სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს
ქალები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს

ყო­ველ­დღი­უ­რად ათა­სო­ბით ქალი ამ­სხვრევს ათი ათა­სო­ბით სტე­რე­ო­ტიპს. იყო ქალი, არ ნიშ­ნავს, რომ სუსტ სქესს წარ­მო­ად­გენ. ეს იყო მცდა­რი წარ­მოდ­გე­ნა, რო­მე­ლიც უნდა შეც­ვლი­ლი­ყო, რად­გან მო­ცე­მუ­ლო­ბა სულ სხვაა. ქა­ლიც ისე­თი­ვე ძლი­ე­რია, რო­გო­რი ძლი­ე­რი­ცაა კაცი. ქა­ლებ­მა, კა­ცე­ბის სამ­ყა­რო­ში თა­ვის და­სამ­კვიდ­რებ­ლად, ეკ­ლი­ა­ნი აღ­მარ­თი აია­რეს. აღ­მარ­თზე ვარ­დე­ბი­ვით კრეფ­დნენ უფ­ლე­ბებს: გა­ნათ­ლე­ბის, არ­ჩევ­ნებ­ში ხმის მი­ცე­მის, ლი­დე­რო­ბის, შე­ჯიბ­რე­ბის, გა­მარ­ჯვე­ბის...

ასე, მრა­ვალ სფე­რო­ში სა­კუ­თარ სა­ხელს, გვარ­სა და რაც იმ დრო­ის­თვის ყვე­ლა­ზე მიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო - სქესს ნა­ეკ­ლა­რი­ვით კაწ­რავ­დნენ ის­ტო­რი­ის ფურ­ცლებ­ზე და აი, ახლა აქ ვართ: აღ­მარ­თის თავ­ზე. იქ, სა­ი­და­ნაც ყვე­ლა ამ­ბა­ვი ხე­ლის­გუ­ლი­ვით ჩანს და დროა, მათი ის­ტო­რი­ე­ბი წა­ვი­კი­თხოთ.

ასე­თი ქალი კი ძა­ლი­ან ბევ­რია. მი­ნი­მუმ 101. დიახ, „101 ქალი, რომ­ლებ­მაც მსოფ­ლიო შეც­ვა­ლეს“- ასე ჰქვია წიგნს, რო­მე­ლიც 101 ის­ტო­რი­ას აერ­თი­ა­ნებს და მკი­თხველს პირ­და­პი­რი თუ გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბით ხე­ლის­გულ­ზე უშ­ლის.

გა­მო­ცე­მის ქარ­თულ ვერ­სი­ა­ზე „პა­ლიტ­რაL-მა“ იმუ­შა­ვა. წიგ­ნის გმი­რე­ბის ის­ტო­რი­ე­ბი მოკ­ლე ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბად, მარ­ტი­ვი ენი­თაა მო­თხრო­ბი­ლი. შე­სა­ფე­რი­სი და­სუ­რა­თე­ბა კი მას ბევ­რად მიმ­ზიდ­ველს ხდის. ტექ­სტის ავ­ტო­რე­ბი მე­გობ­რე­ბი­ვით გვიყ­ვე­ბი­ან ის­ტო­რი­ებს და არა­ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ფაქ­ტზე გვა­მახ­ვი­ლე­ბი­ნე­ბენ ყუ­რა­დღე­ბას.

გან­სხვა­ვე­ბუ­ლია წიგ­ნის გმირ­თა პრო­ფე­სი­ე­ბი, ასა­კი, მოღ­ვა­წე­ო­ბის სფე­რო თუ ად­გი­ლი. ასე რომ, მკი­თხველს, პერ­სო­ნაჟ­თა შო­რის, სა­კუ­თა­რი თა­ვის პოვ­ნა არ გა­უ­ჭირ­დე­ბა. წიგნ­ში ერ­თი­ან­დე­ბი­ან მეც­ნი­ე­რე­ბი, გა­მომ­გო­ნებ­ლე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი, ათ­ლე­ტე­ბი... ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად კი ის­ტო­რია კლე­ო­პატ­რა­დან იწყე­ბა და ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლიმ­დე გრძელ­დე­ბა.

მკი­თხვე­ლი არა მხო­ლოდ დო­კუ­მენ­ტურ მა­სა­ლას ეც­ნო­ბა, არა­მედ შერ­ჩე­უ­ლი ის­ტო­რი­ე­ბი მისი მო­ტი­ვა­ცი­ის წყა­რო ხდე­ბა. ბევ­რის­თვის ყვე­ლა­ზე ახ­ლობ­ლე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე გმი­რე­ბი გახ­დე­ბი­ან. მა­გა­ლი­თად, მა­ლა­ლა - გო­გო­ნა, რო­მე­ლიც 2014 წელს ნო­ბე­ლის მშვი­დო­ბის პრე­მი­ით და­ჯილ­დოვ­და და გახ­და ამ სტა­ტუ­სის მქო­ნე ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნი. მან მთელ მსოფ­ლი­ოს შე­ახ­სე­ნა, რომ სქესს არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, როცა საქ­მე გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას ეხე­ბა.

ემო­ცი­ებს ვერც ჯე­სი­კა უოტ­სო­ნის გაც­ნო­ბი­სას და­მა­ლავთ. სულ რა­ღაც ათი წლის წინ, მან მსოფ­ლიო 210 დღე­ში მო­ი­ა­რა. პა­რა­ლე­ლუ­რად, წერ­და ბლო­გებს, რომ­ლე­ბიც ახ­ლაც ხელ­მი­საწ­ვდო­მია.

მკი­თხვე­ლის ნა­წი­ლის­თვის აღ­მო­ჩე­ნა ყველ­სათ­ვის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი დე­ტა­ლე­ბი იქ­ნე­ბა. აქ ავ­ტო­რე­ბი მეგ­ზუ­რო­ბას გვი­წე­ვენ შა­ნე­ლის გარ­დე­რო­ბი­დან შა­ნე­ლის სახ­ლამ­დე, თან გვიყ­ვე­ბი­ან ნაკ­ლე­ბად ცნო­ბილ ბევრ ის­ტო­რი­ას, რო­გორც კლე­ო­პატ­რა­ზე, ისე ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლი­ზე. ერთი სი­ტყვით, გვაც­ნო­ბენ უამ­რავ ფაქტს იმ ქა­ლე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­მაც სამ­ყა­რო უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვა­ლეს.

მოკ­ლედ, ესაა წიგ­ნი ქა­ლე­ბის შე­სა­ხებ, და­წე­რი­ლი ყვე­ლა იმ ქა­ლის­თვის, გო­გო­ნას­თვის, რო­მელ­თაც სურთ, რომ გო­რაკ­ზე აღ­მოჩ­ნდნენ, გა­იც­ნონ წინა თა­ო­ბე­ბი და ახა­ლი აღ­მარ­თის­კენ, გა­უკ­ვა­ლავ ბი­ლი­კებს და­ად­გნენ.

ZZZ
13

ნეტა ინაშვილი ან ადა მარშანია თუა ამ ასეულში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ქალები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს

ქალები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს

ყოველდღიურად ათასობით ქალი ამსხვრევს ათი ათასობით სტერეოტიპს. იყო ქალი, არ ნიშნავს, რომ სუსტ სქესს წარმოადგენ. ეს იყო მცდარი წარმოდგენა, რომელიც უნდა შეცვლილიყო, რადგან მოცემულობა სულ სხვაა. ქალიც ისეთივე ძლიერია, როგორი ძლიერიცაა კაცი. ქალებმა, კაცების სამყაროში თავის დასამკვიდრებლად, ეკლიანი აღმართი აიარეს. აღმართზე ვარდებივით კრეფდნენ უფლებებს: განათლების, არჩევნებში ხმის მიცემის, ლიდერობის, შეჯიბრების, გამარჯვების...

ასე, მრავალ სფეროში საკუთარ სახელს, გვარსა და რაც იმ დროისთვის ყველაზე მიშვნელოვანი იყო - სქესს ნაეკლარივით კაწრავდნენ ისტორიის ფურცლებზე და აი, ახლა აქ ვართ: აღმართის თავზე. იქ, საიდანაც ყველა ამბავი ხელისგულივით ჩანს და დროა, მათი ისტორიები წავიკითხოთ.

ასეთი ქალი კი ძალიან ბევრია. მინიმუმ 101. დიახ, „101 ქალი, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს“- ასე ჰქვია წიგნს, რომელიც 101 ისტორიას აერთიანებს და მკითხველს პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით ხელისგულზე უშლის.

გამოცემის ქართულ ვერსიაზე „პალიტრაL-მა“ იმუშავა. წიგნის გმირების ისტორიები მოკლე ბიოგრაფიებად, მარტივი ენითაა მოთხრობილი. შესაფერისი დასურათება კი მას ბევრად მიმზიდველს ხდის. ტექსტის ავტორები მეგობრებივით გვიყვებიან ისტორიებს და არაერთ მნიშვნელოვან ფაქტზე გვამახვილებინებენ ყურადღებას.

განსხვავებულია წიგნის გმირთა პროფესიები, ასაკი, მოღვაწეობის სფერო თუ ადგილი. ასე რომ, მკითხველს, პერსონაჟთა შორის, საკუთარი თავის პოვნა არ გაუჭირდება. წიგნში ერთიანდებიან მეცნიერები, გამომგონებლები, მსახიობები, ათლეტები... ქრონოლოგიურად კი ისტორია კლეოპატრადან იწყება და ანჯელინა ჯოლიმდე გრძელდება.

მკითხველი არა მხოლოდ დოკუმენტურ მასალას ეცნობა, არამედ შერჩეული ისტორიები მისი მოტივაციის წყარო ხდება. ბევრისთვის ყველაზე ახლობლები თანამედროვე გმირები გახდებიან. მაგალითად, მალალა - გოგონა, რომელიც 2014 წელს ნობელის მშვიდობის პრემიით დაჯილდოვდა და გახდა ამ სტატუსის მქონე ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი. მან მთელ მსოფლიოს შეახსენა, რომ სქესს არ აქვს მნიშვნელობა, როცა საქმე განათლების მიღებას ეხება.

ემოციებს ვერც ჯესიკა უოტსონის გაცნობისას დამალავთ. სულ რაღაც ათი წლის წინ, მან მსოფლიო 210 დღეში მოიარა. პარალელურად, წერდა ბლოგებს, რომლებიც ახლაც ხელმისაწვდომია.

მკითხველის ნაწილისთვის აღმოჩენა ყველსათვის ცნობილი ადამიანების ცხოვრებისეული დეტალები იქნება. აქ ავტორები მეგზურობას გვიწევენ შანელის გარდერობიდან შანელის სახლამდე, თან გვიყვებიან ნაკლებად ცნობილ ბევრ ისტორიას, როგორც კლეოპატრაზე, ისე ანჯელინა ჯოლიზე. ერთი სიტყვით, გვაცნობენ უამრავ ფაქტს იმ ქალების შესახებ, რომლებმაც სამყარო უკეთესობისკენ შეცვალეს.

მოკლედ, ესაა წიგნი ქალების შესახებ, დაწერილი ყველა იმ ქალისთვის, გოგონასთვის, რომელთაც სურთ, რომ გორაკზე აღმოჩნდნენ, გაიცნონ წინა თაობები და ახალი აღმართისკენ, გაუკვალავ ბილიკებს დაადგნენ.

5 აუდიოწიგნი, რომლებიც თვითიზოლაციის დღეებს შეგიმსუბუქებთ

რა წიგნებით დავაინტერესოთ ბავშვები თვითიზოლაციის პერიოდში?

ყველასათვის საყვარელი წიგნის „თამაში ჭვავის ყანაში“ ავტორის კიდევ ორი ახალი წიგნი ქართულ ენაზე