მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნენსკრა ჰესი – არა მხოლოდ ელექტროენერგია
ნენსკრა ჰესი – არა მხოლოდ ელექტროენერგია

ნენ­სკრა ჰე­სის მშე­ნე­ლო­ბის მთა­ვარ ფა­ზა­ზე გა­დას­ვლამ­დე, კომ­პა­ნია „ნენ­სკრა ჰიდ­რომ“ მხო­ლოდ 2019 წელს $20 მლნ–მდე ინ­ვეს­ტი­ცია უკვე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ეს თან­ხა ად­გი­ლობ­რივ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­სა და კვლე­ვებს მოხ­მარ­და.

გარ­და ამი­სა, კომ­პა­ნი­ის მიერ მხო­ლოდ 2019–ში ად­გი­ლობ­რივ ბი­უ­ჯეტ­ში შე­ტა­ნი­ლია 4 მლნ ლა­რის გა­და­სა­ხა­დე­ბი. ეს თან­ხა მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ბი­უ­ჯე­ტის ნა­ხე­ვარს შე­ად­გენს და უკვე 2020–ში მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და­ი­ხარ­ჯე­ბა.

280 მე­გა­ვა­ტი საპ­რო­ექ­ტო სიმ­ძლავ­რის ნენ­სკრა ჰე­სის ძი­რი­თა­დი მი­სია, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, იმ დე­ფი­ცი­ტის შემ­ცი­რე­ბაა, რო­მე­ლიც ბოლო წლებ­ში, ელექტრო­მოხ­მა­რე­ბის ზრდის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გო­ბა­ზარ­ზე შე­იქ­მნა. ამ დე­ფი­ცი­ტის გამო დღეს უკვე მნიშ­ვნე­ლოვ­ნა­დაა სა­ქარ­თვე­ლო და­მო­კი­დე­ბუ­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი და რუ­სუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის იმ­პორტზე. ნენ­სკრა ჰესი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში გაშ­ვე­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლოს და­მა­ტე­ბით 1,2 მლრდ კვტ/სთ ენერ­გი­ას მი­აწ­ვდის.

2019 წელი არ­ცთუ მარ­ტი­ვი იყო „ნენ­სკრა ჰიდ­როს­თვის“. ვი­ნა­ი­დან 2018 წელს პრო­ექ­ტი ძი­რი­თად­მა სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ამ და­ტო­ვა, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, ხე­ლა­ხა­ლი ტენ­დე­რი ჩა­ტარ­და, რომ­ლის შე­დე­გად გა­მო­იკ­ვე­თა სამი პრე­ტენ­დენ­ტი, მათ­გან ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო წი­ნა­და­დე­ბაც გა­მოკ­ვე­თი­ლია და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში და­სა­ხელ­დე­ბა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კონ­ტრაქ­ტო­რი.

თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნულ ცვლი­ლე­ბებს პრო­ცე­სი არ შე­უ­ფერ­ხე­ბია – მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი „ქარ­თულ სამ­შე­ნებ­ლო კონ­სორ­ცი­უმ­თან“ ერ­თად დღე­საც მიმ­დი­ნა­რე­ობს. შენ­დე­ბა 9 ხიდი და 40 კმ-მდე გზის მო­ნაკ­ვე­თი, ასე­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს სხვა­დას­ხვა ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ახალ კონ­ტრაქ­ტორ კომ­პა­ნი­ას­თან ერ­თად ძი­რი­თად სა­მუ­შა­ო­ებ­ზე გა­დას­ვლა, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ზა­ფხულ­ზე და­ი­წყე­ბა. სა­უ­ბა­რია, 120 მეტ­რის სი­მაღ­ლის კაშხლის, 30 კმ-მდე სიგ­რძის გვი­რა­ბი­სა და ძა­ლო­ვა­ნი კვან­ძის აგე­ბა­ზე.

2020 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა ძი­რი­თა­დი კვან­ძის მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყე­ბა, მათ შო­რის, ძი­რი­თა­დი გვი­რა­ბი, კაშხლის ფუნ­და­მენ­ტი, ბე­ტო­ნის ქარ­ხნე­ბი და სხვა დამ­ხმა­რე სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. 2020 წლის ბო­ლოს­თვის და­გეგ­მი­ლია პირ­ვე­ლი გვი­რა­ბის გა­თხრა, რაც პრო­ექ­ტის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია.

ჰესი და გა­რე­მო

მე­გაპ­რო­ექ­ტის თი­თო­ე­უ­ლი კომ­პო­ნენ­ტის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის მი­ნი­მი­ზა­ცია წარ­მო­ად­გენს. ამ ნა­წილ­ში „ნენ­სკრა ჰიდ­როს“ ჩარ­თუ­ლი ჰყავ­და გა­მოც­დი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი შვე­ი­ცა­რი­ი­დან, ია­პო­ნი­ი­დან, საფ­რან­გე­თი­დან, გერ­მა­ნი­ი­დან. ქარ­თველ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბით შე­იქ­მნა ერ­თი­ა­ნი დო­კუ­მენ­ტი - ნენ­სკრა ჰე­სის პრო­ექ­ტის ბუ­ნებ­რივ და სო­ცი­ა­ლურ გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­ფა­სე­ბის (გზშ) ან­გა­რი­ში, რო­მე­ლიც სა­ჯა­როა და ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია ჩა­მოტვირ­თოს და გა­ეც­ნოს. დო­კუ­მენ­ტში დე­ტა­ლუ­რად არის აღ­წე­რი­ლი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ყვე­ლა რის­კი და ამ რის­კე­ბის მი­ნი­მი­ზა­ცი­ის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

რა ღირს წყლით გე­ნე­რი­რე­ბუ­ლი დენი?

რაც შე­ე­ხე­ბა ტა­რი­ფე­ბის სა­კითხს, რაც არა­ერ­თხელ მუ­სი­რებ­და, მათ შო­რის, კრი­ტი­კუ­ლი კუ­თხით, ნენ­სკრა ჰე­სის ძი­რი­თად ფუნ­ქცი­ას იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ტა­რი­ფის ჩა­ნაც­ვლე­ბა წარ­მო­ად­გენს და ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ში სა­ხელ­მწი­ფოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და კონ­ტრო­ლი დი­დია.

სა­უ­ბა­რია რო­გორც სამ­შე­ნებ­ლო, ისე ოპე­რი­რე­ბის ეტაპ­ზე. ნენ­სკრა ჰე­სის პრო­ექ­ტი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია ამ ტი­პის პრო­ექ­ტე­ბის­გან. კომ­პა­ნი­ამ მთავ­რო­ბას კი­დევ ერთი მოქ­ნი­ლი მე­ქა­ნიზ­მი შეს­თა­ვა­ზა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც, მთავ­რო­ბა ტა­რი­ფის რე­გუ­ლი­რე­ბას პრო­ექ­ტის ნე­ბის­მი­ერ ეტაპ­ზე შეძ­ლებს. რაც შე­ე­ხე­ბა გავ­ლე­ნას სა­მომ­ხმა­რებ­ლო ტა­რიფ­ზე, ეს იქ­ნე­ბა მი­ნი­მა­ლუ­რი, რაც ვერ გა­და­წო­ნის იმ პრობ­ლე­მას, რა­საც ქვეყ­ნის იმ­პორტდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ეწო­დე­ბა – იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ტა­რიფ­თან შე­და­რე­ბით, ნენ­სკრას ტა­რი­ფი ყო­ველ­თვის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი იქ­ნე­ბა. ნენ­სკრა ჰესი არის ად­გი­ლობ­რი­ვი გე­ნე­რა­ცი­ის წყა­რო, მოხ­მარ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს და დარ­ჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ელექტრო­ე­ნერ­გია ქვეყ­ნი­დან იმ შემ­თხვე­ვა­ში გავა თუ ჭარ­ბი გე­ნე­რა­ცია იქ­ნე­ბა, თუ არა და ის სა­ქარ­თვე­ლოს მო­თხოვ­ნას მოხ­მარ­დე­ბა.

მე­გაპ­რო­ექ­ტის უპ­რე­ცენ­დენ­ტო სო­ცი­ა­ლუ­რი ეფექ­ტი

„ნენ­სკრა ჰიდ­რო“ ჭუ­ბე­რი­სა და ნაკ­რას ხე­ო­ბე­ბის­თვის უპ­რე­ცენ­დენ­ტო სო­ცი­ა­ლურ პრო­ექ­ტებს ახორ­ცი­ე­ლებს. ხე­ო­ბე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ და მხო­ლოდ ხე–ტყის მო­პო­ვე­ბა–რე­ა­ლი­ზა­ცი­ით ირ­ჩენ­და თავს – ცნო­ბის­თვის, ეს ად­გი­ლე­ბი უკი­დუ­რე­სად მწი­რე­მი­წი­ა­ნია და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია იმ­დე­ნი მო­სავ­ლის მოყ­ვა­ნა, რომ ოჯა­ხი წლი­დან წლამ­დე შე­ი­ნა­ხო.

„ნენ­სკრა ჰიდ­როს“ და­ფი­ნან­სე­ბით, ჭუ­ბერ­ში უკვე ჩა­უ­ტარ­და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ად­გი­ლობ­რი­ვი ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ის შე­ნო­ბას, ის თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კით აღი­ჭურ­ვა. ასე­ვე, დას­რუ­ლე­ბის ეტაპ­ზეა ჭუ­ბე­რის კულ­ტუ­რის სახ­ლი­სა და სპორ­ტკომ­პლექ­სის გა­ნახ­ლე­ბა და სა­თა­ნა­დოდ აღ­ჭურ­ვა.

ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტე­ბი. გა­იხ­სნა ინ­გლი­სუ­რი ენი­სა და კომ­პი­უ­ტე­რის შემ­სწავ­ლე­ლი კურ­სე­ბი. გან­ხორ­ცი­ელ­და მძი­მე ტექ­ნი­კით ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის პრო­ექ­ტი. დას­რულ­და მი­წის აღ­რი­ცხვი­სა და აღ­წე­რის პროგ­რა­მა. ნენ­სკრას ხე­ო­ბა­ში მი­წის ნაკ­ვე­თე­ბის 90%-მდე უკვე აღ­წე­რი­ლია და მომ­ზა­დე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცი­აც სა­ჯა­რო რე­ესტრში წარ­სად­გე­ნად. გა­სუ­ლი წლის მი­წუ­რულს და­ი­წყო სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მა, რო­მელ­შიც ად­გი­ლობ­რი­ვი ახალ­გაზ­დო­ბა ჩა­ერ­თო. პროგ­რა­მა უკვე და­ას­რუ­ლა პირ­ველ­მა ნა­კად­მა. მო­ნა­წი­ლე­ე­ბი „ნენ­სკრა ჰიდ­როს“ თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად, მა­თი­ვე ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სხვა­დას­ხვა დე­პარ­ტა­მენ­ტებ­ში გა­ნა­წილ­დნენ და ყო­ველ­დღი­უ­რი შე­ხე­ბა ჰქონ­დათ კომ­პა­ნი­ის მიერ წარ­მო­ე­ბულ პრო­ცე­სებ­თან.

გარ­და ამი­სა, კომ­პა­ნია ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის და­საქ­მე­ბას ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას. დღეს პრო­ექ­ტზე 130 ად­გი­ლობ­რი­ვია და­საქ­მე­ბუ­ლი. ისი­ნი თვი­თონ აშე­ნე­ბენ და ხე­და­ვენ, რო­დის, რა სტან­დარ­ტი­თა და რა მიზ­ნით შენ­დე­ბა ნენ­სკრა ჰესი. ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შეს­ვლი­სას 1000-ზე მეტი სა­მუ­შაო ად­გი­ლი შე­იქ­მნე­ბა და პრი­ო­რი­ტე­ტი ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას მი­ე­ნი­ჭე­ბა.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის მე­ო­რე ეტა­პი ხე­ო­ბის მდგრად გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვას ეხე­ბა რის­თვი­საც, „ნენ­სკრა ჰიდ­რო“ უზ­რუნ­ველ­ყოფს ად­გილბ­რი­ვი მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის შექ­მნას და გან­ვი­თა­რე­ბას. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა და­ეთ­მო­ბა ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბას, რაც მუდ­მი­ვი შე­მო­სავ­ლის წყა­როს გა­უ­ჩენს ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას. კომ­პა­ნია სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის ამ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე უკვე ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბას­თან ერ­თად იწყებს მუ­შა­ო­ბას. იგეგ­მე­ბა სხვა­დას­ხვა პროგ­რა­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა, ტრე­ნინ­გე­ბი, ფი­ნან­სუ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. უკვე არ­სე­ბობს სა­პი­ლო­ტე პრო­დუქ­ტე­ბიც.

NS

ავტორი:

ნენსკრა ჰესი – არა მხოლოდ ელექტროენერგია

ნენსკრა ჰესი – არა მხოლოდ ელექტროენერგია

ნენსკრა ჰესის მშენელობის მთავარ ფაზაზე გადასვლამდე, კომპანია „ნენსკრა ჰიდრომ“ მხოლოდ 2019 წელს $20 მლნ–მდე ინვესტიცია უკვე განახორციელა. ეს თანხა ადგილობრივ ინფრასტრუქტურასა და კვლევებს მოხმარდა.

გარდა ამისა, კომპანიის მიერ მხოლოდ 2019–ში ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილია 4 მლნ ლარის გადასახადები. ეს თანხა მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ნახევარს შეადგენს და უკვე 2020–ში მუნიციპალიტეტის განვითარებაზე დაიხარჯება.

280 მეგავატი საპროექტო სიმძლავრის ნენსკრა ჰესის ძირითადი მისია, საბოლოო ჯამში, იმ დეფიციტის შემცირებაა, რომელიც ბოლო წლებში, ელექტრომოხმარების ზრდის პარალელურად, საქართველოს ენერგობაზარზე შეიქმნა. ამ დეფიციტის გამო დღეს უკვე მნიშვნელოვნადაა საქართველო დამოკიდებული აზერბაიჯანული და რუსული ელექტროენერგიის იმპორტზე. ნენსკრა ჰესი ექსპლუატაციაში გაშვებიდან საქართველოს დამატებით 1,2 მლრდ კვტ/სთ ენერგიას მიაწვდის.

2019 წელი არცთუ მარტივი იყო „ნენსკრა ჰიდროსთვის“. ვინაიდან 2018 წელს პროექტი ძირითადმა სამშენებლო კომპანიამ დატოვა, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ხელახალი ტენდერი ჩატარდა, რომლის შედეგად გამოიკვეთა სამი პრეტენდენტი, მათგან ერთ-ერთი საუკეთესო წინადადებაც გამოკვეთილია და უახლოეს მომავალში დასახელდება გამარჯვებული კონტრაქტორი.

თუმცა, აღნიშნულ ცვლილებებს პროცესი არ შეუფერხებია – მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები „ქართულ სამშენებლო კონსორციუმთან“ ერთად დღესაც მიმდინარეობს. შენდება 9 ხიდი და 40 კმ-მდე გზის მონაკვეთი, ასევე მიმდინარეობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ახალ კონტრაქტორ კომპანიასთან ერთად ძირითად სამუშაოებზე გადასვლა, სავარაუდოდ, გაზაფხულზე დაიწყება. საუბარია, 120 მეტრის სიმაღლის კაშხლის, 30 კმ-მდე სიგრძის გვირაბისა და ძალოვანი კვანძის აგებაზე.

2020 წლის განმავლობაში ყველა ძირითადი კვანძის მშენებლობა დაიწყება, მათ შორის, ძირითადი გვირაბი, კაშხლის ფუნდამენტი, ბეტონის ქარხნები და სხვა დამხმარე საშუალებები. 2020 წლის ბოლოსთვის დაგეგმილია პირველი გვირაბის გათხრა, რაც პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.

ჰესი და გარემო

მეგაპროექტის თითოეული კომპონენტის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს გარემოზე ზემოქმედების მინიმიზაცია წარმოადგენს. ამ ნაწილში „ნენსკრა ჰიდროს“ ჩართული ჰყავდა გამოცდილი საერთაშორისო ორგანიზაციები შვეიცარიიდან, იაპონიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან. ქართველ სპეციალისტებთან ერთობლივი მუშაობით შეიქმნა ერთიანი დოკუმენტი - ნენსკრა ჰესის პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში, რომელიც საჯაროა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩამოტვირთოს და გაეცნოს. დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი გარემოსდაცვითი ყველა რისკი და ამ რისკების მინიმიზაციის ღონისძიებები.

რა ღირს წყლით გენერირებული დენი?

რაც შეეხება ტარიფების საკითხს, რაც არაერთხელ მუსირებდა, მათ შორის, კრიტიკული კუთხით, ნენსკრა ჰესის ძირითად ფუნქციას იმპორტირებული ტარიფის ჩანაცვლება წარმოადგენს და ფუნქციონირებაში სახელმწიფოს მონაწილეობა და კონტროლი დიდია.

საუბარია როგორც სამშენებლო, ისე ოპერირების ეტაპზე. ნენსკრა ჰესის პროექტი განსხვავებულია ამ ტიპის პროექტებისგან. კომპანიამ მთავრობას კიდევ ერთი მოქნილი მექანიზმი შესთავაზა, რომლის საშუალებითაც, მთავრობა ტარიფის რეგულირებას პროექტის ნებისმიერ ეტაპზე შეძლებს. რაც შეეხება გავლენას სამომხმარებლო ტარიფზე, ეს იქნება მინიმალური, რაც ვერ გადაწონის იმ პრობლემას, რასაც ქვეყნის იმპორტდამოკიდებულება ეწოდება – იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფთან შედარებით, ნენსკრას ტარიფი ყოველთვის კონკურენტუნარიანი იქნება. ნენსკრა ჰესი არის ადგილობრივი გენერაციის წყარო, მოხმარდება საქართველოს და დარჩება საქართველოში. ელექტროენერგია ქვეყნიდან იმ შემთხვევაში გავა თუ ჭარბი გენერაცია იქნება, თუ არა და ის საქართველოს მოთხოვნას მოხმარდება.

მეგაპროექტის უპრეცენდენტო სოციალური ეფექტი

„ნენსკრა ჰიდრო“ ჭუბერისა და ნაკრას ხეობებისთვის უპრეცენდენტო სოციალურ პროექტებს ახორციელებს. ხეობების მოსახლეობა მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ ხე–ტყის მოპოვება–რეალიზაციით ირჩენდა თავს – ცნობისთვის, ეს ადგილები უკიდურესად მწირემიწიანია და წარმოუდგენელია იმდენი მოსავლის მოყვანა, რომ ოჯახი წლიდან წლამდე შეინახო.

„ნენსკრა ჰიდროს“ დაფინანსებით, ჭუბერში უკვე ჩაუტარდა რეაბილიტაცია ადგილობრივი ამბულატორიის შენობას, ის თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა. ასევე, დასრულების ეტაპზეა ჭუბერის კულტურის სახლისა და სპორტკომპლექსის განახლება და სათანადოდ აღჭურვა.

ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად, მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროექტები. გაიხსნა ინგლისური ენისა და კომპიუტერის შემსწავლელი კურსები. განხორციელდა მძიმე ტექნიკით ადგილობრივი მოსახლეობის უზრუნველყოფის პროექტი. დასრულდა მიწის აღრიცხვისა და აღწერის პროგრამა. ნენსკრას ხეობაში მიწის ნაკვეთების 90%-მდე უკვე აღწერილია და მომზადებულია შესაბამისი დოკუმენტაციაც საჯარო რეესტრში წარსადგენად. გასული წლის მიწურულს დაიწყო სტაჟირების პროგრამა, რომელშიც ადგილობრივი ახალგაზდობა ჩაერთო. პროგრამა უკვე დაასრულა პირველმა ნაკადმა. მონაწილეები „ნენსკრა ჰიდროს“ თანამშრომლებთან ერთად, მათივე ინტერესების შესაბამისად, სხვადასხვა დეპარტამენტებში განაწილდნენ და ყოველდღიური შეხება ჰქონდათ კომპანიის მიერ წარმოებულ პროცესებთან.

გარდა ამისა, კომპანია ადგილობრივი მაცხოვრებლების დასაქმებას ანიჭებს უპირატესობას. დღეს პროექტზე 130 ადგილობრივია დასაქმებული. ისინი თვითონ აშენებენ და ხედავენ, როდის, რა სტანდარტითა და რა მიზნით შენდება ნენსკრა ჰესი. ჰესის მშენებლობის აქტიურ ფაზაში შესვლისას 1000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება და პრიორიტეტი ადგილობრივ მოსახლეობას მიენიჭება.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული სოციალური პროგრამების მეორე ეტაპი ხეობის მდგრად განვითარებაზე ზრუნვას ეხება რისთვისაც, „ნენსკრა ჰიდრო“ უზრუნველყოფს ადგილბრივი მცირე და საშუალო ბიზნესის შექმნას და განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტურიზმის განვითარებას, რაც მუდმივი შემოსავლის წყაროს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას. კომპანია სოციალური პროგრამების ამ მიმართულებაზე უკვე ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად იწყებს მუშაობას. იგეგმება სხვადასხვა პროგრამების შემუშავება, ტრენინგები, ფინანსური მონაწილეობა. უკვე არსებობს საპილოტე პროდუქტებიც.

NS

ქოლერის ეპიდემიამ საქართველოში პატრიარქი იმსხვერპლა - უმძიმესი ფაქტები ქართველების ცხოვრებაზე მომაკვდინებელი ეპიდემიების დროს

"ქართული ფონდი" უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის, რომელთაც უკან დაბრუნების სახსრები არ აქვთ, კამპანიას იწყებს

ქრონიკული დაავადებები და კორონავირუსი - ენდოკრინოლოგის და ალერგოლოგის რჩევები ვირუსის თავიდან ასაცილებლად