საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩინეთი ბევრად ძლიერი იქნება, ყველა დანარჩენი კი გადარჩენისთვის იბრძვის" - მეთიუ ბრაიზა მსოფლიო პოლიტიკაში მოსალოდნელ ცვლილებებზე
"ჩინეთი ბევრად ძლიერი იქნება, ყველა დანარჩენი კი გადარჩენისთვის იბრძვის" - მეთიუ ბრაიზა მსოფლიო პოლიტიკაში მოსალოდნელ ცვლილებებზე

მსოფ­ლიო წეს­რი­გი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის და საქ­მი­ა­ნო­ბის სხვა­დას­ხვა ას­პექტს მო­ი­ცავს, დღეს­დღე­ო­ბით მთლი­ა­ნად კო­რო­ნა­ვირუსს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. უზარ­მა­ზარ­მა ცვლი­ლე­ბებ­მა შე­საძ­ლოა, პან­დე­მი­ის და­მარ­ცხე­ბის შემ­დე­გაც და­ტო­ვოს კვა­ლი.

პო­ლი­ტი­კა­ზე სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ინ­ტეგ­რა­ცია; ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, რო­გორც მსოფ­ლი­ოს ლი­დე­რი სა­ხელ­მწი­ფო, თა­ვი­სუ­ფა­ლი მი­მოს­ვლა და სა­ერ­თოდ, გლო­ბა­ლი­ზა­ცია - დგე­ბა თუ არა ეს ყვე­ლა­ფე­რი კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ?

ამე­რი­კე­ლი დიპ­ლო­მა­ტი, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის ყო­ფი­ლი თა­ნა­შემ­წე მე­თიუ ბრა­ი­ზა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ის, თუ რა კვალს და­ტო­ვებს კრი­ზი­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, მის ხან­გრძლი­ვო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

- მსოფ­ლი­ო­ში არა­ვის, ვინც 102 წელ­ზე ნაკ­ლე­ბი ასა­კი­საა, არ გა­მო­უც­დია არა­ფე­რი მსგავ­სი, და არც არა­ვინ იცის, რო­დის დამ­თავ­რდე­ბა ეს. დიდი დეპ­რე­სი­ის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე დიდი ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ცე­სი­აა სა­ხე­ზე, შე­იძ­ლე­ბა, უა­რე­სიც. ცხა­დად ვხე­დავთ, რომ აშშ-მა მსოფ­ლიო ლი­დე­რო­ბის ყვე­ლა­ნა­ირ როლ­ზე თქვა უარი, ერ­თის მხრივ - დო­ნალდ ტრამპს ეს არ უნდა და მე­ო­რეს მხრივ - მისი და ფე­დე­რა­ლუ­რი მთავ­რო­ბის მიერ, კრი­ზის­ზე პა­სუ­ხის აშ­კა­რა არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბის გამო.

ჩი­ნე­თი ბევ­რად უკეთ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი პა­სუ­ხი ჰქონ­დათ, ახლა ძლი­ერ პო­ზი­ცი­ა­ზე არი­ან, მა­თი­ვე ეკო­ნო­მი­კით, თან, იმ ყვე­ლა­ნა­ირ აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას აწარ­მო­ე­ბენ, რაც ყვე­ლა და­ნარ­ჩენს გვჭირ­დე­ბა

რას ნიშ­ნავს ეს ყვე­ლა­ფე­რი? რა არის ტრან­სატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სი, თუ ევ­რო­კავ­ში­რი ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბას კარ­გავს, თუ აშშ არ არის ლი­დე­რი? სულ უფრო მეტი იტა­ლი­ე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი კი­თხუ­ლობს - რაში გვჭირ­დე­ბა ევ­რო­კავ­ში­რი, როცა ის არ გვეხ­მა­რე­ბა, რა­ტომ უნდა ვი­ყოთ იქ?! არა­და ისი­ნი პრო­ევ­რო­პე­ლი იტა­ლი­ე­ლე­ბი არი­ან...

თუ ევ­რო­კავ­ში­რი რა­მეს არ მო­ი­ფიქ­რებს სა­ყო­ველ­თაო სო­ლი­და­რო­ბის საჩ­ვე­ნებ­ლად, მით უფრო, იტა­ლი­ე­ლე­ბი­სა და ეს­პა­ნე­ლე­ბის­თვის, მის სა­მო­მავ­ლო არ­სე­ბო­ბას სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხე და­ე­მუქ­რე­ბა.

VIDEO: Covid-19, სა­ქარ­თვე­ლო და მსოფ­ლიო, მე­თიუ ბრა­ი­ზას თვა­ლით

მსოფ­ლიო მთლი­ა­ნად იც­ვლე­ბა! რთუ­ლია ივა­რა­უ­დო, რა იქ­ნე­ბა შემ­დეგ. რაც უფრო დიდი ხანი გაგ­რძელ­დე­ბა, უფრო ღრმა ფეს­ვე­ბი ექ­ნე­ბა, ჩი­ნე­თი ბევ­რად ძლი­ე­რი იქ­ნე­ბა, ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი კი გა­დარ­ჩე­ნის­თვის იბ­რძვის. ეს ჯუნ­გლე­ბის კა­ნონს ჰგავს, ვგუ­ლის­ხმობ, რომ ევ­რო­კავ­ში­რის და NATO-ს იდეა მთლი­ა­ნად კო­ლექ­ტი­ურ უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე, ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე, სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სებ­ზე, კა­ნო­ნებ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ ეკო­ნო­მი­კა­ზეა აგე­ბუ­ლი.

ახლა კი რა ხდე­ბა ჩი­ნე­თის მი­წა­ზე? ერთი ქვე­ყა­ნა შე­თან­ხმე­ბას აღ­წევს სა­მე­დი­ცი­ნო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის დიდ რა­ო­დე­ნო­ბა­ზე, ვი­ღაც სხვა ჩნდე­ბა, პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით, „ქე­შით“ სავ­სე ჩე­მოდ­ნით, უხ­დის ჩი­ნელ მომ­წო­დე­ბელს უფრო მეტს, და იღებს იმას, რაც უახ­ლო­ე­სი რე­ი­სით სხვა ქვე­ყა­ნა­ში უნდა გა­ეგ­ზავ­ნათ. ყო­ველ­დღი­უ­რად ასე ხდე­ბა და ეს ჯუნ­გლე­ბის კა­ნო­ნია, რად­გან ადა­მი­ა­ნე­ბი პა­ნი­კა­ში არი­ან.

როცა ხალ­ხი ნაკ­ლებს ფიქ­რობს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­სა და კო­ლექ­ტი­ურ უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე, ფო­კუ­სი­რე­ბას აკე­თებს მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და ქვეყ­ნის და­სა­ცა­ვად, ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მი ძლი­ერ­დე­ბა, მე­მარ­ჯვე­ნე­ო­ბა, ქსე­ნო­ფო­ბია... არ ვამ­ბობ, რომ ასე მოხ­დე­ბა, მაგ­რამ ის­ტო­რია ერთ სა­უ­კუ­ნე­ზე ნაკ­ლე­ბი ხნის წინ ასე გან­ვი­თარ­და: პან­დე­მია, დიდი დეპ­რე­სია (პირ­და­პირ არ უკავ­შირ­დე­ბო­და პან­დე­მი­ას, მაგ­რამ მა­ინც), მე­მარ­ჯვე­ნე ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მის აღორ­ძი­ნე­ბა, პრო­ტექ­ცი­ო­ნიზ­მი, ფა­შიზ­მი, მსოფ­ლიო ომი...

იმე­დია, ის­ტო­რი­ი­დან ვის­წავ­ლეთ, ასე­ვე, ვის­წავ­ლეთ ოპ­ტი­მიზ­მი და ის, თუ რო­გორ ვემ­ზა­დოთ COVID-19-ის მე­ო­რე ტალ­ღის­თვის, რო­მე­ლიც ალ­ბათ, შე­მოდ­გო­მა­ზე დაბ­რუნ­დე­ბა, და იქ­ნებ, მე­სა­მე ტალ­ღის­თვი­საც უნდა ვემ­ზა­დოთ...

თუ ვი­სა­უბ­რებთ სა­ქარ­თვე­ლო­ზე ან სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ზე, უმაღ­ლე­სი რან­გის ლი­დე­რე­ბის­გან ყუ­რა­დღე­ბა აღარ იქ­ნე­ბა. ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ ასე თუ ისე, ახლა მსოფ­ლი­ო­ში გე­ო­პო­ლი­ტი­კა გრძელ­დე­ბა, არა? აშშ-ს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი ლა­პა­რა­კობს იმა­ზე, რომ სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ას გა­ნა­ახ­ლებს ერაყ­ში, ე.წ. ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ, შე­იძ­ლე­ბა, ირან­შიც; ომი კვლავ გრძელ­დე­ბა სი­რი­ა­ში, ლი­ბი­ა­შიც. ზე­და­პი­რის მიღ­მა, ყვე­ლა­ფე­რი ეს ხდე­ბა, მაგ­რამ მსოფ­ლი­ოს "ტოპ" ლი­დე­რე­ბი არა­ნა­ირ ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცე­ვენ.

ასე რომ, ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის დღე­ე­ბი, რო­დე­საც ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით გე­ო­პო­ლი­ტი­კურ გეგ­მა­ზე, როცა აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტი პი­რა­დად ღე­ლავ­და სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე - დამ­თავ­რე­ბუ­ლია. თუმ­ცა, ეს უკვე დამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო დო­ნალდ ტრამ­პის დროს და მე ვი­ტყო­დი, ბა­რაკ ობა­მას დრო­საც კი" - ამ­ბობს მე­თიუ ბრა­ი­ზა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

წა­ი­კი­თხეთ ვრცლად: რო­გორ შეც­ვლის COVID-19 ადა­მი­ა­ნებს, მსოფ­ლიო წეს­რიგ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს - 4 მი­მარ­თუ­ლე­ბა, სა­დაც ყვე­ლა­ზე დიდი რყე­ვე­ბი გვე­ლის

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თუ კაცი ხარ
22

ამას ისევ ვირუსი მირჩევნია !!

=====
29

სამაგიეროდ რუსეთი გააგრძელებს! მოსახლეობის ერთი მესამედი ვირუსით რომ დაეღუპოს , მეორე ერთი მესამედი კი შიმშილით ეპიდემიის შემდეგ, იმპერიალისტურ ამბიციებზე უარს მაინც არ იტყვის და მეზობლების კონტროლისა და მათზე ზემოქმედებისათვის ყოველთვის მოიცლის! მთავარია, ამ ხაფანგში კიდევ ერთხელ არ გავყოთ თავი როგორც 1921 წლის თებერვალს და თანაც სავარუდოდ კიდევ უფრო უარესი პირობებით!

ავტორი:

"ჩინეთი ბევრად ძლიერი იქნება, ყველა დანარჩენი კი გადარჩენისთვის იბრძვის" - მეთიუ ბრაიზა მსოფლიო პოლიტიკაში მოსალოდნელ ცვლილებებზე

"ჩინეთი ბევრად ძლიერი იქნება, ყველა დანარჩენი კი გადარჩენისთვის იბრძვის" - მეთიუ ბრაიზა მსოფლიო პოლიტიკაში მოსალოდნელ ცვლილებებზე

მსოფლიო წესრიგი, რომელიც ადამიანის ცხოვრების და საქმიანობის სხვადასხვა ასპექტს მოიცავს, დღესდღეობით მთლიანად კორონავირუსს ექვემდებარება. უზარმაზარმა ცვლილებებმა შესაძლოა, პანდემიის დამარცხების შემდეგაც დატოვოს კვალი.

პოლიტიკაზე სახელმწიფოებრივი ორგანიზაციების ინტეგრაცია; ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც მსოფლიოს ლიდერი სახელმწიფო, თავისუფალი მიმოსვლა და საერთოდ, გლობალიზაცია - დგება თუ არა ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ?

ამერიკელი დიპლომატი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ ის, თუ რა კვალს დატოვებს კრიზისი საერთაშორისო ურთიერთობებზე, მის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული.

- მსოფლიოში არავის, ვინც 102 წელზე ნაკლები ასაკისაა, არ გამოუცდია არაფერი მსგავსი, და არც არავინ იცის, როდის დამთავრდება ეს. დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე დიდი ეკონომიკური რეცესიაა სახეზე, შეიძლება, უარესიც. ცხადად ვხედავთ, რომ აშშ-მა მსოფლიო ლიდერობის ყველანაირ როლზე თქვა უარი, ერთის მხრივ - დონალდ ტრამპს ეს არ უნდა და მეორეს მხრივ - მისი და ფედერალური მთავრობის მიერ, კრიზისზე პასუხის აშკარა არაკომპეტენტურობის გამო.

ჩინეთი ბევრად უკეთ გამოიყურება, მიუხედავად იმისა, რომ დაგვიანებული პასუხი ჰქონდათ, ახლა ძლიერ პოზიციაზე არიან, მათივე ეკონომიკით, თან, იმ ყველანაირ აღჭურვილობას აწარმოებენ, რაც ყველა დანარჩენს გვჭირდება

რას ნიშნავს ეს ყველაფერი? რა არის ტრანსატლანტიკური ალიანსი, თუ ევროკავშირი ერთსულოვნებას კარგავს, თუ აშშ არ არის ლიდერი? სულ უფრო მეტი იტალიელი პოლიტიკოსი კითხულობს - რაში გვჭირდება ევროკავშირი, როცა ის არ გვეხმარება, რატომ უნდა ვიყოთ იქ?! არადა ისინი პროევროპელი იტალიელები არიან...

თუ ევროკავშირი რამეს არ მოიფიქრებს საყოველთაო სოლიდარობის საჩვენებლად, მით უფრო, იტალიელებისა და ესპანელებისთვის, მის სამომავლო არსებობას სერიოზული საფრთხე დაემუქრება.

VIDEO: Covid-19, საქართველო და მსოფლიო, მეთიუ ბრაიზას თვალით

მსოფლიო მთლიანად იცვლება! რთულია ივარაუდო, რა იქნება შემდეგ. რაც უფრო დიდი ხანი გაგრძელდება, უფრო ღრმა ფესვები ექნება, ჩინეთი ბევრად ძლიერი იქნება, ყველა დანარჩენი კი გადარჩენისთვის იბრძვის. ეს ჯუნგლების კანონს ჰგავს, ვგულისხმობ, რომ ევროკავშირის და NATO-ს იდეა მთლიანად კოლექტიურ უსაფრთხოებაზე, ურთიერთთანამშრომლობაზე, საერთო ინტერესებზე, კანონებზე დაფუძნებულ ეკონომიკაზეა აგებული.

ახლა კი რა ხდება ჩინეთის მიწაზე? ერთი ქვეყანა შეთანხმებას აღწევს სამედიცინო აღჭურვილობის დიდ რაოდენობაზე, ვიღაც სხვა ჩნდება, პირდაპირი მნიშვნელობით, „ქეშით“ სავსე ჩემოდნით, უხდის ჩინელ მომწოდებელს უფრო მეტს, და იღებს იმას, რაც უახლოესი რეისით სხვა ქვეყანაში უნდა გაეგზავნათ. ყოველდღიურად ასე ხდება და ეს ჯუნგლების კანონია, რადგან ადამიანები პანიკაში არიან.

როცა ხალხი ნაკლებს ფიქრობს თანამშრომლობასა და კოლექტიურ უსაფრთხოებაზე, ფოკუსირებას აკეთებს მხოლოდ საკუთარი თავისა და ქვეყნის დასაცავად, ნაციონალიზმი ძლიერდება, მემარჯვენეობა, ქსენოფობია... არ ვამბობ, რომ ასე მოხდება, მაგრამ ისტორია ერთ საუკუნეზე ნაკლები ხნის წინ ასე განვითარდა: პანდემია, დიდი დეპრესია (პირდაპირ არ უკავშირდებოდა პანდემიას, მაგრამ მაინც), მემარჯვენე ნაციონალიზმის აღორძინება, პროტექციონიზმი, ფაშიზმი, მსოფლიო ომი...

იმედია, ისტორიიდან ვისწავლეთ, ასევე, ვისწავლეთ ოპტიმიზმი და ის, თუ როგორ ვემზადოთ COVID-19-ის მეორე ტალღისთვის, რომელიც ალბათ, შემოდგომაზე დაბრუნდება, და იქნებ, მესამე ტალღისთვისაც უნდა ვემზადოთ...

თუ ვისაუბრებთ საქართველოზე ან სამხრეთ კავკასიაზე, უმაღლესი რანგის ლიდერებისგან ყურადღება აღარ იქნება. ვგულისხმობ იმას, რომ ასე თუ ისე, ახლა მსოფლიოში გეოპოლიტიკა გრძელდება, არა? აშშ-ს შეიარაღებული ძალები ლაპარაკობს იმაზე, რომ სამხედრო ოპერაციას განაახლებს ერაყში, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, შეიძლება, ირანშიც; ომი კვლავ გრძელდება სირიაში, ლიბიაშიც. ზედაპირის მიღმა, ყველაფერი ეს ხდება, მაგრამ მსოფლიოს "ტოპ" ლიდერები არანაირ ყურადღებას არ აქცევენ.

ასე რომ, ჩვენი თანამშრომლობის დღეები, როდესაც ერთად ვმუშაობდით გეოპოლიტიკურ გეგმაზე, როცა აშშ-ს პრეზიდენტი პირადად ღელავდა საქართველოს თავისუფლებაზე - დამთავრებულია. თუმცა, ეს უკვე დამთავრებული იყო დონალდ ტრამპის დროს და მე ვიტყოდი, ბარაკ ობამას დროსაც კი" - ამბობს მეთიუ ბრაიზა AMBEBI.GE-სთან საუბარში.

წაიკითხეთ ვრცლად: როგორ შეცვლის COVID-19 ადამიანებს, მსოფლიო წესრიგსა და საქართველოს - 4 მიმართულება, სადაც ყველაზე დიდი რყევები გველის

მიხეილ სააკაშვილის და გიული ალასანიას სააღდგომო ფოტო იზოლაციიდან

"სამწუხაროდ, წლევანდელი აღდგომის აღნიშვნა განსხვავებულად გვიწევს, თუმცა კიდევ უფრო ძლიერია რწმენა" - პრემიერი

LIVE: "360 გრადუსი" - გიორგი მარგველაშვლი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"