მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“ იწყება
„გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“ იწყება

ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სი, რომ­ლის მი­ზა­ნიც, ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და ახა­ლი ნი­ჭი­ე­რი ავ­ტო­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნაა, მე­ო­თხე სე­ზონს იწყებს.

კონ­კურ­სში „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2020“ გა­ნა­ცხა­დე­ბის მი­ღე­ბა 1-ელ აპ­რილს და­ი­წყე­ბა და 1-ლი მა­ი­სის ჩათ­ვლით გაგ­რძელ­დე­ბა. მათ, ვინც სა­კუ­თა­რი რო­მა­ნის წიგ­ნად გა­მო­ცე­მა­სა და სამ­წერ­ლო კა­რი­ე­რა­ზე ოც­ნე­ბობს, ეძ­ლე­ვა შან­სი, რომ ეს ოც­ნე­ბა აის­რუ­ლოს.

კონ­კურსს გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L” მე-4 წე­ლია ატა­რებს. გა­სუ­ლი სამი სე­ზო­ნის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს მკი­თხვე­ლი უკვე იც­ნობს და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ეს ავ­ტო­რე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ წე­რას.

ახ­ლა­ხან გა­მო­ი­ცა იაგო თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლის რი­გით მე­ო­რე წიგ­ნი „გარ­და­სუ­ლე­ბი“; ასე­ვე, ელის დოჯ­სო­ნის რი­გით მე­სა­მე რო­მა­ნი „ამ მთი­სა და იმ ბა­რი­სა“; მალე გა­მო­ი­ცე­მა „შვი­დი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბის“ ავ­ტო­რის ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლის მე­ო­რე წიგ­ნიც.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი2017-ის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი არი­ან: თა­თუ­ლი ღვი­ნი­ა­ნი­ძე, ია კარ­გა­რე­თე­ლი, შო­რე­ნა ხუ­ხუა, ელის დოჯ­სო­ნი.

„გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2018-ის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი: ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლი, ნა­თია ჯა­გოდ­ნიშ­ვი­ლი, გვან­ცა გუ­ბე­ლა­ძე, იაგო თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი, ვახ­ტანგ ვახ­ტან­გა­ძე.

„გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2019-ის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი კი თი­ნა­თინ ბე­რი­ძე, თა­მარ გო­დე­რი­ძე, ნანი მან­ვე­ლიშ­ვი­ლი, არ­ჩილ ფი­რი­აშ­ვი­ლი და ნი­კო­ლას მა­ჩა­ბე­ლი გახ­დნენ.

ამ­ჯე­რად, ას­პა­რე­ზი კი­დევ ერთხელ ეთ­მო­ბა, რო­გორც დამ­წყებ, ასე­ვე უკვე შემ­დგარ მწერ­ლებს.

კონ­კურ­სზე მი­ი­ღე­ბა მხო­ლოდ რო­მა­ნი. ჟან­რი და თე­მა­ტი­კა თა­ვი­სუ­ფა­ლია. კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს, 18 წლის ასა­კი­დან.

გა­ნა­ცხა­დი უნდა შე­ი­ცავ­დეს შემ­დეგ ინ­ფორ­მა­ცი­ას:

გვა­რი, სა­ხე­ლი, ასა­კი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი, სა­ინ­ტე­რე­სოდ მო­ყო­ლი­ლი მოკ­ლე ბი­ოგ­რა­ფია. იმის მი­თი­თე­ბით, გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბია თუ არა ნა­მუ­შევ­რე­ბი კონ­კურ­სამ­დე (ასე­თის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია წყა­როს მი­თი­თე­ბა: წიგ­ნი, პე­რი­ო­დუ­ლი გა­მო­ცე­მა, სა­ი­ტი და სხვ.);- ინ­ფორ­მა­ცია უნდა გა­მო­იგ­ზავ­ნოს Word დო­კუ­მენ­ტით;

კონ­კურ­სან­ტის ფოტო (JPG ფორ­მა­ტი);

სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია;

სა­კონ­კურ­სო ნა­წარ­მო­ე­ბის მოკ­ლე აღ­წე­რა/სი­ნოპ­სი­სი (Word დო­კუ­მენ­ტი);

ნა­წარ­მო­ე­ბის და­სა­წყი­სი: 20-30 გვერ­დი, Word დო­კუ­მენ­ტი, შრიფ­ტი − Sylfaen, ზომა − 11.

გა­ნა­ცხა­დე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რა:

ნა­წარ­მო­ე­ბის და­სა­წყი­სი (20-30 გვერ­დი) და სხვა მო­თხოვ­ნი­ლი ფა­ი­ლე­ბი უნდა გა­მოგ­ზავ­ნოთ 1-ლი აპ­რი­ლი­დან 1-ლი მა­ი­სის ჩათ­ვლით შემ­დეგ ელ-ფოს­ტა­ზე: konkursi@palitra.ge;

ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ატ­ვირ­თვის შემ­დეგ კონ­კურ­სან­ტი ელ­ფოს­ტა­ზე მი­ი­ღებს შე­ტყო­ბი­ნე­ბას გა­ნა­ცხა­დის რე­გის­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ;

გა­მომ­ცემ­ლო­ბის სა­რე­დაქ­ციო ჯგუ­ფი გა­ეც­ნო­ბა გა­ნა­ცხა­დებს და კონ­კურ­სზე და­უშ­ვებს იმ ავ­ტო­რებს, რო­მელ­თა გა­ნა­ცხა­დე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს გა­მომ­ცემ­ლო­ბის მიერ დად­გე­ნილ მო­თხოვ­ნებს კონ­კურ­სის წე­სე­ბი­სა და პი­რო­ბე­ბის მი­ხედ­ვით.

ავტორი:

„გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“ იწყება

„გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“ იწყება

ლიტერატურული კონკურსი, რომლის მიზანიც, ქართველი მწერლების პოპულარიზაცია და ახალი ნიჭიერი ავტორების აღმოჩენაა, მეოთხე სეზონს იწყებს.

კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“ განაცხადების მიღება 1-ელ აპრილს დაიწყება და 1-ლი მაისის ჩათვლით გაგრძელდება. მათ, ვინც საკუთარი რომანის წიგნად გამოცემასა და სამწერლო კარიერაზე ოცნებობს, ეძლევა შანსი, რომ ეს ოცნება აისრულოს.

კონკურსს გამომცემლობა „პალიტრა L” მე-4 წელია ატარებს. გასული სამი სეზონის გამარჯვებულებს მკითხველი უკვე იცნობს და რაც ყველაზე მთავარია, ეს ავტორები აგრძელებენ წერას.

ახლახან გამოიცა იაგო თვალაბეიშვილის რიგით მეორე წიგნი „გარდასულები“; ასევე, ელის დოჯსონის რიგით მესამე რომანი „ამ მთისა და იმ ბარისა“; მალე გამოიცემა „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობის“ ავტორის ნიკოლოზ ტოტოღაშვილის მეორე წიგნიც.

შეგახსენებთ, რომ „გახდი ბესტსელერის ავტორი2017-ის“ გამარჯვებულები არიან: თათული ღვინიანიძე, ია კარგარეთელი, შორენა ხუხუა, ელის დოჯსონი.

„გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის“ გამარჯვებულები: ნიკოლოზ ტოტოღაშვილი, ნათია ჯაგოდნიშვილი, გვანცა გუბელაძე, იაგო თვალაბეიშვილი, ვახტანგ ვახტანგაძე.

„გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის“ გამარჯვებულები კი თინათინ ბერიძე, თამარ გოდერიძე, ნანი მანველიშვილი, არჩილ ფირიაშვილი და ნიკოლას მაჩაბელი გახდნენ.

ამჯერად, ასპარეზი კიდევ ერთხელ ეთმობა, როგორც დამწყებ, ასევე უკვე შემდგარ მწერლებს.

კონკურსზე მიიღება მხოლოდ რომანი. ჟანრი და თემატიკა თავისუფალია. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, 18 წლის ასაკიდან.

განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

გვარი, სახელი, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი, საინტერესოდ მოყოლილი მოკლე ბიოგრაფია. იმის მითითებით, გამოუქვეყნებია თუ არა ნამუშევრები კონკურსამდე (ასეთის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს მითითება: წიგნი, პერიოდული გამოცემა, საიტი და სხვ.);- ინფორმაცია უნდა გამოიგზავნოს Word დოკუმენტით;

კონკურსანტის ფოტო (JPG ფორმატი);

საკონტაქტო ინფორმაცია;

საკონკურსო ნაწარმოების მოკლე აღწერა/სინოპსისი (Word დოკუმენტი);

ნაწარმოების დასაწყისი: 20-30 გვერდი, Word დოკუმენტი, შრიფტი − Sylfaen, ზომა − 11.

განაცხადების რეგისტრაციის პროცედურა:

ნაწარმოების დასაწყისი (20-30 გვერდი) და სხვა მოთხოვნილი ფაილები უნდა გამოგზავნოთ 1-ლი აპრილიდან 1-ლი მაისის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: konkursi@palitra.ge;

ნაწარმოებების ატვირთვის შემდეგ კონკურსანტი ელფოსტაზე მიიღებს შეტყობინებას განაცხადის რეგისტრაციის შესახებ;

გამომცემლობის სარედაქციო ჯგუფი გაეცნობა განაცხადებს და კონკურსზე დაუშვებს იმ ავტორებს, რომელთა განაცხადები დააკმაყოფილებს გამომცემლობის მიერ დადგენილ მოთხოვნებს კონკურსის წესებისა და პირობების მიხედვით.

ჰოდა, ნუ გვიკვირს, როცა ცხოვრება მალამოსავით გვიგზავნის მორიგ განსაცდელებს

ლალი მოროშკინას წიგნის პრეზენტაცია - „სამი დღე ვაქცინამდე“

უფასო მიტანის სერვისი – „ბიბლუსი“ საქართველოს ყველა რეგიონის მაცხოვრებლებს წიგნებს უფასოდ მიუტანს