სპორტი
საზოგადოება
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ოჯახური“ სუნელ-სანელებლები, მწნილები და სოუსები - ვინ სთავაზობს მომხმარებელს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს
„ოჯახური“ სუნელ-სანელებლები, მწნილები და სოუსები - ვინ სთავაზობს მომხმარებელს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს

სუ­ნე­ლებ­სა და სა­ნე­ლებ­ლებს ადა­მი­ა­ნე­ბი უხ­სო­ვა­რი დრო­ი­დან იყე­ნე­ბენ. არა­ერ­თი სურ­ნე­ლო­ვა­ნი მცე­ნა­რეა მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი ბიბ­ლი­ა­შიც - ყვე­ლა­ზე ხში­რად ზაფ­რა­ნა, ალოე, და­რი­ჩი­ნი, გუნ­დრუ­კი და სმირ­ნა. საკ­ვე­ბის სა­ნე­ლებ­ლე­ბი­დან კი, ძირა პიტ­ნა და კამა.

ცნო­ბი­ლია, რომ, ჯერ კი­დევ, ჩვენს წელთ აღ­რი­ცხვამ­დე, სა­ნე­ლებ­ლე­ბი ძა­ლი­ან ძვი­რად ფა­სობ­და. გარ­და იმი­სა, რომ ამ პრო­დუქ­ტებ­ზე მო­თხოვ­ნა ძა­ლი­ან დიდი იყო, სა­ნე­ლებ­ლე­ბის მა­ღალ ფასს ის გა­ნა­პი­რო­ბებ­და, რომ მათი მო­პო­ვე­ბა, გა­და­მუ­შა­ვე­ბა და ტრან­სპორ­ტი­რე­ბა საკ­მა­ოდ ძვი­რი ჯდე­ბო­და.

დღეს უკვე სუ­ნელ-სა­ნე­ლებ­ლებს ხელ­მი­საწ­ვდო­მი ფასი აქვს. არო­მა­ტუ­ლი სურ­ნე­ლი­სა და გე­მოს გამო, ისი­ნი ისე­ვე იზი­დავს ადა­მი­ა­ნებს, რო­გორც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ. მათ გა­რე­შე კუ­ლი­ნა­რია, პარ­ფი­უ­მე­რია და მე­დი­ცი­ნა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

სუ­ნელ-სა­ნე­ლებ­ლე­ბით გან­სა­კუთ­რე­ბით მდი­და­რია ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო. ქარ­თუ­ლი სა­ნე­ლებ­ლე­ბი გან­თქმუ­ლია მსოფ­ლი­ო­შიც - ხში­რად ხდე­ბა, რო­დე­საც უცხო­ე­თი­დან ჩა­მო­სულ ტუ­რისტს სა­ქარ­თვე­ლო­დან სუ­ნე­ლე­ბის მა­რა­გი მი­აქვს თან. უცხო სუ­ნე­ლის, ხმე­ლი ქინ­ძის, წი­თე­ლი ცხა­რე წი­წა­კი­სა და ყვი­თე­ლი ყვა­ვი­ლის გა­რე­შე, ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის დიდი ნა­წი­ლი უბ­რა­ლოდ ვერ მომ­ზად­დე­ბა.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ წლი­დან წლამ­დე არა­ერ­თი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა სუ­ნელ-სა­ნე­ლებ­ლებ­ში მძი­მე მე­ტა­ლე­ბის მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბის შე­სა­ხებ, რაც მო­სახ­ლე­ო­ბის შეშ­ფო­თე­ბის მი­ზე­ზი ხდე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, არ­ჩე­ვა­ნი შე­ვა­ჩე­როთ ისე­თი კომ­პა­ნი­ის პრო­დუქ­ცი­ა­ზე, რომ­ლის სა­ნე­ლებ­ლე­ბიც სის­ტე­მა­ტუ­რად მოწ­მდე­ბა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად.

უკვე 10 წე­ლია ქარ­თულ ბა­ზარ­ზე მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ნდო­ბით სარ­გებ­ლობს კომ­პა­ნია „ოჯა­ხუ­რი“. მის მთა­ვარ საქ­მი­ა­ნო­ბას სა­ნე­ლებ­ლე­ბის, სო­უ­სე­ბის და მწნი­ლე­ბის წარ­მო­ე­ბა წარ­მო­ად­გენს.

"ოჯა­ხუ­რი“ არა მხო­ლოდ ცალ­კე­უ­ლი სა­ხე­ო­ბის, არა­მედ შე­რე­ულ სუ­ნე­ლებ­საც აწარ­მო­ებს, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა კერ­ძის­თვის არის გან­კუთ­ვნი­ლი. შე­დე­გად, მომ­ხმა­რე­ბელს არ უწევს რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბის ცალ-ცალ­კე შე­ფუთ­ვით შე­ძე­ნა, რად­გან კომ­პა­ნი­ამ ისი­ნი უკვე ერთ შე­ფუთ­ვა­ში გა­ა­ერ­თი­ა­ნა.

წელს „ოჯა­ხუ­რი“ ათი წლის იუ­ბი­ლეს აღ­ნიშ­ნავს. კომ­პა­ნი­ის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის, მიზ­ნე­ბის, პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბი­სა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ „ოჯა­ხუ­რის“ გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს, გი­ორ­გი ცი­რე­კი­ძეს ვე­სა­უბ­რეთ.

- რო­გორ და­ი­წყო „ოჯა­ხუ­რის“ ის­ტო­რია და რა გზა გა­ი­ა­რა მან 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში?

- პირ­ვე­ლი ჩვე­ნი პრო­დუქ­ტი წი­წა­კის მწნი­ლი იყო. შემ­დეგ უკვე, სუ­ნე­ლე­ბის წარ­მო­ე­ბა და­ვი­წყეთ. დღეს უკვე კომ­პა­ნია 4 სა­ხე­ო­ბის სო­უსს, 6 სა­ხე­ო­ბის მწნილს და 76 სა­ხე­ო­ბის სა­ნე­ლე­ბელს აწარ­მო­ებს, რომ­ლე­ბიც იყი­დე­ბა რო­გორც ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე, ასე­ვე გა­დის ექ­სპორტზე. პრო­დუქ­ცია გა­მო­ირ­ჩე­ვა უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხით, სა­სი­ა­მოვ­ნო არო­მა­ტით და ვი­ტა­მი­ნე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით, ამას გა­ნა­პი­რო­ბებს მისი 100%-ით ნა­ტუ­რა­ლუ­რო­ბა. ნედ­ლე­უ­ლი მუ­შავ­დე­ბა და მის­გან ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით იქ­მნე­ბა სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტი.

„ოჯა­ხუ­რი“ აწარ­მო­ებს სუ­ნე­ლე­ბის ნაკ­რებს კონ­კრე­ტუ­ლი კერ­ძე­ბი­სათ­ვის. ამ გზით, მომ­ხმა­რებ­ლებს კერ­ძის შე­ზა­ვე­ბი­სა და გე­მოს დას­მის პრო­ცე­სი გა­ვუ­მარ­ტი­ვეთ. „სუ­ნე­ლე­ბის თა­ი­გუ­ლი“ ბა­ზარ­ზე გაშ­ვე­ბის დღი­დან პო­პუ­ლა­რო­ბა­სა და სიყ­ვა­რულს იმ­სა­ხუ­რებს. აქვე უნდა ით­ქვას, რომ სუ­ნე­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას ქარ­თულ ნი­ა­დაგ­ზე მოყ­ვა­ნილ ნედ­ლე­უ­ლით ვამ­ზა­დებთ. თი­თო­ე­ულ ფერ­მერ­თან ჩავ­დი­ვართ, ვეც­ნო­ბით მათ აგრო-კულ­ტუ­რას, ვნა­ხუ­ლობ მე­ორ­ნე­ო­ბას და შემ­დეგ უკვე ვაძ­ლევს შეკ­ვე­თას. ღია ვართ და ვი­ღებთ შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს ნე­ბის­მი­ე­რი ნედ­ლე­უ­ლის მწარ­მო­ებ­ლის­გან.

ასე­ვე, კომ­პა­ნი­ის პრი­ო­რი­ტე­ტია კმა­ყო­ფი­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლის ზრდა და ქვეყ­ნის გე­მოვ­ნუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის გაც­ნო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რის­თვის. "ოჯა­ხუ­რის" პრო­დუქ­ტი ექ­სპორტზე არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში გა­დის. ვმო­ნა­წი­ლე­ობთ კვე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნებ­ზე, რა დრო­საც, ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ულ გე­მოს უცხო­ე­ლებს ვაც­ნობთ.

- რო­გო­რი შე­ფუთ­ვა აქვს „ოჯა­ხუ­რის“ პრო­დუქ­ტებს?

- "ოჯა­ხუ­რის“ სუ­ნელ-სა­ნე­ლებ­ლე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე, მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი შე­ფუთ­ვით გა­მო­ირ­ჩე­ვა და რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უპი­რა­ტე­სო­ბა გა­აჩ­ნია:

  • არის ძა­ლი­ან კომ­პაქ­ტუ­რი, ინა­ხე­ბა ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას, არ იკა­ვებს დიდ ად­გილს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში და, შე­სა­ბა­მი­სად, არ არის სა­ჭი­რო პრო­დუქ­ცი­ის და­მა­ტე­ბით სხვა ჭურ­ჭელ­ში გა­და­ტა­ნა. სწრაფ­ჩამ­კე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია შეკ­რას ტარა და გა­მო­ი­ყე­ნოს მრა­ვალ­ჯე­რა­დად.
  • შე­ფუთ­ვა­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სუ­ნელ-სა­ნე­ლე­ბე­ლი სრუ­ლად ინარ­ჩუ­ნებს გე­მოს, სურ­ნელს, არო­მატ­სა და სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბებს;
  • მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი ზიპ-ჩამ­კე­ტის დამ­სა­ხუ­რე­ბით, შე­ფუთ­ვა­ში არ­სე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია უსაფრ­თხოდ და სუფ­თად ინა­ხე­ბა, არ გად­მო­იყ­რე­ბა და არც სხვა რამ მოხ­ვდე­ბა მას­ში

- რო­გორ იცავთ კომ­პა­ნია „ოჯა­ხურ­ში“ სუ­ნელ-სა­ნე­ლებ­ლე­ბის უვ­ნებ­ლო­ბას?

- ჩვენ მომ­ხმა­რე­ბელს 100 %-ით ნა­ტუ­რა­ლურ, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა, უვ­ნე­ბელ პრო­დუქტს ვთა­ვა­ზობთ. ჩვენს მთა­ვარ მი­ზანს წარ­მო­ად­გენს ის, რომ წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად შე­მოწ­მე­ბის შემ­დეგ გა­ვი­დეს ბა­ზარ­ზე.

არა­ერთ ქარ­თულ და უცხო­ურ ლა­ბო­რა­ტო­რი­ას­თან გვაქვს კონ­ტაქ­ტი, სა­დაც არა მხო­ლოდ ტყვი­ა­ზე, არა­მედ ყვე­ლა­ნა­ირ მძი­მე მე­ტა­ლებ­ზე მოწ­მებ­დე­ბა ნედ­ლე­უ­ლი. დაფ­ქვა, და­ღერ­ღვა და გა­და­მუ­შა­ვე­ბა მხო­ლოდ ამის შემ­დეგ ხდე­ბა. სა­ხელ­წო­დე­ბა „ოჯა­ხუ­რიც“ სიმ­ბო­ლუ­რად გუ­ლის­ხმობს იმას, რომ რა­საც მო­ვიხ­მართ სა­კუ­თარ სახ­ლებ­ში, ზუს­ტად ის ხა­რის­ხი მი­ი­ღოს მომ­ხმა­რე­ბელ­მაც.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩვენს კომ­პა­ნი­ა­შიც ოჯა­ხუ­რი გა­რე­მოა, რაც ამარ­თლებს კომ­პა­ნი­ის სა­ხელს, - ამ­გვა­რი გან­წყო­ბა თი­თო­ე­ულ თა­ნამ­შრო­მელს პრო­დუქ­ტი­ულ მუ­შა­ო­ბა­ში და თა­ვი­ან­თი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.

- სი­ახ­ლე­ე­ბი­სა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბეთ.

- ჩვენ­თან სი­ახ­ლეა სა­კონ­დიტ­რო ნა­წარ­მის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სა­ნე­ლებ­ლე­ბის წარ­მო­ე­ბა. აღ­დგო­მა გვი­ახ­ლოვ­დე­ბა და ამ დღე­სას­წა­უ­ლის­თვის მზა­დე­ბას ყვე­ლა იწყებს. „ოჯა­ხუ­რის“ ასორ­ტი­მენ­ტშია ცუ­კა­ტი, ქიშ­მი­ში, ილი, მი­ხა­კი, და­რი­ჩი­ნი, ვა­ნი­ლი, სოდა. ასე­ვე კვერ­ცხის შე­სა­ღე­ბად ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა ენ­დრო, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის წე­სიც აწე­რია ეტი­კეტს. ჩვენს სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ში კი ბურ­ღუ­ლე­უ­ლის გა­მოშ­ვე­ბა შე­დის.

ყო­ველ­თვის ვეც­დე­ბით, მომ­ხმა­რებ­ლე­ბის 10 წლი­ა­ნი ნდო­ბის გა­მარ­თლე­ბას, ვი­ნარ­ჩუ­ნებთ და კვლა­ვაც შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ ერ­თსა და იმა­ვე მა­ღალ სტან­დარტს წარ­მო­ე­ბა­ში. მომ­ხმა­რე­ბელს კი, ყო­ველ­თვის ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა პრო­დუქ­ცია შე­ი­ძი­ნონ - "ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბით, თა­ნა­მედ­რო­ვე შე­ფუთ­ვა­ში!"

ავ­ტო­რი: თეკ­ლე ჯა­ნე­ლი­ძე

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოჯახურს
0

სასწაულად კარგები ხართ <3 

თამარი
0
საუკეთესოა ნამდვილად....
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

„ოჯახური“ სუნელ-სანელებლები, მწნილები და სოუსები - ვინ სთავაზობს მომხმარებელს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს

„ოჯახური“ სუნელ-სანელებლები, მწნილები და სოუსები - ვინ სთავაზობს მომხმარებელს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს

სუნელებსა და სანელებლებს ადამიანები უხსოვარი დროიდან იყენებენ. არაერთი სურნელოვანი მცენარეა მოხსენიებული ბიბლიაშიც - ყველაზე ხშირად ზაფრანა, ალოე, დარიჩინი, გუნდრუკი და სმირნა. საკვების სანელებლებიდან კი, ძირა პიტნა და კამა.

ცნობილია, რომ, ჯერ კიდევ, ჩვენს წელთ აღრიცხვამდე, სანელებლები ძალიან ძვირად ფასობდა. გარდა იმისა, რომ ამ პროდუქტებზე მოთხოვნა ძალიან დიდი იყო, სანელებლების მაღალ ფასს ის განაპირობებდა, რომ მათი მოპოვება, გადამუშავება და ტრანსპორტირება საკმაოდ ძვირი ჯდებოდა.

დღეს უკვე სუნელ-სანელებლებს ხელმისაწვდომი ფასი აქვს. არომატული სურნელისა და გემოს გამო, ისინი ისევე იზიდავს ადამიანებს, როგორც საუკუნეების წინ. მათ გარეშე კულინარია, პარფიუმერია და მედიცინა წარმოუდგენელია.

სუნელ-სანელებლებით განსაკუთრებით მდიდარია ქართული სამზარეულო. ქართული სანელებლები განთქმულია მსოფლიოშიც - ხშირად ხდება, როდესაც უცხოეთიდან ჩამოსულ ტურისტს საქართველოდან სუნელების მარაგი მიაქვს თან. უცხო სუნელის, ხმელი ქინძის, წითელი ცხარე წიწაკისა და ყვითელი ყვავილის გარეშე, ქართული კერძების დიდი ნაწილი უბრალოდ ვერ მომზადდება.

უნდა აღინიშნოს, რომ წლიდან წლამდე არაერთი ინფორმაცია ვრცელდება სუნელ-სანელებლებში მძიმე მეტალების მაღალი შემცველობის შესახებ, რაც მოსახლეობის შეშფოთების მიზეზი ხდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, არჩევანი შევაჩეროთ ისეთი კომპანიის პროდუქციაზე, რომლის სანელებლებიც სისტემატურად მოწმდება ლაბორატორიულად.

უკვე 10 წელია ქართულ ბაზარზე მომხმარებლების ნდობით სარგებლობს კომპანია „ოჯახური“. მის მთავარ საქმიანობას სანელებლების, სოუსების და მწნილების წარმოება წარმოადგენს.

"ოჯახური“ არა მხოლოდ ცალკეული სახეობის, არამედ შერეულ სუნელებსაც აწარმოებს, რომლებიც სხვადასხვა კერძისთვის არის განკუთვნილი. შედეგად, მომხმარებელს არ უწევს რამდენიმე სახეობის ცალ-ცალკე შეფუთვით შეძენა, რადგან კომპანიამ ისინი უკვე ერთ შეფუთვაში გააერთიანა.

წელს „ოჯახური“ ათი წლის იუბილეს აღნიშნავს. კომპანიის პრიორიტეტების, მიზნების, პროდუქციის წარმოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ „ოჯახურის“ გენერალურ დირექტორს, გიორგი ცირეკიძეს ვესაუბრეთ.

- როგორ დაიწყო „ოჯახურის“ ისტორია და რა გზა გაიარა მან 10 წლის განმავლობაში?

- პირველი ჩვენი პროდუქტი წიწაკის მწნილი იყო. შემდეგ უკვე, სუნელების წარმოება დავიწყეთ. დღეს უკვე კომპანია 4 სახეობის სოუსს, 6 სახეობის მწნილს და 76 სახეობის სანელებელს აწარმოებს, რომლებიც იყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გადის ექსპორტზე. პროდუქცია გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით, სასიამოვნო არომატით და ვიტამინების დიდი რაოდენობით, ამას განაპირობებს მისი 100%-ით ნატურალურობა. ნედლეული მუშავდება და მისგან ქართული ტრადიციების გათვალისწინებით იქმნება საბოლოო პროდუქტი.

„ოჯახური“ აწარმოებს სუნელების ნაკრებს კონკრეტული კერძებისათვის. ამ გზით, მომხმარებლებს კერძის შეზავებისა და გემოს დასმის პროცესი გავუმარტივეთ. „სუნელების თაიგული“ ბაზარზე გაშვების დღიდან პოპულარობასა და სიყვარულს იმსახურებს. აქვე უნდა ითქვას, რომ სუნელების უმრავლესობას ქართულ ნიადაგზე მოყვანილ ნედლეულით ვამზადებთ. თითოეულ ფერმერთან ჩავდივართ, ვეცნობით მათ აგრო-კულტურას, ვნახულობ მეორნეობას და შემდეგ უკვე ვაძლევს შეკვეთას. ღია ვართ და ვიღებთ შემოთავაზებებს ნებისმიერი ნედლეულის მწარმოებლისგან.

ასევე, კომპანიის პრიორიტეტია კმაყოფილი მომხმარებელის ზრდა და ქვეყნის გემოვნური ტრადიციების გაცნობა საერთაშორისო ბაზრისთვის. "ოჯახურის" პროდუქტი ექსპორტზე არაერთ ქვეყანაში გადის. ვმონაწილეობთ კვების საერთაშორისო გამოფენებზე, რა დროსაც, ქართულ ტრადიციულ გემოს უცხოელებს ვაცნობთ.

- როგორი შეფუთვა აქვს „ოჯახურის“ პროდუქტებს?

- "ოჯახურის“ სუნელ-სანელებლები თანამედროვე, მოსახერხებელი შეფუთვით გამოირჩევა და რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა გააჩნია:

  • არის ძალიან კომპაქტური, ინახება ნებისმიერ ადგილას, არ იკავებს დიდ ადგილს სამზარეულოში და, შესაბამისად, არ არის საჭირო პროდუქციის დამატებით სხვა ჭურჭელში გადატანა. სწრაფჩამკეტის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია შეკრას ტარა და გამოიყენოს მრავალჯერადად.
  • შეფუთვაში მოთავსებული ნებისმიერი სუნელ-სანელებელი სრულად ინარჩუნებს გემოს, სურნელს, არომატსა და სასარგებლო თვისებებს;
  • მოსახერხებელი ზიპ-ჩამკეტის დამსახურებით, შეფუთვაში არსებული პროდუქცია უსაფრთხოდ და სუფთად ინახება, არ გადმოიყრება და არც სხვა რამ მოხვდება მასში

- როგორ იცავთ კომპანია „ოჯახურში“ სუნელ-სანელებლების უვნებლობას?

- ჩვენ მომხმარებელს 100 %-ით ნატურალურ, ეკოლოგიურად სუფთა, უვნებელ პროდუქტს ვთავაზობთ. ჩვენს მთავარ მიზანს წარმოადგენს ის, რომ წარმოებული პროდუქტი ლაბორატორიულად შემოწმების შემდეგ გავიდეს ბაზარზე.

არაერთ ქართულ და უცხოურ ლაბორატორიასთან გვაქვს კონტაქტი, სადაც არა მხოლოდ ტყვიაზე, არამედ ყველანაირ მძიმე მეტალებზე მოწმებდება ნედლეული. დაფქვა, დაღერღვა და გადამუშავება მხოლოდ ამის შემდეგ ხდება. სახელწოდება „ოჯახურიც“ სიმბოლურად გულისხმობს იმას, რომ რასაც მოვიხმართ საკუთარ სახლებში, ზუსტად ის ხარისხი მიიღოს მომხმარებელმაც.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს კომპანიაშიც ოჯახური გარემოა, რაც ამართლებს კომპანიის სახელს, - ამგვარი განწყობა თითოეულ თანამშრომელს პროდუქტიულ მუშაობაში და თავიანთი სამომავლო გეგმების განხორციელებაში ეხმარება.

- სიახლეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ გვიამბეთ.

- ჩვენთან სიახლეა საკონდიტრო ნაწარმისთვის განკუთვნილი სანელებლების წარმოება. აღდგომა გვიახლოვდება და ამ დღესასწაულისთვის მზადებას ყველა იწყებს. „ოჯახურის“ ასორტიმენტშია ცუკატი, ქიშმიში, ილი, მიხაკი, დარიჩინი, ვანილი, სოდა. ასევე კვერცხის შესაღებად ეკოლოგიურად სუფთა ენდრო, რომლის გამოყენების წესიც აწერია ეტიკეტს. ჩვენს სამომავლო გეგმებში კი ბურღულეულის გამოშვება შედის.

ყოველთვის ვეცდებით, მომხმარებლების 10 წლიანი ნდობის გამართლებას, ვინარჩუნებთ და კვლავაც შევინარჩუნებთ ერთსა და იმავე მაღალ სტანდარტს წარმოებაში. მომხმარებელს კი, ყოველთვის ექნება შესაძლებლობა პროდუქცია შეიძინონ - "ოჯახური ტრადიციებით, თანამედროვე შეფუთვაში!"

ავტორი: თეკლე ჯანელიძე

"ფარმადეპოს" შეთავაზება პენსიონერებს

Mastercard და Wolt უფასო მიტანის კამპანიას იწყებს !

უფასო ვიდეო რჩევა REDMED -ის ექიმებისგან