მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის. COVID-19 უკვე მსოფლიოს 199 ქვეყანაში გამოვლინდა. ამ ეტაპზე, გლობალური მასშტაბით, 536 477 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთა შორისაც, 124 395 გამოჯანმრთელდა, ხოლო 24 114 გარდაიცვალა.
ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება - აშშ, ჩინეთი, იტალია, ესპანეთი და გერმანია.
მსოფლიოში ჯერ კიდევ არის ქვეყნები და ტერიტორიული ერთეულები, სადაც კორონავირუსი არ გამოვლენილა:
პალაუ
პალაუს რესპუბლიკაში 9 მარტს ერთ ადამიანს ჩაუტარეს კორონავირუსზე ტესტი და მან უარყოფითი შედეგი აჩვენა. ტესტი 73 წლის ქალს ჩაუტარდა, რომელიც პალაუში აშშ-დან ჩავიდა და COVID-19-ის მსგავსი სიმპტომები აღენიშნებოდა, თუმცა მას კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.
ტონგა
ტონგაშიც ერთ ადამიანზე, 21 წლის ახალგზარდა ქალზე ეჭვობდნენ, რომ კორონავირუსი ჰქონდა, თუმცა არ დაუდასტურდა. ქვეყანაში ამ ეტაპზე ვირუსის დადასტურებული შემთხვევა გამოვლენილი არ არის.
სოლომონის კუნძულები
სოლომონის კუნძულებზეც ამ დრომდე არ დადასტურებულა კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა. ეჭვი ჰქონდათ 4 ადამიანზე, რომლებიც ქვეყანაში გემით 10 თებერვალს ჩავიდნენ, თუმცა არცერთ მათგანს ვირუსი არ აღმოაჩნდა.
მარშალის კუნძულები
მარშალის კუნძულებზე ეჭვი ჰქონდათ, რომ 66 წლის მამაკაცს ჰქონდა კორონავირუსი. მონაცემები ჰავაის ლაბორატორიაში გაგზავნეს და პასუხი უარყოფითი იყო. კუნძულებზე ჩასვლა აკრძალულია ჩინეთიდან, იაპონიიდან, სამხრეთ კორეიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, ირანიდან და სხვა ქვეყნებიდან. ამ დრომდე იქ კორონავირუსი არ გამოვლენილა.
ბოტსვანა
ქვეყანაში სულ 5 ადამიანზე ჰქონდათ ეჭვი, რომ კორონავირუსით იყვნენ ინფიცირებულნი, თუმცა ყველა შემთხვევაში პასუხი უარყოფით იყო და იქ ჯერჯერობით ვირუსი არ გამოვლენილა. პირველი ადამიანი ვირუსის სიმპტომებით იქ 30 იანვარს ეთიოპიიდან ჩავიდა და იზოლაციაში იყო, თუმცა ვირუსი არ დაუდასტურდა.
კორონავირუსი არ გამოვლენილა არც ქვემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებსა და ტერიტორიულ ერთეულებში: