საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრი მოხუცი გარდაიცვალა და მომვლელები უსამსახუროდ დარჩნენ" - რას ჰყვება 9 აპრილის გმირი ქალი იტალიის დაკეტილი ქალაქიდან
"ბევრი მოხუცი გარდაიცვალა და მომვლელები უსამსახუროდ დარჩნენ" - რას ჰყვება 9 აპრილის გმირი ქალი იტალიის დაკეტილი ქალაქიდან

ნანა მა­ხა­რა­ძეს ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს. ის იმ ცნო­ბი­ლი ფო­ტოს მთა­ვა­რი გმი­რია, რო­მე­ლიც იური მე­ჩი­თოვ­მა 1989 წლის 9 აპ­რი­ლის მძი­მე ღა­მეს გა­და­ი­ღო. 9 აპ­რი­ლის ტრა­გე­დი­ი­დან დღეს 31 წელი შეს­რულ­და... დრო­ში­ა­ნი გო­გო­ნა გა­ი­ზარ­და, წლე­ბია ის იტა­ლი­ა­ში, ემიგ­რა­ცი­ა­ში გახ­ლდათ. სამი წლის წინ იტა­ლი­ა­ში ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი იპო­ვა და მარ­კო სბ­რა­ჯის­თან ერ­თად ერთ-ერთ უძ­ვე­ლეს და ულა­მა­ზეს ქა­ლაქ არე­ცო­ში ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობ­და, სა­ნამ მათ მყუდ­რო­ე­ბას კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო ქვე­ყა­ნა­ში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი კა­რან­ტი­ნი არ და­არ­ღვევ­და.

ნანა მა­ხა­რა­ძე AMBEBI.GE-ს იტა­ლი­ი­დან ესა­უბ­რა:

- თა­ვი­დან აცხა­დებ­დნენ, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სით მხო­ლოდ ხან­ში შე­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ავად­დე­ბოდ­ნენ. ყვე­ლამ იცის, რომ იტა­ლი­ა­ში სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბა ძა­ლი­ან დი­დია. თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, ახალ­გაზ­რდე­ბიც ბევ­რი არი­ან ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ იტა­ლი­ა­ში 40 წლის ადა­მი­ა­ნი ახალ­გაზ­რდად ით­ვლე­ბა.

- თქვე­ნი ნაც­ნო­ბი ან მე­ზო­ბე­ლი თუ არის და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს შო­რის?

- ჩემი მე­უღ­ლის მე­გო­ბა­რი და­ა­ვად­და, რო­მე­ლიც მო­ხა­ლი­სედ იყო ჩა­წე­რი­ლი და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დას ავად­მყო­ფე­ბის გა­დაყ­ვა­ნა­ში ეხ­მა­რე­ბო­და. ერთ-ერთი რი­გი­თი ავად­მყო­ფის გა­დაყ­ვა­ნის დროს და­ინ­ფი­ცირ­და, ოღონდ ის ჩრდი­ლო­ეთ იტა­ლი­ა­ში ცხოვ­რობს.

- ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი, მათი დიდი ნა­წი­ლი უსამ­სა­ხუ­როდ დარ­ჩა...

- დიახ, ქარ­თველ ემიგ­რან­ტებ­ზე ძა­ლი­ან დიდი აჟი­ო­ტა­ჟი ატყდა თა­ვი­დან. პირ­ვე­ლად, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ამა­ყი ვარ იმით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლი სპეც­რე­ი­სით წა­მო­იყ­ვა­ნა სამ­შობ­ლო­ში. ზო­გა­დად მე მგო­ნი, იტა­ლია ერ­თა­დერ­თი ყვე­ლა­ზე ლო­ი­ა­ლუ­რი ქვე­ყა­ნაა ემიგ­რან­ტე­ბის მი­მართ. ყვე­ლას იღებს და მკურ­ნა­ლობს, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა სა­ბუ­თი­ა­ნია თუ უსა­ბუ­თო.

გავ­რცელ­და ვი­დე­ო­ე­ბი, სა­დაც ემიგ­რან­ტე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ სამ­სა­ხუ­რე­ბი და­კარ­გეს და სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბას ითხოვ­დნენ. მეს­მის მათი, ზო­გი­ერ­თმა მათ­გან­მა სამ­სა­ხუ­რი კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცი­ის გამო და­კარ­გა ან მუ­შა­ობ­დნენ ისეთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, სა­დაც შემ­დეგ კა­რან­ტი­ნი გა­მო­ცხად­და. ვინც 24 სა­ა­თი­ან სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და, ისი­ნი აგ­რძე­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას, უბ­რა­ლოდ გა­რეთ არ გა­მო­დი­ან. თუმ­ცა წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც სა­ა­თობ­რი­ვად მუ­შა­ობ­დნენ, იტა­ლი­ე­ლებს მათი სახ­ლში შეშ­ვე­ბის ეში­ნი­ათ, რად­გან ვირუ­სია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი.

შიში აქვთ უცხო ადა­მი­ა­ნის მი­ღე­ბის. ამი­ტომ უნ­დათ ქარ­თვე­ლებს სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა. არც კო­რო­ნა­ვირუ­სამ­დე იყო ბევ­რი სამ­სა­ხუ­რი, მაგ­რამ ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც დღეს ხდე­ბა, სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნა რთუ­ლია. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ ისიც, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი მო­ხუ­ცი გარ­და­იც­ვა­ლა ვირუ­სით და მათი მომ­ვლე­ლე­ბი უსამ­სა­ხუ­როდ დარ­ჩნენ. თან ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის დიდ ნა­წილს და­ნა­ზო­გი არ აქვთ, რომ ცოტა ხანი მა­ინც გა­ი­ტა­ნონ თავი. მთელ ფულს სა­ქარ­თვე­ლო­ში აგ­ზავ­ნიდ­ნენ.

- ვრცელ­დე­ბა ვი­დე­ო­ე­ბი ინ­ტერ­ნე­ტით, სა­დაც იტა­ლი­ე­ლე­ბი აი­ვან­ზე ცეკ­ვა­ვენ, მღე­რი­ან, თით­ქოს მა­ინც მხი­ა­რუ­ლად უყუ­რე­ბენ არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას...

- თით­ქოს არ ვიმ­ჩნევთ, მღე­რი­ან, ცეკ­ვა­ვენ და რე­ა­ლუ­რად ეს არის ერ­თმა­ნე­თის­თვის შე­ძა­ხი­ლი, რომ - აბა, კარ­გად ვი­ყოთ. იტა­ლი­ე­ლე­ბი აღარ და­დი­ან ერ­თმა­ნეთ­თან სტუმ­რად. ეს მათ­თვის კა­ტას­ტრო­ფის ტოლ­ფა­სია. ჩვენ­თან დი­ლას რომ დგე­ბოდ­ნენ ჩვი­ლი ბავ­შვე­ბით ხელ­ში, ბარ­ში მი­დი­ოდ­ნენ ოჯა­ხე­ბი და სა­უზ­მეს იქ მი­ირ­თმე­ვენ. ეს ისე­თი­ვე ჩვე­უ­ლებ­რი­ვო­ბაა მათ­თვის, რაც თქვენ­თან დი­ლას ჩაი და კა­რა­ქი­ა­ნი პური. ძლივს შე­ვიგ­ნეთ, რომ ეს სა­ხი­ფა­თო იყო, ამი­ტომ გა­მო­ცხად­და დაგ­ვი­ა­ნე­ბით კა­რან­ტი­ნი და ახლა ვზი­ვართ სახ­ლში.

- თქვენ მთელ დღეს სახ­ლში ატა­რებთ?

- მე სახ­ლში ვარ, ჩემი მე­უღ­ლე სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობს პროგ­რა­მის­ტია და და­დის სამ­სა­ხურ­ში და უამ­რა­ვი საქ­მე აქვს. ყვე­ლა ორ­გა­ნი­ზა­ცია და და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ცდი­ლობს ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში გა­დას­ვლას და მე­უღ­ლე მათ­თვის სპე­ცი­ა­ლურ პროგ­რა­მებს აკე­თებს.

- პრო­დუქ­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტი თქვენ­თა­ნა­ცაა?

- თა­ვი­დან ჩვენ­თა­ნაც იყო, რად­გან აქაც მი­ა­წყდა ხალ­ხი სუ­პერ­მარ­კე­ტებს... ბო­ლოს რო­დე­საც გა­ვე­დი, ჩემს ქა­ლაქ­ში დახ­ლებ­ზე პრო­დუქ­ცია იყო, მაგ­რამ არ­ჩე­ვა­ნი ნაკ­ლე­ბია. ადრე თუ 12 სა­ხე­ო­ბის შაქ­რი­დან ამო­არ­ჩევ­დი სა­სურ­ველს, ახლა ნაკ­ლე­ბად. ვერ­სად იპო­ვით აქაც სველ ხელ­სა­ხო­ცებს, ერთჯე­რად ხელ­თათ­მა­ნებს, ან­ტი­სეპ­ტი­კურ სი­თხე­ებ­სა და გე­ლებს, თუმ­ცა ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალ­დი არის. ასე­ვე დე­ფი­ცი­ტია ნიღ­ბე­ბის. შე­ზღუ­დუ­ლია გა­და­ად­გი­ლე­ბა.

- ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბით ალ­ბათ ძი­რი­თა­დად ვირუ­სის შე­სა­ხებ ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი...

- მთე­ლი დღის მან­ძილ­ზე სა­ინ­ფორ­მა­ციო პროგ­რა­მე­ბი გა­დის, იწ­ვე­ვენ ექი­მებს, ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტებს, ცნო­ბილ სა­ხე­ებს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მი­თი­თე­ბაა, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა უნდა და­იც­ვან მეტ­რა­ნა­ხე­ვა­რი დის­ტან­ცია. ისე მი­ვეჩ­ვი­ეთ, რომ ლა­მის სახ­ლში მე და მე­უღ­ლეც დის­ტან­ცი­ით ვი­ყოთ ერ­თმა­ნეთ­თან. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ვი­საც პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­და­ცე­მე­ბი მი­ყავ­დათ და მათ შო­უ­ებს უამ­რა­ვი ხალ­ხი ეს­წრე­ბო­და ახლა სახ­ლებ­ში არი­ან. გა­და­ცე­მე­ბი და­ი­ხუ­რა. აკ­რძა­ლუ­ლია და­ხუ­რულ სივ­რცე­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნის ყოფ­ნა. ამი­ტომ ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში წამ­ყვა­ნი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი სახ­ლე­ბი­დან აკე­თე­ბენ ჩარ­თვებს და დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ახალ ამ­ბებს გვიყ­ვე­ბი­ან. ცნო­ბი­ლი მუ­სი­კო­სე­ბი სახ­ლი­დან აკე­თე­ბენ ლა­ივ­კონ­ცერ­ტებს და უამ­რა­ვი მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავთ.

თა­ვი­დან კო­რო­ნა­ვირუსს რომ იუ­მო­რით ვუ­ყუ­რებ­დით, ეს იყო ძა­ლი­ან დიდი შეც­დო­მა. იტა­ლი­ა­ში 60 მი­ლი­ო­ნი მო­სახ­ლეა. ზო­გა­დად იტა­ლი­ე­ლე­ბის პლუ­სი ის არის, რომ ძა­ლი­ან უფრთხილ­დე­ბი­ან სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას. თითი რომ გა­იჭ­რან იმის­თვი­საც ექიმ­თან მი­დი­ან ინ­ფექ­ცია ხომ არ შე­ეჭ­რათ შემ­თხვე­ვით. ერთხელ, სა­დი­ლის მომ­ზა­დე­ბი­სას ხელი და­ვიწ­ვი. ჩემი მე­უღ­ლე მთე­ლი დღე ყვი­რო­და, რომ ექიმ­თან წავ­სუ­ლი­ყა­ვი. ეს კულ­ტუ­რა­ში აქვთ და ამი­ტომ არის სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბაც დიდი.

- თქვენ­თან ძი­რი­თა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა?

- ტე­ლე­ვი­ზი­ით მთე­ლი დღის მან­ძილ­ზე 4 მე­სი­ჯი ტრი­ა­ლებს, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გზავ­ნი­ლი უნდა იყოს მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის:

1. ხში­რად და­ი­ბა­ნეთ ხე­ლე­ბი.

2. და­ი­ცა­ვით დის­ტან­ცია ადა­მი­ა­ნებ­მა ერ­თმა­ნე­თის­გან მეტ­რა­ნა­ხევ­რის მან­ძლზე.

3. აკ­რძა­ლუ­ლია თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში ყოფ­ნა, ქორ­წი­ლი, დაკ­რძალ­ვის დიდი ცე­რე­მო­ნი­ა­ლი.

4. სახ­ლი­დან არ უნდა გახ­ვი­დე გა­და­უ­დე­ბე­ლი შემ­თხვე­ვის გარ­და. ამი­ტომ მო­სახ­ლე­ო­ბაც მო­უ­წო­დებს ერ­თმა­ნეთს, რომ და­ვიც­ვათ წე­სე­ბი. სახ­ლში დარ­ჩე­ნა­ზე მეტი თავ­დაც­ვა არ არ­სე­ბობს ამ­ჯე­რად.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
buba
15

მაგისთვის ვიბრძოდით 9 აპრილს, რომ მანდ გადახვეწილიყავით...

ეჰჰჰ...

mzirali
6

თანამემამულეებო ვინც ხართ უცხოეთის ცის ქვეშ. თავზე ნაცარს ნუ დაიყრით. შიმშილით იქ არავინ მომკვდარა და არც თვენ მოკვდებით. მეტი მხნეობა და გამძლეობა. იმღერეთ და გულზე მოგეშვებათ

ავტორი:

"ბევრი მოხუცი გარდაიცვალა და მომვლელები უსამსახუროდ დარჩნენ" - რას ჰყვება 9 აპრილის გმირი ქალი იტალიის დაკეტილი ქალაქიდან

"ბევრი მოხუცი გარდაიცვალა და მომვლელები უსამსახუროდ დარჩნენ" - რას ჰყვება 9 აპრილის გმირი ქალი იტალიის დაკეტილი ქალაქიდან

ნანა მახარაძეს ქართული საზოგადოება კარგად იცნობს. ის იმ ცნობილი ფოტოს მთავარი გმირია, რომელიც იური მეჩითოვმა 1989 წლის 9 აპრილის მძიმე ღამეს გადაიღო. 9 აპრილის ტრაგედიიდან დღეს 31 წელი შესრულდა... დროშიანი გოგონა გაიზარდა, წლებია ის იტალიაში, ემიგრაციაში გახლდათ. სამი წლის წინ იტალიაში ახალი სიყვარული იპოვა და მარკო სბრაჯისთან ერთად ერთ-ერთ უძველეს და ულამაზეს ქალაქ არეცოში ბედნიერად ცხოვრობდა, სანამ მათ მყუდროებას კორონავირუსის გამო ქვეყანაში გამოცხადებული კარანტინი არ დაარღვევდა.

ნანა მახარაძე AMBEBI.GE-ს იტალიიდან ესაუბრა:

- თავიდან აცხადებდნენ, რომ კორონავირუსით მხოლოდ ხანში შესული ადამიანები ავადდებოდნენ. ყველამ იცის, რომ იტალიაში სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან დიდია. თუმცა რეალურად დღევანდელი მდგომარეობით, ახალგაზრდებიც ბევრი არიან ინფიცირებული. გაითვალისწინეთ, რომ იტალიაში 40 წლის ადამიანი ახალგაზრდად ითვლება.

- თქვენი ნაცნობი ან მეზობელი თუ არის დაინფიცირებულებს შორის?

- ჩემი მეუღლის მეგობარი დაავადდა, რომელიც მოხალისედ იყო ჩაწერილი და სასწრაფო დახმარების ბრიგადას ავადმყოფების გადაყვანაში ეხმარებოდა. ერთ-ერთი რიგითი ავადმყოფის გადაყვანის დროს დაინფიცირდა, ოღონდ ის ჩრდილოეთ იტალიაში ცხოვრობს.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან ქართველი ემიგრანტები, მათი დიდი ნაწილი უსამსახუროდ დარჩა...

- დიახ, ქართველ ემიგრანტებზე ძალიან დიდი აჟიოტაჟი ატყდა თავიდან. პირველად, ჩემს ცხოვრებაში ამაყი ვარ იმით, რომ საქართველოს მთავრობამ ადამიანების ნაწილი სპეცრეისით წამოიყვანა სამშობლოში. ზოგადად მე მგონი, იტალია ერთადერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა ემიგრანტების მიმართ. ყველას იღებს და მკურნალობს, არ აქვს მნიშვნელობა საბუთიანია თუ უსაბუთო.

გავრცელდა ვიდეოები, სადაც ემიგრანტები ამბობდნენ, რომ სამსახურები დაკარგეს და სახლში დაბრუნებას ითხოვდნენ. მესმის მათი, ზოგიერთმა მათგანმა სამსახური კორონავირუსის ინფექციის გამო დაკარგა ან მუშაობდნენ ისეთ დაწესებულებებში, სადაც შემდეგ კარანტინი გამოცხადდა. ვინც 24 საათიან სამსახურში მუშაობდა, ისინი აგრძელებენ მუშაობას, უბრალოდ გარეთ არ გამოდიან. თუმცა წარმოიდგინეთ, ის ადამიანები, ვინც საათობრივად მუშაობდნენ, იტალიელებს მათი სახლში შეშვების ეშინიათ, რადგან ვირუსია გავრცელებული.

შიში აქვთ უცხო ადამიანის მიღების. ამიტომ უნდათ ქართველებს სამშობლოში დაბრუნება. არც კორონავირუსამდე იყო ბევრი სამსახური, მაგრამ ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც დღეს ხდება, სამსახურის შოვნა რთულია. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ძალიან ბევრი მოხუცი გარდაიცვალა ვირუსით და მათი მომვლელები უსამსახუროდ დარჩნენ. თან ქართველი ემიგრანტების დიდ ნაწილს დანაზოგი არ აქვთ, რომ ცოტა ხანი მაინც გაიტანონ თავი. მთელ ფულს საქართველოში აგზავნიდნენ.

- ვრცელდება ვიდეოები ინტერნეტით, სადაც იტალიელები აივანზე ცეკვავენ, მღერიან, თითქოს მაინც მხიარულად უყურებენ არსებულ სიტუაციას...

- თითქოს არ ვიმჩნევთ, მღერიან, ცეკვავენ და რეალურად ეს არის ერთმანეთისთვის შეძახილი, რომ - აბა, კარგად ვიყოთ. იტალიელები აღარ დადიან ერთმანეთთან სტუმრად. ეს მათთვის კატასტროფის ტოლფასია. ჩვენთან დილას რომ დგებოდნენ ჩვილი ბავშვებით ხელში, ბარში მიდიოდნენ ოჯახები და საუზმეს იქ მიირთმევენ. ეს ისეთივე ჩვეულებრივობაა მათთვის, რაც თქვენთან დილას ჩაი და კარაქიანი პური. ძლივს შევიგნეთ, რომ ეს სახიფათო იყო, ამიტომ გამოცხადდა დაგვიანებით კარანტინი და ახლა ვზივართ სახლში.

- თქვენ მთელ დღეს სახლში ატარებთ?

- მე სახლში ვარ, ჩემი მეუღლე სახელმწიფო სამსახურში მუშაობს პროგრამისტია და დადის სამსახურში და უამრავი საქმე აქვს. ყველა ორგანიზაცია და დაწესებულება ცდილობს ონლაინ რეჟიმში გადასვლას და მეუღლე მათთვის სპეციალურ პროგრამებს აკეთებს.

- პროდუქტების დეფიციტი თქვენთანაცაა?

- თავიდან ჩვენთანაც იყო, რადგან აქაც მიაწყდა ხალხი სუპერმარკეტებს... ბოლოს როდესაც გავედი, ჩემს ქალაქში დახლებზე პროდუქცია იყო, მაგრამ არჩევანი ნაკლებია. ადრე თუ 12 სახეობის შაქრიდან ამოარჩევდი სასურველს, ახლა ნაკლებად. ვერსად იპოვით აქაც სველ ხელსახოცებს, ერთჯერად ხელთათმანებს, ანტისეპტიკურ სითხეებსა და გელებს, თუმცა ტუალეტის ქაღალდი არის. ასევე დეფიციტია ნიღბების. შეზღუდულია გადაადგილება.

- ტელევიზიებით ალბათ ძირითადად ვირუსის შესახებ ვრცელდება ინფორმაციები...

- მთელი დღის მანძილზე საინფორმაციო პროგრამები გადის, იწვევენ ექიმებს, ინფექციონისტებს, ცნობილ სახეებს. განსაკუთრებული მითითებაა, რომ ადამიანებმა უნდა დაიცვან მეტრანახევარი დისტანცია. ისე მივეჩვიეთ, რომ ლამის სახლში მე და მეუღლეც დისტანციით ვიყოთ ერთმანეთთან. ჟურნალისტები ვისაც პოპულარული გადაცემები მიყავდათ და მათ შოუებს უამრავი ხალხი ესწრებოდა ახლა სახლებში არიან. გადაცემები დაიხურა. აკრძალულია დახურულ სივრცეში ბევრი ადამიანის ყოფნა. ამიტომ ონლაინ რეჟიმში წამყვანი ჟურნალისტები სახლებიდან აკეთებენ ჩართვებს და დღის განმავლობაში ახალ ამბებს გვიყვებიან. ცნობილი მუსიკოსები სახლიდან აკეთებენ ლაივკონცერტებს და უამრავი მაყურებელი ჰყავთ.

თავიდან კორონავირუსს რომ იუმორით ვუყურებდით, ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა. იტალიაში 60 მილიონი მოსახლეა. ზოგადად იტალიელების პლუსი ის არის, რომ ძალიან უფრთხილდებიან საკუთარ ჯანმრთელობას. თითი რომ გაიჭრან იმისთვისაც ექიმთან მიდიან ინფექცია ხომ არ შეეჭრათ შემთხვევით. ერთხელ, სადილის მომზადებისას ხელი დავიწვი. ჩემი მეუღლე მთელი დღე ყვიროდა, რომ ექიმთან წავსულიყავი. ეს კულტურაში აქვთ და ამიტომ არის სიცოცხლის ხანგრძლივობაც დიდი.

- თქვენთან ძირითადი რეკომენდაციები როგორ გამოიყურება?

- ტელევიზიით მთელი დღის მანძილზე 4 მესიჯი ტრიალებს, რაც მნიშვნელოვანი გზავნილი უნდა იყოს მთელი მსოფლიოსთვის:

1. ხშირად დაიბანეთ ხელები.

2. დაიცავით დისტანცია ადამიანებმა ერთმანეთისგან მეტრანახევრის მანძლზე.

3. აკრძალულია თავშეყრის ადგილებში ყოფნა, ქორწილი, დაკრძალვის დიდი ცერემონიალი.

4. სახლიდან არ უნდა გახვიდე გადაუდებელი შემთხვევის გარდა. ამიტომ მოსახლეობაც მოუწოდებს ერთმანეთს, რომ დავიცვათ წესები. სახლში დარჩენაზე მეტი თავდაცვა არ არსებობს ამჯერად.

"ელიტ ელექტრონიქსი“ "ჰოთსეილის“ პარტნიორი გახდა

პაატა იმნაძის განცხადებით, ერთ-ერთ რაიონში ქელეხის სუფრის შემდეგ, კიდევ ერთი "კლასტერი“ გაჩნდა

"ინფექცია ცირკულირებს და ვრცელდება... ჰოსპიტალური სექტორი სრულ მზადყოფნაშია, რათა პაციენტების მზარდი რაოდენობა მიიღოს" - თამარ გაბუნია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"