მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
8 უნიკალური ქალის ამბავი "ლუტეციასგან"
8 უნიკალური ქალის ამბავი "ლუტეციასგან"

თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ეპო­ქა­ში სო­ცი­ა­ლურ ქსელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი და­ე­კის­რა - ინ­ფორ­მა­ცი­ის სწრა­ფად გაც­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბის გარ­და, ის იქცა სივ­რცედ, რო­მელ­მაც არა­ერ­თი ნი­ჭი­ე­რი, სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბის მქო­ნე, მა­ნამ­დე ბევ­რის­თვის უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი ფარ­თო მა­სებს გა­აც­ნო.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბის ბი­ოგ­რა­ფია თუ საქ­მი­ა­ნო­ბა რომ „ვირუ­სუ­ლად“ ვრცელ­დე­ბა და გავ­რცე­ლე­ბის მას­შტა­ბი, რო­გორც წესი, ყო­ველ­გვარ მო­ლო­დინს აჭარ­ბებს ხოლ­მე, ამის თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თი ქალ­თა დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, პარ­ფი­უ­მე­რუ­ლი ქსე­ლის „ლუ­ტე­ცი­ას“ მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი კამ­პა­ნია სა­ხელ­წო­დე­ბით - „გა­უ­ზი­ა­რე ემო­ცია“ გახ­და.

სწო­რედ ამ კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­იც­ნო რვა ქალი, რომ­ლე­ბიც პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გვიყ­ვე­ბი­ან, რო­გორ გა­ვუმკლავ­დეთ ყო­ველ­დღი­ურ გა­მოწ­ვე­ვებს და სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბით გვაჩ­ვე­ნე­ბენ, რო­გორ და­ვან­გრი­ოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი გარ­კვე­უ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი.

სტე­რე­ო­ტი­პი, რომ მა­გა­ლი­თად, ქალი არ შე­იძ­ლე­ბა ერ­თდრო­უ­ლად იყოს დე­დაც, პრო­ფე­სი­ით დიპ­ლო­მა­ტიც, პა­რა­შუ­ტის­ტიც და პი­ლო­ტიც - და­ან­გრია აშშ-ში მცხოვ­რებ­მა ქარ­თველ­მა ნა­თია მა­მა­ი­აშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის დას­რუ­ლე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შემ­დეგ მიხ­ვდა, რომ ბედ­ნი­ე­რე­ბას ვერ იპო­ვი, თუ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბებს გა­და­გა­ვი­წყებს.

ამი­ტო­მაც, ერთ დღე­საც, კა­რი­ბის კუნ­ძუ­ლებ­ზე, ძლი­ე­რი ქა­რის დროს, ჯერ პა­რა­შუ­ტით გად­მოხ­ტა და მიხ­ვდა, რომ პრო­ფე­სი­ით დიპ­ლო­მატს დიდ ავი­ა­ცი­ა­შიც შე­ეძ­ლო სა­კუ­თა­რი ღირ­სე­უ­ლი ად­გი­ლის დამ­კვიდ­რე­ბა. მან ეს მო­ა­ხერ­ხა და უკვე 10 წე­ლია აშშ-ში, უმაღ­ლე­სი დო­ნის პი­ლო­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­შია.

სტე­რე­ო­ტი­პი, რომ თით­ქოს ქალს არ შე­ე­ფე­რე­ბა, ან მისი ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი ვერ გა­უმკლავ­დე­ბა ისეთ რთულ და დამ­ღლელ საქ­მი­ა­ნო­ბას, რო­გო­რიც ტაქ­სის მარ­თვაა, და­ამ­სხვრია 63 წლის ელე­ნე მენ­თე­შაშ­ვილ­მაც - ის უკვე 15 წე­ლია ავ­ტო­მო­ბილ­ზე და­მაგ­რე­ბუ­ლი ტაქ­სის ბა­ნე­რით მარ­თავს სა­ჭეს და თბი­ლის­ში მგზავ­რებს ემ­სა­ხუ­რე­ბა. მისი ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა კი­დევ ერთხელ ამ­ტკი­ცებს, რომ ცნე­ბა - სუს­ტი სქე­სი, უბ­რა­ლოდ, არ არ­სე­ბობს.

ან, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა არ ჩათ­ვა­ლო, რომ „სუს­ტი სქე­სი“ მხო­ლოდ დრო­მოჭ­მუ­ლი ფრა­ზა და სტე­რე­ო­ტი­პია, რო­დე­საც ფეხ­ბურ­თის მო­ე­დან­ზე ხე­დავ ახალ­გაზ­რდა, მო­ტი­ვი­რე­ბულ გო­გოს - 13 წლის ასაკ­ში რომ უთხრეს, სქე­სის გამო ვე­რას­დროს გახ­დე­ბო­და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, თუმ­ცა დღეს უკვე ბე­ლო­რუ­სი­ის ჩემ­პი­ო­ნა­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის სტა­ტუსს ატა­რებს.

ნინო პა­სი­კაშ­ვილ­მა წარ­მა­ტე­ბით ითა­მა­შა უკ­რა­ი­ნი­სა და თურ­ქე­თის ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ზეც, ამ­ჯე­რად კი, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ბევ­რს ვარ­ჯი­შობს, რომ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზეც ყვე­ლას აჩ­ვე­ნოს მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მუ­მი.

სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით უკვე დიდი ხა­ნია ბევ­რს აო­ცებს ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლი ანა გი­ორ­გა­ძე. რო­გორც ის იხ­სე­ნებს, თავ­და­პირ­ვე­ლად, მგზავ­რე­ბი თვა­ლებ­ში შიშს ვერ მა­ლავ­დნენ, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის უზარ­მა­ზარ სა­ჭეს­თან მას ხე­დავ­დნენ, თუმ­ცა ახლა უკვე ანა ლოტ­კინ­ზე მცხოვ­რებ­თათ­ვის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის ნა­წი­ლი გახ­და და მის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბულ სით­ბო­სა და სიყ­ვა­რულს გა­მო­ხა­ტა­ვენ.

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი მო­იც­ვა 36 წლის მეღ­ვი­ნე ქა­ლის, ქეთო ნი­ნი­ძის ცხოვ­რე­ბის სტილ­მაც, რო­მე­ლიც ახლა მარ­ტვილ­ში ცხოვ­რობს და და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს იშ­ვი­ა­თი ჯი­შის ღვი­ნო­ებს აწარ­მო­ებს.

მა­საც აქვს ჯერ კი­დევ აუხ­დე­ნე­ლი ოც­ნე­ბა - კარ­გად გა­მო­იკ­ვლი­ოს ღვი­ნის ჯერ კი­დევ უც­ნო­ბი და შე­უს­წავ­ლე­ლი ჯი­შე­ბი და ისი­ნი არამ­ხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რე­თაც ღვი­ნის მოყ­ვა­რუ­ლებს გა­აც­ნოს.

თავ­და­პირ­ვე­ლად, გარ­შე­მომ­ყოფ­თათ­ვის სა­კუ­თა­რი გეგ­მე­ბის სის­წო­რე­ში და­სარ­წმუ­ნე­ბუ­ლად დიდი ძა­ლის­ხმე­ვა და ენერ­გია და­ხარ­ჯა ახლა უკვე წარ­მა­ტე­ბულ­მა ფერ­მერ­მა ნინო ზამ­ბა­ხი­ძემ.

საქ­მი­ა­ნო­ბის და­სა­წყის­ში, მა­საც არ­წმუ­ნებ­დნენ, რომ ქალს ფერ­მერ­თა წრე­ში სა­კუ­თა­რი ად­გი­ლის დამ­კვიდ­რე­ბა გა­უძ­ნელ­დე­ბო­და, თუმ­ცა ასე­თი შე­ძა­ხი­ლი სუ­ლაც არ აღ­მოჩ­ნდა ნი­ნოს­თვის და­მაბ­რკო­ლე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი.

ვერც ელე­ნე ლო­ლა­ძე შე­ა­ფერ­ხა სტე­რე­ო­ტი­პულ­მა ბა­რი­ე­რებ­მა თუ კლი­შე­ებ­მა გამ­ხდა­რი­ყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა კინგბოქ­სი­ო­რი, ისე­ვე რო­გორც ბა­ი­კე­რი ნანა მა­მუ­კაშ­ვი­ლი ვერ შე­ა­ში­ნა გა­რე­მომ და ახლა უფრო გა­ბე­დუ­ლად მარ­თავს რო­გორც მო­ტო­ციკ­ლეტს, ასე­ვე, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ავ­ტო­მო­ბილ­საც.

რვა უნი­კა­ლურ­მა ქალ­ბა­ტონ­მა, რო­მელ­თა ის­ტო­რი­ამ, შე­საძ­ლოა, არა­ერთ მო­ქა­ლა­ქეს მეტი მო­ტი­ვა­ცია და ძალა შე­მა­ტა სა­კუ­თა­რი ოც­ნე­ბე­ბის ახ­დე­ნის გზა­ზე უფრო გა­ბე­დუ­ლე­ბი იყ­ვნენ, კი­დევ ერთხელ დაგ­ვარ­წმუ­ნა - სწო­რედ მო­ტი­ვა­ცი­ით, თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მით, სა­კუ­თა­რი მიზ­ნის­კენ სწრაფ­ვი­თა და საქ­მის სიყ­ვა­რუ­ლი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი, გრან­დი­ო­ზუ­ლი წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა და რაც მთა­ვა­რია, სტე­რე­ო­ტი­პე­ბი­სა თუ კლი­შე­ე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა.

ამა­ში კი ნა­თი­ას, ელე­ნეს, ნი­ნოს, ანა­სა თუ მათ მსგავ­სად სხვა გა­ბე­დუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის როლი - გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია

იმის­თვის კი, რომ ისი­ნი არამ­ხო­ლოდ გა­ვიც­ნოთ, ჩვე­ნი ყუ­რა­დღე­ბით და­ვა­ფა­სოთ კი­დეც, პარ­ფი­უ­მე­რულ­მა ქსელ­მა “ლუ­ტე­ცი­ამ” გა­და­წყვი­ტა მომ­ხმა­რებ­ლებ­თან ერ­თად რვა­ვე ქალ­ბა­ტონს 8 მარ­ტი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფორ­მით მი­უ­ლო­ცოს.

კერ­ძოდ, 6-7 მარტს თი­თო­ე­ულ თქვენ­განს, შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაქვთ, ლუ­ტე­ცი­ას 3 მა­ღა­ზი­ი­დან (პე­კი­ნი, სითი მოლი, ის­თო­ფო­ინ­თი ) გა­უგ­ზავ­ნოთ მათ წე­რი­ლი და ასე გა­მო­ხა­ტოთ თქვე­ნი ემო­ცი­ე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ის­ტო­რი­ის მქო­ნე ამ გა­ბე­დუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის მი­მართ

R

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ედიკა
1

რათქმა უნდა, ქალს ყველაფერიც შეუძლია ფრიადზე შეასრულოს, თუ მოინდომებს, მარამ იმ ჩამონათვალში, დედობას ნუ მიამატებთ, რადგან დედობა მხოლოდ ბავშვის გაჩენა როდია, " შვილის კარგად აღმზრდელი დედა მიცვნია დედათო" ხომ გაგიგიათ, ხოდა ზემოთ ჩამოთვლილი პროფესიები და ბავშვის აღზრდის, ილიასეული აზრი, ერთმანეთისგან ძალიან შორს დგას.

ლია
0

კარგით რა..ნახეთ იმ ასოციაციის საიტი და ინტერნეტში ინფორმაცია - ამ ნინო ზამბახიძეს ათეულობით ათასი დოლარი აქვს მიღებული გრანტი და იქნება წარმატებული, აბა რა.. სხვებს - წარმატებები!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

8 უნიკალური ქალის ამბავი "ლუტეციასგან"

8 უნიკალური ქალის ამბავი "ლუტეციასგან"

თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში სოციალურ ქსელს განსაკუთრებული როლი დაეკისრა - ინფორმაციის სწრაფად გაცვლის შესაძლებლობის გარდა, ის იქცა სივრცედ, რომელმაც არაერთი ნიჭიერი, საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრების მქონე, მანამდე ბევრისთვის უცნობი ადამიანები ფართო მასებს გააცნო.

სოციალურ ქსელში, საინტერესო ადამიანების ბიოგრაფია თუ საქმიანობა რომ „ვირუსულად“ ვრცელდება და გავრცელების მასშტაბი, როგორც წესი, ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს ხოლმე, ამის თვალსაჩინო მაგალითი ქალთა დღესთან დაკავშირებით, პარფიუმერული ქსელის „ლუტეციას“ მიერ ორგანიზებული კამპანია სახელწოდებით - „გაუზიარე ემოცია“ გახდა.

სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში, საზოგადოებამ გაიცნო რვა ქალი, რომლებიც პირადი გამოცდილების გათვალისწინებით გვიყვებიან, როგორ გავუმკლავდეთ ყოველდღიურ გამოწვევებს და საკუთარი საქმიანობით გვაჩვენებენ, როგორ დავანგრიოთ საზოგადოებაში დამკვიდრებული გარკვეული სტერეოტიპები.

სტერეოტიპი, რომ მაგალითად, ქალი არ შეიძლება ერთდროულად იყოს დედაც, პროფესიით დიპლომატიც, პარაშუტისტიც და პილოტიც - დაანგრია აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა ნათია მამაიაშვილმა, რომელიც უმაღლესი სასწავლებლის დასრულებისა და საერთაშორისო ურთიერთობებში მიღებული განათლების შემდეგ მიხვდა, რომ ბედნიერებას ვერ იპოვი, თუ პროფესიული განვითარება ბავშვობის ოცნებებს გადაგავიწყებს.

ამიტომაც, ერთ დღესაც, კარიბის კუნძულებზე, ძლიერი ქარის დროს, ჯერ პარაშუტით გადმოხტა და მიხვდა, რომ პროფესიით დიპლომატს დიდ ავიაციაშიც შეეძლო საკუთარი ღირსეული ადგილის დამკვიდრება. მან ეს მოახერხა და უკვე 10 წელია აშშ-ში, უმაღლესი დონის პილოტების ჩამონათვალშია.

სტერეოტიპი, რომ თითქოს ქალს არ შეეფერება, ან მისი ფიზიკური მონაცემები ვერ გაუმკლავდება ისეთ რთულ და დამღლელ საქმიანობას, როგორიც ტაქსის მართვაა, დაამსხვრია 63 წლის ელენე მენთეშაშვილმაც - ის უკვე 15 წელია ავტომობილზე დამაგრებული ტაქსის ბანერით მართავს საჭეს და თბილისში მგზავრებს ემსახურება. მისი ყოველდღიური საქმიანობა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ცნება - სუსტი სქესი, უბრალოდ, არ არსებობს.

ან, როგორ შეიძლება არ ჩათვალო, რომ „სუსტი სქესი“ მხოლოდ დრომოჭმული ფრაზა და სტერეოტიპია, როდესაც ფეხბურთის მოედანზე ხედავ ახალგაზრდა, მოტივირებულ გოგოს - 13 წლის ასაკში რომ უთხრეს, სქესის გამო ვერასდროს გახდებოდა წარმატებული ფეხბურთელი, თუმცა დღეს უკვე ბელორუსიის ჩემპიონატის გამარჯვებულის სტატუსს ატარებს.

ნინო პასიკაშვილმა წარმატებით ითამაშა უკრაინისა და თურქეთის ჩემპიონატებზეც, ამჯერად კი, მეგობრებთან ერთად, ბევრს ვარჯიშობს, რომ ევროპის ჩემპიონატზეც ყველას აჩვენოს მისი შესაძლებლობების მაქსიმუმი.

საკუთარი შესაძლებლობებით უკვე დიდი ხანია ბევრს აოცებს ავტობუსის მძღოლი ანა გიორგაძე. როგორც ის იხსენებს, თავდაპირველად, მგზავრები თვალებში შიშს ვერ მალავდნენ, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის უზარმაზარ საჭესთან მას ხედავდნენ, თუმცა ახლა უკვე ანა ლოტკინზე მცხოვრებთათვის ყოველდღიურობის ნაწილი გახდა და მის მიმართ განსაკუთრებულ სითბოსა და სიყვარულს გამოხატავენ.

სოციალური ქსელი მოიცვა 36 წლის მეღვინე ქალის, ქეთო ნინიძის ცხოვრების სტილმაც, რომელიც ახლა მარტვილში ცხოვრობს და დასავლეთ საქართველოს იშვიათი ჯიშის ღვინოებს აწარმოებს.

მასაც აქვს ჯერ კიდევ აუხდენელი ოცნება - კარგად გამოიკვლიოს ღვინის ჯერ კიდევ უცნობი და შეუსწავლელი ჯიშები და ისინი არამხოლოდ საქართველოში, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ღვინის მოყვარულებს გააცნოს.

თავდაპირველად, გარშემომყოფთათვის საკუთარი გეგმების სისწორეში დასარწმუნებულად დიდი ძალისხმევა და ენერგია დახარჯა ახლა უკვე წარმატებულმა ფერმერმა ნინო ზამბახიძემ.

საქმიანობის დასაწყისში, მასაც არწმუნებდნენ, რომ ქალს ფერმერთა წრეში საკუთარი ადგილის დამკვიდრება გაუძნელდებოდა, თუმცა ასეთი შეძახილი სულაც არ აღმოჩნდა ნინოსთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი.

ვერც ელენე ლოლაძე შეაფერხა სტერეოტიპულმა ბარიერებმა თუ კლიშეებმა გამხდარიყო წარმატებული ახალგაზრდა კინგბოქსიორი, ისევე როგორც ბაიკერი ნანა მამუკაშვილი ვერ შეაშინა გარემომ და ახლა უფრო გაბედულად მართავს როგორც მოტოციკლეტს, ასევე, სასწრაფო დახმარების ავტომობილსაც.

რვა უნიკალურმა ქალბატონმა, რომელთა ისტორიამ, შესაძლოა, არაერთ მოქალაქეს მეტი მოტივაცია და ძალა შემატა საკუთარი ოცნებების ახდენის გზაზე უფრო გაბედულები იყვნენ, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა - სწორედ მოტივაციით, თავდაუზოგავი შრომით, საკუთარი მიზნისკენ სწრაფვითა და საქმის სიყვარულითაა შესაძლებელი დამსახურებული, გრანდიოზული წარმატების მიღწევა და რაც მთავარია, სტერეოტიპებისა თუ კლიშეებისგან თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბება.

ამაში კი ნათიას, ელენეს, ნინოს, ანასა თუ მათ მსგავსად სხვა გაბედული ადამიანების როლი - განსაკუთრებულია

იმისთვის კი, რომ ისინი არამხოლოდ გავიცნოთ, ჩვენი ყურადღებით დავაფასოთ კიდეც, პარფიუმერულმა ქსელმა “ლუტეციამ” გადაწყვიტა მომხმარებლებთან ერთად რვავე ქალბატონს 8 მარტი განსაკუთრებული ფორმით მიულოცოს.

კერძოდ, 6-7 მარტს თითოეულ თქვენგანს, შესაძლებლობა გაქვთ, ლუტეციას 3 მაღაზიიდან (პეკინი, სითი მოლი, ისთოფოინთი ) გაუგზავნოთ მათ წერილი და ასე გამოხატოთ თქვენი ემოციები განსაკუთრებული ისტორიის მქონე ამ გაბედული ქალბატონების მიმართ

R

არქიმ 30 000 ლარი გამოყო კორონა ვირუსთან ბრძოლისთვის

Wolt-მა უკონტაქტო მიტანის ფუნქცია დაამატა

ნახევარფაბრიკატები, რომლებიც მარხვის პერიოდში გემრიელად კვებაში დაგეხმარებათ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"