პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კონტაქტებს ზოგი შეგნებულად მალავს, არ დავმალოთ კონტაქტები" - ამირან გამყრელიძე
"კონტაქტებს ზოგი შეგნებულად მალავს, არ დავმალოთ კონტაქტები" - ამირან გამყრელიძე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე მო­სახ­ლე­ო­ბას თხოვ­ნით მი­მარ­თავს, არ და­მა­ლონ კონ­ტაქ­ტე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

რო­გორც ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "პო­ლიტ-ქა­ლა­ქი“ გა­ნა­ცხა­და, არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი შეგ­ნე­ბუ­ლად მა­ლა­ვენ კონ­ტაქ­ტებს.

ამა­თან, გამ­ყრე­ლი­ძე ამ­ბობს, რომ ქვე­ყა­ნამ რო­გორ­მე უნდა აი­ცი­ლოს ასე­უ­ლო­ბით ახა­ლი შემ­თხვე­ვის გა­მოვ­ლე­ნა ყო­ველ­დღი­უ­რად, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯან­დაც­ვის რგო­ლის­თვის მძი­მე ტვირ­თი იქ­ნე­ბა.

“შემ­თხვე­ვე­ბის ზრდა ქვე­ყა­ნა­ში გვექ­ნე­ბა. მათ შო­რის, მე­ო­თხე­უ­ლი და მე­ხუ­თე­უ­ლი გა­და­ცე­მის ხარ­ჯზე. ვთქვი, რომ შე­ვე­დით პრე-კრი­ტი­კულ სტა­დი­ა­ში, ჯერ კრი­ტი­კულ­ში არ ვართ, კრი­ტი­კულ­ში ვიქ­ნე­ბით და­ავ­დე­ბის პირ­ვე­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შე­თხვე­ვი­დან მე-7, მე-8 კვი­რას, თუ გვექ­ნე­ბა, მაგ­რამ იმე­დი მაქვს, რომ არ იქ­ნე­ბა, ყო­ველ­დღი­უ­რად რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი შე­თხვე­ვა, ეს რო­გორ­მე უნდა ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან. ყო­ველ­დღი­უ­რად ასე­უ­ლი ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, რომ გვქო­დეს, მა­შინ ეს იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან მძი­მე დარ­ტყმა ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა­ზე.

მე­ო­თხე­უ­ლი და მე­ხუ­თე­უ­ლი გა­და­ცე­მა იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ჩემი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი თხოვ­ნაა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ, რომ როცა ჩვე­ნე­ბი რე­კა­ვენ, იცით, რომ პრო­ტო­კო­ლია, როცა და­დე­ბი­თია პა­სუ­ხი, მის ირ­გვლივ ყვე­ლა კონ­ტაქტს ვსწავ­ლობთ ტე­ლე­ფო­ნით. რე­კა­ვენ ამ ადა­მი­ა­ნებ­თან, ვის­თან იყა­ვით კონ­ტაქ­ტში, ზოგს არ ახ­სოვს, ზოგი შეგ­ნე­ბუ­ლად მა­ლავს ამას. კი­დევ ერთხელ გთხოვთ ყვე­ლას, ეს არის ჩვე­ნი სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სო­ლი­და­რო­ბა, არ დავ­მა­ლოთ ეს კონ­ტაქ­ტე­ბი“,- გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ "პა­ლიტ­რა­ბი­უ­სის“ ეთერ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"კონტაქტებს ზოგი შეგნებულად მალავს, არ დავმალოთ კონტაქტები" - ამირან გამყრელიძე

"კონტაქტებს ზოგი შეგნებულად მალავს, არ დავმალოთ კონტაქტები" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, არ დამალონ კონტაქტები კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში.

როგორც ამირან გამყრელიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა, არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები შეგნებულად მალავენ კონტაქტებს.

ამათან, გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანამ როგორმე უნდა აიცილოს ასეულობით ახალი შემთხვევის გამოვლენა ყოველდღიურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული ჯანდაცვის რგოლისთვის მძიმე ტვირთი იქნება.

“შემთხვევების ზრდა ქვეყანაში გვექნება. მათ შორის, მეოთხეული და მეხუთეული გადაცემის ხარჯზე. ვთქვი, რომ შევედით პრე-კრიტიკულ სტადიაში, ჯერ კრიტიკულში არ ვართ, კრიტიკულში ვიქნებით დაავდების პირველი დადასტურებული შეთხვევიდან მე-7, მე-8 კვირას, თუ გვექნება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ არ იქნება, ყოველდღიურად რამდენიმე ასეული შეთხვევა, ეს როგორმე უნდა ავიცილოთ თავიდან. ყოველდღიურად ასეული ახალი შემთხვევები, რომ გვქოდეს, მაშინ ეს იქნება ძალიან მძიმე დარტყმა ჯანდაცვის სისტემაზე.

მეოთხეული და მეხუთეული გადაცემა იქნება, მაგრამ ჩემი მოკრძალებული თხოვნაა საზოგადოების მიმართ, რომ როცა ჩვენები რეკავენ, იცით, რომ პროტოკოლია, როცა დადებითია პასუხი, მის ირგვლივ ყველა კონტაქტს ვსწავლობთ ტელეფონით. რეკავენ ამ ადამიანებთან, ვისთან იყავით კონტაქტში, ზოგს არ ახსოვს, ზოგი შეგნებულად მალავს ამას. კიდევ ერთხელ გთხოვთ ყველას, ეს არის ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და საზოგადოებრივი სოლიდარობა, არ დავმალოთ ეს კონტაქტები“,- განაცხადა გამყრელიძემ "პალიტრაბიუსის“ ეთერში.

გახარიას თქმით, მარნეულთან დაკავშირებული შიდა გადაცემა, სავარაუდოდ წლისთავზე მოხდა

კორონავირუსით ინფიცირებული მარნეულელი ქალის მდგომარეობა კრიტიკულია

კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ რამდენიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა - "5 უარყოფითი პასუხი მივიღეთ"