პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორი პაციენტი ჩვენთან არსებული პაციენტების კონტაქტებია" - მარინა ეზუგბაია ახალი დაინფიცირებულების შესახებ
"ორი პაციენტი ჩვენთან არსებული პაციენტების კონტაქტებია" - მარინა ეზუგბაია ახალი დაინფიცირებულების შესახებ

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის, მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში შიდა გა­და­ცე­მაა და­წყე­ბუ­ლი, დღე­ში 18-20 ახა­ლი შემ­თხვე­ვა ბევ­რი არ არის. რო­გორც ეზუგ­ბა­ი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, თუ ასე­თი მა­ტე­ბით გაგ­რძელ­და, პრობ­ლე­მა დიდი და­ნაკ­ლი­სის გა­რე­შე გა­და­ი­ლა­ხე­ბა.

“ჩვენ 115 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი­დან ავე­დით 148-ზე. ეს არ არის დიდი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. თუ ჩვენ ასე გა­ვაგ­რძე­ლებთ, ასე ზო­მი­ე­რი კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ციფ­რე­ბით, ალ­ბათ შევ­ძლებთ, რომ გა­დავ­ლა­ხოთ ეს დიდი პრობ­ლე­მა დიდი და­ნაკ­ლი­სე­ბი­სა და არე­უ­ლო­ბის გა­რე­შე. თუ ამას შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ, დღე­ში ვთქვათ 18-20 ახალ შემ­თხვე­ვას, ეს არ არის დიდი ტრა­გე­დია, რო­დე­საც უკვე ვლა­პა­რა­კობთ მე­ო­თხე­ულ, ანუ შიდა გა­და­ცე­მა­ზე, ეს ციფ­რე­ბი მი­სა­ღე­ბია, ნორ­მა­ში ეტე­ვა და არ არის კა­ტას­ტრო­ფა. ჯერ ყვე­ლა­ფე­რი კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დია და იმე­დია, ასე და­ვამ­თავ­რებთ”, - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ახა­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი­დან მათ კლი­ნი­კა­ში მხო­ლოდ ორი პი­რია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

რო­გორც ეზუგ­ბა­ია გან­მარ­ტავს, ახა­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მი­საა.

"დი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით 148 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გვაქვს, პა­ცი­ენ­ტე­ბი დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში დაგ­ვე­მატ­ნენ, ისე მთე­ლი დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში 18 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გა­მო­ვი­და. ამ შემ­თხვე­ვე­ბი­დან 2 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა ჩვენს ცენ­ტრშია, ამ ეტაპ­ზე ჩვენ­თან 40 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლობს, და­ნარ­ჩე­ნი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი კო­ვი­დის მიმ­ღებ და­ნარ­ჩენ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არი­ან გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი.

ახა­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის წყა­რო ჩემ­თვის უც­ნო­ბია. ჩვენ­თან შე­მო­სუ­ლი ორი პა­ცი­ენ­ტი ჩვენ­თან არ­სე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის კონ­ტაქ­ტე­ბია, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მათი წყა­რო ცნო­ბი­ლია. რუს­თა­ვის კლა­სეტ­რი­დან ჯერ­ჯე­რო­ბით ჩვენ­თან არ­ცერ­თი პა­ცი­ენ­ტი არ არის. გუ­შინ დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე ჩვენ­თან და­ახ­ლო­ე­ბით, 11 პა­ცი­ენ­ტი მოხ­ვდა, აქე­დან 5-თან არის პნევ­მო­ნია, მაგ­რამ ეს პნევ­მო­ნია მძი­მე არ არის, და­ნარ­ჩე­ნებ­თან პნევ­მო­ნია არ არის, ამ პა­ცი­ენ­ტებ­თან და­ა­ვა­დე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კლი­ნი­კუ­რი ანა­ლი­ზე­ბის და სუ­ბი­ექ­ტურ-ობი­ექ­ტუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის შე­ჯე­რე­ბით სა­შუ­ა­ლო და სა­შუ­ა­ლო­ზე მსუ­ბუ­ქია. თუ და­ა­ვა­დე­ბა ასე გა­აგ­რძე­ლებს მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას და არ­ცერ­თთან და­ა­ვა­დე­ბის პროგ­რე­სი­რე­ბა არ მოხ­დე­ბა, ალ­ბათ, მათ­თან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის პე­რი­ო­დი უფრო მალე დად­გე­ბა და ალ­ბათ, გა­ე­წე­რე­ბი­ან კი­დეც", - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"ორი პაციენტი ჩვენთან არსებული პაციენტების კონტაქტებია" - მარინა ეზუგბაია ახალი დაინფიცირებულების შესახებ

"ორი პაციენტი ჩვენთან არსებული პაციენტების კონტაქტებია" - მარინა ეზუგბაია ახალი დაინფიცირებულების შესახებ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, როდესაც ქვეყანაში შიდა გადაცემაა დაწყებული, დღეში 18-20 ახალი შემთხვევა ბევრი არ არის. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ასეთი მატებით გაგრძელდა, პრობლემა დიდი დანაკლისის გარეშე გადაილახება.

“ჩვენ 115 ინფიცირებულიდან ავედით 148-ზე. ეს არ არის დიდი მაჩვენებელი. თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ, ასე ზომიერი კონტროლირებადი ციფრებით, ალბათ შევძლებთ, რომ გადავლახოთ ეს დიდი პრობლემა დიდი დანაკლისებისა და არეულობის გარეშე. თუ ამას შევინარჩუნებთ, დღეში ვთქვათ 18-20 ახალ შემთხვევას, ეს არ არის დიდი ტრაგედია, როდესაც უკვე ვლაპარაკობთ მეოთხეულ, ანუ შიდა გადაცემაზე, ეს ციფრები მისაღებია, ნორმაში ეტევა და არ არის კატასტროფა. ჯერ ყველაფერი კონტროლირებადია და იმედია, ასე დავამთავრებთ”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან მათ კლინიკაში მხოლოდ ორი პირია მოთავსებული.

როგორც ეზუგბაია განმარტავს, ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

"დილის მონაცემებით 148 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, პაციენტები დღის მეორე ნახევარში დაგვემატნენ, ისე მთელი დღე-ღამის განმავლობაში 18 დადასტურებული შემთხვევა გამოვიდა. ამ შემთხვევებიდან 2 დადასტურებული შემთხვევა ჩვენს ცენტრშია, ამ ეტაპზე ჩვენთან 40 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს, დანარჩენი დადასტურებული შემთხვევები კოვიდის მიმღებ დანარჩენ დაწესებულებაში არიან გადანაწილებული.

ახალი პაციენტების წყარო ჩემთვის უცნობია. ჩვენთან შემოსული ორი პაციენტი ჩვენთან არსებული პაციენტების კონტაქტებია, აქედან გამომდინარე, მათი წყარო ცნობილია. რუსთავის კლასეტრიდან ჯერჯერობით ჩვენთან არცერთი პაციენტი არ არის. გუშინ დილიდან საღამომდე ჩვენთან დაახლოებით, 11 პაციენტი მოხვდა, აქედან 5-თან არის პნევმონია, მაგრამ ეს პნევმონია მძიმე არ არის, დანარჩენებთან პნევმონია არ არის, ამ პაციენტებთან დაავადება ჯერჯერობით, ჩატარებული კლინიკური ანალიზების და სუბიექტურ-ობიექტური მონაცემების შეჯერებით საშუალო და საშუალოზე მსუბუქია. თუ დაავადება ასე გააგრძელებს მიმდინარეობას და არცერთთან დაავადების პროგრესირება არ მოხდება, ალბათ, მათთან გამოჯანმრთელების პერიოდი უფრო მალე დადგება და ალბათ, გაეწერებიან კიდეც", - განაცხადა ეზუგბაიამ.

ნენსკრა ჰესის წინამოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება

თბილისის ქუჩები წუხელ სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა (ფოტო)

გურჯაანელ კაცს, რომელიც ტიტებს ახარებს და კორონავირუსის გამო ვერ ყიდის, მოქალაქეებმა ფული შეუგროვეს