მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის პანდემია და როდის ცხადდება ის?
რა არის პანდემია და როდის ცხადდება ის?

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ კო­რო­ნა­ვირუ­სი პან­დე­მი­ად გა­მო­ა­ცხა­და. გან­ცხა­დე­ბა ამის შე­სა­ხებ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ტედ­როს ად­ჰა­ნომ გებ­რე­ი­ე­სუს­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"უახ­ლო­ეს დღე­ებ­სა და კვი­რებ­ში ვე­ლო­დე­ბით, რომ და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თვე­ვე­ბის, გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­იზ­რდე­ბა. ჩვენ მი­ვე­დით დას­კვნამ­დე, რომ და­ა­ვა­დე­ბა "COVID-19" შე­საძ­ლოა შე­ფას­დეს, რო­გორც პან­დე­მია“ - გა­ნა­ცხა­და გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა.

ცნო­ბის­თვის, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, მსოფ­ლი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 124 910 შემ­თხვე­ვა არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. გარ­დაც­ვლი­ლია 4 585 ადა­მი­ა­ნი, გა­მო­ჯან­მრთელ­და - 67 050.

რა არის პან­დე­მია?

პან­დე­მია ეწო­დე­ბა ძლი­ერ ეპი­დე­მი­ას, რო­მელ­საც ახა­სი­ა­თებს ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის მთე­ლი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მო­სა­ზღვრე ქვეყ­ნებ­ში და ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში, მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში გავ­რცე­ლე­ბას.

"პან­დე­მია ეს არის გლო­ბა­ლუ­რი ეპი­დე­მია. ანუ ეს აღარ არის კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი ერთ ქვე­ყა­ნა­ში, ორ ქვე­ყა­ნა­ში, ათ ქვე­ყა­ნა­ში... დღეს უკვე 120 ქვე­ყა­ნა­შია და ქვე­ყა­ნა­თა რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად ემა­ტე­ბა. ანუ ინ­ფექ­ცია თით­ქმის მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­შია და რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რი მა­ტე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლია. თუ ეს აქამ­დე ჩი­ნეთ­ში იყო და იცით, რომ ჩი­ნე­თი ქვე­მოთ მო­დის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით, ჩი­ნეთს გა­რეთ უკვე არის 42 ათას­ზე მეტი შემ­თხვე­ვა.

რაც მთა­ვა­რია, ზრდის ტემ­პი სე­რი­ო­ზუ­ლია. ამი­ტომ დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ცხად­და პან­დე­მი­ად. ხვალ უკვე გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და­მა­ტე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რა უნდა გა­ტარ­დეს გლო­ბა­ლუ­რად. ჩვენ ისე­დაც გვქონ­და ყვე­ლა ქვე­ყა­ნას პან­დე­მი­უ­რი მზად­ყოფ­ნა. სა­ქარ­ვე­ლო­ში ეს ე.წ. ალარ­მი მაღ­ლა იყო აწე­უ­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ტარ­დე­ბა და ყვე­ლა ქვე­ყა­ნას შე­სა­ბა­მი­სად აქვს თა­ვი­სი გეგ­მე­ბი, მათ შო­რის ჩვენს ქვე­ყა­ნას, თუ რას ვა­კე­თებთ ამ დროს.

ანუ რო­დე­საც მე­კი­თხე­ბი­ან რას ნიშ­ნავს ეს, ეს ნიშ­ნავს - მეტი სი­ფხიზ­ლე მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან, მეტი სიფრ­თხი­ლე

თავი ავა­რი­დოთ სა­ერ­თა­შო­რი­სო მგზავ­რო­ბებს, თუ რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ არის და თუ მა­ინც მივ­დი­ვართ, ჩა­მოს­ვი­ლი­სას და­ვიც­ვათ წე­სე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით იმ 4 ქვეყ­ნი­დან ჩა­მოს­ვლი­სას. ხვალ, ზეგ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ეს ოთხი ქვე­ყა­ნა უფრო მეტი იქ­ნე­ბა. შე­ვას­რუ­ლოთ ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, ვი­ყოთ 14 დღე თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში. ეს არის დღეს მთა­ვა­რი რე­კო­მენ­და­ცია და მეტი პი­რა­დი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჰი­გი­ე­ნის დაც­ვა.

ხში­რად და­ლა­გე­ბა, გა­ნი­ა­ვე­ბა და თა­ვის არი­დე­ბა დიდი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ზე. თუ მათ აქვთ გარ­კვე­უ­ლი სიმპტო­მე­ბი. მა­ღალ­სი­ცხი­ა­ნი და ან ტემ­პე­რა­ტუ­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი ნუ წავ­ლენ სამ­სა­ხუ­რებ­ში. ვე­ცა­დოთ, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტი გვქონ­დეს ექიმ­თან, რომ თავი ავა­რი­დოთ რი­გებს" - ამ­ბობს გამ­ყრე­ლი­ძე.

ბო­ლოს პან­დე­მი­ად 2009 წელს "ღი­რის გრი­პი" გა­მო­ცხად­და

ეპი­დე­მი­ო­ლო­გის, მაია ბუ­წაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, თა­ვი­დან­ვე მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, რომ covid-19 პან­დე­მი­ად გა­მო­ცხად­დე­ბო­და.

"პან­დე­მია იმას ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა კონ­ტი­ნენტზე და­ფიქ­სირ­დე­ბა შიდა გა­და­ცე­მის შემ­თხვე­ვე­ბი. ბო­ლოს პან­დე­მი­ად 2009 წელს გა­მო­ცხად­და H1N1 ე.წ. ღო­რის გრი­პი. ის და­ი­წყო მექ­სი­კი­დან და უც­ნა­უ­რი ის იყო, რომ ზა­ფხულ­ში დი­წყო. პირ­ვე­ლი­ვე წელს შე­ე­წი­რა ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ ადა­მი­ან­ზე მეტი. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, პირ­ვე­ლი­ვე, 2009 წელს 33 ლე­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვა გვქონ­და, მე­ო­რე 2010-2011 წლის სე­ზონ­ზე „ღო­რის გრი­პით“ 53 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და მე­სა­მედ, 2015-2016 წელს 50 სიკ­ვდი­ლის შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვა­ში, ჯერ ჩვენ­თან ლე­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვა არ ყო­ფი­ლა და იმა­ზე ბევ­რად მეტი პა­ნი­კაა, რაც "ღო­რის გრი­პის" დროს იყო." - გან­მარ­ტავს ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი.

laguna
4

პანდემია არ ვიცი მაგრამ დოალარის მიმართ რომ მსოფლიოს ყველა ვალუტა კატასტროფულად ეცემა ეს კი ფაქტია!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

რა არის პანდემია და როდის ცხადდება ის?

რა არის პანდემია და როდის ცხადდება ის?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. განცხადება ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"უახლოეს დღეებსა და კვირებში ველოდებით, რომ დაინფიცირების შემთვევების, გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზრდება. ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ დაავადება "COVID-19" შესაძლოა შეფასდეს, როგორც პანდემია“ - განაცხადა გენერალურმა დირექტორმა.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 124 910 შემთხვევა არის დაფიქსირებული. გარდაცვლილია 4 585 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 67 050.

რა არის პანდემია?

პანდემია ეწოდება ძლიერ ეპიდემიას, რომელსაც ახასიათებს ინფექციური დაავადების მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, მოსაზღვრე ქვეყნებში და ზოგიერთ შემთხვევაში, მრავალ ქვეყანაში გავრცელებას.

"პანდემია ეს არის გლობალური ეპიდემია. ანუ ეს აღარ არის კონცენტრირებული ერთ ქვეყანაში, ორ ქვეყანაში, ათ ქვეყანაში... დღეს უკვე 120 ქვეყანაშია და ქვეყანათა რაოდენობა ყოველდღიურად ემატება. ანუ ინფექცია თითქმის მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია და რაოდენობა ყოველდღიური მატების სერიოზულია. თუ ეს აქამდე ჩინეთში იყო და იცით, რომ ჩინეთი ქვემოთ მოდის ახალი შემთხვევების რაოდენობით, ჩინეთს გარეთ უკვე არის 42 ათასზე მეტი შემთხვევა.

რაც მთავარია, ზრდის ტემპი სერიოზულია. ამიტომ დღევანდელი მდგომარეობა გამოცხადდა პანდემიად. ხვალ უკვე გამოქვეყნდება რეკომენდაციები დამატებითი ღონისძიებების შესახებ, რა უნდა გატარდეს გლობალურად. ჩვენ ისედაც გვქონდა ყველა ქვეყანას პანდემიური მზადყოფნა. საქარველოში ეს ე.წ. ალარმი მაღლა იყო აწეული. საქართველოში სერიოზული ღონისძიებები ტარდება და ყველა ქვეყანას შესაბამისად აქვს თავისი გეგმები, მათ შორის ჩვენს ქვეყანას, თუ რას ვაკეთებთ ამ დროს.

ანუ როდესაც მეკითხებიან რას ნიშნავს ეს, ეს ნიშნავს - მეტი სიფხიზლე მოსახლეობის მხრიდან, მეტი სიფრთხილე

თავი ავარიდოთ საერთაშორისო მგზავრობებს, თუ რაღაც განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის და თუ მაინც მივდივართ, ჩამოსვილისას დავიცვათ წესები განსაკუთრებით იმ 4 ქვეყნიდან ჩამოსვლისას. ხვალ, ზეგ დარწმუნებული ვარ ეს ოთხი ქვეყანა უფრო მეტი იქნება. შევასრულოთ ის რეკომენდაციები, ვიყოთ 14 დღე თვითიზოლაციაში. ეს არის დღეს მთავარი რეკომენდაცია და მეტი პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა.

ხშირად დალაგება, განიავება და თავის არიდება დიდი თავშეყრის ადგილებზე. თუ მათ აქვთ გარკვეული სიმპტომები. მაღალსიცხიანი და ან ტემპერატურის მქონე ადამიანები ნუ წავლენ სამსახურებში. ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტი ვირტუალური კონტაქტი გვქონდეს ექიმთან, რომ თავი ავარიდოთ რიგებს" - ამბობს გამყრელიძე.

ბოლოს პანდემიად 2009 წელს "ღირის გრიპი" გამოცხადდა

ეპიდემიოლოგის, მაია ბუწაშვილის განცხადებით, თავიდანვე მოსალოდნელი იყო, რომ covid-19 პანდემიად გამოცხადდებოდა.

"პანდემია იმას ნიშნავს, რომ ყველა კონტინენტზე დაფიქსირდება შიდა გადაცემის შემთხვევები. ბოლოს პანდემიად 2009 წელს გამოცხადდა H1N1 ე.წ. ღორის გრიპი. ის დაიწყო მექსიკიდან და უცნაური ის იყო, რომ ზაფხულში დიწყო. პირველივე წელს შეეწირა ნახევარ მილიონ ადამიანზე მეტი. რაც შეეხება საქართველოს, პირველივე, 2009 წელს 33 ლეტალური შემთხვევა გვქონდა, მეორე 2010-2011 წლის სეზონზე „ღორის გრიპით“ 53 ადამიანი დაიღუპა და მესამედ, 2015-2016 წელს 50 სიკვდილის შემთხვევა დაფიქსირდა. საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ახალი კორონავირუსის შემთხვევაში, ჯერ ჩვენთან ლეტალური შემთხვევა არ ყოფილა და იმაზე ბევრად მეტი პანიკაა, რაც "ღორის გრიპის" დროს იყო." - განმარტავს ინფექციონისტი.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"