ავტორი:

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა

კორონავირუსის ახალი შტამით, COVID-19-ით იფიცირებულთა რაოდენობამ, გლობალური მასშტაბით, უკვე 1 მილიონს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის მსოფლიოში 1 000 177 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 51 356 გარდაიცვალა, ხოლო 210 199 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ყველაზე რთული ვითარება აშშ-ში, იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, ირანსა და დიდ ბრიტანეთშია.

ყველაზი მეტი ინფიცირებული ამერიკის შეერთებულ შტატებშია. კონკრეტულად კი ამ დროისთვის ქვეყანაში COVID-19-ის 235 747 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

იტალიაში 115 242 ადამიანი დაინფიცირდა, ესპანეთში 110 238 ადამიანი, გერმანიაში - 84 264, ჩინეთში - 81 589, საფრანგეთში - 59 105, ირანში - 50 468, დიდ ბრიტანეთში - 33 718.

კორონავირუსი ჩინეთის ქალაქ უხანიდან გავრცელდა და დღეს მას მსოფლიოს 204 ქვეყანა ებრძვის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 11 მარტს გამოაცხადა.

კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე - Reuters-ის სულისშემძვრელი ფოტოები მთელი მსოფლიოდან

ბელორუსის პრეზიდენტი, რომელიც COVID-19-ს "ფსიქოზს" უწოდებდა და არ აღიარებდა, ვირუსთან ბრძოლაში დახმარებას რუსეთს სთხოვს

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ღვთისმსახურებას მრევლის გარეშე ჩაატარებს