პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პატრიოტთა ალიანსის" წევრმა სამველ პეტროსიანმა ცეცხლსასროლი იარაღით ჩემი მოკვლა სცადა - დეპუტატი ენზელ მკოიანი
"პატრიოტთა ალიანსის" წევრმა სამველ პეტროსიანმა ცეცხლსასროლი იარაღით ჩემი მოკვლა სცადა - დეპუტატი ენზელ მკოიანი

ნი­ნოწ­მინ­და-ახალ­ქა­ლა­ქის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი ენ­ზელ მკო­ი­ა­ნი მას­სა და „პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ წევრ სამ­ველ პეტ­რო­სი­ანს შო­რის მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც მკო­ი­ა­ნი გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნავს, 26 მარტს სამ­ველ პეტ­რო­სი­ან­მა მისი მოკ­ვლა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით სცა­და და და­მიზ­ნე­ბით რამ­დენ­ჯერ­მე ეს­რო­ლა. რო­გორც მკო­ი­ა­ნი აცხა­დებს, პეტ­რო­სი­ა­ნი გას­რო­ლი­სას ყვი­რო­და, რომ მის მოკ­ვლას აპი­რებს.

„ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ ნი­ნოწ­მინ­და-ახალ­ქა­ლა­ქის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

„მსურს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის დე­ტა­ლუ­რი გან­მარ­ტე­ბა გა­ვა­კე­თო რამ­დე­ნი­მე დღის წინ ახალ­ქა­ლაქ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ ხმა­უ­რი­ან მოვ­ლე­ნებ­ზე. 26 მარტს, სამ­ველ პეტ­რო­სი­ა­ნი, ახალ­ქა­ლა­ქის პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ყო­ფი­ლი მა­ჟო­რი­ტა­რი, რო­მე­ლიც დღეს „სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ წევ­რია, კი­დევ ერთხელ და­ეს­ხა თავს ჩემს ოჯახს და ამ­ჯე­რად, პი­რა­დად ჩემი მოკ­ვლა სცა­და. სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა, რო­მე­ლიც მის შვილ­სა და ჩემს 19 წლის ძმის­შვილს, არ­მენ მკო­ი­ანს შო­რის და­ი­წყო და რო­მელ­საც სა­ერ­თოდ არ ვეს­წრე­ბო­დი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ჩემი უშუ­ა­ლო მცდე­ლო­ბით, გა­ნი­მუხ­ტა. მას შემ­დეგ, რაც კონ­ფლიქ­ტი ყო­ველ­გვა­რი ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის გა­რე­შე, ამო­წუ­რუ­ლად ჩავ­თვა­ლე და ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბას ვა­პი­რებ­დი, ად­გილ­ზე სამ­ველ პეტ­რო­სი­ა­ნი მო­ვი­და და ჩემი მოკ­ვლა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით სცა­და. მინ­და, სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გან­ვა­ცხა­დო, პეტ­რო­სი­ან­მა ჩემი მი­მარ­თუ­ლე­ბით სამ­ჯერ, და­მიზ­ნე­ბით ის­რო­ლა და არა­ერ­თი თვითმხილ­ვე­ლის წი­ნა­შე ყვი­რო­და, რომ ჩემს მოკ­ვლას აპი­რებ­და. ამ ნა­ამ­ბობს ადას­ტუ­რებს ჩა­ნა­წე­რე­ბი სათ­ვალ­თვა­ლო ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბი­დან, რო­მე­ლიც შს სა­მი­ნის­ტროს მიერ უკვე ამო­ღე­ბუ­ლია და საქ­მის მა­სა­ლებ­ში დევს. რომ არა სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟის სწრა­ფი და დრო­უ­ლი ჩა­რე­ვა და ის ფაქ­ტი, რომ პეტ­რო­სი­ანს მე­ო­თხე გას­რო­ლი­სას ია­რაღ­მა უმტყუ­ნა, შე­საძ­ლოა, ეს და­პი­რის­პი­რე­ბა ტრა­გე­დი­ით დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. სამ­წუ­ხა­როდ, ზო­გი­ერ­თი მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა მოვ­ლე­ნებს იმგვა­რად აშუ­ქებს, თით­ქოს ამ და­პი­რის­პი­რე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი ვი­ყა­ვი, თუმ­ცა მინ­და, სწო­რედ მათ­თვის გან­ვმარ­ტო, რომ რო­დე­საც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით თავს ეს­ხმი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს და მის მოკ­ვლას ცდი­ლობ, ჰა­ერ­ში ორი გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი გას­რო­ლის უფ­ლე­ბა, აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბის პი­რო­ბებ­ში, ნამ­დვი­ლად მქონ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სამ­ველ პეტ­რო­სი­ან­მა, და­ნა­შა­უ­ლის კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, მის მიერ გას­რო­ლი­ლი ტყვი­ე­ბი სა­კუ­თა­რი ხე­ლით გა­და­მა­ლა, სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან კარ­გად ჩანს, რომ მან ოთხჯერ, და­მიზ­ნე­ბით მეს­რო­ლა. ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით, პეტ­რო­სი­ა­ნე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კი­სას, შს სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მის სა­ხელ­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ათო­ბით სხვა­დას­ხვა ტი­პის ია­რა­ღი ამო­ი­ღეს, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ის ყო­ფილ­მა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა, გა­სულ წლებ­ში, მო­სახ­ლე­ო­ბას უკა­ნო­ნოდ ჩა­მო­არ­თვა და სა­კუ­თარ სა­ხელ­ზე გა­ი­ფორ­მა. შე­გახ­სე­ნებთ იმა­საც, რომ მის­მა ვაჟ­მა, გე­ვორქ პეტ­რო­სი­ან­მა, გა­სუ­ლი წლის 4 ოქ­ტომ­ბერს ჩემს ძმას, მარ­ტუნ მკო­ი­ანს თა­ვის არე­ში ქვით უმ­ძი­მე­სი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. აქვე გან­ვმარ­ტავ, რომ მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით, ასე­ვე, 239-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით და ამა­ვე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას და წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით, ჯგუ­ფის მიერ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით ჩა­დე­ნილ ხუ­ლიგ­ნო­ბას გუ­ლის­ხმობს. ამ მუხ­ლე­ბით არამ­ხო­ლოდ სამ­ველ პეტ­რო­სი­ა­ნი, არა­მედ ჩემი 19 წლის ძმის­შვი­ლიც და­ა­კა­ვეს, რო­მელ­მაც არა­საბ­რძო­ლო ია­რა­ღით ჰა­ერ­ში ჩემს და­სა­ცა­ვად გა­ის­რო­ლა. ამ ისე­დაც უაღ­რე­სად და­ძა­ბულ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც მთე­ლი მსოფ­ლიო და მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოც სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას, რო­გორც ჩამს, ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა, არ­ჩევ­ნე­ბის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად, კი­დევ უფრო გა­დამ­წყვეტ ფა­ზა­ში შევა და ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბი კი­დევ მეტი აგ­რე­სი­ით შე­ეც­დე­ბი­ან ჩემ­ზე და ჩემს ოჯახ­ზე თავ­დას­ხმას. თუმ­ცა ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფის უფ­ლე­ბა არა­ვის აქვს და ვი­მე­დოვ­ნებ, რომ დამ­ნა­შა­ვე კა­ნო­ნის მთე­ლი სიმ­კაც­რით და­ის­ჯე­ბა,“ - აცხა­დებს ენ­ზელ მკო­ი­ა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
llcl
0

დაგიწყვეტიათ ერთმანეთი

გევორქა
4

რას ჭამთ ერთმანეთს, ახპერჯან, თქვენც ქართველები ხომ არა ხართ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"პატრიოტთა ალიანსის" წევრმა სამველ პეტროსიანმა ცეცხლსასროლი იარაღით ჩემი მოკვლა სცადა - დეპუტატი ენზელ მკოიანი

"პატრიოტთა ალიანსის" წევრმა სამველ პეტროსიანმა ცეცხლსასროლი იარაღით ჩემი მოკვლა სცადა - დეპუტატი ენზელ მკოიანი

ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი მასსა და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ სამველ პეტროსიანს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც მკოიანი გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, 26 მარტს სამველ პეტროსიანმა მისი მოკვლა ცეცხლსასროლი იარაღით სცადა და დამიზნებით რამდენჯერმე ესროლა. როგორც მკოიანი აცხადებს, პეტროსიანი გასროლისას ყვიროდა, რომ მის მოკვლას აპირებს.

„ინტერპრესნიუსი“ ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მსურს, საზოგადოებისთვის დეტალური განმარტება გავაკეთო რამდენიმე დღის წინ ახალქალაქში განვითარებულ ხმაურიან მოვლენებზე. 26 მარტს, სამველ პეტროსიანი, ახალქალაქის პოლიციის ყოფილი უფროსი და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაჟორიტარი, რომელიც დღეს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრია, კიდევ ერთხელ დაესხა თავს ჩემს ოჯახს და ამჯერად, პირადად ჩემი მოკვლა სცადა. სიტყვიერი შელაპარაკება, რომელიც მის შვილსა და ჩემს 19 წლის ძმისშვილს, არმენ მკოიანს შორის დაიწყო და რომელსაც საერთოდ არ ვესწრებოდი, მოგვიანებით, ჩემი უშუალო მცდელობით, განიმუხტა. მას შემდეგ, რაც კონფლიქტი ყოველგვარი ფიზიკური დაპირისპირების გარეშე, ამოწურულად ჩავთვალე და ოჯახის წევრებთან ერთად ტერიტორიის დატოვებას ვაპირებდი, ადგილზე სამველ პეტროსიანი მოვიდა და ჩემი მოკვლა ცეცხლსასროლი იარაღით სცადა. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, პეტროსიანმა ჩემი მიმართულებით სამჯერ, დამიზნებით ისროლა და არაერთი თვითმხილველის წინაშე ყვიროდა, რომ ჩემს მოკვლას აპირებდა. ამ ნაამბობს ადასტურებს ჩანაწერები სათვალთვალო ვიდეოკამერებიდან, რომელიც შს სამინისტროს მიერ უკვე ამოღებულია და საქმის მასალებში დევს. რომ არა საპატრულო ეკიპაჟის სწრაფი და დროული ჩარევა და ის ფაქტი, რომ პეტროსიანს მეოთხე გასროლისას იარაღმა უმტყუნა, შესაძლოა, ეს დაპირისპირება ტრაგედიით დასრულებულიყო. სამწუხაროდ, ზოგიერთი მიკერძოებული მედიასაშუალება მოვლენებს იმგვარად აშუქებს, თითქოს ამ დაპირისპირების ინიციატორი ვიყავი, თუმცა მინდა, სწორედ მათთვის განვმარტო, რომ როდესაც ცეცხლსასროლი იარაღით თავს ესხმი პარლამენტის წევრს და მის მოკვლას ცდილობ, ჰაერში ორი გამაფრთხილებელი გასროლის უფლება, აუცილებელი მოგერიების პირობებში, ნამდვილად მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ სამველ პეტროსიანმა, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, მის მიერ გასროლილი ტყვიები საკუთარი ხელით გადამალა, სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიდან კარგად ჩანს, რომ მან ოთხჯერ, დამიზნებით მესროლა. ხოლო მოგვიანებით, პეტროსიანების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, შს სამინისტროს თანამშრომლებმა მის სახელზე რეგისტრირებული ათობით სხვადასხვა ტიპის იარაღი ამოიღეს, რომელიც პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, გასულ წლებში, მოსახლეობას უკანონოდ ჩამოართვა და საკუთარ სახელზე გაიფორმა. შეგახსენებთ იმასაც, რომ მისმა ვაჟმა, გევორქ პეტროსიანმა, გასული წლის 4 ოქტომბერს ჩემს ძმას, მარტუნ მკოიანს თავის არეში ქვით უმძიმესი დაზიანებები მიაყენა. აქვე განვმარტავ, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს. ამ მუხლებით არამხოლოდ სამველ პეტროსიანი, არამედ ჩემი 19 წლის ძმისშვილიც დააკავეს, რომელმაც არასაბრძოლო იარაღით ჰაერში ჩემს დასაცავად გაისროლა. ამ ისედაც უაღრესად დაძაბულ პერიოდში, როდესაც მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველოც სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, როგორც ჩამს, ძალაუფლებისთვის ბრძოლა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კიდევ უფრო გადამწყვეტ ფაზაში შევა და ჩემი პოლიტიკური ოპონენტები კიდევ მეტი აგრესიით შეეცდებიან ჩემზე და ჩემს ოჯახზე თავდასხმას. თუმცა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის უფლება არავის აქვს და ვიმედოვნებ, რომ დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება,“ - აცხადებს ენზელ მკოიანი.

"ჩემს ოჯახზე ზეწოლა ხდება იმის გამო, რომ მე მოვხსნა კანდიდატურა" - ჩხრეკა დეპუტატ ენზელ მკოიანის ძმის კომპანიაში

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით "ვიზეარის" პირდაპირი ავირეისები აღდგება

LIVE - Newsroom-ის სტუმარები არიან დავით ჭიჭინაძე და ანა ნაცვლიშვილი