საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად არის" - კანადაში ვაქცინაზე მომუშავე მეცნიერთა ჯგუფის ქართველი წევრი
"კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად არის" - კანადაში ვაქცინაზე მომუშავე მეცნიერთა ჯგუფის ქართველი წევრი

მეც­ნი­ე­რი გი­ორ­გი ბა­ბუ­ა­ძე, რო­მე­ლიც კა­ნა­და­ში მეც­ნი­ერ­თა ჯგუფ­თან ერ­თად ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნის შექ­მნა­ზე მუ­შა­ობს, აცხა­დებს, რომ ვაქ­ცი­ნა მზად არის. რო­გორც გი­ორ­გი ბა­ბუ­ა­ძე გან­მარ­ტავს, ვაქ­ცი­ნა­ზე მუ­შა­ო­ბა პან­დე­მი­ის გა­მო­ცხა­დე­ბი­დან ერთ კვი­რა­ში და­ი­წყო და აღ­ნიშ­ნუ­ლი ვაქ­ცი­ნის ცხო­ვე­ლებ­ზე გა­მოც­და ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა.

"ცხო­ვე­ლებ­ზე ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი. გა­მოც­და მიმ­დი­ნა­რე­ობს სხვა­დას­ხვა მო­დე­ლის ცხო­ველ­ზე. სრუ­ლი პა­სუ­ხი ყვე­ლა მო­დე­ლის ცხო­ვე­ლი­დან გვექ­ნე­ბა 15 ივ­ნი­სის­თვის... ჩვენ ვმუ­შა­ობთ მე­სა­მე ტი­პის ვაქ­ცი­ნა­ზე, რო­მე­ლიც არ სა­ჭი­რო­ებს ცო­ცხა­ლი ან ან­ტი­ვირუ­სის შეყ­ვა­ნას ორ­გა­ნიზ­მში. ეს არის კონ­კრე­ტუ­ლი დნმ პლატ­ფორ­მის მეშ­ვე­ო­ბით, კონ­კრე­ტუ­ლი ვირუ­სის ან­ტი­გე­ნის შეყ­ვა­ნის მე­ქა­ნიზ­მი. რაკი პლატ­ფორ­მა უკვე მზად იყო, ჩვენ მა­შინ­ვე შე­ვუ­დე­ქით ამ საქ­მეს და ორი თვეც არ დაგ­ვჭირ­და, მზად გვქონ­და ვაქ­ცი­ნა. პრეკ­ლი­ნი­კურ ფა­ზა­ში ვართ, ამას სჭირ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი დრო. 30-40 დღე გვა­შო­რებს პრეკ­ლი­ნი­კუ­რი ფა­ზის სა­ბო­ლოო პა­სუ­ხებს, თუმ­ცა ეს ხელს არ გვიშ­ლის, კლი­ნი­კურ ფა­ზა­ში გა­და­ვი­დეთ.

კლი­ნი­კურ ფა­ზა­ზე გა­დას­ვლა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს პა­რა­ლე­ლუ­რად ან მას შემ­დეგ, რაც გვექ­ნე­ბა პირ­ვე­ლი უჯრე­დუ­ლი იმუ­ნუ­რი პა­სუ­ხი მა­ინც, 28 დღის შემ­დეგ პირ­ვე­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ი­დან. უბ­რა­ლოდ, ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლია დროს­თან, ყვე­ლა­ფერს სჭირ­დე­ბა სა­ბუ­თე­ბი, ფორ­მა­ლო­ბა, ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, თან­ხე­ბი.

ახლა ვა­წარ­მო­ებთ ინ­ტენ­სი­ურ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს. დღე­საც გვქონ­და ჩარ­თვა კა­ნა­დის მთავ­რო­ბას­თან, არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი, უშუ­ა­ლოდ კა­ნა­დის სა­ხელ­მწი­ფო­საც დიდი ინ­ტე­რე­სი აქვს ამ ვაქ­ცი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ვე­ლო­დე­ბით. ჯერ მიმ­დი­ნა­რე­ობს თი­თო­ე­უ­ლი დე­ტა­ლის გან­ხილ­ვა, რა გვჭირ­დე­ბა, რამ­დე­ნად არის მზა­ო­ბა ორი­ვე მხრი­დან. და­ახ­ლო­ე­ბით ორ კვი­რა­ში გვე­ცო­დი­ნე­ბა, შე­ვალთ თუ არა კლი­ნი­კურ ფა­ზა­ში ამ ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. დღე­ვან­დე­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი რომ არა, ვაქ­ცი­ნის დამ­ზა­დე­ბას დას­ჭირ­დე­ბო­დაა ათე­უ­ლო­ბით წლე­ბი. თუმ­ცა, რაკი დღეს გვაქვს ასე­თი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა და სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცია გა­მოთ­ქვამს მზა­ო­ბას, და­ხარ­ჯონ შე­სა­ბა­მი­სი თან­ხე­ბი, ვი­ტყო­დი, რომ კლი­ნი­კუ­რი ფა­ზის და­სას­რუ­ლი შე­იძ­ლე­ბა ვი­ვა­რა­უ­დოთ სექ­ტემ­ბერ­ში ან ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ბა­ბუ­ა­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სი მუ­ტა­ცი­ას სა­ა­თე­ბის და დღე­ე­ბის მი­ხედ­ვით არ გა­ნიც­დის. ბა­ბუ­ა­ძის გან­ცხა­დე­ბით­ვე, ვირუს­მა მუ­ტა­ცია შე­საძ­ლოა, წე­ლი­წად­ში, ორ წე­ლი­წად­ში, ათ წე­ლი­წად­ში გა­ნი­ცა­დოს და ეს მათ სა­მუ­შაო პრო­ცეს­ზე გავ­ლე­ნას არ ახ­დენს.

მეც­ნი­ერ გი­ორ­გი ბა­ბუ­ა­ძეს­თან ინ­ტერ­ვი­უს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი ავ­რცე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
darabi
0

კარგი ამბავია და მჯერავს რომ შემოდგომის ბოლოს ეს ვირუსი უნდა გააქრონ და არ უნდა დარჩეს სახე ცვლილი ჩვენთან ერტად ან მუტირებული ჯობია გაქრეს .

აკი
25

სანამ თქვენ გააკეთებთ, ჩვენ უკვე გვექნება. მადოლობა ჩვენს ექიმებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად არის" - კანადაში ვაქცინაზე მომუშავე მეცნიერთა ჯგუფის ქართველი წევრი

"კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად არის" - კანადაში ვაქცინაზე მომუშავე მეცნიერთა ჯგუფის ქართველი წევრი

მეცნიერი გიორგი ბაბუაძე, რომელიც კანადაში მეცნიერთა ჯგუფთან ერთად ახალი კორონავირუსის ვაქცინის შექმნაზე მუშაობს, აცხადებს, რომ ვაქცინა მზად არის. როგორც გიორგი ბაბუაძე განმარტავს, ვაქცინაზე მუშაობა პანდემიის გამოცხადებიდან ერთ კვირაში დაიწყო და აღნიშნული ვაქცინის ცხოველებზე გამოცდა ჯერ არ დასრულებულა.

"ცხოველებზე ჯერ არ დასრულებულა ექსპერიმენტები. გამოცდა მიმდინარეობს სხვადასხვა მოდელის ცხოველზე. სრული პასუხი ყველა მოდელის ცხოველიდან გვექნება 15 ივნისისთვის... ჩვენ ვმუშაობთ მესამე ტიპის ვაქცინაზე, რომელიც არ საჭიროებს ცოცხალი ან ანტივირუსის შეყვანას ორგანიზმში. ეს არის კონკრეტული დნმ პლატფორმის მეშვეობით, კონკრეტული ვირუსის ანტიგენის შეყვანის მექანიზმი. რაკი პლატფორმა უკვე მზად იყო, ჩვენ მაშინვე შევუდექით ამ საქმეს და ორი თვეც არ დაგვჭირდა, მზად გვქონდა ვაქცინა. პრეკლინიკურ ფაზაში ვართ, ამას სჭირდება გარკვეული დრო. 30-40 დღე გვაშორებს პრეკლინიკური ფაზის საბოლოო პასუხებს, თუმცა ეს ხელს არ გვიშლის, კლინიკურ ფაზაში გადავიდეთ.

კლინიკურ ფაზაზე გადასვლა შეიძლება მოხდეს პარალელურად ან მას შემდეგ, რაც გვექნება პირველი უჯრედული იმუნური პასუხი მაინც, 28 დღის შემდეგ პირველი ვაქცინაციიდან. უბრალოდ, ეს დაკავშირებულია დროსთან, ყველაფერს სჭირდება საბუთები, ფორმალობა, ოფიციალური მონაცემები, თანხები.

ახლა ვაწარმოებთ ინტენსიურ მოლაპარაკებებს. დღესაც გვქონდა ჩართვა კანადის მთავრობასთან, არიან დაინტერესებული კომპანიები, უშუალოდ კანადის სახელმწიფოსაც დიდი ინტერესი აქვს ამ ვაქცინასთან დაკავშირებით და ველოდებით. ჯერ მიმდინარეობს თითოეული დეტალის განხილვა, რა გვჭირდება, რამდენად არის მზაობა ორივე მხრიდან. დაახლოებით ორ კვირაში გვეცოდინება, შევალთ თუ არა კლინიკურ ფაზაში ამ ერთი თვის განმავლობაში. დღევანდელი ტექნოლოგიები რომ არა, ვაქცინის დამზადებას დასჭირდებოდაა ათეულობით წლები. თუმცა, რაკი დღეს გვაქვს ასეთი ტექნოლოგიები, საზოგადოების მხარდაჭერა და სხვადასხვა ორგანიზაცია გამოთქვამს მზაობას, დახარჯონ შესაბამისი თანხები, ვიტყოდი, რომ კლინიკური ფაზის დასასრული შეიძლება ვივარაუდოთ სექტემბერში ან ოქტომბრის ბოლოსთვის“, - განაცხადა ბაბუაძემ.

მისივე განმარტებით, კორონავირუსი მუტაციას საათების და დღეების მიხედვით არ განიცდის. ბაბუაძის განცხადებითვე, ვირუსმა მუტაცია შესაძლოა, წელიწადში, ორ წელიწადში, ათ წელიწადში განიცადოს და ეს მათ სამუშაო პროცესზე გავლენას არ ახდენს.

მეცნიერ გიორგი ბაბუაძესთან ინტერვიუს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

"ჯერ მოხდა მღვდლის დაინფიცირება, შემდეგ მისი დის ანუ ჩვენი ექთნის და მისგან უკვე ჩვენი თანამშრომლების" - კლინიკა "თიმის" დირექტორი

"ცეცხლს ვეთამაშებით, იცოდეთ... მომავალი 2-3 კვირა იქნება ძალიან მძიმე" - ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რეკომენდაციები დაიცვან

საცობი თბილისის შემოსასვლელში - რა ხდებოდა მას შემდეგ, რაც პრემიერმა ოთხი ქალაქის ჩაკეტვა დაანონსა (ვიდეო)