სპორტი
საზოგადოება
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უფასო სასადილოებით მოსარგებლე ადამიანებს საკვებს, სასადილოში მირთმევის ნაცვლად, სახლში გაატანენ
უფასო სასადილოებით მოსარგებლე ადამიანებს საკვებს, სასადილოში მირთმევის ნაცვლად, სახლში გაატანენ

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, თბი­ლის­ში, უფა­სო სა­სა­დი­ლო­ებ­ში მომ­სა­ხუ­რე­ბის წე­სე­ბი დრო­ე­ბით იც­ვლე­ბა.

რო­გორც კა­ლა­ძემ დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, ორ­შა­ბა­თი­დან, უფა­სო სა­სა­დი­ლო­ე­ბი, ამ სერ­ვი­სით მო­სარ­გებ­ლე ადა­მი­ა­ნებს, კუთ­ვნილ საკ­ვებს, სა­სა­დი­ლო­ში მირ­თმე­ვის ნაც­ვლად, სახ­ლში გა­ა­ტა­ნენ.

"რო­გორც იცით, მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ად გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­ში რიგი სა­ხელ­მწი­ფო და მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სერ­ვი­სე­ბის შე­ზღუდ­ვა მოხ­და. ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რი­ამ შე­ზღუ­და იმ ტი­პის სერ­ვი­სე­ბის მი­წო­დე­ბა, რო­მე­ლიც ხალ­ხმრავ­ლო­ბას­თან და ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის და­მა­ტე­ბით რის­კებ­თან შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ჩვენ შე­ზღუდ­ვე­ბის პირ­ვე­ლი ტალ­ღის გა­მო­ცხა­დე­ბი­სას წინმსწრე­ბით და­ვა­ა­ნონ­სეთ, რომ მუ­შავ­დე­ბო­და და­მა­ტე­ბით გა­სა­ტა­რე­ბე­ლი სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბიც, რო­მელ­თაც დღეს გა­გაც­ნობთ. ამ­ჯე­რად, თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­ე­ხე­ბა უფა­სო სა­სა­დი­ლო­ებს, სა­დაც და­გეგ­მი­ლია მომ­სა­ხუ­რე­ბის წე­სე­ბი დრო­ე­ბი­თი ცვლი­ლე­ბა.

პირ­ველ რიგ­ში, ორ­შა­ბა­თი­დან, უფა­სო სა­სა­დი­ლო­ე­ბი, ამ სერ­ვი­სით მო­სარ­გებ­ლე ადა­მი­ა­ნებს, კუთ­ვნილ საკ­ვებს, სა­სა­დი­ლო­ში აღარ მი­არ­თმე­ვენ, არა­მედ გა­ა­ტა­ნენ სახ­ლში, რათა ად­გილ­ზე არ მოხ­დეს ბევ­რი ადა­მი­ა­ნის თავ­შეყ­რა და და­ვიც­ვათ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის და­მა­ტე­ბი­თი რის­კის­გან; ამას­თან, ცხა­დია გა­ვაგ­რძე­ლებთ ყვე­ლა უფა­სო სა­სა­დი­ლოს ყო­ველ­დღუ­რი დე­ზინ­ფექ­ცი­ას და სტე­რი­ლი­ზე­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით; სა­სა­დი­ლოს მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი სრუ­ლად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი დამ­ცა­ვი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით; სა­სა­დი­ლოს/ საკ­ვე­ბის გამ­ცემ პუნ­ქტში ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი შევ­ლენ სა­თი­თა­ოდ და სა­სა­დი­ლოს სივ­რცე­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნი ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ჩა­ი­ტა­როს სა­დე­ზინ­ფექ­ციო პრო­ცე­დუ­რა შე­სა­ბა­მი­სი წე­სის დაც­ვით, რო­მელ­საც უზ­რუნ­ველ­ყოფს ად­გილ­ზე მყო­ფი სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფი; საკ­ვებ­თან ერ­თად ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი მი­ი­ღე­ბენ სა­ინ­ფორ­მა­ციო ფურ­ცელს, სა­დაც მო­ცე­მუ­ლი იქ­ნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რის­კის მქო­ნე ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის სა­ხე­ო­ბე­ბი და ცხე­ლი ხა­ზის ნო­მე­რი;

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რის­კის მქო­ნე ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბით­ვის, ასე­ვე, მარ­ტო­ხე­ლა მო­ხუ­ცე­ბუ­ლე­ბი­სა და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში მყო­ფი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის­თვის, იმუ­შა­ვებს და­მა­ტე­ბი­თი, საკ­ვე­ბის სახ­ლში მი­ტა­ნის სერ­ვი­სი. ამ კა­ტე­გო­რი­ას მი­კუთ­ვნე­ბულ ადა­მი­ა­ნებს, შე­ეძ­ლე­ბათ დარ­ე­კონ მე­რი­ის ცხელ ხაზ­ზე გა­ნა­ცხა­დონ, რომ სურთ აღ­ნიშ­ნუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა, რის შემ­დე­გაც “თბი­ლი­სის გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა ეპი­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბი­სა და კონ­ტრო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ცენ­ტრის” მიერ დატ­რე­ნინ­გე­ბუ­ლი მე­რი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლე­ბი და მო­ხა­ლი­სე­თა ჯგუ­ფე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ კუთ­ვნი­ლი საკ­ვე­ბის მი­ტა­ნას სა­ცხოვ­რე­ბელ მი­სა­მარ­თზე, ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში მოქ­მე­დი წე­სე­ბის, ჰი­გი­ე­ნი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის სრუ­ლი დაც­ვით; ყო­ვე­ლი უფა­სო სა­სა­დი­ლოს შე­სას­ვლელ­თან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რად დატ­რე­ნინ­გე­ბულ მო­ხა­ლი­სე­თა და მე­რი­ის თა­ნამ­შრო­მელ­თა ჯგუ­ფი, რომ­ლე­ბიც უზ­რუნ­ველ­ყოფს: რი­გე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ის მი­ხედ­ვით; გა­ა­კონ­ტრო­ლებს შე­სას­ვლელ­ში დე­ზინ­ფექ­ცი­ის პრო­ცე­დუ­რას; მი­აწ­ვდის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს მათ­თვის სა­ჭი­რო და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას”, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი წე­სე­ბი დრო­ე­ბი­თია.

Эხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავ, რომ ეს წე­სე­ბი დრო­ე­ბი­თია და ყვე­ლა ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი, ვინც ამ სერ­ვი­სით სარ­გებ­ლობს, კვლავ უწყვე­ტად და ყო­ველ­დღი­უ­რად მი­ი­ღებს კუთ­ვნილ საკ­ვებს, უბ­რა­ლოდ დრო­ე­ბით, უფა­სო სა­სა­დი­ლო­ე­ბი, ად­გილ­ზე მომ­სა­ხუ­რე­ბის ნაც­ვლად საკ­ვებს ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს სახ­ლში გა­ა­ტა­ნენ და უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა ჰი­გი­ე­ნი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზო­მე­ბი. ეს არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ჩვე­ნი (სო­ცი­ა­ლუ­რად შე­ჭირ­ვე­ბუ­ლი) მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­მა­ტე­ბი­თი რის­კე­ბის­გან და­სა­ცა­ვად.

ბუ­ნებ­რი­ვია მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რია იღებს სრულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რომ ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გამო, ამ მომ­სა­ხუ­რე­ბით მო­სარ­გებ­ლე არ­ცერთ ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქეს არ შე­ექ­მნე­ბა თა­ვი­სი კუთ­ვნი­ლი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბის პრობ­ლე­მა და პი­რი­ქით, მე­რი­ის მხრი­დან, ამ რთულ პე­რი­ოდ­ში. ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ გა­მოვ­ლე­ნი­ლი იქ­ნე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბა და მაქ­სი­მა­ლუ­რი მზრუნ­ვე­ლო­ბაЭ, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

Simartle
1

კარგია მაგრამ ჯობია გატანებას და მათ მოსვლას წვალებას სახლში რომ მივართვად!!!?ამისთვის მოხალისეეებიც კი იქნებიან ერთერთი მე არ დამეზარება უანგაროდ გავაკეთებ ამას!!!ჩვენ ხალხმა დავეხმაროთ ერთმანეთს!!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

უფასო სასადილოებით მოსარგებლე ადამიანებს საკვებს, სასადილოში მირთმევის ნაცვლად, სახლში გაატანენ

უფასო სასადილოებით მოსარგებლე ადამიანებს საკვებს, სასადილოში მირთმევის ნაცვლად, სახლში გაატანენ

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში, უფასო სასადილოებში მომსახურების წესები დროებით იცვლება.

როგორც კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ორშაბათიდან, უფასო სასადილოები, ამ სერვისით მოსარგებლე ადამიანებს, კუთვნილ საკვებს, სასადილოში მირთმევის ნაცვლად, სახლში გაატანენ.

"როგორც იცით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ახალი კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ, საქართველოში რიგი სახელმწიფო და მუნიციპალური სერვისების შეზღუდვა მოხდა. ქალაქ თბილისის მერიამ შეზღუდა იმ ტიპის სერვისების მიწოდება, რომელიც ხალხმრავლობასთან და ვირუსის გავრცელების დამატებით რისკებთან შეიძლებოდა ყოფილიყო დაკავშირებული. ჩვენ შეზღუდვების პირველი ტალღის გამოცხადებისას წინმსწრებით დავაანონსეთ, რომ მუშავდებოდა დამატებით გასატარებელი სხვა ღონისძიებებიც, რომელთაც დღეს გაგაცნობთ. ამჯერად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილება შეეხება უფასო სასადილოებს, სადაც დაგეგმილია მომსახურების წესები დროებითი ცვლილება.

პირველ რიგში, ორშაბათიდან, უფასო სასადილოები, ამ სერვისით მოსარგებლე ადამიანებს, კუთვნილ საკვებს, სასადილოში აღარ მიართმევენ, არამედ გაატანენ სახლში, რათა ადგილზე არ მოხდეს ბევრი ადამიანის თავშეყრა და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები ვირუსის გავრცელების დამატებითი რისკისგან; ამასთან, ცხადია გავაგრძელებთ ყველა უფასო სასადილოს ყოველდღური დეზინფექციას და სტერილიზებას საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის შესაბამისი რეკომენდაციების მიხედვით; სასადილოს მომსახურე პერსონალი სრულად უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი დამცავი აღჭურვილობით; სასადილოს/ საკვების გამცემ პუნქტში ბენეფიციარები შევლენ სათითაოდ და სასადილოს სივრცეში მყოფი ადამიანი ვალდებული იქნება ჩაიტაროს სადეზინფექციო პროცედურა შესაბამისი წესის დაცვით, რომელსაც უზრუნველყოფს ადგილზე მყოფი სპეციალური ჯგუფი; საკვებთან ერთად ბენეფიციარები მიიღებენ საინფორმაციო ფურცელს, სადაც მოცემული იქნება განსაკუთრებული რისკის მქონე ქრონიკული დაავადების სახეობები და ცხელი ხაზის ნომერი;

განსაკუთრებული რისკის მქონე ქრონიკული დაავადების მქონე ბენეფიციარებითვის, ასევე, მარტოხელა მოხუცებულებისა და თვითიზოლაციაში მყოფი ბენეფიციარებისთვის, იმუშავებს დამატებითი, საკვების სახლში მიტანის სერვისი. ამ კატეგორიას მიკუთვნებულ ადამიანებს, შეეძლებათ დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე განაცხადონ, რომ სურთ აღნიშნული მომსახურება, რის შემდეგაც “თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრის” მიერ დატრენინგებული მერიის თანამშრომელები და მოხალისეთა ჯგუფები უზრუნველყოფენ კუთვნილი საკვების მიტანას საცხოვრებელ მისამართზე, ასეთ სიტუაციებში მოქმედი წესების, ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით; ყოველი უფასო სასადილოს შესასვლელთან მობილიზებული იქნება სპეციალურად დატრენინგებულ მოხალისეთა და მერიის თანამშრომელთა ჯგუფი, რომლებიც უზრუნველყოფს: რიგების რეგულირებას საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის მიხედვით; გააკონტროლებს შესასვლელში დეზინფექციის პროცედურას; მიაწვდის ბენეფიციარებს მათთვის საჭირო დამატებით ინფორმაციას”, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული წესები დროებითია.

Эხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს წესები დროებითია და ყველა ბენეფიციარი, ვინც ამ სერვისით სარგებლობს, კვლავ უწყვეტად და ყოველდღიურად მიიღებს კუთვნილ საკვებს, უბრალოდ დროებით, უფასო სასადილოები, ადგილზე მომსახურების ნაცვლად საკვებს ბენეფიციარებს სახლში გაატანენ და უზრუნველყოფილი იქნება ჰიგიენისა და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები. ეს არის აუცილებელი ნაბიჯები ჩვენი (სოციალურად შეჭირვებული) მოქალაქეების დამატებითი რისკებისგან დასაცავად.

ბუნებრივია მუნიციპალიტეტის მერია იღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ ცვლილებების განხორციელების გამო, ამ მომსახურებით მოსარგებლე არცერთ ჩვენს თანამოქალაქეს არ შეექმნება თავისი კუთვნილი საკვების მიღების პრობლემა და პირიქით, მერიის მხრიდან, ამ რთულ პერიოდში. ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ გამოვლენილი იქნება მაქსიმალური ყურადღება და მაქსიმალური მზრუნველობაЭ, - განაცხადა კალაძემ.

საპატრიარქოს მიმართვა მრევლს

გუშინ შეყვანილი პაციენტებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა - უახლესი ინფორმაცია ინფექციურიდან

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული 4 არასრულწლოვნის მდგომარეობა - მარინა ეზუგბაიას კომენტარი