საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციამ 3000-3000 ლარით დააჯარიმა 7 პირი, რომლებმაც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი დაარღვიეს
პოლიციამ 3000-3000 ლარით დააჯარიმა 7 პირი, რომლებმაც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი დაარღვიეს

პო­ლი­ცი­ამ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის რე­ჟი­მის დარ­ღვე­ვის გამო 7 პირი 3000-3000 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა. რო­გორც შს სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის ქვე­ყა­ნა­ში გავ­რცე­ლე­ბის აღ­კვე­თის და პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ ცენ­ტრთან ერ­თად, აქ­ტი­უ­რად გა­ნაგ­რძობს თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მკაცრ მო­ნი­ტო­რინგს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ერ­თობ­ლი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გად, მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის, ქვე­მო ქარ­თლის, სამ­ცხე ჯა­ვა­ხე­თის და აჭა­რის რე­გი­ო­ნებ­ში თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის 6 ახა­ლი ფაქ­ტი გა­მოვ­ლინ­და.

პო­ლი­ცი­ამ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის წე­სე­ბის დამ­რღვე­ვი ყვე­ლა პირი კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლად, 3000 ლა­რის ოდე­ნო­ბის თან­ხით და­ა­ჯა­რი­მა და სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნებ­ში იძუ­ლე­ბით გა­და­იყ­ვა­ნა.

გარ­და ამი­სა, სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის რე­ჟი­მის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ამ 3000 ლა­რით ერთი პირი და­ა­ჯა­რი­მა, რო­მე­ლიც აკ­რძალ­ვის მი­უ­ხე­და­ვად მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო მგზავ­რე­ბის გა­დაყ­ვა­ნას ახორ­ცი­ე­ლებ­და.

„ყვე­ლა ფი­ზი­კუ­რი და იუ­რი­დი­უ­ლი პირი ვალ­დე­ბუ­ლია, და­იც­ვას სა­გან­გე­ბო რე­ჟი­მი, რომ­ლის დარ­ღვე­ვაც გა­მო­იწ­ვევს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, ხოლო გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნი­ლი იგი­ვე ქმე­დე­ბა გა­მო­იწ­ვევს სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას“, - აცხა­დე­ბენ შსს-ში.

ავტორი:

პოლიციამ 3000-3000 ლარით დააჯარიმა 7 პირი, რომლებმაც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი დაარღვიეს

პოლიციამ 3000-3000 ლარით დააჯარიმა 7 პირი, რომლებმაც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი დაარღვიეს

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო 7 პირი 3000-3000 ლარით დააჯარიმა. როგორც შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ახალი კორონავირუსის ქვეყანაში გავრცელების აღკვეთის და პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, აქტიურად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ მონიტორინგს.

მათივე ცნობით, ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, სამცხე ჯავახეთის და აჭარის რეგიონებში თვითიზოლაციის წესების დარღვევის 6 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ყველა პირი კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციულად, 3000 ლარის ოდენობის თანხით დააჯარიმა და საკარანტინო ზონებში იძულებით გადაიყვანა.

გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე კახეთის პოლიციამ 3000 ლარით ერთი პირი დააჯარიმა, რომელიც აკრძალვის მიუხედავად მიკროავტობუსით საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანას ახორციელებდა.

„ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას“, - აცხადებენ შსს-ში.

"საჩხერიდან სტუმრად იყვნენ... ცოლ-შვილის დაჭრის შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა" - რას ჰყვებიან საზარელ მკვლელობაზე გურჯაანში

მამაკაცი, რომელმაც 3 თვის ჩვილი მოკლა და მეუღლე დაჭრა, დაკავებულია

გურჯაანში მამამ 3 თვის ჩვილი მოკლა და ცოლი დაჭრა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"