მიუხედავად იმისა, რომ წელს ჩვენი დღესასწაულები, შეიძლება, განსხვავებულად გამოიყურებოდეს, ჩვენი ურყევი რწმენა იგივეა. ჩემთვის, აღდგომა არის იმედის დრო, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაქ ობამა სოციალურ ქსელში წერს.
ობამა მოსახლეობას მხიარულ აღდგომას უსურვებს.
"მიუხედავად იმისა, რომ წელს ჩვენი დღესასწაულები, შეიძლება, განსხვავებულად გამოიყურებოდეს, ჩვენი ურყევი რწმენა იგივეა. ჩემთვის, აღდგომა არის იმედის დრო - აღმშენებლობის და განახლების შეხსენება - და რწმენა მომავალი უკეთესი დღის. ჩემი ოჯახიდან ყველას გისურვებთ კურთხეულ და მხიარულ აღდგომას", - წერს ობამა "ტვიტერზე".