ავტორი:

"ვინც კარანტინში გადაგვყავდა, წიხლები ურტყეს ფანჯრებს, გაქცევა უნდოდათ..." - რა უამბო მძღოლმა კარანტინში მიმავალ ახალგაზრდა ქალს

"ვინც კარანტინში გადაგვყავდა, წიხლები ურტყეს ფანჯრებს, გაქცევა უნდოდათ..." - რა უამბო მძღოლმა კარანტინში მიმავალ ახალგაზრდა ქალს

კარანტინში იძულების წესით გადაყვანილმა ადამიანებმა, სამგზავრო ტრანსპორტის ფანჯრებს წიხლები ურტყეს და გაქცევას ცდილობდნენ - ამის შესახებ მძღოლმა უამბო ახალგაზრდა ქალს, რომელიც კარანტინში გადაჰყავდა.

გოგონა ანა ყ. ამის შესახებ ფეიქბუქის პირად გვერდზე წერს:

"ეხლა მიკროავტობუსით გადავყავართ კარანტინში.... პატრული და ესკორტი მიგვაცილებს.

ფანჯრიდან მიბერავდა, თითქოს დახურული იყო, მაგრამ არაჰერმეტულად და მძღოლს ვთხოვე დამხმარებოდა... ბოდიში დისკომფორტისთვისო, თქვენამდე ვინც გადავგვყავდა კარანტინში, წიხლები ურტყეს (ფეხები არა) და ლეწავდნენ ფანჯრებსო, გაქცევა უნდოდათო... როგორც კაცები, ასევე ქალებიო.

ეხლა არ მიკვირს პატიმრებივით რატომ ვმგზავრობთ.... ჩვენ მძღოლს მგონი ის უფრო გაუკვირდა, რომ ჩვენ არ დავლეწეთ არაფერი.

ცოტა გონს მოეგეთ, მერე გვიანი იქნება!!!" - წერს ინტერნეტმომხმარებელი, რომელიც საქართველოში ევროპული ქვეყნიდან დაბრუნდა და საკუთარი სურვილისამებრ გადაიყვანეს იზოლაციაში.

მისმა მეგობარმა, რომელიც ასევე იმყოფებოდა იმავე ტრანსპორტში, დაამატა კომენტარში: "უსაყვარლესი კაცი იყო! გაოცებულო გვიყვებოდა, ქალები როგორ უფრო ცდილობდნენ ფეხებით ფანჯრების ჩატეხვას გასაქცევად..."

კარანტინში იძულებით გადაყვანის შემთხვევა საქართველოს რამდენიმე ქალაქში დაფიქსირდა

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, კარანტინის რეჟიმში ამჟამად ქვეყანაში 1925 ადამიანი იმყოფება. მათი ნაწილი, დაახლოებით 150-მდე ადამიანი, სამართალდამცველებმა იძულების წესით გადაიყვანეს საკარანტინო დაწესებულებებში.

მეტროს და ავტობუსების მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 31 მარტს, დილის 08:00 საათიდან გაჩერდება

LIVE: გადაცემა "სპორტალი" - ლერი ხაბელოვი, ლევან კორღალაძე

ზიარების წესი კანონიკური საკითხია, რომელიც შეიძლება შეიცვალოს - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე