საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს ბანკი" - პირი, რომელსაც იტალიაში მოგზაურობის შემდეგ კორონავირუსი დაუფიქსირდა, ჩვენი თანამშრომელია
"საქართველოს ბანკი" - პირი, რომელსაც იტალიაში მოგზაურობის შემდეგ კორონავირუსი დაუფიქსირდა, ჩვენი თანამშრომელია

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­საც იტა­ლი­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­დეგ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" თა­ნამ­შრო­მე­ლია. ინ­ფორ­მა­ცია AMBEBI.GE-ს ბან­კის პრეს­სამ­სა­ხურ­ში და­უ­დას­ტუ­რეს.

"და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მიერ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვებს შო­რის ერთ-ერთი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც იტა­ლი­ა­ში იმოგ­ზა­უ­რა, ჩვე­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლია.

ის სა­ქარ­თვე­ლო­ში 26 თე­ბერ­ვალს ჩა­მოფ­რინ­და. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია და მას­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ნი­ტო­რინ­გი. და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრთან აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ით, პრო­აქ­ტი­ულ რე­ჟიმ­ში იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვის­თა­ნაც ინ­ფი­ცი­რე­ბულს ჰქონ­და კონ­ტაქ­ტი. ამ ეტაპ­ზე პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით ხორ­ცი­ელ­დე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბი" - აცხა­დე­ბენ ბან­კის პრეს­სამ­სა­ხურ­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ დრო­ის­თვის კო­რო­ნა­ვირუ­სის ორი შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს და­უდ­გინ­და, რო­მე­ლიც 50 წლამ­დე მა­მა­კა­ცია და ქვე­ყა­ნა­ში ირა­ნი­დან შე­მო­ვი­და, მე­ო­რე კი გუ­შინ ღა­მით გა­მო­უვ­ლინ­და 31 წლის ქალს, რო­მე­ლიც ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა და ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში იტა­ლი­ი­დან ჩა­მოფ­რინ­და.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
37

კი ჩამქოლავენ, მაგრამ რაღაც პიარის სუნი ასდის ამ ვირუსს , გამოგონილს ჰგავს კომუნიზმივით, აბა, თუ არ მოკვდი , სამოთხეში როგორ მოხვდი ?!

Ii
7

არ ღირს შენი ჩაქოლა, ბოდიალობ შენი თავისთვის

 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"საქართველოს ბანკი" - პირი, რომელსაც იტალიაში მოგზაურობის შემდეგ კორონავირუსი დაუფიქსირდა, ჩვენი თანამშრომელია

"საქართველოს ბანკი" - პირი, რომელსაც იტალიაში მოგზაურობის შემდეგ კორონავირუსი დაუფიქსირდა, ჩვენი თანამშრომელია

საქართველოს მოქალაქე, რომელსაც იტალიაში მოგზაურობის შემდეგ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა, "საქართველოს ბანკის" თანამშრომელია. ინფორმაცია AMBEBI.GE-ს ბანკის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

"დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ჩვენი თანამშრომელია.

ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მასზე მიმდინარეობს მონიტორინგი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან აქტიური კომუნიკაციით, პროაქტიულ რეჟიმში იდენტიფიცირებულია ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი. ამ ეტაპზე პრევენციის მიზნით ხორციელდება უსაფრთხოების ნორმების შესაბამისი პროცედურები" - აცხადებენ ბანკის პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ორი შემთხვევაა დაფიქსირებული. პირველი, საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც 50 წლამდე მამაკაცია და ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა, მეორე კი გუშინ ღამით გამოუვლინდა 31 წლის ქალს, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"