პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსის გამო, საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროებით იზღუდება
კორონავირუსის გამო, საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროებით იზღუდება

კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით მოქ­მე­დი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს რე­კო­მენ­და­ცი­ით, სა­ზღვარ­გა­რეთ სა­მუ­შაო მივ­ლი­ნე­ბე­ბი და სას­წავ­ლო ვი­ზი­ტე­ბი დრო­ე­ბით იზღუ­დე­ბა. შე­სა­ბა­მის ინ­ფორ­მა­ცი­ას მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

„პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით მოქ­მედ­მა უწყე­ბა­თა­შო­რის­მა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭომ მო­რი­გი სხდო­მა გა­მარ­თა.

საბ­ჭოს სხდო­მა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა მო­ის­მი­ნა ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 15 პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი ზო­გა­დი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ. სხდო­მა­ზე აღი­ნიშ­ნა, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ძი­რი­თა­დად და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, ამას­თან შე­და­რე­ბით გარ­თუ­ლე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაც სტა­ბი­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. პა­ცი­ენ­ტებს შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბათ.

სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მი­ე­წო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ამ ეტაპ­ზე კა­რან­ტინ­ში რჩე­ბა 141 ადა­მი­ა­ნი, ხოლო სტა­ცი­ო­ნარ­ში, მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა - 51 პირი.

დღეს საბ­ჭოს წევ­რებ­მა ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის საპ­რე­ვენ­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში ახა­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღეს:

სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებს მი­ე­ცათ მკაც­რი რე­კო­მენ­და­ცია, უკი­დუ­რე­სი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის გარ­და, მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ი­ზღუ­დოს სა­მუ­შაო მივ­ლი­ნე­ბე­ბი სა­ზღვარ­გა­რეთ. აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­კო­მენ­და­ცია ეხე­ბა სას­წავ­ლო ვი­ზი­ტებ­საც, რის შე­სა­ხებ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო უზ­რუნ­ველ­ყოფს.ამას­თან, სა­გა­რეო უწყე­ბამ უწყე­ბა­თა­შო­რის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია იტა­ლი­ა­ში მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე. იტა­ლი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მოქ­მე­დებს ოთხი ცხე­ლი ხაზი. ცხელ ხაზს და­უ­კავ­შირ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რო­მელ­თაც უახ­ლო­ე­სი ორი კვი­რის მან­ძილ­ზე შე­ძე­ნი­ლი ჰქონ­დათ იტა­ლი­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი ავი­ა­ბი­ლე­თე­ბი. მათი რე­გის­ტრა­ცია პრაქ­ტი­კუ­ლად დას­რუ­ლე­ბუ­ლია. სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს იტა­ლი­ის სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში მყო­ფი ცხელ ხაზ­სა და სა­ელ­ჩოს მიერ მი­თი­თე­ბულ ონ­ლა­ინ პლათ­ფორ­მა­ზე და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბას რომ­ში, სა­ი­და­ნაც სა­ქარ­თვე­ლო­ში მათი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად დაბ­რუ­ნე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

ამას­თან, უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლებ­საც ჯან­დაც­ვის უწყე­ბის მიერ მი­ცე­მუ­ლი აქვთ მი­თი­თე­ბა თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში სა­კა­რან­ტი­ნო პე­რი­ო­დის გა­ტა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე, კი­დევ ერთხელ მკაც­რად მო­უ­წო­დებს, რომ გა­მო­ი­ჩი­ნონ მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­კო­მენ­და­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად, და­იც­ვან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის წე­სე­ბი, რათა არ შე­უქ­მნან პო­ტენ­ცი­უ­რი საფრ­თხე ოჯა­ხის წევ­რებ­სა და მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმის მიზ­ნით სხდო­მებს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით სის­ტე­მა­ტურ რე­ჟიმ­ში გა­ნაგ­რძობს.

დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე კი­დევ ერთხელ აღი­ნიშ­ნა, რომ მთავ­რო­ბა სრუ­ლად მარ­თავს პრო­ცესს“, - ნათ­ქვა­მია მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00
)))
3

სამინისტროების მფრინავ სუბიექტებს რა ეშველებათ, ბიუჯეტის ფულებით სად იშოპინგებენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

კორონავირუსის გამო, საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროებით იზღუდება

კორონავირუსის გამო, საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროებით იზღუდება

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროებით იზღუდება. შესაბამის ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა.

საბჭოს სხდომაზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 15 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მსოფლიოში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ. სხდომაზე აღინიშნა, რომ ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ძირითადად დამაკმაყოფილებელია, ამასთან შედარებით გართულებული შემთხვევაც სტაბილურად მიმდინარეობს. პაციენტებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

საკოორდინაციო საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე კარანტინში რჩება 141 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება - 51 პირი.

დღეს საბჭოს წევრებმა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს:

სახელმწიფო უწყებებს მიეცათ მკაცრი რეკომენდაცია, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მაქსიმალურად შეიზღუდოს სამუშაო მივლინებები საზღვარგარეთ. აღნიშნული რეკომენდაცია ეხება სასწავლო ვიზიტებსაც, რის შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფორმირებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს.ამასთან, საგარეო უწყებამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების თაობაზე. იტალიაში საქართველოს საელჩოში 24-საათიან რეჟიმში მოქმედებს ოთხი ცხელი ხაზი. ცხელ ხაზს დაუკავშირდნენ საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც უახლოესი ორი კვირის მანძილზე შეძენილი ჰქონდათ იტალიიდან საქართველოში დასაბრუნებელი ავიაბილეთები. მათი რეგისტრაცია პრაქტიკულად დასრულებულია. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა უზრუნველყოფს იტალიის სხვადასხვა ქალაქში მყოფი ცხელ ხაზსა და საელჩოს მიერ მითითებულ ონლაინ პლათფორმაზე დარეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირებას რომში, საიდანაც საქართველოში მათი ორგანიზებულად დაბრუნება განხორციელდება.

ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს, რომლებსაც ჯანდაცვის უწყების მიერ მიცემული აქვთ მითითება თვითიზოლაციაში საკარანტინო პერიოდის გატარების თაობაზე, კიდევ ერთხელ მკაცრად მოუწოდებს, რომ გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, დაიცვან თვითიზოლაციის წესები, რათა არ შეუქმნან პოტენციური საფრთხე ოჯახის წევრებსა და მთლიანად საზოგადოებას.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს.

დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ მთავრობა სრულად მართავს პროცესს“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"