პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დისტანციური სწავლების ახალი ავტონომიური პლატფორმა
დისტანციური სწავლების ახალი ავტონომიური პლატფორმა

CSE.GE - დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის ახა­ლი ავ­ტო­ნო­მი­უ­რი­ცპ­ლატ­ფორ­მაა, რო­მე­ლიც და­ფუძ­ნე­ბუ­ლია მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე და შექ­მნი­ლია ინ­ჟინ­რე­ბის ჯგუ­ფის მიერ, რომ­ლებ­საც გა­აჩ­ნი­ათ ერ­თდრო­უ­ლად სწავ­ლე­ბის და მსგავს სის­ტე­მებ­თან მუ­შა­ო­ბის მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა.

პლატ­ფორ­მის სა­ბა­ზო სტან­დარ­ტუ­ლი ფუნ­ქცი­ე­ბის გარ­და, რო­გო­რი­ცაა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მარ­თვა, სას­წავ­ლო მა­სა­ლე­ბის და და­ვა­ლე­ბე­ბის გან­თავ­სე­ბა, ონ­ლა­ინ ლექ­ცი­ე­ბის წარ­მარ­თვა და ჩა­წე­რა, გა­მოც­დე­ბის და ტეს­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა,შე­ფა­სე­ბე­ბი, პლატ­ფორ­მა შეძ­ლებს სტუ­დენ­ტე­ბის (ასე­ვე ლექ­ტო­რე­ბის) ავ­ტო­მა­ტურ აღ­რი­ცხვას მათი ონ­ლა­ინ დას­წრე­ბის და აქ­ტი­ვო­ბის შე­ფა­სე­ბას ჩარ­თუ­ლო­ბის მი­ხედ­ვით. ასე­ვე სის­ტე­მის გა­მორ­ჩე­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა მან­ქა­ნუ­რი სწავ­ლე­ბის ალ­გო­რით­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით დაგ­რო­ვე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ყო­ვე­ლი სტუ­დენ­ტის­თვის მათი პროგ­რე­სის მო­ნი­ტო­რინ­გი­სა და სწავ­ლე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბის გაზ­რდის მიზ­ნით.

CSE.GE პლატ­ფორ­მა წარ­მო­ად­გენს ღია კო­დის მქო­ნე (OpenSource) სის­ტე­მას, რო­მელ­შიც სა­კუ­თა­რი და­მა­ტე­ბე­ბის შე­ტა­ნა სხვა მსურ­ვე­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ. უფა­სო პლატ­ფორ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის­თვის, ასე­ვე სხვა მსურ­ვე­ლი ფი­ზი­კუ­რი თუ იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის­თვის.

პლატ­ფორ­მა­ზე სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კურ­სე­ბის გან­თავ­სე­ბის გარ­და შე­საძ­ლე­ბე­ლია მოკ­ლე ღია ან ფა­სი­ა­ნი ონ­ლა­ინ კურ­სე­ბის შექ­მნა და გან­თავ­სე­ბა, რო­მელ­თა დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სტუ­დენ­ტი იღებს შე­სა­ბა­მის ელექტრო­ნულ სერ­ტი­ფი­კატს.

CSE.GE ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ახა­ლი პარტნი­ო­რია, თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი პლატ­ფორ­მის დე­ვე­ლოპ­მენ­ტის პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თვე­ბი­ან და ცოდ­ნას პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. აგ­რეთ­ვე, თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში იგეგ­მე­ბა ერ­თობ­ლი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის, კონ­ფე­რე­ცი­ე­ბი­სა და პრო­ექ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

დისტანციური სწავლების ახალი ავტონომიური პლატფორმა

დისტანციური სწავლების ახალი ავტონომიური პლატფორმა

CSE.GE - დისტანციური სწავლების ახალი ავტონომიურიცპლატფორმაა, რომელიც დაფუძნებულია მაღალტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებზე და შექმნილია ინჟინრების ჯგუფის მიერ, რომლებსაც გააჩნიათ ერთდროულად სწავლების და მსგავს სისტემებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

პლატფორმის საბაზო სტანდარტული ფუნქციების გარდა, როგორიცაა სასწავლო პროცესის მართვა, სასწავლო მასალების და დავალებების განთავსება, ონლაინ ლექციების წარმართვა და ჩაწერა, გამოცდების და ტესტების ორგანიზება,შეფასებები, პლატფორმა შეძლებს სტუდენტების (ასევე ლექტორების) ავტომატურ აღრიცხვას მათი ონლაინ დასწრების და აქტივობის შეფასებას ჩართულობის მიხედვით. ასევე სისტემის გამორჩეული შესაძლებლობა იქნება მანქანური სწავლების ალგორითმების საშუალებით დაგროვებული მონაცემების დამუშავება ინდივიდუალურად ყოველი სტუდენტისთვის მათი პროგრესის მონიტორინგისა და სწავლების ეფექტურობის გაზრდის მიზნით.

CSE.GE პლატფორმა წარმოადგენს ღია კოდის მქონე (OpenSource) სისტემას, რომელშიც საკუთარი დამატებების შეტანა სხვა მსურველებსაც შეუძლიათ. უფასო პლატფორმის გამოყენება თავისუფალი იქნება როგორც ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, ასევე სხვა მსურველი ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის.

პლატფორმაზე საუნივერსიტეტო კურსების განთავსების გარდა შესაძლებელია მოკლე ღია ან ფასიანი ონლაინ კურსების შექმნა და განთავსება, რომელთა დასრულების შემდეგ სტუდენტი იღებს შესაბამის ელექტრონულ სერტიფიკატს.

CSE.GE ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ახალი პარტნიორია, თანამშრომლობის ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტები პლატფორმის დეველოპმენტის პროცესში ჩაერთვებიან და ცოდნას პრაქტიკაში გამოიყენებენ. აგრეთვე, თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი ღონისძიებების, კონფერეციებისა და პროექტების ჩატარება.

aptiaqi.ge–მ „ავერსის“ პროდუქციის ონლაინ გაყიდვა დაიწყო

გერმანულმა კომპანია "დენკ ფარმამ" ინფექციურ საავადმყოფოს ჰიგიენისა და თავის მოვლის საშუალებები გადასცა

D ვიტამინის დეფიციტი და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები