პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთ-ერთს ტემპერატურის მცირე მატება აღენიშნება" - როგორია კორონავირუსით ინფიცირებულების მდგომარეობა
"ერთ-ერთს ტემპერატურის მცირე მატება აღენიშნება" - როგორია კორონავირუსით ინფიცირებულების მდგომარეობა

კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა­გან ერთ-ერთს ტემ­პე­რა­ტუ­რის მცი­რე მა­ტე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა, ხოლო ორს კლი­ნი­კუ­რი სიმპტო­მე­ბი არ აქვს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მი­ვე მათ­გა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია.

გარ­და ამი­სა, რო­გორც ცერ­ცვა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ირა­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ მო­ექ­ცე­ვა.

„გუ­შინ აღე­ბუ­ლი მა­სა­ლის გა­მოკ­ვლე­ვე­ბით და­დას­ტურ­და კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფექ­ცი­ის მე­სა­მე შემ­თხვე­ვა. ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც იმოგ­ზა­უ­რა ირან­ში, ქა­ლაქ ყუმ­ში. ეს შემ­თხვე­ვა პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვის ანა­ლო­გი­უ­რია. ეს უკვე სე­რი­ო­ზუ­ლი კე­რაა და იქი­დან ჩა­მო­სუ­ლი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ.

სა­მი­ვე ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. ახალ­გაზ­რდა ქალს აღე­ნიშ­ნე­ბა ტემ­პე­რა­ტუ­რის მცი­რე მა­ტე­ბა 37.1, ხოლო მა­მა­კა­ცებს, ანუ პირ­ველ და მე­სა­მე შემ­თხვე­ვებს - არა­ნა­ი­რი კლი­ნი­კუ­რი სიმპტო­მე­ბი, მათ შო­რის არც ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა არ აღე­ნიშ­ნე­ბათ. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ისი­ნი ძა­ლი­ან მჭიდ­რო კლი­ნი­კუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის და მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბი­ან. ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფექ­ცი­ას აქვს ერთი ვე­რა­გი თვი­სე­ბა, რი­თაც ის გან­სხვავ­დე­ბა სხვა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის­გან - ეს და­ა­ვა­დე­ბა ხში­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს მსუ­ბუ­ქად ან უსიმპტო­მოდ, შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოს უსიმპტო­მოდ და შემ­დეგ დამ­ძიმ­დეს. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია,“ - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ დრო­ის­თვის კო­რო­ნა­ვირუ­სის სამი შემ­თხვე­ვაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს და­უდ­გინ­და, რო­მე­ლიც 50 წლამ­დე მა­მა­კა­ცია და ქვე­ყა­ნა­ში ირა­ნი­დან შე­მო­ვი­და. მე­ო­რე 31 წლის ქა­ლია, რო­მე­ლიც ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა და ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში იტა­ლი­ი­დან ჩა­მოფ­რინ­და. მე­სა­მე ინი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მა­მა­კა­ციც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა, რო­მე­ლიც ირან­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"ერთ-ერთს ტემპერატურის მცირე მატება აღენიშნება" - როგორია კორონავირუსით ინფიცირებულების მდგომარეობა

"ერთ-ერთს ტემპერატურის მცირე მატება აღენიშნება" - როგორია კორონავირუსით ინფიცირებულების მდგომარეობა

კორონავირუსით ინფიცირებულთაგან ერთ-ერთს ტემპერატურის მცირე მატება აღენიშნება, ხოლო ორს კლინიკური სიმპტომები არ აქვს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა. მისი ინფორმაციით, სამივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გარდა ამისა, როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ირანიდან ჩამოსული ყველა ადამიანი განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ მოექცევა.

„გუშინ აღებული მასალის გამოკვლევებით დადასტურდა კორონავირუსით ინფექციის მესამე შემთხვევა. ეს არის საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც იმოგზაურა ირანში, ქალაქ ყუმში. ეს შემთხვევა პირველი შემთხვევის ანალოგიურია. ეს უკვე სერიოზული კერაა და იქიდან ჩამოსული ყველა ადამიანი იქნება განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ.

სამივე ინფიცირებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ახალგაზრდა ქალს აღენიშნება ტემპერატურის მცირე მატება 37.1, ხოლო მამაკაცებს, ანუ პირველ და მესამე შემთხვევებს - არანაირი კლინიკური სიმპტომები, მათ შორის არც ტემპერატურის მატება არ აღენიშნებათ. ამის მიუხედავად, ისინი ძალიან მჭიდრო კლინიკური მონიტორინგის და მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ახალი კორონავირუსით ინფექციას აქვს ერთი ვერაგი თვისება, რითაც ის განსხვავდება სხვა რესპირაციული ინფექციებისგან - ეს დაავადება ხშირად მიმდინარეობს მსუბუქად ან უსიმპტომოდ, შეიძლება დაიწყოს უსიმპტომოდ და შემდეგ დამძიმდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის სამი შემთხვევაა დადასტურებული. პირველი, საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც 50 წლამდე მამაკაცია და ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა. მეორე 31 წლის ქალია, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა. მესამე ინიფიცირებული მამაკაციც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანში იმყოფებოდა.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"