საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საბაჟოებზე კორუფცია და უკანონობაა" - რა პრობლემებზე საუბრობენ ბიზნესმენები და ექსპერტები
"საბაჟოებზე კორუფცია და უკანონობაა" - რა პრობლემებზე საუბრობენ ბიზნესმენები და ექსპერტები

სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­შე­მო­სავ­ლო სამ­სა­ხუ­რის სა­ბა­ჟო დე­პარ­ტა­მენ­ტი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­რუფ­ცი­ა­სა და გა­ნუ­კი­თხა­ო­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბო­და. მრავ­ლად იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც გავ­ლე­ნი­ან ჯგუ­ფებს შე­მოჰ­ქონ­დათ ტვირ­თე­ბი ყალ­ბი ინ­ვო­ი­სე­ბით, ან სა­ერ­თოდ გან­ბა­ჟე­ბის გა­რე­შე და ამ გზით სო­ლი­დურ მო­გე­ბას ნა­ხუ­ლობ­დნენ - ცხა­დია სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯზე.

რო­გორც წინა, ისე მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, სა­ბა­ჟო­ებ­ზე წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბის მიზ­ნით გარ­კვე­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და­წეს­და, თუმ­ცა, რო­გორც ჩვე­ნი რეს­პო­დენ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, სა­სა­ზღვრო პუნ­ქტებ­ზე და­ნა­შა­უ­ლის­თვის თა­ვი­სუ­ფა­ლი სივ­რცე კვლავ არ­სე­ბობს.

ერთ-ერთი ბიზ­ნეს­მე­ნი, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი ვი­ნა­ო­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის­გან და­მა­ტე­ბი­თი პრობ­ლე­მე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით თავი შე­ი­კა­ვა, გვიყ­ვე­ბა, რომ სარ­ფის სა­ბა­ჟო­ზე არა­თა­ნა­ბა­რი და უსა­მარ­თლო გა­რე­მოა. მისი გან­ცხა­დე­ბით, სა­ბა­ჟოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის მი­მართ ლო­ი­ა­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან - უპ­რობ­ლე­მოდ, ყო­ველ­გვა­რი კონ­ტრო­ლის გა­რე­შე ატა­რე­ბენ მათ ტვირთს, მა­შინ რო­დე­საც სხვა პი­რებს ტვირთს დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში უყოვ­ნე­ბენ და ზოგ­ჯერ, ხე­ლოვ­ნურ პრობ­ლე­მა­საც უქ­მნი­ან.

"ჩემი მე­გო­ბა­რი ვაჭ­რობს სი­გა­რე­ტე­ბით და ალ­კოჰო­ლით. თურ­ქე­თი­დან გად­მო­აქვს და ბა­თუმ­ში აბა­რებს. ამ­ბობს, ვიც­ნობ ხალ­ხს და „ვჩა­ლი­ჩო­ბო“. მე რამ­დენ­ჯე­რაც რამე შე­მო­ვი­ტა­ნე, ისე გამ­ჩხრი­კეს და ისეთ უაზ­რო­ბა­ზე შე­მიქ­მნეს პრობ­ლე­მე­ბი, რომ და­ჯე­რე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბა ადა­მი­ანს. მი­უ­ღე­ბე­ლია, ასე­თი შერ­ჩე­ვი­თი კონ­ტო­რო­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა" - ამ­ბობს რეს­პო­დენ­ტი.

კი­დევ ერთი რეს­პო­დენ­ტის თქმით, კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რია პრობ­ლე­მა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც, მე­დი­ა­ში ორი წლის წინ აჟი­ო­ტა­ჟი იყო ატე­ხი­ლი. კერ­ძოდ, ერთ-ერ­თმა ტე­ლე­ვი­ზი­ამ მო­ამ­ზა­და სი­უ­ჟე­ტი იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ სძა­ლა­ვენ ფულს ტრა­ი­ლე­რის მძღო­ლებს.

მძღო­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვის სქე­მა ასე­თია: სა­ზღვარ­თან ახ­ლოს, სარფში რამ­დე­ნი­მე კერ­ძო ავ­ტო­პარ­კია გახ­სნი­ლი, სა­დაც შეს­ვლა წე­სით ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი უნდა იყოს, თუმ­ცა მძღო­ლე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან ამ ავ­ტო­პარ­კით ისარ­გებ­ლონ, რა­შიც 30 ლა­რის გა­დახ­და უწევთ. მძღო­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მხო­ლოდ ამ მომ­სა­ხუ­რე­ბის ქვით­რის წარ­დგე­ნის შემ­თხვე­ვა­ში აძ­ლევ­დნენ სა­ზღვარ­ზე გა­დას­ვლის ნე­ბას მე­სა­ზღვრე­ე­ბი.

2018 წელს, რო­დე­საც ეს სა­კი­თხი პირ­ვე­ლად გა­შუქ­და მე­დი­ით, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რმა მა­მუ­კა ჩი­ქო­ვან­მა გა­მოთ­ქვა ეჭვი, რომ ამ უკა­ნო­ნო ბიზ­ნე­სის უკან მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი იდ­გნენ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ავ­ტო­პარ­კე­ბი კერ­ძო მფლო­ბე­ლო­ბა­შია, პო­ლი­ტი­კო­სის აზ­რით, შე­უძ­ლე­ბე­ლია სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ცი­ებს არ ჰქონ­დეთ ინ­ფორ­მა­ცია ამ დო­ნის უკა­ნო­ნო­ბა­ზე.

"საქ­მე გვაქვს მცდე­ლო­ბას­თან, აე­წყოს კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მა და ამის სა­თა­ვე­ში დგას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა" - აცხა­დებ­და ჩი­ქო­ვა­ნი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ჩი­ქო­ვან­მა ამ სქე­მის შე­სა­ხებ მა­შინ­დელ შსს-ს მი­ნისტრს, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­საც უამ­ბო, მაგ­რამ ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის მტკი­ცე­ბით, არა­ნა­ი­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა არ გა­ტა­რე­ბუ­ლა.

შე­მო­სავ­ლე­ბის სასმსა­ხუ­რის სა­ბა­ჟო დე­პარ­ტა­მენ­ტში რომ კო­რუფ­ცია კვლავ პრობ­ლე­მაა, ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის თქმით, ამას მოწ­მობს ამ უწყე­ბის თა­ნამ­შრო­მელ­თა და­კა­ვე­ბის სე­რი­ე­ბი. ბოლო პე­რი­ოდ­ში ათე­უ­ლო­ბით პირი და­ა­კა­ვეს, რომ­ლებ­მაც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბით სა­ბა­ჟო გამ­შვებ პუნ­ქტზე ყო­ველ­გვა­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის გა­რე­შე გა­ა­ტა­რეს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ ამის სა­ნაც­ვლოდ შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სო­ლი­დუ­რი ქრთა­მე­ბი აი­ღეს.

ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტი დე­მურ გი­ორ­ხე­ლი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ სა­ბა­ჟო­ებ­ზე კო­რუფ­ცი­ის არ­სე­ბო­ბა ყო­ველ­თვის პრობ­ლე­მა იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში. მისი თქმით, ვი­თა­რე­ბა არც ახლა შეც­ვლი­ლა და ეს პრობ­ლე­მა კვლა­ვაც მო­უგ­ვა­რე­ბე­ლია.

"სა­ბა­ჟო­ებ­ზე რომ კო­რუფ­ცია და უკა­ნო­ნო­ბაა ამას რად უნდა დიდი ამ­ბა­ვი. ქვე­ყა­ნა, რომ­ლის ეკო­ნო­მი­კის 60% ჩრდი­ლო­ვა­ნია, ცხა­დია, რომ ამ პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დგას" - ამ­ბობს ექ­სპერ­ტი.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
grisha
64

ტყუილია ეს ყველაფერი. ჩვენ ნამდვილდ სანიმუში საბაჟო და საპატრულო პოლიცია გვყავს

გოგა
14

თუ არ გამჟღავნებთ როგორ უნდა მოხდეს გარკვევა,თუ ჭორის დონეზე ვარკვიოთ?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"საბაჟოებზე კორუფცია და უკანონობაა" - რა პრობლემებზე საუბრობენ ბიზნესმენები და ექსპერტები

"საბაჟოებზე კორუფცია და უკანონობაა" - რა პრობლემებზე საუბრობენ ბიზნესმენები და ექსპერტები

საქართველოში საშემოსავლო სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი წლების განმავლობაში კორუფციასა და განუკითხაობასთან ასოცირდებოდა. მრავლად იყო შემთხვევები, როდესაც გავლენიან ჯგუფებს შემოჰქონდათ ტვირთები ყალბი ინვოისებით, ან საერთოდ განბაჟების გარეშე და ამ გზით სოლიდურ მოგებას ნახულობდნენ - ცხადია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.

როგორც წინა, ისე მოქმედი ხელისუფლების დროს, საბაჟოებზე წესრიგის დამყარების მიზნით გარკვეული რეგულაციები დაწესდა, თუმცა, როგორც ჩვენი რესპოდენტები ამბობენ, სასაზღვრო პუნქტებზე დანაშაულისთვის თავისუფალი სივრცე კვლავ არსებობს.

ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომელმაც საკუთარი ვინაობის გასაჯაროებისგან დამატებითი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით თავი შეიკავა, გვიყვება, რომ სარფის საბაჟოზე არათანაბარი და უსამართლო გარემოა. მისი განცხადებით, საბაჟოს თანამშრომლები გარკვეული ჯგუფების მიმართ ლოიალობით გამოირჩევიან - უპრობლემოდ, ყოველგვარი კონტროლის გარეშე ატარებენ მათ ტვირთს, მაშინ როდესაც სხვა პირებს ტვირთს დიდი ხნის განმავლობაში უყოვნებენ და ზოგჯერ, ხელოვნურ პრობლემასაც უქმნიან.

"ჩემი მეგობარი ვაჭრობს სიგარეტებით და ალკოჰოლით. თურქეთიდან გადმოაქვს და ბათუმში აბარებს. ამბობს, ვიცნობ ხალხს და „ვჩალიჩობო“. მე რამდენჯერაც რამე შემოვიტანე, ისე გამჩხრიკეს და ისეთ უაზრობაზე შემიქმნეს პრობლემები, რომ დაჯერება გაუჭირდება ადამიანს. მიუღებელია, ასეთი შერჩევითი კონტოროლი და სამართლიანობა" - ამბობს რესპოდენტი.

კიდევ ერთი რესპოდენტის თქმით, კვლავ აქტუალურია პრობლემა, რომლის შესახებაც, მედიაში ორი წლის წინ აჟიოტაჟი იყო ატეხილი. კერძოდ, ერთ-ერთმა ტელევიზიამ მოამზადა სიუჟეტი იმის შესახებ, თუ როგორ სძალავენ ფულს ტრაილერის მძღოლებს.

მძღოლების ინფორმაციით, ფულის გამოძალვის სქემა ასეთია: საზღვართან ახლოს, სარფში რამდენიმე კერძო ავტოპარკია გახსნილი, სადაც შესვლა წესით ნებაყოფლობითი უნდა იყოს, თუმცა მძღოლები იძულებულები არიან ამ ავტოპარკით ისარგებლონ, რაშიც 30 ლარის გადახდა უწევთ. მძღოლები ამბობენ, რომ მხოლოდ ამ მომსახურების ქვითრის წარდგენის შემთხვევაში აძლევდნენ საზღვარზე გადასვლის ნებას მესაზღვრეები.

2018 წელს, როდესაც ეს საკითხი პირველად გაშუქდა მედიით, პარლამენტის წევრმა მამუკა ჩიქოვანმა გამოთქვა ეჭვი, რომ ამ უკანონო ბიზნესის უკან მაღალჩინოსნები იდგნენ. მიუხედავად იმისა, რომ ავტოპარკები კერძო მფლობელობაშია, პოლიტიკოსის აზრით, შეუძლებელია სახელმწიფო ინსტიტუციებს არ ჰქონდეთ ინფორმაცია ამ დონის უკანონობაზე.

"საქმე გვაქვს მცდელობასთან, აეწყოს კარგად ორგანიზებული კორუფციული სქემა და ამის სათავეში დგას ხელისუფლება" - აცხადებდა ჩიქოვანი.

როგორც ცნობილია, ჩიქოვანმა ამ სქემის შესახებ მაშინდელ შსს-ს მინისტრს, გიორგი გახარიასაც უამბო, მაგრამ ბიზნესმენების მტკიცებით, არანაირი ღონისძიება არ გატარებულა.

შემოსავლების სასმსახურის საბაჟო დეპარტამენტში რომ კორუფცია კვლავ პრობლემაა, ანალიტიკოსების თქმით, ამას მოწმობს ამ უწყების თანამშრომელთა დაკავების სერიები. ბოლო პერიოდში ათეულობით პირი დააკავეს, რომლებმაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით საბაჟო გამშვებ პუნქტზე ყოველგვარი დათვალიერების გარეშე გაატარეს მოქალაქეები.

ზოგიერთ შემთხვევაში საგამოძიებო უწყებებმა დაადგინეს, რომ ამის სანაცვლოდ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა სოლიდური ქრთამები აიღეს.

ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ საბაჟოებზე კორუფციის არსებობა ყოველთვის პრობლემა იყო საქართველოში. მისი თქმით, ვითარება არც ახლა შეცვლილა და ეს პრობლემა კვლავაც მოუგვარებელია.

"საბაჟოებზე რომ კორუფცია და უკანონობაა ამას რად უნდა დიდი ამბავი. ქვეყანა, რომლის ეკონომიკის 60% ჩრდილოვანია, ცხადია, რომ ამ პრობლემის წინაშე დგას" - ამბობს ექსპერტი.

ბესიკ თამლიანმა საპატიმრო დატოვა - პროკურატურის განმარტება

საგამოძიებო სამსახურმა თბილისში კომერციული ობიექტი დახურა, სადაც 600-მდე პირია დასაქმებული - "თანამშრომლების ნაწილს მაღალი სიცხე აქვს"

ქუთაისში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი