საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მას შემდეგ, რაც ეს პროდუქტი აღმოვაჩინე... მარიამ შენგელიას გემრიელი ბლოგი
მას შემდეგ, რაც ეს პროდუქტი აღმოვაჩინე... მარიამ შენგელიას გემრიელი ბლოგი

არა­ვინ იცის, ზუს­ტად რო­დის და სად და­ამ­ზა­დეს მა­წო­ნი პირ­ვე­ლად, თუმ­ცა არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ მაწ­ვნის ტრა­დი­ცია ან­ტი­კუ­რი სა­ქარ­თვე­ლო­დან მო­დის. პრინ­ციპ­ში, ამას რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, მთა­ვა­რია, რომ ეს პრო­დუქ­ტი ერ­თნა­ი­რად უყ­ვარს დიდ­სა თუ პა­ტა­რას.

ერთ-ერთი ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, მაწ­ვნის დამ­ზა­დე­ბის რე­ცეპ­ტი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი იყო, რად­გან სწო­რედ ეს პრო­დუქ­ტი მი­იჩ­ნე­ო­და კავ­კა­სი­ელ ხალ­ხთა დღეგ­რძე­ლო­ბის სა­ი­დუმ­ლოდ. ნამ­დვი­ლი მა­წო­ნი მზად­დე­ბა მხო­ლოდ ნა­ტუ­რა­ლუ­რი რძი­სა­გან და მხო­ლოდ მაწ­ვნის დე­დო­თი. სხვაგ­ვა­რად მომ­ზა­დე­ბუ­ლი მა­წო­ნი მაწ­ვნად ვერ ჩა­ით­ვლე­ბა.

ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით და­ინ­ტე­რე­სე­ბას­თან ერ­თად, ამ პრო­დუქ­ტის შეს­წავ­ლაც და­ვი­წყე და აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ „დღეგ­რძე­ლო­ბის სა­ი­დუმ­ლოს“ სტა­ტუ­სი სუ­ლაც არ არის გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლი. აღ­მოჩ­ნდა, რომ მა­წონს გა­ცი­ლე­ბით უკეთ ით­ვი­სებს ორ­გა­ნიზ­მი, ვიდ­რე რძეს და ამას­თან, რო­გორც არა­პას­ტე­რი­ზე­ბუ­ლი, ანუ მიკ­რო­ორგნიზ­მე­ბის ცო­ცხა­ლი კულ­ტუ­რე­ბის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტი, ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის ბევ­რად სა­სარ­გებ­ლოა. ის ამ­ცი­რებს ქო­ლეს­ტე­რი­ნის დო­ნეს და ორ­გა­ნიზ­მი­დან გა­მო­დევ­ნის ტოქ­სი­ნებს.

სა­სარ­გებ­ლო შე­მად­გენ­ლო­ბის გარ­და, მაწ­ვნის უნი­კა­ლუ­რი თვი­სე­ბა მისი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­მო­ყე­ნე­ბაა. თუმ­ცა, ამ შემ­თხვე­ვა­ში უმ­ჯო­ბე­სია, მა­წო­ნი გა­და­წუ­როთ და მას შემ­დეგ და­უ­მა­ტოთ ნე­ბის­მი­ე­რი არო­მა­ტის ინ­გრე­დი­ენ­ტი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, არც ისე დიდი ხნის წინ მა­ღა­ზი­ა­ში „სან­ტეს“ გა­წუ­რუ­ლი მა­წო­ნი ვი­პო­ვე და აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ კლა­სი­კურ მა­წონ­თან შე­და­რე­ბით ამ­გვა­რი წე­სით დამ­ზა­დე­ბუ­ლი მა­წო­ნი ორ­ჯერ უფრო სა­სარ­გებ­ლოა - ცი­ლის მა­ღა­ლი და ლაქ­ტო­ზის და­ბა­ლი შემ­ცვე­ლო­ბის გამო.

გა­წუ­რუ­ლი მაწ­ვნის მზა სა­ხით არ­სე­ბო­ბა გა­ცი­ლე­ბით მი­მარ­ტი­ვებს ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცესს და ენერ­გი­ას­თან ერ­თად დრო­საც ვზო­გავ. თუკი სა­უზ­მის მომ­ზა­დე­ბას ვერ ვას­წრებ, მა­წონს უბ­რა­ლოდ რო­მე­ლი­მე ხილს ვუ­მა­ტებ და სულ ეს არის. სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტში კი წინა დღით ვამ­ზა­დებ და მა­ცი­ვარ­ში ვი­ნა­ხავ. ეს პრო­დუქ­ტი იმი­ტო­მაც მიყ­ვარს, რომ მას თით­ქმის ყვე­ლა კერ­ძში ვი­ყე­ნებ და ერ­თნა­ი­რად გემ­რი­ე­ლია დე­სერ­ტებ­ში, სო­უ­სებ­სა და სა­ლა­თებ­ში.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ამ პრო­დუქ­ტიც მხო­ლოდ მე არ ვარ „შე­პყრო­ბი­ლი“. ცოტა ხნის წინ „სან­ტემ“ სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბის ინფლუ­ენ­სე­რე­ბი შეკ­რი­ბა და და­ა­ვა­ლა, მო­ემ­ზა­დე­ბი­ნათ ნე­ბის­მი­ე­რი რამ გა­წუ­რუ­ლი მაწ­ვნის გა­მო­ყე­ნე­ბით. სა­ბო­ლო­ოდ, „სან­ტეს“ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გაჩ­ნდა იმ­დე­ნი­ვე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კერ­ძი, რამ­დე­ნი მო­ნა­წი­ლეც იყო. გებ­ჟა­ლია, პუ­დინ­გი, სა­ლა­თა, ჩი­ზ­ქე­ი­ქი - გა­წუ­რულ­მა მა­წონ­მა გა­მოც­და წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რა.

ალ­ბათ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში, სა­დაც მა­რი­ამ ქურ­დი­ა­ნი, გაგა ვარ­და­ნი­ძე, ბახ­ვა ბრეგ­ვა­ძე, გუ­რამ შე­რო­ზია, ნა­ნუ­კა გუ­ლია და სხვა ინფლუ­ენ­სე­რე­ბი ერ­თად ამ­ზა­დე­ბენ კერ­ძებს.

ჯან­სა­ღი კვე­ბის ბლო­გე­რებ­მა სა­ლა­თე­ბი მო­ამ­ზა­დეს, სა­დაც სო­უ­სად გა­წუ­რუ­ლი მა­წო­ნი გა­მო­ი­ყე­ნეს, გუ­რამ შე­რო­ზი­ამ დე­სერ­ტი მო­ამ­ზა­და მაწ­ვნით, მარ­წყვი­თა და ნიგვზით, ნა­ნუ­კა გუ­ლუ­ამ კი მეგ­რუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო სრუ­ლი­ად ამო­ატ­რი­ა­ლა და ელარ­ჯის ახა­ლი ვერ­სია შე­მოგ­ვთა­ვა­ზა.

ახლა კი ჩემი საყ­ვა­რე­ლი სა­უზ­მი­სა და სა­ლა­თის რე­ცეპტს გი­ზი­ა­რებთ გა­წუ­რუ­ლი მაწ­ვნის გა­მო­ყე­ნე­ბით :

სა­უზ­მე:

ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი:

გა­წუ­რუ­ლი მა­წო­ნი - 245 გ

სე­ლის თეს­ლი - ½ ს/კ

ჩიას თეს­ლი - ½ ს/კ

მი­წის თხი­ლის კა­რა­ქის

ასურ­ვე­ლი ხილი - 175 გ

გრა­ნო­ლა - 2 ს/კ

თაფ­ლი - გე­მოვ­ნე­ბით

ქო­ქო­სის ფან­ტე­ლე­ბი

მომ­ზა­დე­ბა:

მო­ა­თავ­სეთ მა­წო­ნი თას­ში, და­უ­მა­ტეთ ჩიას და სე­ლის თეს­ლი, გრა­ნო­ლა, მი­წის თხი­ლის კა­რა­ქი. აუ­რი­ეთ ნა­ზად, ზე­მო­დან მო­ა­წყვეთ დაჭ­რი­ლი ხილი, ქო­ქო­სის ფან­ტე­ლე­ბი და სულ ბო­ლოს თაფ­ლი.

კიტ­რის სა­ლა­თა მაწ­ვნით

ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი:

გა­წუ­რუ­ლი მა­წო­ნი -125 გ

ვაშ­ლის ძმა­რი - 2 ს/კ

დაჭ­რი­ლი ოხ­რა­ხუ­ში - გე­მოვ­ნე­ბით

დაჭ­რი­ლი კიტ­რი - 2 ცალი

დაჭ­რი­ლი წი­თე­ლი ხახ­ვი - 1 ცალი

მა­რი­ლი და პილ­პი­ლი - გე­მოვ­ნებთ

მომ­ზა­დე­ბა:

ბოსტნე­უ­ლი და­ჭე­რით კუ­ბე­ბად და მო­ას­ხით ვაშ­ლის ძმა­რი. და­უ­მა­ტეთ მა­რი­ლი და პილ­პი­ლი გე­მოვ­ნე­ბით. სულ ბო­ლოს კი - მა­წო­ნი. აუ­რი­ეთ ნა­ზად და გემ­რი­ე­ლად მი­ირ­თვით!

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბერო
3

"სანტე" და ნატურალური ?! თქვენ, ხომ არ გაჟრიალებთ !!! 

GVF
0

ნატურალური არ გაუსინჯავთ ეტყობა

ავტორი:

მას შემდეგ, რაც ეს პროდუქტი აღმოვაჩინე... მარიამ შენგელიას გემრიელი ბლოგი

მას შემდეგ, რაც ეს პროდუქტი აღმოვაჩინე... მარიამ შენგელიას გემრიელი ბლოგი

არავინ იცის, ზუსტად როდის და სად დაამზადეს მაწონი პირველად, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ მაწვნის ტრადიცია ანტიკური საქართველოდან მოდის. პრინციპში, ამას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ ეს პროდუქტი ერთნაირად უყვარს დიდსა თუ პატარას.

ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, მაწვნის დამზადების რეცეპტი დიდი ხნის განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო, რადგან სწორედ ეს პროდუქტი მიიჩნეოდა კავკასიელ ხალხთა დღეგრძელობის საიდუმლოდ. ნამდვილი მაწონი მზადდება მხოლოდ ნატურალური რძისაგან და მხოლოდ მაწვნის დედოთი. სხვაგვარად მომზადებული მაწონი მაწვნად ვერ ჩაითვლება.

ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებასთან ერთად, ამ პროდუქტის შესწავლაც დავიწყე და აღმოვაჩინე, რომ „დღეგრძელობის საიდუმლოს“ სტატუსი სულაც არ არის გაზვიადებული. აღმოჩნდა, რომ მაწონს გაცილებით უკეთ ითვისებს ორგანიზმი, ვიდრე რძეს და ამასთან, როგორც არაპასტერიზებული, ანუ მიკროორგნიზმების ცოცხალი კულტურების შემცველი პროდუქტი, ჯანმრთელობისათვის ბევრად სასარგებლოა. ის ამცირებს ქოლესტერინის დონეს და ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს.

სასარგებლო შემადგენლობის გარდა, მაწვნის უნიკალური თვისება მისი მრავალფეროვანი გამოყენებაა. თუმცა, ამ შემთხვევაში უმჯობესია, მაწონი გადაწუროთ და მას შემდეგ დაუმატოთ ნებისმიერი არომატის ინგრედიენტი. საბედნიეროდ, არც ისე დიდი ხნის წინ მაღაზიაში „სანტეს“ გაწურული მაწონი ვიპოვე და აღმოვაჩინე, რომ კლასიკურ მაწონთან შედარებით ამგვარი წესით დამზადებული მაწონი ორჯერ უფრო სასარგებლოა - ცილის მაღალი და ლაქტოზის დაბალი შემცველობის გამო.

გაწურული მაწვნის მზა სახით არსებობა გაცილებით მიმარტივებს ჯანსაღი საკვების მომზადების პროცესს და ენერგიასთან ერთად დროსაც ვზოგავ. თუკი საუზმის მომზადებას ვერ ვასწრებ, მაწონს უბრალოდ რომელიმე ხილს ვუმატებ და სულ ეს არის. საუკეთესო ვარიანტში კი წინა დღით ვამზადებ და მაცივარში ვინახავ. ეს პროდუქტი იმიტომაც მიყვარს, რომ მას თითქმის ყველა კერძში ვიყენებ და ერთნაირად გემრიელია დესერტებში, სოუსებსა და სალათებში.

როგორც აღმოჩნდა, ამ პროდუქტიც მხოლოდ მე არ ვარ „შეპყრობილი“. ცოტა ხნის წინ „სანტემ“ სხვადასხვა მიმართულების ინფლუენსერები შეკრიბა და დაავალა, მოემზადებინათ ნებისმიერი რამ გაწურული მაწვნის გამოყენებით. საბოლოოდ, „სანტეს“ სამზარეულოში გაჩნდა იმდენივე განსხვავებული კერძი, რამდენი მონაწილეც იყო. გებჟალია, პუდინგი, სალათა, ჩიზქეიქი - გაწურულმა მაწონმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა.

ალბათ წარმოგიდგენიათ, რა შეიძლება მოხდეს სამზარეულოში, სადაც მარიამ ქურდიანი, გაგა ვარდანიძე, ბახვა ბრეგვაძე, გურამ შეროზია, ნანუკა გულია და სხვა ინფლუენსერები ერთად ამზადებენ კერძებს.

ჯანსაღი კვების ბლოგერებმა სალათები მოამზადეს, სადაც სოუსად გაწურული მაწონი გამოიყენეს, გურამ შეროზიამ დესერტი მოამზადა მაწვნით, მარწყვითა და ნიგვზით, ნანუკა გულუამ კი მეგრული სამზარეულო სრულიად ამოატრიალა და ელარჯის ახალი ვერსია შემოგვთავაზა.

ახლა კი ჩემი საყვარელი საუზმისა და სალათის რეცეპტს გიზიარებთ გაწურული მაწვნის გამოყენებით :

საუზმე:

ინგრედიენტები:

გაწურული მაწონი - 245 გ

სელის თესლი - ½ ს/კ

ჩიას თესლი - ½ ს/კ

მიწის თხილის კარაქის

ასურველი ხილი - 175 გ

გრანოლა - 2 ს/კ

თაფლი - გემოვნებით

ქოქოსის ფანტელები

მომზადება:

მოათავსეთ მაწონი თასში, დაუმატეთ ჩიას და სელის თესლი, გრანოლა, მიწის თხილის კარაქი. აურიეთ ნაზად, ზემოდან მოაწყვეთ დაჭრილი ხილი, ქოქოსის ფანტელები და სულ ბოლოს თაფლი.

კიტრის სალათა მაწვნით

ინგრედიენტები:

გაწურული მაწონი -125 გ

ვაშლის ძმარი - 2 ს/კ

დაჭრილი ოხრახუში - გემოვნებით

დაჭრილი კიტრი - 2 ცალი

დაჭრილი წითელი ხახვი - 1 ცალი

მარილი და პილპილი - გემოვნებთ

მომზადება:

ბოსტნეული დაჭერით კუბებად და მოასხით ვაშლის ძმარი. დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. სულ ბოლოს კი - მაწონი. აურიეთ ნაზად და გემრიელად მიირთვით!

სასიამოვნო სიურპრიზი ტოიოტასგან საავტომობილო რბოლის მოყვარულთათვის

სამი მიზეზი იმისა, თუ რატომ გთავაზობენ კომპანიები აქციებს დანაზოგით

GM Pharma-ს („ჯი-ემ-პი“) ხარისხის ახალი ISO სერტიფიკატი გადაეცა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"