პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსის გამო, პენიტენციურ დაწესებულებებში ორი კვირით განსაკუთრებული პირობები ამოქმედდა
კორონავირუსის გამო, პენიტენციურ დაწესებულებებში ორი კვირით განსაკუთრებული პირობები ამოქმედდა

ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­საძ­ლო გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ორი კვი­რის ვა­დით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი ამოქ­მედ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის მოქ­მე­დე­ბის პე­რი­ოდ­ში ბრალ­დე­ბუ­ლებ­სა და მსჯავ­რდე­ბუ­ლებს შე­უ­ჩერ­დათ პა­ტიმ­რო­ბის კო­დექ­სით გან­სა­ზღვრუ­ლი სა­ო­ჯა­ხო, ხან­გრძლი­ვი და ხან­მოკ­ლე პა­ემ­ნე­ბით სარ­გებ­ლო­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის გა­რეთ ხან­მოკ­ლე გას­ვლის, აგ­რეთ­ვე, გან­სა­კუთ­რე­ბულ, პი­რად გა­რე­მო­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დრო­ე­ბით და­ტო­ვე­ბის უფ­ლე­ბა.

"სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის 35-ე მუხ­ლის მე-4 პუნ­ქტის „ბ“ ქვე­პუნ­ქტის, „სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­საძ­ლო გავ­რცე­ლე­ბის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და ახა­ლი კო­რო­ნა-ვირუ­სით 2019-nCov გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვებ­ზე ოპე­რა­ტი­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბის გეგ­მის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 2020 წლის 28 იან­ვრის N 164 გან­კარ­გუ­ლე­ბის პირ­ვე­ლი პუნ­ქტით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი გეგ­მის მე-2 მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის, პა­ტიმ­რო­ბის კო­დექ­სის 58-ე მუხ­ლი­სა და „სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის დე­ბუ­ლე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის 2018 წლის 22 დე­კემ­ბრის N366 ბრძა­ნე­ბით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი დე­ბუ­ლე­ბის მე-7 მუხ­ლის მე-2 პუნ­ქტის „ლ“ და „ღ“ ქვე­პუნ­ქტე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა გა­მოს­ცა ბრძა­ნე­ბა 2020 წლის 5-დან 19 მარ­ტის ჩათ­ვლით პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის შე­მო­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის მოქ­მე­დე­ბის პე­რი­ოდ­ში ბრალ­დე­ბუ­ლებ­სა და მსჯავ­რდე­ბუ­ლებს შე­უ­ჩერ­დათ პა­ტიმ­რო­ბის კო­დექ­სით გან­სა­ზღვრუ­ლი სა­ო­ჯა­ხო, ხან­გრძლი­ვი და ხან­მოკ­ლე პა­ემ­ნე­ბით სარ­გებ­ლო­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის გა­რეთ ხან­მოკ­ლე გას­ვლის, აგ­რეთ­ვე, გან­სა­კუთ­რე­ბულ, პი­რად გა­რე­მო­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დრო­ე­ბით და­ტო­ვე­ბის უფ­ლე­ბა. ამას­თან, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის მოქ­მე­დე­ბის პე­რი­ოდ­ში გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მომ­ზა­დე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­თავ­სე­ბულ მსჯავ­რდე­ბუ­ლებს შე­უ­ჩერ­დათ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის გა­რეთ, სწავ­ლის ან/და მუ­შა­ო­ბის შემ­თხვე­ვა­ში და სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნილ დას­ვე­ნე­ბი­სა და უქმე დღე­ებ­ში გას­ვლის უფ­ლე­ბა. და­ბო­ლოს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის მოქ­მე­დე­ბის პე­რი­ოდ­ში პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ახალ­შე­მო­სუ­ლი ბრალ­დე­ბუ­ლი/მსჯავ­რდე­ბუ­ლი გან­თავ­სე­ბულ­ნი იქ­ნე­ბი­ან სხვა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­გან/ მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის­გან გან­ცალ­კე­ვე­ბით",-ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

კორონავირუსის გამო, პენიტენციურ დაწესებულებებში ორი კვირით განსაკუთრებული პირობები ამოქმედდა

კორონავირუსის გამო, პენიტენციურ დაწესებულებებში ორი კვირით განსაკუთრებული პირობები ამოქმედდა

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში ორი კვირის ვადით განსაკუთრებული პირობები ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეუჩერდათ პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული საოჯახო, ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებით სარგებლობის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება.

"საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონა-ვირუსით 2019-nCov გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის N 164 განკარგულების პირველი პუნქტით დამტკიცებული გეგმის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, პატიმრობის კოდექსის 58-ე მუხლისა და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის N366 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ და „ღ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გამოსცა ბრძანება 2020 წლის 5-დან 19 მარტის ჩათვლით პენიტენციურ დაწესებულებებში განსაკუთრებული პირობების შემოღებასთან დაკავშირებით.

განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეუჩერდათ პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული საოჯახო, ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებით სარგებლობის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება. ამასთან, განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს შეუჩერდათ დაწესებულების გარეთ, სწავლის ან/და მუშაობის შემთხვევაში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასვენებისა და უქმე დღეებში გასვლის უფლება. დაბოლოს, განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში ახალშემოსული ბრალდებული/მსჯავრდებული განთავსებულნი იქნებიან სხვა ბრალდებულებისგან/ მსჯავრდებულებისგან განცალკევებით",-ნათქვამია ინფორმაციაში.

"ევექსი" - კორონავირუსი ჩვენ სათაო ოფისში მომუშავე ადამიანს დაუფიქსირდა

კორონავირუსის გამო, ryanair-ი იტალიიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების რაოდენობას ამცირებს, ნაწილს კი აუქმებს

"ქვეყანაში შეიძლება, გაიზარდოს ინფიცირებულთა რიცხვი..." - ამირან გამყრელიძე