Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
თვის კითხვადი სტატიები
მდინარე იორში ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს
მდინარე იორში ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

სა­ძი­ე­ბო-სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად, მდი­ნა­რე იორ­ში ნა­პოვ­ნია ორი მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი, რომ­ლე­ბიც მდი­ნა­რე­ზე სა­თევ­ზა­ოდ იყ­ვნენ წა­სუ­ლე­ბი. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შსს-ს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ოპე­რა­ტი­ულ მარ­თვის ცენ­ტრ 112-ში შე­ვი­და ინ­ფორ­მა­ცია დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში, და­ლის მთის წყალ­სა­ცა­ვის მიმ­დე­ბა­რედ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ორი მო­ქა­ლა­ქის შე­სა­ხებ.

„მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მდი­ნა­რე იორ­ზე სა­თევ­ზა­ოდ იყ­ვნენ წა­სუ­ლე­ბი, რა დრო­საც მდი­ნა­რე­ში ჩა­ვარ­დნენ. ად­გილ­ზე მყოფ­მა სხვა მე­თევ­ზე­ებ­მა, მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­დნი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ად­გილ­სამ­ყო­ფელს ვე­ღარ მი­აგ­ნეს და და­სახ­მა­რებ­ლად სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი გა­მო­ი­ძა­ხეს. ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე, შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ზე რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­მა. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბის გარ­და, ასე­ვე, გა­ვიდ­ნენ გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს წყალ­ზე რე­ა­გი­რე­ბის და მყვინ­თავ­თა ჯგუ­ფე­ბი. სა­ძი­ე­ბო-სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად მდი­ნა­რე იორ­ში ნა­პოვ­ნია ორი მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ავტორი:

მდინარე იორში ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მდინარე იორში ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, მდინარე იორში ნაპოვნია ორი მამაკაცის ცხედარი, რომლებიც მდინარეზე სათევზაოდ იყვნენ წასულები. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შევიდა ინფორმაცია დედოფლისწყაროში, დალის მთის წყალსაცავის მიმდებარედ გაუჩინარებული ორი მოქალაქის შესახებ.

„მოქალაქეები მდინარე იორზე სათევზაოდ იყვნენ წასულები, რა დროსაც მდინარეში ჩავარდნენ. ადგილზე მყოფმა სხვა მეთევზეებმა, მდინარეში გადავარდნილი მოქალაქეების ადგილსამყოფელს ვეღარ მიაგნეს და დასახმარებლად სამაშველო სამსახური გამოიძახეს. ინფორმაციის მიღებისთანავე, შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გარდა, ასევე, გავიდნენ განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს წყალზე რეაგირების და მყვინთავთა ჯგუფები. საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად მდინარე იორში ნაპოვნია ორი მამაკაცის ცხედარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსი ბლოგერის დაბადების დღეზე სახიფათო გართობამ სამი ადამიანი იმსხვერპლა

ავარია ბარათაშვილის ხიდზე - ავტომობილი ხიდიდან სანაპიროზე გადავარდა

საზარელი ავარია ზუგდიდში - გარდაცვლილია 3 ადამიანი, მათ შორის ცოლ-ქმარი, არიან მძიმედ დაშავებულებიც