მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა ვიცოდეთ კორონავირუსის შესახებ
რა უნდა ვიცოდეთ კორონავირუსის შესახებ

ზამ­თრის სე­ზონ­ზე სა­სუნ­თქი სის­ტე­მის ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი ისე­დაც გახ­ში­რე­ბუ­ლია, კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად მო­სახ­ლე­ო­ბა­ში მა­ტუ­ლობს და­ძა­ბუ­ლო­ბა. ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მო­სახ­ლე­ო­ბას ჰქონ­დეს ადეკ­ვა­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცია ზო­გა­დად ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და გარ­კვე­უ­ლი პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

1. დღეს აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხია კო­რო­ნა­ვირუ­სი, რა შე­გიძ­ლი­ათ გვი­თხრათ კონ­კრე­ტუ­ლად ამ ვირუ­სის შე­სა­ხებ?

კო­რო­ნა­ვირუ­სი წარ­მო­ად­გენს გავ­რცე­ლე­ბულ ვირუ­სე­ბის ჯგუფს, რო­მელ­საც ეს სა­ხე­ლი და­ერ­ქვა­ზე­და­პირ­ზე გვირ­გვი­ნის­მაგ­ვა­რი წა­ნა­ზარ­დე­ბის გამო. კო­რო­ნა­ვირუ­სი არის ზო­ო­ნო­ზუ­რი ვირუ­სი, ზოგი სა­ხე­ო­ბა­ა­ზი­ა­ნებს მხო­ლოდ ცხო­ველს და ცირ­კუ­ლი­რებს მხო­ლოდ ცხო­ვე­ლებ­ში, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში მისი გა­და­ცე­მა ხდე­ბა ცხო­ვე­ლი­დან ადა­მი­ან­ზე. ადა­მი­ან­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სით ავად­დე­ბა მისი ცხოვ­რე­ბის რა­ღაც პე­რი­ოდ­ში ერთხელ მა­ინც. ჩვე­უ­ლებ­რივ იწ­ვევს ზედა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ტრაქ­ტის მსუ­ბუქ ან სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის ინ­ფექ­ცი­ას, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გა­ცი­ე­ბა. თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა აგ­რეთ­ვე გა­მო­იწ­ვი­ოს ისე­თი და­ა­ვა­დე­ბა, რო­გო­რიც არის ბრონ­ქი­ტი და პნევ­მო­ნია, რო­გორც ეს ახა­სი­ა­თებს ახლა გა­მოვ­ლე­ნილ კო­რო­ნა­ვირუსს - 2019-nCoV.

კო­რო­ნა­ვირუ­სი ცნო­ბი­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 20 წე­ლია, ის იწ­ვევს სა­ერ­თო გა­ცი­ე­ბის 15-20 %-ს. სწო­რედ მან გა­მო­იწ­ვია 2002 წელს მძი­მე მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი სინ­დრო­მის (SARS-COV) ეპი­დე­მი­უ­რი აფეთ­ქე­ბა ჩი­ნეთ­ში. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ცხო­ვე­ლი, რო­მელ­საც ვირუ­სი ჰქონ­და­ი­ყო ძუ­ძუმ­წო­ვა­რი, რო­მე­ლიც ბი­ნად­რობ­და სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ა­ში. ეს ეპი­დე­მია დას­რულ­და 2004 წელს, რომ­ლის ლე­ტა­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იყო 10-12%.

ცნო­ბი­ლია კი­დევ სხვა კო­რო­ნა­ვირუ­სის მიერ გა­მოწ­ვე­უ­ლი ეპი­დე­მია, რო­მე­ლიც დღემ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს, ეს არის კო­რო­ნა­ვირუ­სის ერთ-ერთი სახე, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია - შუა აღ­მო­სავ­ლე­თის რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი სინ­დრო­მის (MERS-COV) სა­ხე­ლით. ამ ინ­ფექ­ცი­ას სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა 37% -ს აქვს და გვხვდე­ბა ძი­რი­თა­დად ისეთ ქვეყ­ნებ­ში, რო­გო­რი­ცაა სა­უ­დის არა­ბე­თი, არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბი.ამ შემ­თხვე­ვა­ში, ცხო­ვე­ლი, რომ­ლის­გა­ნაც გავ­რცელ­და ვირუ­სი იყო აქ­ლე­მი.

კო­რო­ნა­ვირუ­სი, რო­მე­ლიც ახლა იწ­ვევს პნევ­მო­ნი­ას ჩი­ნეთ­ში და რო­მე­ლიც ბოლო პე­რი­ოდ­ში ვრცელ­დე­ბა მთელ მსოფ­ლი­ო­ში, არის ვირუ­სე­ბის დიდი ოჯა­ხი, რო­მელ­საც აქვს გარ­კვე­უ­ლი მსგავ­სე­ბა ზე­მოთ ხსე­ნე­ბულ ორ ვირუს­თან. ეს ვირუ­სე­ბი გა­და­ე­ცე­მა ცხო­ვე­ლი­დან ადა­მი­ანს. კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­კუ­ბა­ცი­უ­რი პე­რი­ო­დი მერ­ყე­ობს 1 კვი­რამ­დე (ზო­გი­ერთ წყა­რო­ში 2-14 დღე). 2019-nCoV-ით გა­მოწ­ვე­უ­ლი ინ­ფექ­ცია პირ­ვე­ლად და­ფიქ­სირ­და ჩი­ნეთ­ში, ქა­ლაქ ვუ­ჰან­ში. პირ­ვე­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი თევ­ზის და გა­რე­უ­ლი ცხო­ვე­ლე­ბის ბაზ­რო­ბებ­ზე და­ფიქ­სირ­და, სა­დაც ცხო­ვე­ლე­ბი და ადა­მი­ა­ნე­ბი მჭიდ­რო კავ­შირ­ში არი­ან. ეს ვირუ­სი უხ­ში­რე­სად მსუ­ბუ­ქი და სა­შუ­ა­ლო ფორ­მით მი­დის.

2. რა არის კო­რო­ნა­ვირუ­სის მიერ გა­მოწ­ვე­უ­ლი პნევ­მო­ნი­ის სიმპტო­მე­ბი?

პირ­ველ რიგ­ში უნდა აღი­ნიშ­ნოს რომ სუ­ბი­ექტს სიმპტო­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა არ აღე­ნიშ­ნე­ბო­დეს, და­ა­ვა­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს უსიმპტო­მოდ, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად შე­იძ­ლე­ბა იყოს ინ­ფექ­ცი­ის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი. ძი­რი­თა­დი სიმპტო­მე­ბი არის ხვე­ლა, ცხე­ლე­ბა, გაძ­ნე­ლე­ბუ­ლი სუნ­თქვა და აგ­რეთ­ვე შე­იძ­ლე­ბა იყოს უმ­ნიშ­ვნე­ლო გას­ტრო-ინ­ტეს­ტი­ნა­ლუ­რი ტრაქ­ტის ჩი­ვი­ლე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ მაჩ­ვე­ნებ­ლებსშე­იძ­ლე­ბა­შეგ­ვხვდეს - ლე­ი­კო­პე­ნია, ლიმ­ფო­პე­ნია და ჰი­პერტრან­სა­მი­ა­ნა­ზე­მია, ზი­ან­დე­ბა ზედა სა­სუნ­თქი გზე­ბი. კო­რო­ნა­ვირუ­სის ლე­ტა­ლო­ბა 2-3 %-ია, თუმ­ცა ციფ­რე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის პროგ­რე­სი გვაძ­ლევს სა­ფუძ­ველს ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ და­ინ­ფი­ცი­რე­ბის ალ­ბა­თო­ბა მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა.

კო­რო­ნა­ვირუ­სის გან­ვი­თა­რე­ბის რისკ ფაქ­ტო­რე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს:

  • ასა­კი, კერ­ძოდ კი 50-60 წლის პი­რე­ბი. ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად მა­ტუ­ლობს და­ა­ვა­დე­ბის მძი­მედ გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი!
  • თამ­ბა­ქოს მო­წე­ვა
  • პა­ცი­ენ­ტე­ბი, რო­მელ­თაც აქვთ სხვა თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი რო­გო­რი­ცაა: გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბა, სა­სუნ­თქი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბა, ღვიძ­ლის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი, ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე, და­სუს­ტე­ბუ­ლი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა

ორ­სუ­ლე­ბი:

  • დღეს­დღე­ო­ბით ხელ­თარ­სე­ბუ­ლი მცი­რე მა­სა­ლის სა­ფუძ­ველ­ზე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ COVID-19 ორ­სუ­ლებ­ში მსუ­ბუქ ფორ­მებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. იგი­ვეს თქმა შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში!

მკურ­ნა­ლო­ბა ძი­რი­თა­დად სიმპტო­მუ­რია, უნდა მოხ­დეს:

  • პა­ცი­ენ­ტის იზო­ლი­რე­ბა
  • მკაც­რი ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბის დაც­ვა
  • პა­ცი­ენ­ტთან სპე­ცი­ა­ლუ­რი ფორ­მით (სა­მო­სით) კონ­ტაქ­ტი
  • ცხვირ-პი­რის დამ­ცა­ვი მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პირ­ბა­დის მოხ­მა­რე­ბა
  • პა­ცი­ენტზე დაკ­ვირ­ვე­ბა
  • მუდ­მი­ვი კონ­ტრო­ლი სა­სი­ცო­ცხლო პა­რა­მეტ­რე­ბის (წნე­ვა, პულ­სი, ჟანგბა­დის სა­ტუ­რა­ცია)
  • ხოლო გარ­თუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა და პა­ცი­ენ­ტე­ბის გა­დაყ­ვა­ნა ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მკურ­ნა­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა ხე­ლოვ­ნურ მარ­თვით სუნ­თქვა­ზე გა­დას­ვლით

პა­ცი­ენ­ტთა მარ­თვის სუნ­თქვა­ზე გა­დაყ­ვა­ნის პი­რო­ბე­ბი უნდა იყოს მკა­ფი­ოდ და მკაც­რად ნაჩ­ვე­ნე­ბი და ინ­ტუ­ბა­ცია უნდა შეს­რულ­დეს დიდი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ექი­მის მიერ!

ასე­ვე ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს დაკ­ვირ­ვე­ბა მთე­ლი რიგი ან­ტი­ვი­რა­ლუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბით მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გებ­ზე, მაგ. Hydroxycloroquin, Lopinavir/Ritonavir, Camostat, Remdesivir და ა.შ.

გან­სა­კუთ­რე­ბით დიდ იმე­დებს ამ­ყა­რე­ბენ მეც­ნი­ე­რე­ბი Remdesivir-ის ან­ტი­ვი­რა­ლურ პრე­პა­რატ­ზე, რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლად ებო­ლას სამ­კურ­ნა­ლოდ შე­იქ­მნა, თუმ­ცა­ღა კლი­ნი­კურ კვლე­ვებ­ში ამ ზე­მოთ­ქმულ ინ­ფექ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ კარ­გი შე­დე­გე­ბი ვერ აჩ­ვე­ნა, მაგ­რამ საკ­მა­ოდ ეფექ­ტუ­რი აღ­მოჩ­ნდა MERS-Coronavirus-ის წი­ნა­აღ­მდეგ.

ახ­ლა­ხანს გა­მოჩ­ნდა პრო­ფე­სორ ფრანკ გროს­ველ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვა იმ ან­ტის­ხე­უ­ლის (ადა­მი­ა­ნის მო­ნოკ­ლო­ნი­რე­ბუ­ლიl ან­ტის­ხე­უ­ლი) აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც პრო­ფე­სო­რის გან­მარ­ტე­ბით ბლო­კი­რე­ბას უკე­თებს SARS-CoV-2 ვირუსს და მის მიერ გა­მოწ­ვე­ულ და­ა­ვა­დე­ბას.

3. რო­გო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბი, სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა და ვირუ­სის­გან თა­ვა­დაც­ვის რჩე­ვე­ბი?

მთა­ვა­რი კი­თხვა არის - შეგ­ვიძ­ლია თუ არა ამ ყვე­ლაფ­რის პრე­ვენ­ცია? პრო­ფი­ლაქ­ტი­კის­თვის ამ ეტაპ­ზე არ არ­სე­ბობს ვაქ­ცი­ნა კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცი­ის­გან და­სა­ცა­ვად, მაგ­რამ ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს ექ­სპე­რი­მენ­ტა­ლუ­რი კვლე­ვე­ბი. ერ­თის მხრივ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ვირუ­სე­ბის მი­ღე­ბის და გავ­რცე­ლე­ბის რის­კის შემ­ცი­რე­ბა, ამი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის დაც­ვა, მე­ო­რეს მხრივ, ნე­ბის­მი­ე­რი სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ხელი შე­უ­წყოს ზო­გა­დად ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის პრე­ვენ­ცი­ას ან პროგ­რე­სი­რე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას უმ­ჯო­ბე­სია რომ გან­ხორ­ცი­ელ­დეს.

რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი:

რად­გან ჯერ­ჯე­რო­ბით ხელთ არ გვაქვს COVID-19 წი­ნა­აღ­მდეგ აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­სურ­ვე­ლია გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ შემ­დე­გი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი:

  • · მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვი­კა­ვოთ თავი მა­ღა­ლი სა­რის­კო ლო­კა­ლი­ზა­ცი­ებ­ში მა­სობ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ზე ყოფ­ნის­გან
  • · შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მკაც­რად და­ვიც­ვათ ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით შინ დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დგომ, კერ­ძოდ ხე­ლე­ბის საპ­ნით და­მუ­შა­ვე­ბა
  • · ხე­ლე­ბის ალ­კოჰო­ლის შემ­ცვე­ლი სას­ტე­რი­ლი­ზა­ციო ხსნა­რით და­მუ­შა­ვე­ბა
  • · არის თუ არა ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბა ვირუს და­ა­ვა­დე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის მი­სა­ღე­ბი, ჯერ­ჯე­რო­ბით ამის და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი მეც­ნი­ე­რუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი არ არ­სე­ბობს
  • · შე­სა­ბა­მი­სი კლი­ნი­კუ­რი სიმპტო­მე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში მივ­მარ­თოთ ექიმს, სა­ა­ვად­მყო­ფოს
  • · შინ დაბ­რუ­ნე­ბი­სას რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია გა­რეთ ნაც­ვა­მი ტა­ნი­სა­მო­სის და ფეხ­საც­მლის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლის შე­სას­ვლელ­ში იზო­ლი­რე­ბა, ანდა ად­გილ­ზე მისი ან­ტი­ვი­რა­ლუ­რი ხსნა­რით და­მუ­შა­ვე­ბა
  • · იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გაძ­ლი­ე­რე­ბა
  • · ჯან­სა­ღი კვე­ბა, სპორ­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა

4. თუ შე­იძ­ლე­ბა გვი­თხა­რით რჩე­ვე­ბი ზო­გა­დად იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად.

რო­გორც აღ­ვნიშ­ნე ზამ­თრის სე­ზო­ნის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი­ამ­წვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი, ვირუ­სუ­ლი და ბაქ­ტე­რი­უ­ლი­ინ­ფექ­ცი­ე­ბისს­წრა­ფი და ინ­ტენ­სი­უ­რი გავ­რცე­ლე­ბა,წლე­ვან­დე­ლი გა­ზა­ფხუ­ლი კი ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, კი­დევ უფრო პრობ­ლე­მუ­რი აღ­მოჩ­ნდა. სა­ჭი­როა იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე ინ­ტენ­სი­უ­რი ზრუნ­ვა, რათა თავი და­ვიც­ვათ არა­სა­სურ­ვე­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის­გან.

ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხდე­ბა­ი­სე­თი სამ­კურ­ნალ­წამ­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბაც, რომ­ლე­ბიც ზრდის სა­სუნ­თქი გზე­ბის რე­ზის­ტენ­ტო­ბას, გამ­ძლე­ო­ბას, სხვა­დას­ხვა ბაქ­ტე­რი­უ­ლი და ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის მი­მართ.

მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი იყო პო­ლი­ვა­ლენ­ტუ­რი მე­ქა­ნი­კუ­რი ბაქ­ტე­რი­უ­ლი ლი­ზა­ტე­ბის (პრე­პა­რა­ტი ის­მი­ჟე­ნი) იმუ­ნო­მო­დუ­ლა­ტო­რუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა, რაც კი­დევ ერთხელ ამ­ყა­რებს ბაქ­ტე­რი­უ­ლი ლი­ზა­ტე­ბის და­ნიშ­ვნის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბას სა­სუნ­თქი გზე­ბის ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრო­ფი­ლაქ­ტი­კი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის­თვის.

ის­მი­ჟე­ნი ას­ტი­მუ­ლი­რებს ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის ბუ­ნებ­რი­ვი მკვლე­ლი უჯრე­დე­ბის ად­რე­უ­ლაქ­ტი­ვა­ცი­ას, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ გა­ა­კონ­ტრო­ლონ ბაქ­ტე­რი­ე­ბი­სა და ვირუ­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბა, სა­ნამ სპე­ცი­ფი­კუ­რი იმუ­ნი­ტე­ტი არ გან­ვი­თარ­დე­ბა.

მე­ო­რე­მე­ქა­ნიზ­მი, რო­მე­ლი­ცახ­ლა­ხა­ნიქ­ნა აღ­მო­ჩე­ნი­ლი, ეყ­რდნო­ბა პო­ლი­ვა­ლენ­ტუ­რი მე­ქა­ნი­კუ­რი ბაქ­ტე­რი­უ­ლი ლი­ზა­ტის­შე­საძ­ლებ­ლო­ბას­გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს ლორ­წო­ვა­ნი გარ­სის­ბა­რი­ე­რუ­ლი ფუნ­ქცია. მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მებ­მა, რომ­ლებ­მაც­შე­აღ­წი­ე­სა­და­მი­ა­ნისს­ხე­ულ­ში, ჯე­რუნ­და­გა­და­ლა­ხო­ნე­პი­თე­ლუ­რი­უ­ჯრე­დე­ბის­ფე­ნა. ადა­მი­ა­ნის­ლორ­წო­ვა­ნი­სე­პი­თე­ლუ­რი­უ­ჯრე­დე­ბი­ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, რო­გორ­ცფი­ზი­კუ­რი­ბა­რი­ე­რი­ინ­ფექ­ცი­ის­თა­ვი­და­ნა­სა­ცი­ლებ­ლად, გარ­და ამი­სა მათ შე­უძ­ლი­ათ ამო­იც­ნონ მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბის არ­სე­ბო­ბა და გა­ზარ­დონ ბა­რი­ე­რუ­ლი ფუნ­ქცია, სიგ­ნა­ლი გა­უგ­ზავ­ნონ ლე­ი­კო­ცი­ტებს და პირ­და­პირ გა­ა­ნად­გუ­რონ ზო­გი­ერ­თი პა­თო­გე­ნი.

ის­მი­ჟე­ნი (პო­ლი­ვა­ლენ­ტუ­რი მე­ქა­ნი­კუ­რი ბაქ­ტე­რი­უ­ლი ლი­ზა­ტი) წარ­მო­ად­გენს შვე­ი­ცა­რი­უ­ლი კომ­პა­ნია “Lallemand Pharma”–ს მიერ წარ­მო­ე­ბულ ახა­ლი თა­ო­ბის, ბაქ­ტე­რი­უ­ლი წარ­მო­შო­ბის იმუ­ნო­მო­დუ­ლა­ტორს. მისი მოქ­მე­დე­ბის პრინ­ცი­პი ეფუძ­ნე­ბა იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის კონ­ტრო­ლი­სა და დამ­ცვე­ლო­ბი­თი მე­ქა­ნიზ­მე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას, რაც გა­ნა­პი­რო­ბებს სა­სუნ­თქი გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ფი­ლაქ­ტი­კა­სა და მათ­თან ორ­გა­ნიზ­მის ბრძო­ლის აქ­ტი­ვა­ცი­ას. სწო­რედ ამი­ტომ ის­მი­ჟენს სხვაგ­ვა­რად „პე­რო­რა­ლურ ვაქ­ცი­ნა­საც“ უწო­დე­ბენ.

ის­მი­ჟე­ნის (პო­ლი­ვა­ლენ­ტუ­რი მე­ქა­ნი­კუ­რი ბაქ­ტე­რი­უ­ლი ლი­ზა­ტის) შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დის იმ ბაქ­ტე­რი­ე­ბის ლი­ზა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც უხ­ში­რე­სად იწ­ვე­ვენ რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ტრაქ­ტის ინ­ფექ­ცი­ებს და ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის გარ­თუ­ლე­ბებს. ბაქ­ტე­რი­უ­ლი ლი­ზა­ტე­ბი აძ­ლი­ე­რებს ორ­გა­ნიზ­მის იმუ­ნურ პა­სუხს რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

ის­მი­ჟე­ნი იმუ­ნო­მო­დუ­ლა­ტო­რუ­ლი მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად ამ­ცი­რებს სა­სუნ­თქი სის­ტე­მის ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სიხ­ში­რე­სა და ინ­ტენ­სი­ვო­ბას, ხოლო ავა­დო­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა უფრო სწრა­ფად ხდე­ბა.

ამ­გვა­რად, ის­მი­ჟე­ნი გა­გიძ­ლი­ე­რებთ სა­სუნ­თქი სის­ტე­მის იმუ­ნი­ტეტს და და­გი­ცავთ ბაქ­ტე­რი­ე­ბი­სა და ვირუ­სე­ბი­სა­გან.

კახა ვა­ჭა­რა­ძე

მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი; თსსუ ფთი­ზი­ატ­რი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი

ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი­სა და ფილ­ტვის და­ა­ვა­დე­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი

სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი

ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ექიმ­თა ლი­გის რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი

სა­ქარ­თვე­ლოს ბრონ­ქო­ლოგ­თა და პულ­მო­ნო­ლოგ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი

სა­ქარ­თვე­ლოს ფთი­ზი­ატრთა და პულ­მო­ნო­ლოგ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის გამ­გე­ო­ბის წევ­რი

სა­ქარ­თვე­ლოს თო­რა­კა­ლურ ქი­რურგთა ასო­ცი­ა­ცი­ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი

ევ­რო­პის რეს­პი­რა­ცი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის (ERS) წევ­რი

ამე­რი­კის თო­რა­კა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის (ATS) წევ­რი

ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლი­ოს ბრონ­ქო­ლოგ­თა და ინ­ტერ­ვენ­ცი­ულ პულ­მო­ნო­ლოგ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის (WEABIP)

ეროვ­ნუ­ლი პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი მე­დი­ცი­ნა­ში.

R

ავტორი:

რა უნდა ვიცოდეთ კორონავირუსის შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ კორონავირუსის შესახებ

ზამთრის სეზონზე სასუნთქი სისტემის ინფექციური დაავადებები ისედაც გახშირებულია, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების პარალელურად მოსახლეობაში მატულობს დაძაბულობა. ამიტომ მნიშვნელოვანია მოსახლეობას ჰქონდეს ადეკვატური ინფორმაცია ზოგადად ვირუსული ინფექციების პრევენციული ღონისძიებებისა და გარკვეული პროფილაქტიკური საშუალებების შესახებ.

1. დღეს აქტუალური საკითხია კორონავირუსი, რა შეგიძლიათ გვითხრათ კონკრეტულად ამ ვირუსის შესახებ?

კორონავირუსი წარმოადგენს გავრცელებულ ვირუსების ჯგუფს, რომელსაც ეს სახელი დაერქვაზედაპირზე გვირგვინისმაგვარი წანაზარდების გამო. კორონავირუსი არის ზოონოზური ვირუსი, ზოგი სახეობააზიანებს მხოლოდ ცხოველს და ცირკულირებს მხოლოდ ცხოველებში, ზოგ შემთხვევაში მისი გადაცემა ხდება ცხოველიდან ადამიანზე. ადამიანთა უმრავლესობა კორონავირუსით ავადდება მისი ცხოვრების რაღაც პერიოდში ერთხელ მაინც. ჩვეულებრივ იწვევს ზედა რესპირაციული ტრაქტის მსუბუქ ან საშუალო სიმძიმის ინფექციას, როგორც ჩვეულებრივი გაციება. თუმცა შეიძლება აგრეთვე გამოიწვიოს ისეთი დაავადება, როგორიც არის ბრონქიტი და პნევმონია, როგორც ეს ახასიათებს ახლა გამოვლენილ კორონავირუსს - 2019-nCoV.

კორონავირუსი ცნობილია დაახლოებით 20 წელია, ის იწვევს საერთო გაციების 15-20 %-ს. სწორედ მან გამოიწვია 2002 წელს მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის (SARS-COV) ეპიდემიური აფეთქება ჩინეთში. ამ შემთხვევაში, ცხოველი, რომელსაც ვირუსი ჰქონდაიყო ძუძუმწოვარი, რომელიც ბინადრობდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ეს ეპიდემია დასრულდა 2004 წელს, რომლის ლეტალობის მაჩვენებელი იყო 10-12%.

ცნობილია კიდევ სხვა კორონავირუსის მიერ გამოწვეული ეპიდემია, რომელიც დღემდე მიმდინარეობს, ეს არის კორონავირუსის ერთ-ერთი სახე, რომელიც ცნობილია - შუა აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის (MERS-COV) სახელით. ამ ინფექციას სიკვდილიანობა 37% -ს აქვს და გვხვდება ძირითადად ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები.ამ შემთხვევაში, ცხოველი, რომლისგანაც გავრცელდა ვირუსი იყო აქლემი.

კორონავირუსი, რომელიც ახლა იწვევს პნევმონიას ჩინეთში და რომელიც ბოლო პერიოდში ვრცელდება მთელ მსოფლიოში, არის ვირუსების დიდი ოჯახი, რომელსაც აქვს გარკვეული მსგავსება ზემოთ ხსენებულ ორ ვირუსთან. ეს ვირუსები გადაეცემა ცხოველიდან ადამიანს. კორონავირუსის ინკუბაციური პერიოდი მერყეობს 1 კვირამდე (ზოგიერთ წყაროში 2-14 დღე). 2019-nCoV-ით გამოწვეული ინფექცია პირველად დაფიქსირდა ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში. პირველი ინფიცირებული ადამიანები თევზის და გარეული ცხოველების ბაზრობებზე დაფიქსირდა, სადაც ცხოველები და ადამიანები მჭიდრო კავშირში არიან. ეს ვირუსი უხშირესად მსუბუქი და საშუალო ფორმით მიდის.

2. რა არის კორონავირუსის მიერ გამოწვეული პნევმონიის სიმპტომები?

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს რომ სუბიექტს სიმპტომები შეიძლება არ აღენიშნებოდეს, დაავადება მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ, მაგრამ ამავდროულად შეიძლება იყოს ინფექციის გამავრცელებელი. ძირითადი სიმპტომები არის ხველა, ცხელება, გაძნელებული სუნთქვა და აგრეთვე შეიძლება იყოს უმნიშვნელო გასტრო-ინტესტინალური ტრაქტის ჩივილები. რაც შეეხება ლაბორატორიულ მაჩვენებლებსშეიძლებაშეგვხვდეს - ლეიკოპენია, ლიმფოპენია და ჰიპერტრანსამიანაზემია, ზიანდება ზედა სასუნთქი გზები. კორონავირუსის ლეტალობა 2-3 %-ია, თუმცა ციფრების მაჩვენებლების პროგრესი გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ დაინფიცირების ალბათობა მაღალი იქნება.

კორონავირუსის განვითარების რისკ ფაქტორები შეიძლება იყოს:

  • ასაკი, კერძოდ კი 50-60 წლის პირები. ასაკის მატებასთან ერთად მატულობს დაავადების მძიმედ განვითარების რისკი!
  • თამბაქოს მოწევა
  • პაციენტები, რომელთაც აქვთ სხვა თანმხლები დაავადებები როგორიცაა: გულ-სისხლძარღვთა დაავადება, სასუნთქი სისტემის დაავადება, ღვიძლის ქრონიკული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, ავთვისებიანი სიმსივნე, დასუსტებული იმუნური სისტემა

ორსულები:

  • დღესდღეობით ხელთარსებული მცირე მასალის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ COVID-19 ორსულებში მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს. იგივეს თქმა შეიძლება ბავშვებთან მიმართებაში!

მკურნალობა ძირითადად სიმპტომურია, უნდა მოხდეს:

  • პაციენტის იზოლირება
  • მკაცრი ჰიგიენური პირობების დაცვა
  • პაციენტთან სპეციალური ფორმით (სამოსით) კონტაქტი
  • ცხვირ-პირის დამცავი მაღალი ხარისხის პირბადის მოხმარება
  • პაციენტზე დაკვირვება
  • მუდმივი კონტროლი სასიცოცხლო პარამეტრების (წნევა, პულსი, ჟანგბადის სატურაცია)
  • ხოლო გართულების შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება და პაციენტების გადაყვანა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, აუცილებლობის შემთხვევაში, მკურნალობის გაგრძელება ხელოვნურ მართვით სუნთქვაზე გადასვლით

პაციენტთა მართვის სუნთქვაზე გადაყვანის პირობები უნდა იყოს მკაფიოდ და მკაცრად ნაჩვენები და ინტუბაცია უნდა შესრულდეს დიდი გამოცდილების მქონე ექიმის მიერ!

ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს დაკვირვება მთელი რიგი ანტივირალური პრეპარატებით მკურნალობის შედეგებზე, მაგ. Hydroxycloroquin, Lopinavir/Ritonavir, Camostat, Remdesivir და ა.შ.

განსაკუთრებით დიდ იმედებს ამყარებენ მეცნიერები Remdesivir-ის ანტივირალურ პრეპარატზე, რომელიც თავდაპირველად ებოლას სამკურნალოდ შეიქმნა, თუმცაღა კლინიკურ კვლევებში ამ ზემოთქმულ ინფექციის წინააღმდეგ კარგი შედეგები ვერ აჩვენა, მაგრამ საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა MERS-Coronavirus-ის წინააღმდეგ.

ახლახანს გამოჩნდა პროფესორ ფრანკ გროსველდის ხელმძღვანელობით ჩატარებული მეცნიერული კვლევა იმ ანტისხეულის (ადამიანის მონოკლონირებულიl ანტისხეული) აღმოჩენის შესახებ, რომელიც პროფესორის განმარტებით ბლოკირებას უკეთებს SARS-CoV-2 ვირუსს და მის მიერ გამოწვეულ დაავადებას.

3. როგორი შეიძლება იყოს ჰიგიენის წესები, სამოქალაქო პასუხისმგებლობის მნიშვნელობა და ვირუსისგან თავადაცვის რჩევები?

მთავარი კითხვა არის - შეგვიძლია თუ არა ამ ყველაფრის პრევენცია? პროფილაქტიკისთვის ამ ეტაპზე არ არსებობს ვაქცინა კორონავირუსის ინფექციისგან დასაცავად, მაგრამ ინტენსიურად მიმდინარეობს ექსპერიმენტალური კვლევები. ერთის მხრივ ჩვენ შეგვიძლია ვირუსების მიღების და გავრცელების რისკის შემცირება, ამისათვის აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა, მეორეს მხრივ, ნებისმიერი საშუალება, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს ზოგადად ვირუსული ინფექციების პრევენციას ან პროგრესირების თავიდან აცილებას უმჯობესია რომ განხორციელდეს.

რეკომენდაციები:

რადგან ჯერჯერობით ხელთ არ გვაქვს COVID-19 წინააღმდეგ აპრობირებული საშუალება, სასურველია გავითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:

  • · მაქსიმალურად შევიკავოთ თავი მაღალი სარისკო ლოკალიზაციებში მასობრივი თავშეყრის ადგილებზე ყოფნისგან
  • · შეძლებისდაგვარად მკაცრად დავიცვათ ჰიგიენური პირობები, განსაკუთრებით შინ დაბრუნების შემდგომ, კერძოდ ხელების საპნით დამუშავება
  • · ხელების ალკოჰოლის შემცველი სასტერილიზაციო ხსნარით დამუშავება
  • · არის თუ არა ალკოჰოლის მიღება ვირუს დაავადების პრევენციისთვის მისაღები, ჯერჯერობით ამის დასაბუთებული მეცნიერული რეკომენდაციები არ არსებობს
  • · შესაბამისი კლინიკური სიმპტომების არსებობის შემთხვევაში მივმართოთ ექიმს, საავადმყოფოს
  • · შინ დაბრუნებისას რეკომენდებულია გარეთ ნაცვამი ტანისამოსის და ფეხსაცმლის საცხოვრებელ სახლის შესასვლელში იზოლირება, ანდა ადგილზე მისი ანტივირალური ხსნარით დამუშავება
  • · იმუნური სისტემის გაძლიერება
  • · ჯანსაღი კვება, სპორტული აქტივობა

4. თუ შეიძლება გვითხარით რჩევები ზოგადად იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.

როგორც აღვნიშნე ზამთრის სეზონისთვის დამახასიათებელიამწვავე რესპირატორული, ვირუსული და ბაქტერიულიინფექციებისსწრაფი და ინტენსიური გავრცელება,წლევანდელი გაზაფხული კი ზემოთხსენებული მიზეზების გამო, კიდევ უფრო პრობლემური აღმოჩნდა. საჭიროა იმუნური სისტემის გაძლიერებაზე ინტენსიური ზრუნვა, რათა თავი დავიცვათ არასასურველი ინფექციებისგან.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით მნიშვნელოვანი ხდებაისეთი სამკურნალწამლო საშუალებების გამოყენებაც, რომლებიც ზრდის სასუნთქი გზების რეზისტენტობას, გამძლეობას, სხვადასხვა ბაქტერიული და ვირუსული ინფექციის მიმართ.

მეცნიერული კვლევების საფუძველზე დადასტურებული იყო პოლივალენტური მექანიკური ბაქტერიული ლიზატების (პრეპარატი ისმიჟენი) იმუნომოდულატორული აქტივობა, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს ბაქტერიული ლიზატების დანიშვნის მიზანშეწონილობას სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.

ისმიჟენი ასტიმულირებს ადამიანის ორგანიზმის ბუნებრივი მკვლელი უჯრედების ადრეულაქტივაციას, რომლებსაც შეუძლიათ გააკონტროლონ ბაქტერიებისა და ვირუსების გავრცელება, სანამ სპეციფიკური იმუნიტეტი არ განვითარდება.

მეორემექანიზმი, რომელიცახლახანიქნა აღმოჩენილი, ეყრდნობა პოლივალენტური მექანიკური ბაქტერიული ლიზატისშესაძლებლობასგააუმჯობესოს ლორწოვანი გარსისბარიერული ფუნქცია. მიკროორგანიზმებმა, რომლებმაცშეაღწიესადამიანისსხეულში, ჯერუნდაგადალახონეპითელურიუჯრედებისფენა. ადამიანისლორწოვანისეპითელურიუჯრედებიფუნქციონირებს, როგორცფიზიკურიბარიერიინფექციისთავიდანასაცილებლად, გარდა ამისა მათ შეუძლიათ ამოიცნონ მიკროორგანიზმების არსებობა და გაზარდონ ბარიერული ფუნქცია, სიგნალი გაუგზავნონ ლეიკოციტებს და პირდაპირ გაანადგურონ ზოგიერთი პათოგენი.

ისმიჟენი (პოლივალენტური მექანიკური ბაქტერიული ლიზატი) წარმოადგენს შვეიცარიული კომპანია “Lallemand Pharma”–ს მიერ წარმოებულ ახალი თაობის, ბაქტერიული წარმოშობის იმუნომოდულატორს. მისი მოქმედების პრინციპი ეფუძნება იმუნური სისტემის კონტროლისა და დამცველობითი მექანიზმების გაძლიერებას, რაც განაპირობებს სასუნთქი გზების ინფექციების განვითარების პროფილაქტიკასა და მათთან ორგანიზმის ბრძოლის აქტივაციას. სწორედ ამიტომ ისმიჟენს სხვაგვარად „პერორალურ ვაქცინასაც“ უწოდებენ.

ისმიჟენის (პოლივალენტური მექანიკური ბაქტერიული ლიზატის) შემადგენლობაში შედის იმ ბაქტერიების ლიზატები, რომლებიც უხშირესად იწვევენ რესპირაციული ტრაქტის ინფექციებს და ვირუსული ინფექციის გართულებებს. ბაქტერიული ლიზატები აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ პასუხს რესპირაციული ინფექციების წინააღმდეგ.

ისმიჟენი იმუნომოდულატორული მოქმედების შედეგად ამცირებს სასუნთქი სისტემის ინფექციური დაავადებების სიხშირესა და ინტენსივობას, ხოლო ავადობის შემთხვევაში გამოჯანმრთელება უფრო სწრაფად ხდება.

ამგვარად, ისმიჟენი გაგიძლიერებთ სასუნთქი სისტემის იმუნიტეტს და დაგიცავთ ბაქტერიებისა და ვირუსებისაგან.

კახა ვაჭარაძე

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; თსსუ ფთიზიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

საქართველოს რესპირაციული ასოციაციის პრეზიდენტი

ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის რესპირაციული ასოციაციის პრეზიდენტი

საქართველოს ბრონქოლოგთა და პულმონოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი

საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციის გამგეობის წევრი

საქართველოს თორაკალურ ქირურგთა ასოციაციის თანადამფუძნებელი

ევროპის რესპირაციული საზოგადოების (ERS) წევრი

ამერიკის თორაკალური საზოგადოების (ATS) წევრი

ევროპისა და მსოფლიოს ბრონქოლოგთა და ინტერვენციულ პულმონოლოგთა საზოგადოების (WEABIP)

ეროვნული პრემიის ლაურეატი მედიცინაში.

R

საქართველოში წარმოებული პირბადეების პირველი პარტია მზად ხვალისთვის იქნება

"თუ ინფიცირების შემთხვევების მაღალი მატება გვექნება, გავცემთ რეკომენდაციას, რომ სწავლა კიდევ ერთხელ შეჩერდეს"

მე ნოსტრადამუსი არ ვარ და არც ვანგა - სიტუაციის მიხედვით იქნება ყველაფერი ქვეყანაში - პაატა იმნაძე