პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ტრაგედიის შემდეგ, მეტი მზრუნველობა მაქვს, მეტად მეშინია სიკვდილის და მეტად მინდა ყველა იყოს კარგად" - მარინა ენდელაძე
"ჩემი ტრაგედიის შემდეგ, მეტი მზრუნველობა მაქვს, მეტად მეშინია სიკვდილის და მეტად მინდა ყველა იყოს კარგად" - მარინა ენდელაძე

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ბოქ­სი­რე­ბუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძე ტე­ლე­კომ­პა­ნია “მთა­ვა­რი არ­ხის” დი­ლის გა­და­ცე­მა­ში "შენი დილა" იმ­ყო­ფე­ბო­და სტუმ­რად, სა­დაც არამ­ხო­ლოდ პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე, არა­მედ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზეც ისა­უბ­რა სხვა­დას­ხვა დე­ტალ­ზე.

ექი­მის თქმით, გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას გრძნო­ბენ ექი­მე­ბი ყვე­ლას­გან და ქარ­თველ­მა ხალ­ხმა მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში კი­დევ ერთხელ გა­მო­ავ­ლი­ნა ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით დგო­მის უნა­რი:

"ძა­ლი­ან გა­დაღ­ლი­ლი ვარ... დი­ლით ათის ნა­ხე­ვარ­ზე ვარ სამ­სა­ხურ­ში, იყო დღე­ე­ბი სა­ერ­თოდ ვერ მივ­დი­ო­დით სახ­ლში და წუ­ხელ პირ­ვე­ლად ადრე წა­ვე­დი - ღა­მის 2 სა­ათ­ზე.

როცა ბევ­რი საქ­მეა კვე­ბის სურ­ვი­ლიც არ გვაქვს, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ დიდი ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა ჩვენს მი­მართ და კვე­ბით მო­მა­რა­გე­ბუ­ლი ვართ. ვგრძნობთ ყვე­ლას მხარ­და­ჭე­რას და ყუ­რა­დღე­ბას. ქარ­თვე­ლე­ბი კარ­გი ხალ­ხი ვართ და გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ჭირ­ვე­ბა­ში ვუდ­გა­ვართ გვერ­დში ერ­თმა­ნეთს.

მე ცოტა მძი­მე, ტრა­გი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბა მაქვს - შვი­ლი მყავს გარ­დაც­ვლი­ლი და ამ რე­ჟი­მამ­დე ყო­ველ­დღე დავ­დი­ო­დი სა­საფ­ლა­ო­ზე და ყვა­ვი­ლე­ბის ყვე­ლა გამ­ყიდ­ვე­ლი მიც­ნობ­და, იმი­ტომ რომ ყო­ველ­დღე მიმ­ქონ­და.

იმ დღეს რომ მი­ვე­დი, რა­ღაც დღე­ე­ბი რომ არ ვი­ყა­ვი, ცოტა მეტი ვი­ყი­დე, ორი გვირ­გვი­ნი, რომ და­მაგ­ვი­ან­დეს არ შე­მიძ­ლია ჩემს შვილ­თან არ იყოს კან­დე­ლი და ყვა­ვი­ლე­ბი... გა­მო­ვი­და გამ­ყიდ­ვე­ლი და არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში თან­ხა არ გა­მო­მარ­თვა... ძა­ლი­ან შევ­წუხ­დი... ესეც სა­სი­ა­მოვ­ნო ჟეს­ტი იყო. ყვე­ლას უნდა რა­ღაც წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს და ყუ­რა­დღე­ბას იჩე­ნენ..." - ისა­უბ­რა ენ­დე­ლა­ძემ.

მან­ვე გან­მარ­ტა, რო­გორ მუ­შა­ო­ბენ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ექი­მე­ბი პა­ცი­ენ­ტებ­თან:

"მუ­შა­ო­ბის სა­წყი­სი პე­რი­ო­დი უფრო რთუ­ლი იყო - სამ კვი­რა­ში, თუ ერთ თვე­ში 400 პა­ცი­ენ­ტი გა­ვა­ტა­რეთ, შე­მოს­ვლა-გას­ვლა და მა­შინ უფრო რთუ­ლი იყო, და­ძა­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ახლა ჩვენ­თან ყვე­ლა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი წევს და გარ­კვე­ულ­წი­ლად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი ვართ.

დილა იწყე­ბა ასე - ტარ­დე­ბა პრეს­კონ­ფე­რენ­ცია, ვი­ღებთ და ვაწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ას ერ­თმა­ნეთს, დგე­ბა დღის გეგ­მა, ვის რა გა­მოკ­ვლე­ვა და ანა­ლი­ზი უნდა ჩა­უ­ტარ­დეს, ამის შემ­დეგ კი ვი­წყებთ ეკი­პი­რე­ბას პა­ცი­ენ­ტთან შე­სას­ვლე­ლად. ახლა ცოტა უფრო ჩქა­რა ვიც­მევთ ფორ­მებს, საკ­მა­ოდ რთუ­ლია ეკი­პი­რე­ბით მოძ­რა­ო­ბა.

ვერ გე­ტყვით, რომ მძი­მე ემო­ცი­ით მი­ვი­ღეთ ეს სი­ტუ­ა­ცია, ჩვენ ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბი ვართ და თა­ვი­დან­ვე ვი­ცით, რომ უნდა ვებ­რძო­ლოთ ინ­ფექ­ცი­ას. არ გვქო­ნია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ში­შის შეგ­რძნე­ბა, მთა­ვა­რია და­ვიც­ვათ ყვე­ლა­ფე­რი, რომ არ მოხ­დეს ბევ­რი მე­დი­კო­სის ინ­ფი­ცი­რე­ბა, რის­გა­ნაც არა­ვი­ნაა და­ზღე­უ­ლი, თუმ­ცა მაქ­სი­მა­ლუ­რად ამას ვცდი­ლობთ...

ექიმს ყვე­ლას უნდა ჰქონ­დეს მთა­ვა­რი თვი­სე­ბა - უყ­ვარ­დეს ადა­მი­ა­ნი და პრო­ფე­სია. მე პი­რა­დად ასე ვარ, უა­მი­სოდ არ შე­მიძ­ლია და სი­მარ­თლე გი­თხრათ, ამ პრო­ფე­სი­ამ გა­და­მარ­ჩი­ნა, რომ ფი­ზი­კუ­რად ვარ­სე­ბობ, გა­დარ­თუ­ლი ვარ პი­რა­დი ტრა­გე­დი­ი­დან... ჩემი მძი­მე ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ, მეტი მზრუნ­ვე­ლო­ბა მაქვს, მე­ტად მე­ში­ნია სიკ­ვდი­ლის და მე­ტად მინ­და ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი იყოს კარ­გად" - აღ­ნიშ­ნა მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძემ.

ცნო­ბილ ინ­ფექ­ცი­ო­ნისტს 2017 წლის 28 მარტს ერ­თა­დერ­თი შვი­ლი იუ­რის­ტი ირაკ­ლი ძი­მის­ტა­რაშ­ვი­ლი გარ­და­ეც­ვა­ლა. ირაკ­ლი ან­ტა­ლი­ა­ში და­ი­ღუ­პა, სა­დაც 13 წლის შვი­ლი სა­ჩოგ­ბურ­თო ტურ­ნირ­ზე ჰყავ­და წაყ­ვა­ნი­ლი. იმ პე­რი­ოდ­ში ძი­მის­ტა­რაშ­ვი­ლი მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და ტე­ლე­წამ­ყვან ნელი აგირ­ბას­თან და წყვი­ლის ერ­თწ­ლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბა სამ­წუ­ხა­როდ, უდი­დე­სი ტრა­გე­დი­ით დას­რულ­და.

ავტორი:

"ჩემი ტრაგედიის შემდეგ, მეტი მზრუნველობა მაქვს, მეტად მეშინია სიკვდილის და მეტად მინდა ყველა იყოს კარგად" - მარინა ენდელაძე

"ჩემი ტრაგედიის შემდეგ, მეტი მზრუნველობა მაქვს, მეტად მეშინია სიკვდილის და მეტად მინდა ყველა იყოს კარგად" - მარინა ენდელაძე

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე ტელეკომპანია “მთავარი არხის” დილის გადაცემაში "შენი დილა" იმყოფებოდა სტუმრად, სადაც არამხოლოდ პროფესიულ საქმიანობაზე, არამედ პირად ცხოვრებაზეც ისაუბრა სხვადასხვა დეტალზე.

ექიმის თქმით, განსაკუთრებულ ყურადღებას გრძნობენ ექიმები ყველასგან და ქართველმა ხალხმა მძიმე სიტუაციაში კიდევ ერთხელ გამოავლინა ერთმანეთის გვერდით დგომის უნარი:

"ძალიან გადაღლილი ვარ... დილით ათის ნახევარზე ვარ სამსახურში, იყო დღეები საერთოდ ვერ მივდიოდით სახლში და წუხელ პირველად ადრე წავედი - ღამის 2 საათზე.

როცა ბევრი საქმეა კვების სურვილიც არ გვაქვს, მაგრამ საზოგადოებამ დიდი ყურადღება გამოიჩინა ჩვენს მიმართ და კვებით მომარაგებული ვართ. ვგრძნობთ ყველას მხარდაჭერას და ყურადღებას. ქართველები კარგი ხალხი ვართ და განსაკუთრებით გაჭირვებაში ვუდგავართ გვერდში ერთმანეთს.

მე ცოტა მძიმე, ტრაგიკული ცხოვრება მაქვს - შვილი მყავს გარდაცვლილი და ამ რეჟიმამდე ყოველდღე დავდიოდი სასაფლაოზე და ყვავილების ყველა გამყიდველი მიცნობდა, იმიტომ რომ ყოველდღე მიმქონდა.

იმ დღეს რომ მივედი, რაღაც დღეები რომ არ ვიყავი, ცოტა მეტი ვიყიდე, ორი გვირგვინი, რომ დამაგვიანდეს არ შემიძლია ჩემს შვილთან არ იყოს კანდელი და ყვავილები... გამოვიდა გამყიდველი და არავითარ შემთხვევაში თანხა არ გამომართვა... ძალიან შევწუხდი... ესეც სასიამოვნო ჟესტი იყო. ყველას უნდა რაღაც წვლილი შეიტანოს და ყურადღებას იჩენენ..." - ისაუბრა ენდელაძემ.

მანვე განმარტა, როგორ მუშაობენ დღის განმავლობაში ინფექციური საავადმყოფოს ექიმები პაციენტებთან:

"მუშაობის საწყისი პერიოდი უფრო რთული იყო - სამ კვირაში, თუ ერთ თვეში 400 პაციენტი გავატარეთ, შემოსვლა-გასვლა და მაშინ უფრო რთული იყო, დაძაბულები ვიყავით. ახლა ჩვენთან ყველა ინფიცირებული წევს და გარკვეულწილად მობილიზებულები ვართ.

დილა იწყება ასე - ტარდება პრესკონფერენცია, ვიღებთ და ვაწვდით ინფორმაციას ერთმანეთს, დგება დღის გეგმა, ვის რა გამოკვლევა და ანალიზი უნდა ჩაუტარდეს, ამის შემდეგ კი ვიწყებთ ეკიპირებას პაციენტთან შესასვლელად. ახლა ცოტა უფრო ჩქარა ვიცმევთ ფორმებს, საკმაოდ რთულია ეკიპირებით მოძრაობა.

ვერ გეტყვით, რომ მძიმე ემოციით მივიღეთ ეს სიტუაცია, ჩვენ ინფექციონისტები ვართ და თავიდანვე ვიცით, რომ უნდა ვებრძოლოთ ინფექციას. არ გვქონია განსაკუთრებული შიშის შეგრძნება, მთავარია დავიცვათ ყველაფერი, რომ არ მოხდეს ბევრი მედიკოსის ინფიცირება, რისგანაც არავინაა დაზღეული, თუმცა მაქსიმალურად ამას ვცდილობთ...

ექიმს ყველას უნდა ჰქონდეს მთავარი თვისება - უყვარდეს ადამიანი და პროფესია. მე პირადად ასე ვარ, უამისოდ არ შემიძლია და სიმართლე გითხრათ, ამ პროფესიამ გადამარჩინა, რომ ფიზიკურად ვარსებობ, გადართული ვარ პირადი ტრაგედიიდან... ჩემი მძიმე ტრაგედიის შემდეგ, მეტი მზრუნველობა მაქვს, მეტად მეშინია სიკვდილის და მეტად მინდა ყველა ადამიანი იყოს კარგად" - აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

ცნობილ ინფექციონისტს 2017 წლის 28 მარტს ერთადერთი შვილი იურისტი ირაკლი ძიმისტარაშვილი გარდაეცვალა. ირაკლი ანტალიაში დაიღუპა, სადაც 13 წლის შვილი საჩოგბურთო ტურნირზე ჰყავდა წაყვანილი. იმ პერიოდში ძიმისტარაშვილი მეორე ქორწინებაში იმყოფებოდა ტელეწამყვან ნელი აგირბასთან და წყვილის ერთწლიანი ქორწინება სამწუხაროდ, უდიდესი ტრაგედიით დასრულდა.

საქართველოში კორონავირუსისგან 50 ადამიანია გამოჯანმრთელებული

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

„აქსის თაუერსმა“ მერიას 1000 ოჯახისთვის დამზადებული სასურსათე კალათა გადასცა