საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსი და საქართველოს მეზობელი ქვეყნები - რა მდგომარეობაა რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში
კორონავირუსი და საქართველოს მეზობელი ქვეყნები - რა მდგომარეობაა რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში

ახა­ლი ტი­პის კო­რო­ნა­ვირუ­სის, Covid-19-ის შემ­თხვე­ვე­ბი მსოფ­ლი­ოს 141 ქვე­ყა­ნა­შია გა­მოვ­ლე­ნი­ლი და მათ შო­რის, ჩვენს მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­შიც. ყვე­ლა­ზე მეტი შემ­თხვე­ვა ამ დრო­ის­თვის რუ­სეთ­შია გა­მოვ­ლე­ნი­ლი, მას მოს­დევს სა­ქარ­თვე­ლო, შემ­დეგ სომ­ხე­თი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი და ბო­ლოს თურ­ქე­თი.

რუ­სე­თი:

რუ­სეთ­ში ბოლო, ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით 63 ადა­მი­ა­ნია კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, მათ შო­რის 8 გა­მო­ჯან­მრთელ­და, გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

ქვე­ყა­ნამ ჩა­კე­ტა სა­ზღვრე­ბი. ასე­ვე, რო­გორც ვი­ცით, 16 მარ­ტი­დან რუ­სეთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რიც და­ი­კე­ტა და მო­ქა­ლა­ქე­თა გა­და­ად­გი­ლე­ბა დრო­ე­ბით შე­ჩერ­და.

რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე გა­დას­ვლის რე­კო­მენ­და­ცია მის­ცა. ადა­მი­ა­ნე­ბი საკ­ვებ პრო­დუქტს იმა­რა­გე­ბენ, თუმ­ცა, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მო­ცე­მე­ბი წე­რენ, რუ­სეთ­ში ისე­თი პა­ნი­კა არაა, რო­გორც მსოფ­ლი­ოს სხვა ქვეყ­ნებ­ში.

დე­ზინ­ფექ­ცია უტარ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტს. ქუ­ჩა­ში კი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი პირ­ბა­დით და­დის.

სომ­ხე­თი

მე­ზო­ბელ სომ­ხეთ­ში Covid-19-ით 28 ადა­მი­ა­ნია და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. ჯერ­ჯე­რო­ბით, არ ჰყავთ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი, არც გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი ფიქ­სირ­დე­ბა და 28-ვე შემ­თხვე­ვა ამ ეტაპ­ზე აქ­ტი­უ­რია,

ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სკო­ლე­ბის, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­სა და ბა­ღე­ბის და­ხურ­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. ქვე­ყა­ნამ შე­ა­ჩე­რა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფრე­ნე­ბი და ჩა­კე­ტა სა­ზღვრე­ბი, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს­თან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კო­რო­ნა­ვირუს­ზე ტეს­ტი ჩა­ი­ტა­რეს სომ­ხე­თის პრე­მი­ერ­მა ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა და მის­მა ცოლ­მა, ანა აკო­ბი­ან­მა და მათ ვირუ­სი არ და­უ­დას­ტურ­დათ.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნი

აზერ­ბა­ი­ჯან­ში კო­რო­ნი­ვუ­რით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა 25 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა, მათ­გან 1 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 6 გა­მო­ჯან­მრთელ­და.რო­გორც თურ­ქუ­ლი სა­ა­გენ­ტო, "ანა­დო­ლუ" წერს, გარ­დაც­ვლი­ლი 51 წლის ქა­ლია, რო­მელ­საც ირან­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რია ჰქონ­და.

გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­დეგ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აკ­რძა­ლა სა­ქო­რი­წი­ნო წვე­უ­ლე­ბე­ბი და თავ­ყრი­ლო­ბე­ბი. ამის შე­სა­ხებ სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტერ­სი" წერს. ჩა­ი­კე­ტა სა­ზღვა­რი სა­ქარ­თვე­ლოს­თან და გა­და­ი­დო სპორ­ტუ­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

თურ­ქე­თი

რაც შე­ე­ხე­ბა თურ­ქეთს, ჩვენს სა­მე­ზობ­ლო­ში ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი ადა­მი­ა­ნი კო­რო­ნა­ვირუ­სით, ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, სწო­რედ თურ­ქეთ­შია და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. ამ დრო­ის­თვის ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 18 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა და ყვე­ლა მათ­გა­ნი აქ­ტი­უ­რია, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ არა­ვინ გარ­დაც­ვლი­ლა და ჯერ­ჯე­რო­ბით არც გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შემ­თხვე­ვაა.

თურ­ქეთ­ში ვირუ­სის ყვე­ლა­ზე ნაკ­ლებ შემ­თხვე­ვას იმ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით ხსნი­ან, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნამ მსოფ­ლი­ო­ში ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის­თა­ნა­ვე მი­ი­ღო. სა­უბ­რო­ბენ იმა­ზეც, რომ თურ­ქეთ­ში, ისე­ვე, რო­გორც რუ­სეთ­ში, უფრო მეტი შემ­თხვე­ვაა და­ინ­ფი­ცი­რე­ბის, ვიდ­რე ოფი­ცი­ა­ლურ მო­ნა­ცე­მებ­ში წე­რია, თუმ­ცა ამას და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად ვე­რა­ვინ ამ­ბობს.

ამ დრო­ის­თვის ქვე­ყა­ნა­ში და­კე­ტი­ლია ყვე­ლა სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა - სკო­ლე­ბი, ბა­ღე­ბი, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი. გა­და­ი­დო ყვე­ლა ხალ­ხმრა­ვა­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­ზი­ტე­ბი. მუდ­მი­ვად ტარ­დე­ბა დე­ზინ­ფექ­ცია ქუ­ჩებ­ში და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში.~

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, კო­რო­ნა­ვირუსს მსოფ­ლი­ოს 141 ქვე­ყა­ნა ებ­რძვის. ვირუ­სით სულ 170 027 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, მათ­გან 77 778 პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთელ­და, ხოლო 6 524 გარ­და­იც­ვა­ლა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰაა?
35

პუწინს არ დაემართება?

dima
14

ისე მაგათ რა ვუთხარი,თაღლითები!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

კორონავირუსი და საქართველოს მეზობელი ქვეყნები - რა მდგომარეობაა რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში

კორონავირუსი და საქართველოს მეზობელი ქვეყნები - რა მდგომარეობაა რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში

ახალი ტიპის კორონავირუსის, Covid-19-ის შემთხვევები მსოფლიოს 141 ქვეყანაშია გამოვლენილი და მათ შორის, ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც. ყველაზე მეტი შემთხვევა ამ დროისთვის რუსეთშია გამოვლენილი, მას მოსდევს საქართველო, შემდეგ სომხეთი, აზერბაიჯანი და ბოლოს თურქეთი.

რუსეთი:

რუსეთში ბოლო, ოფიციალური მონაცემებით 63 ადამიანია კორონავირუსით ინფიცირებული, მათ შორის 8 გამოჯანმრთელდა, გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ქვეყანამ ჩაკეტა საზღვრები. ასევე, როგორც ვიცით, 16 მარტიდან რუსეთ საქართველოს საზღვარიც დაიკეტა და მოქალაქეთა გადაადგილება დროებით შეჩერდა.

რუსეთის ხელისუფლებამ სასწავლო დაწესებულებებს დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის რეკომენდაცია მისცა. ადამიანები საკვებ პროდუქტს იმარაგებენ, თუმცა, როგორც ადგილობრივი გამოცემები წერენ, რუსეთში ისეთი პანიკა არაა, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

დეზინფექცია უტარდება საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ქუჩაში კი საზოგადოების ნაწილი პირბადით დადის.

სომხეთი

მეზობელ სომხეთში Covid-19-ით 28 ადამიანია დაინფიცირებული. ჯერჯერობით, არ ჰყავთ გამოჯანმრთელებული პაციენტი, არც გარდაცვალების ფაქტი ფიქსირდება და 28-ვე შემთხვევა ამ ეტაპზე აქტიურია,

ხელისუფლებამ სკოლების, უნივერსიტეტებისა და ბაღების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყანამ შეაჩერა საერთაშორისო ფრენები და ჩაკეტა საზღვრები, მათ შორის, საქართველოსთან.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარეს სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა და მისმა ცოლმა, ანა აკობიანმა და მათ ვირუსი არ დაუდასტურდათ.

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანში კორონივურით ინფიცირებულთა 25 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 1 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 6 გამოჯანმრთელდა.როგორც თურქული სააგენტო, "ანადოლუ" წერს, გარდაცვლილი 51 წლის ქალია, რომელსაც ირანში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.

გარდაცვალების ფაქტის დაფიქსირების შემდეგ ხელისუფლებამ აკრძალა საქორიწინო წვეულებები და თავყრილობები. ამის შესახებ სააგენტო "როიტერსი" წერს. ჩაიკეტა საზღვარი საქართველოსთან და გადაიდო სპორტული და კულტურული ღონისძიებები.

თურქეთი

რაც შეეხება თურქეთს, ჩვენს სამეზობლოში ყველაზე ნაკლები ადამიანი კორონავირუსით, ოფიციალური მონაცემებით, სწორედ თურქეთშია დაინფიცირებული. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 18 დადასტურებული შემთხვევაა და ყველა მათგანი აქტიურია, რაც იმას ნიშნავს, რომ არავინ გარდაცვლილა და ჯერჯერობით არც გამოჯანმრთელების შემთხვევაა.

თურქეთში ვირუსის ყველაზე ნაკლებ შემთხვევას იმ განსაკუთრებული პრევენციული ღონისძიებებით ხსნიან, რომელიც ქვეყანამ მსოფლიოში ვირუსის გავრცელებისთანავე მიიღო. საუბრობენ იმაზეც, რომ თურქეთში, ისევე, როგორც რუსეთში, უფრო მეტი შემთხვევაა დაინფიცირების, ვიდრე ოფიციალურ მონაცემებში წერია, თუმცა ამას დადასტურებულად ვერავინ ამბობს.

ამ დროისთვის ქვეყანაში დაკეტილია ყველა სასწავლო დაწესებულება - სკოლები, ბაღები, უნივერსიტეტები. გადაიდო ყველა ხალხმრავალი ღონისძიება და საერთაშორისო ვიზიტები. მუდმივად ტარდება დეზინფექცია ქუჩებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.~

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსს მსოფლიოს 141 ქვეყანა ებრძვის. ვირუსით სულ 170 027 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 77 778 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 524 გარდაიცვალა.

სანამ ადამიანები სახლებში იზოლაციაში არიან, იაპონიის ქუჩებში ირმების ჯოგი გამოჩნდა...

"10 კვირაში კორონავირუსის ძალიან მცირე შემთხვევები გვექნება“ - ბილ გეითსი

"ეს ომზე უარესია“ - უმძიმესი მდგომარეობა იტალიაში, სადაც კუბოების დეფიციტია, გარდაცვლილთა ახლობლები კი დაკრძალვის რიგს ელოდებიან