ავტორი:

სახელმწიფო უწყებების ნაწილი დღეიდან მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის

სახელმწიფო უწყებების ნაწილი დღეიდან მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის

სახელმწიფო უწყებების დიდი ნაწილი დღეიდან მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის. სამინისტროები და სხვა სახელმწიფო უწყებები ამ კუთხით პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციას ითვალისწინებენ, რომელმაც მთავრობის გუშინდელ სხდომაზე, მინისტრთა კაბინეტს მუშაობის ონლაინ რეჟიმზე გადასვლა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ურჩია.

შესაბამისად, სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლების ნაწილი დროებით გადადის დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე. კერძოდ, ის თანამშრომლები, რომელთა საქმიანობაც განსაკუთრებულად არ საჭიროებს სამუშაო ადგილზე ყოფნას, საკუთარი სახლიდან, დისტანციურად შეასრულებენ სამუშაოს. ასეთი რეკომენდაცია ეძლევათ კერძო დაწესებულებებსაც.

„თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამან ხელი არ უნდა შეუშალოს უწყებების საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებას და არ უნდა აისახოს თანამშრომელთა შრომით ანაზღაურებაზე“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

აღსანიშნავია, რომ სამინისტროების დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლა არ ეხებათ მინისტრებს და მათ მოადგილეებს.

"პროდუქტი უნდა იყოს თაროზე საკმარისი რაოდენობით და შესაბამისი ფასით" - გახარია სასურსათო მაღაზიათა ქსელების ხელმძღვანელებს

"ივანიშვილს შუშის სასახლის ქვემოთ აქვს ბუნკერი, სადაც უდევს 800 მლნ დოლარი, ეს თქვენი ჯიბეებიდან ამოცლილი ფულია, რომელიც უნდა ჩაიდოს ხალხის დაცვაში"

მთავრობის გადაწყვეტილებით, ფართოვდება იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც მოქალაქეებისთვის მომსახურების პირდაპირი წესით მიწოდება შეიზღუდება