საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

12

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რო­გო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­დეგ - რა შემცირდება და რომელი რეგიონები დაზარალდებიან
რო­გო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­დეგ - რა შემცირდება და რომელი რეგიონები დაზარალდებიან

წეს­რი­გი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის და საქ­მი­ა­ნო­ბის სხვა­დას­ხვა ას­პექტს მო­ი­ცავს, დღეს­დღე­ო­ბით მთლი­ა­ნად კო­რო­ნა­ვირუსს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. უზარ­მა­ზარ­მა ცვლი­ლე­ბებ­მა შე­საძ­ლოა, პან­დე­მი­ის და­მარ­ცხე­ბის შემ­დე­გაც და­ტო­ვოს კვა­ლი.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რო­გო­რი იქ­ნე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­დეგ მსოფ­ლიო და სა­ქარ­თვე­ლო, და გა­მოჰ­ყო მთა­ვა­რი სფე­რო­ე­ბი, სა­დაც დიდი ცვლი­ლე­ბე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი - პო­ლი­ტი­კა, ეკო­ნო­მი­კა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა და გა­რე­მო.

პან­დე­მი­ის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე მსოფ­ლიო ეკო­ნო­მის­ტებ­მა ივა­რა­უ­დეს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი "უფრო მეტ ადა­მი­ანს გა­ა­კოტ­რებს, ვიდ­რე - მოკ­ლავს". გა­ე­როს პროგ­ნო­ზით, მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კას COVID-19-ის აფეთ­ქე­ბა მი­ნი­მუმ, 1 ტრი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­უჯ­დე­ბა. ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტის აზ­რით, პან­დე­მი­ამ შე­საძ­ლოა, ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის წარ­მო­ე­ბის შემ­ცი­რე­ბას შე­უ­წყოს ხელი. წარ­მო­ე­ბის შემ­ცი­რე­ბა - გა­ყიდ­ვე­ბის შემ­ცი­რე­ბას ნიშ­ნავს, გა­ყიდ­ვე­ბის შემ­ცი­რე­ბა - სარ­გე­ბელს ამ­ცი­რებს, ამის შე­დე­გი კი და­საქ­მე­ბის შემ­ცი­რე­ბაა.

თუ მეტი ადა­მი­ა­ნი და­კარ­გავს სამ­სა­ხურს, ნაკ­ლე­ბი პრო­დუქ­ტი გა­ი­ყი­დე­ბა, რაც მო­ჯა­დო­ე­ბულ წრეს ემ­სგავ­სე­ბა და შე­საძ­ლოა, ეკო­ნო­მი­კურ კრი­ზი­სამ­დე მი­ვი­დეთ.

თსუ-ს ეკო­ნო­მი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის (ISET) კვლე­ვა მი­უ­თი­თებს, რო­გო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი მო­მა­ვა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­დეგ.

ამა­ვე კვლე­ვა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რო­გორ გან­ვი­თარ­და ეკო­ნო­მი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი მსოფ­ლი­ო­ში პან­დე­მი­ის შემ­დეგ:

  • სა­აქ­ციო ბაზ­რებ­ზე მა­ღა­ლი მერ­ყე­ო­ბა და­ფიქ­სირ­და, აქ­ცი­ე­ბის ფა­სე­ბი ერთ დღეს მკვეთ­რად იზ­რდე­ბა, მე­ო­რე დღეს კი რე­კორ­დუ­ლად ეცე­მა;
  • მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით კომ­პა­ნი­ე­ბი ლიკ­ვი­დუ­რო­ბის და­კარ­გვის ში­შით ფუ­ლად სახ­სრებს ინა­ხა­ვენ;
  • ქვეყ­ნებ­მა მი­ი­ღეს მკვეთ­რი ზო­მე­ბი და შე­ზღუ­დეს სა­ზღვარ­გა­რეთ მოგ­ზა­უ­რო­ბა და სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­ტე­რაქ­ცია;
  • ჯან­დაც­ვის სის­ტე­მე­ბი იმ ქვეყ­ნებ­ში, რო­მელ­თაც ვირუ­სი ყვე­ლა­ზე მე­ტად შე­ე­ხო, ჩა­მოშ­ლის ზღვარ­ზეა;
  • ნავ­თო­ბის ფა­სე­ბი და­ე­ცა. ასე­თი მკვეთ­რი ვარ­დნა 2016 წლის შემ­დეგ არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, რაც გა­ნა­პი­რო­ბა რო­გორც და­ბალ მო­თხოვ­ნა­ზე მო­ლო­დი­ნებ­მა, ისე მი­წო­დე­ბის ზრდამ;
  • წარ­მო­ე­ბის პრო­ცე­სე­ბი და ღი­რე­ბუ­ლე­ბის ჯაჭ­ვე­ბის კავ­ში­რე­ბი ჯერ აზი­ა­ში, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ევ­რო­პა­სა და აშშ-შიც შე­ფერ­ხდა;

ISET-ის მკვლე­ვა­რი გი­ორ­გი მჟა­ვა­ნა­ძე იმ სა­ვა­რა­უ­დო სცე­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ უყ­ვე­ბა AMBEBI.GE-ს, რაც შე­საძ­ლოა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა­ში გან­ვი­თარ­დეს უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში:

- ყვე­ლა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა მა­ინც ეკო­ნო­მი­კის ფის­კა­ლურ და მო­ნე­ტა­რულ სტი­მუ­ლი­რე­ბას მი­მარ­თავს - კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის შე­ღა­ვა­თე­ბის გა­წე­ვა, ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში, დღგ-ს დაბ­რუ­ნე­ბა, სხვა­დას­ხვა სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დის გა­და­ვა­დე­ბა და ა.შ.

ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი წინა პლან­ზეა, რაც არ უნდა და­ვი­ვი­წყოთ, მაგ­რამ ნე­ბის­მი­ე­რი დახ­მა­რე­ბა მი­მარ­თუ­ლი უნდა იყოს ადა­მი­ა­ნებ­სა და კომ­პა­ნი­ებ­ზე, ვინც ამ დროს და­ზა­რალ­და. რად­გან უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ჩვენ მოგ­ვი­წევს ჩვე­ნი რე­სურ­სე­ბით და შემ­დეგ უკვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დახ­მა­რე­ბით ამ ყვე­ლაფ­რის გა­დახ­და.

ISET-მა კვლე­ვა რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩა­ა­ტა­რა. გვქონ­და გათ­ვლი­ლი სამი სცე­ნა­რი, რა ზი­ა­ნი მი­ად­გე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო ტუ­რიზ­მის სექ­ტორს. პირ­ვე­ლი სცე­ნა­რი ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომ ვირუ­სი მა­ი­სის ბო­ლოს დამ­თავ­რდე­ბა და ტუ­რიზ­მი აღ­დგე­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­ში ზე­გავ­ლე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა­ზე, მხო­ლოდ ტუ­რიზ­მის გავ­ლით, ძა­ლი­ან მცი­რე იყო - და­ახ­ლო­ე­ბით 514 მლნ დო­ლა­რის ზა­რა­ლი, რაც 1%-ით ამ­ცი­რებ­და მშპ-ს.

VIDEO: რა მას­შტა­ბის დარ­ტყმის­თვის უნდა იყოს სა­ქარ­თვე­ლო მზად: 3 სცე­ნა­რი შე­საძ­ლო და­ნა­კარ­გე­ბის შე­სა­ხებ ISET-ის­გან

ყვე­ლა­ზე პე­სი­მის­ტუ­რი სცე­ნა­რია, რომ სექ­ტო­რი მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლი. 3 კვი­რის წინ, როცა ეს კვლე­ვა ჩა­ვა­ტა­რეთ, ეს სცე­ნა­რი ძა­ლი­ან პე­სი­მის­ტუ­რად ჩან­და, ახლა კი შე­იძ­ლე­ბა, რე­ა­ლის­ტუ­რიც ვუ­წო­დოთ. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ტუ­რიზ­მის და­ნაკ­ლი­სი 2 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი უნდა იყოს, რაც მშპ-ს 5.4%-ით შე­ამ­ცი­რებს. თუ ეს სცე­ნა­რი გან­ვი­თარ­და, მხო­ლოდ ტუ­რიზ­მის სექ­ტო­რის გავ­ლით სა­ქარ­თვე­ლოს მშპ 2020 წელს უარ­ყო­ფით ზრდას და­ა­ფიქ­სი­რებს

ეს გან­სა­კუთ­რე­ბით რამ­დე­ნი­მე რე­გი­ონ­ზე იქო­ნი­ებს დიდ გავ­ლე­ნას უმუ­შევ­რო­ბი­სა და შე­მო­სავ­ლე­ბის და­კარ­გვის კუ­თხით - თბი­ლი­სი, აჭა­რა, მცხე­თა-მთი­ა­ნე­თი და ალ­ბათ, იმე­რე­თი

ასე­ვე, ჩვე­ნი ვა­რა­უ­დით, დიდი და­ნაკ­ლი­სი ექ­ნე­ბათ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც უცხო­ე­თი­დან ფუ­ლად გზავ­ნი­ლებს იღე­ბენ. გზავ­ნი­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი რუ­სე­თი­დან შე­მო­დის, ასე­ვე, სა­ბერ­ძნე­თი­დან და იტა­ლი­ი­დან, ამე­რი­კის წი­ლიც გაზ­რდი­ლია. ყვე­ლა ამ ქვე­ყა­ნა­ში პან­დე­მია ფარ­თოვ­დე­ბა, მკაცრ­დე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კა, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი შე­მო­სავ­ლებს კარ­გა­ვენ, რაც ჩვე­ნი ემიგ­რან­ტე­ბის მიერ გა­მოგ­ზავ­ნილ ფუ­ლად გზავ­ნი­ლებ­ზე იქო­ნი­ებს გავ­ლე­ნას.

აქ რამ­დე­ნი­მე დაშ­ვე­ბა გვაქვს: პირ­ვე­ლი სცე­ნა­რით, 10%-ით შემ­ცირ­დე­ბა ფუ­ლა­დი შე­მო­სავ­ლე­ბი, მე­ო­რის მი­ხედ­ვით - 30%-ით და მე­სა­მე შემ­თხვე­ვა­ში - 50%-ით. სა­ქარ­თვე­ლო და­ახ­ლო­ე­ბით 100-დან 600 მი­ლი­ო­ნამ­დე დო­ლარს და­კარ­გავს, ამას დიდი ზე­გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბა მოხ­მა­რე­ბა­ზე, რად­გან ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 80% სა­მომ­ხმა­რებ­ლო ხარ­ჯებ­ში მი­დის. ჩვე­ნი გათ­ვლე­ბით, სა­მომ­ხმა­რებ­ლო ხარ­ჯე­ბი უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში, 5.5%-ით შემ­ცირ­დე­ბა.

მშპ-ზე უფრო რთუ­ლია ვა­რა­უ­დი, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა 2020 წელს მო­იხ­მარს ნაკ­ლებ პრო­დუქტს და ეს ნიშ­ნავს, რომ ჩვე­ნი კე­თილ­დღე­ო­ბა შემ­ცირ­დე­ბა

გა­ვა­კე­თეთ მცი­რე მა­თე­მა­ტი­კუ­რი გათ­ვლე­ბიც - რო­გორ კავ­შირ­შია სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა სხვა ქვეყ­ნე­ბის ეკო­ნო­მი­კას­თან. ღია ეკო­ნო­მი­კა ვართ და ჩვენს მთა­ვარ პარტნი­ორ ქვეყ­ნებ­ში მომ­ხდა­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ძვრე­ბი ჩვენ­ზეც ახ­დენს გავ­ლე­ნას. მი­ვი­ღეთ, რომ გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მი­ის უა­რე­სი სცე­ნა­რის შემ­თხვე­ვა­ში 2020 წელს ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა 0.8%-მდე იქ­ნე­ბა" - ამ­ბობს ISET-ის მკვლე­ვა­რი გი­ორ­გი მჟა­ვა­ნა­ძე.

წა­ი­კი­თხეთ ვრცლად: რო­გორ შეც­ვლის COVID-19 ადა­მი­ა­ნებს, მსოფ­ლიო წეს­რიგ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს - 4 მი­მარ­თუ­ლე­ბა, სა­დაც ყვე­ლა­ზე დიდი რყე­ვე­ბი გვე­ლის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

რო­გო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­დეგ - რა შემცირდება და რომელი რეგიონები დაზარალდებიან

რო­გო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­დეგ - რა შემცირდება და რომელი რეგიონები დაზარალდებიან

წესრიგი, რომელიც ადამიანის ცხოვრების და საქმიანობის სხვადასხვა ასპექტს მოიცავს, დღესდღეობით მთლიანად კორონავირუსს ექვემდებარება. უზარმაზარმა ცვლილებებმა შესაძლოა, პანდემიის დამარცხების შემდეგაც დატოვოს კვალი.

AMBEBI.GE დაინტერესდა, როგორი იქნება კორონავირუსის შემდეგ მსოფლიო და საქართველო, და გამოჰყო მთავარი სფეროები, სადაც დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი - პოლიტიკა, ეკონომიკა, საზოგადოებრივი ცხოვრება და გარემო.

პანდემიის დაწყებისთანავე მსოფლიო ეკონომისტებმა ივარაუდეს, რომ კორონავირუსი "უფრო მეტ ადამიანს გააკოტრებს, ვიდრე - მოკლავს". გაეროს პროგნოზით, მსოფლიო ეკონომიკას COVID-19-ის აფეთქება მინიმუმ, 1 ტრილიონი დოლარი დაუჯდება. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, პანდემიამ შესაძლოა, ეკონომიკური საქმიანობის წარმოების შემცირებას შეუწყოს ხელი. წარმოების შემცირება - გაყიდვების შემცირებას ნიშნავს, გაყიდვების შემცირება - სარგებელს ამცირებს, ამის შედეგი კი დასაქმების შემცირებაა.

თუ მეტი ადამიანი დაკარგავს სამსახურს, ნაკლები პროდუქტი გაიყიდება, რაც მოჯადოებულ წრეს ემსგავსება და შესაძლოა, ეკონომიკურ კრიზისამდე მივიდეთ.

თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევა მიუთითებს, როგორი შეიძლება იყოს საქართველოს ეკონომიკური მომავალი კორონავირუსის შემდეგ.

ამავე კვლევაში ვკითხულობთ, როგორ განვითარდა ეკონომიკური მოვლენები მსოფლიოში პანდემიის შემდეგ:

  • სააქციო ბაზრებზე მაღალი მერყეობა დაფიქსირდა, აქციების ფასები ერთ დღეს მკვეთრად იზრდება, მეორე დღეს კი რეკორდულად ეცემა;
  • მსოფლიოს მასშტაბით კომპანიები ლიკვიდურობის დაკარგვის შიშით ფულად სახსრებს ინახავენ;
  • ქვეყნებმა მიიღეს მკვეთრი ზომები და შეზღუდეს საზღვარგარეთ მოგზაურობა და სოციალური ინტერაქცია;
  • ჯანდაცვის სისტემები იმ ქვეყნებში, რომელთაც ვირუსი ყველაზე მეტად შეეხო, ჩამოშლის ზღვარზეა;
  • ნავთობის ფასები დაეცა. ასეთი მკვეთრი ვარდნა 2016 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა, რაც განაპირობა როგორც დაბალ მოთხოვნაზე მოლოდინებმა, ისე მიწოდების ზრდამ;
  • წარმოების პროცესები და ღირებულების ჯაჭვების კავშირები ჯერ აზიაში, მოგვიანებით კი ევროპასა და აშშ-შიც შეფერხდა;

ISET-ის მკვლევარი გიორგი მჟავანაძე იმ სავარაუდო სცენარების შესახებ უყვება AMBEBI.GE-ს, რაც შესაძლოა საქართველოს ეკონომიკაში განვითარდეს უახლოეს მომავალში:

- ყველა განვითარებული ქვეყანა მაინც ეკონომიკის ფისკალურ და მონეტარულ სტიმულირებას მიმართავს - კომპანიებისთვის შეღავათების გაწევა, ჩვენს შემთხვევაში, დღგ-ს დაბრუნება, სხვადასხვა საშემოსავლო გადასახადის გადავადება და ა.შ.

ჩვენს ქვეყანაში სოციალური პრობლემები წინა პლანზეა, რაც არ უნდა დავივიწყოთ, მაგრამ ნებისმიერი დახმარება მიმართული უნდა იყოს ადამიანებსა და კომპანიებზე, ვინც ამ დროს დაზარალდა. რადგან უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ მოგვიწევს ჩვენი რესურსებით და შემდეგ უკვე საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ამ ყველაფრის გადახდა.

ISET-მა კვლევა რამდენიმე მიმართულებით ჩაატარა. გვქონდა გათვლილი სამი სცენარი, რა ზიანი მიადგება კორონავირუსის გამო ტურიზმის სექტორს. პირველი სცენარი ითვალისწინებს, რომ ვირუსი მაისის ბოლოს დამთავრდება და ტურიზმი აღდგება, ამ შემთხვევაში ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, მხოლოდ ტურიზმის გავლით, ძალიან მცირე იყო - დაახლოებით 514 მლნ დოლარის ზარალი, რაც 1%-ით ამცირებდა მშპ-ს.

VIDEO: რა მასშტაბის დარტყმისთვის უნდა იყოს საქართველო მზად: 3 სცენარი შესაძლო დანაკარგების შესახებ ISET-ისგან

ყველაზე პესიმისტური სცენარია, რომ სექტორი მთელი წლის განმავლობაში იქნება შეჩერებული. 3 კვირის წინ, როცა ეს კვლევა ჩავატარეთ, ეს სცენარი ძალიან პესიმისტურად ჩანდა, ახლა კი შეიძლება, რეალისტურიც ვუწოდოთ. ამ შემთხვევაში, ტურიზმის დანაკლისი 2 მილიარდი დოლარი უნდა იყოს, რაც მშპ-ს 5.4%-ით შეამცირებს. თუ ეს სცენარი განვითარდა, მხოლოდ ტურიზმის სექტორის გავლით საქართველოს მშპ 2020 წელს უარყოფით ზრდას დააფიქსირებს

ეს განსაკუთრებით რამდენიმე რეგიონზე იქონიებს დიდ გავლენას უმუშევრობისა და შემოსავლების დაკარგვის კუთხით - თბილისი, აჭარა, მცხეთა-მთიანეთი და ალბათ, იმერეთი

ასევე, ჩვენი ვარაუდით, დიდი დანაკლისი ექნებათ ადამიანებს, რომლებიც უცხოეთიდან ფულად გზავნილებს იღებენ. გზავნილების დიდი ნაწილი რუსეთიდან შემოდის, ასევე, საბერძნეთიდან და იტალიიდან, ამერიკის წილიც გაზრდილია. ყველა ამ ქვეყანაში პანდემია ფართოვდება, მკაცრდება ეკონომიკური პოლიტიკა, მოქალაქეები შემოსავლებს კარგავენ, რაც ჩვენი ემიგრანტების მიერ გამოგზავნილ ფულად გზავნილებზე იქონიებს გავლენას.

აქ რამდენიმე დაშვება გვაქვს: პირველი სცენარით, 10%-ით შემცირდება ფულადი შემოსავლები, მეორის მიხედვით - 30%-ით და მესამე შემთხვევაში - 50%-ით. საქართველო დაახლოებით 100-დან 600 მილიონამდე დოლარს დაკარგავს, ამას დიდი ზეგავლენა ექნება მოხმარებაზე, რადგან ფულადი გზავნილების დაახლოებით 80% სამომხმარებლო ხარჯებში მიდის. ჩვენი გათვლებით, სამომხმარებლო ხარჯები უკიდურეს შემთხვევაში, 5.5%-ით შემცირდება.

მშპ-ზე უფრო რთულია ვარაუდი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოსახლეობა 2020 წელს მოიხმარს ნაკლებ პროდუქტს და ეს ნიშნავს, რომ ჩვენი კეთილდღეობა შემცირდება

გავაკეთეთ მცირე მათემატიკური გათვლებიც - როგორ კავშირშია საქართველოს ეკონომიკა სხვა ქვეყნების ეკონომიკასთან. ღია ეკონომიკა ვართ და ჩვენს მთავარ პარტნიორ ქვეყნებში მომხდარი ეკონომიკური ძვრები ჩვენზეც ახდენს გავლენას. მივიღეთ, რომ გლობალური პანდემიის უარესი სცენარის შემთხვევაში 2020 წელს ეკონომიკური ზრდა 0.8%-მდე იქნება" - ამბობს ISET-ის მკვლევარი გიორგი მჟავანაძე.

წაიკითხეთ ვრცლად: როგორ შეცვლის COVID-19 ადამიანებს, მსოფლიო წესრიგსა და საქართველოს - 4 მიმართულება, სადაც ყველაზე დიდი რყევები გველის

"ვაი, ამ ჩვენი სისხლით გაუმაძღარ ერთმორწმუნე რუსეთს... პანდემიის დროს ვერ ცხრება ჩვენი მიწების მიტაცებით" - მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი

"ბავშვებიც სულ მეკითხებიან, სად არის? მასთან ყოველი კომუნიკაცია აცრემლებული თვალებით მთავრდება" - ინფექციონისტის შვილის უმძიმესი ინტერვიუ

"როგორც თქვენი ეპისკოპოსი ძალიან გთხოვთ, დარჩით სახლებში აღდგომასაც!" - მეუფე მელქისედეკი