მერვე თავი)