პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"18 წელია მომთაბარე ცხოვრებას ვეწევით, 5 შვილით ღია ცის ქვეშ ვრჩები..." - 34 წლის მრავალშვილიანი დედა დახმარებას ითხოვს
"18 წელია მომთაბარე ცხოვრებას ვეწევით, 5 შვილით ღია ცის ქვეშ ვრჩები..." - 34 წლის მრავალშვილიანი დედა დახმარებას ითხოვს

მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დედა ნინო ვარ­დი­აშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ნად­გო­მა­სა და დახ­მა­რე­ბას სთხოვს. 34 წლის ქალი AMBEBI.GE -ს სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის მძი­მე ის­ტო­რი­ას უყ­ვე­ბა. ახალ­გაზ­რდა ქალი ამ­ბობს, რომ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ხუთ შვილ­თან ერ­თად ღია ცის ქვეშ დარ­ჩე­ნა ემუქ­რე­ბა. მრა­ვალ­სუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხი ამ­ჟა­მად ლა­გო­დე­ხის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ თე­ლა­ში, ნა­თე­სა­ვის სახ­ლში ცხოვ­რობს.

"15 წლის ვი­ყა­ვი, რომ და­ვო­ჯახ­დი. ჩემი მე­უღ­ლე 20-ის იყო, ისიც ლა­გო­დე­ხე­ლია. მა­მამ­თილ­მა თა­ვი­დან­ვე ამო­მი­ჩე­მა და ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი აღ­მოვ­ჩნდი. ერთი წელი ვი­ცხოვ­რე დე­დამ­თილ-მა­მამ­თი­ლის სახ­ლში და გა­უ­საძ­ლი­სი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის შემ­დეგ ჩემს შვილ­თან ერ­თად იქა­უ­რო­ბა დავ­ტო­ვე და დე­და­ჩემ­თან წა­ვე­დი.

მა­მამ­თი­ლი ჩემს დე­დამ­თილს სცემ­და ხოლ­მე და მე რომ გა­მო­ვე­სარ­ჩლე­ბო­დი, ჩემ­ზეც იწევ­და ხე­ლით. თა­ვი­დან ჩემი მე­უღ­ლე არ წა­მო­ვი­და სახ­ლი­დან, მაგ­რამ ერთი წლის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა, რომ ჩვენ­თან ცხოვ­რე­ბა უნ­დო­და და მოგ­ვა­კი­თხა.

მას შემ­დეგ 18 წე­ლია, ფაქ­ტობ­რი­ვად, მომ­თა­ბა­რე ცხოვ­რე­ბას ვე­წე­ვით მე, ჩემი მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი. ხან სად ვცხოვ­რობ­დით, ხან - სად. ზოგ­ჯერ ქი­რით, ზოგ­ჯე­რაც სა­მად­ლოდ ახ­ლობ­ლის ან ნა­თე­სა­ვის სახლ-კარს ვი­ყა­ვით შე­ფა­რე­ბუ­ლე­ბი.

ახ­ლაც ჩვე­ნი ნა­თე­სა­ვის სახ­ლში ვცხოვ­რობთ, მაგ­რამ ოჯა­ხის შექ­მნას აპი­რებს და დიდი მო­რი­დე­ბით გვთხო­ვა, რომ დავ­ცა­ლოთ აქა­უ­რო­ბა, რად­გან რე­მონ­ტის გა­კე­თე­ბას იწყებს მალე. არ ვი­ცით სად წა­ვი­დეთ ჩვე­ნი ხუთი შვი­ლით. ღია ცის ქვეშ ვრჩე­ბით. ლა­გო­დე­ხის მე­რი­ას არა­ერ­თხელ წე­რი­ლო­ბით მივ­მარ­თე, რამ­დენ­ჯერ­მე ვი­ყა­ვი შე­სუ­ლი პი­რა­დად მერ­თან, ბა­ტონ ჯონ­დოს­თან, თუმ­ცა ყო­ველ ჯერ­ზე უარი მი­ვი­ღეთ.

ჩვენ აშე­ნე­ბულ და კე­თილ­მო­წყო­ბილ სახ­ლს კი არ ვი­თხოვთ. მთე­ლი ლა­გო­დე­ხი გა­მო­უ­ყე­ნე­ბელ, თა­ვი­სუ­ფალ მი­წის ნაკ­ვე­თებს მი­აქვს... ვი­თხო­ვეთ, გა­მოგ­ვი­ყა­ვით პა­ტა­რა მი­წის ნაკ­ვე­თი, სა­დაც მო­ვა­ხერ­ხებთ რო­გორ­მე და ჩავ­დგამთ ორო­თა­ხი­ან ქოხს. თავი რომ შე­ვა­ფა­როთ, ღია ცის ქვეშ არ მოგ­ვი­წი­ოს ცხოვ­რე­ბა და ჭერი გვქონ­დეს. ნუთუ შე­უძ­ლე­ბე­ლია, რომ პა­ტა­რა მი­წის ნაკ­ვე­თი გა­მო­ი­ნა­ხოს ჩვე­ნი მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხის­თვის?" - გვე­უბ­ნე­ბა ნინო ვარ­დი­აშ­ვი­ლი.

მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხის უფ­რო­სი შვი­ლი თა­მა­რი 17 წლის არის. მას თან­და­ყო­ლი­ლი ცე­რებ­რა­ლუ­რი დამ­ბლა და გუ­ლის მან­კი აქვს. გო­გო­ნა და­მო­უ­კი­დებ­ლად ვერც დაჯ­დო­მას ახერ­ხებს და ვერც - კვე­ბას.

"თა­მა­რი ძა­ლი­ან გა­ნიც­დის ბი­ნის ხშირ ცვლას. შე­ეჩ­ვე­ვა ერთ ად­გილს და შემ­დეგ გვი­წევს სხვა­გან გა­დას­ვლა. ვერ ეგუ­ე­ბა ახალ გა­რე­მოს და ნერ­ვი­უ­ლობს, ტი­რის. ყვე­ლა­ფერ­მა ამის­თვის მო­ი­ცა­ლა. ამ და­ა­ვა­დე­ბას­თან ერ­თად ახლა ეპი­ლეფ­სი­აც და­ე­მარ­თა. ყო­ველ ნერ­ვი­უ­ლო­ბა­ზე ეპი­ლეფ­სი­უ­რი გულყრა ემარ­თე­ბა და ამის თი­თო­ე­ულ კრუნ­ჩხვა­ზე ვკვდე­ბი და თა­ვი­დან ვცო­ცხლდე­ბი.

ყვე­ლა­ფერს ვაჭ­მევთ, მაგ­რამ დაბ­ლენ­დერე­ბულს. არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი კვე­ბის გამო 17 წლის გოგო წო­ნა­ში 26 კი­ლოა, მაგ­რამ ძა­ლი­ან გო­ნი­ე­რი და გუ­ლის­ხმი­ე­რია. ძა­ლი­ან უყ­ვარს თა­ვი­სი და-ძმა. რომ ვუყ­ვი­რებ რო­მე­ლი­მეს, უნდა ნა­ხოთ რო­გორ ესარ­ჩლე­ბა და მერე თვი­თო­ნაც ტი­რილს იწყებს. ყვე­ლას ცნობს, ყვე­ლა უყ­ვარს.

ერ­თა­დერ­თი შე­მო­სა­ვა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა გვაქვს. თითო ბავ­შვზე 110 ლარს ვი­ღებთ და ამას ემა­ტე­ბა თა­მა­რის პირ­ვე­ლი ჯგუ­ფის ინ­ვა­ლი­დო­ბის 220 ლარი. სულ ესაა ჩვე­ნი შე­მო­სა­ვა­ლი. ჩემი მე­უღ­ლე არ­სად მუ­შა­ობს. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბით ვირ­ჩენთ თავს. დე­და­ჩე­მი მე­უბ­ნე­ბო­და, ნუ გა­მო­ი­ჭე­ნე თავი, ყვე­ლას ნუ გა­ა­გე­ბი­ნე შენი გა­სა­ჭი­რი, ნუ აწუ­ხებ ამ ხალ­ხსო. მეც ძა­ლი­ან მე­რი­დე­ბა, მაგ­რამ სხვა გზა არ მაქვს. ჩემს უკან ჩემი შვი­ლე­ბი დგა­ნან და ჩვენ ღია ცის ქვეშ ვრჩე­ბით. თუ ვინ­მეს შე­უძ­ლია და დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, მუ­დამ მათ ლოც­ვა­ში ვიქ­ნე­ბით" - ამ­ბობს მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დედა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალუკა
19

შენი მოსაცემი მიწა სად აქვს ამ ქვეყანას, ჯერ ირანელები და ჩინელებია დასასახლებელი. უბედურო საქართველო .

იკა
4

კი მართლა ძალიან ძნელია დღეს ამხელა ოჯახის შენახვა, მაგრამ მეუღლე რატომ არ მუშაობს, თუ ჯანმრთელია უნდა იმუშაოს, მუშის ადგილები ნამდვილად არ ჭირს, ან სოფლის მეურნეობით უნდა დაკავდეს, ამდენ შვილს მარტო მთავრობის იმედად ვერ არჩენ, წარმატებებს გისურვებთ

ავტორი:

"18 წელია მომთაბარე ცხოვრებას ვეწევით, 5 შვილით ღია ცის ქვეშ ვრჩები..." - 34 წლის მრავალშვილიანი დედა დახმარებას ითხოვს

"18 წელია მომთაბარე ცხოვრებას ვეწევით, 5 შვილით ღია ცის ქვეშ ვრჩები..." - 34 წლის მრავალშვილიანი დედა დახმარებას ითხოვს

მრავალშვილიანი დედა ნინო ვარდიაშვილი საზოგადოებას თანადგომასა და დახმარებას სთხოვს. 34 წლის ქალი AMBEBI.GE -ს საკუთარი ოჯახის მძიმე ისტორიას უყვება. ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში ხუთ შვილთან ერთად ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება. მრავალსულიანი ოჯახი ამჟამად ლაგოდეხის რაიონში, სოფელ თელაში, ნათესავის სახლში ცხოვრობს.

"15 წლის ვიყავი, რომ დავოჯახდი. ჩემი მეუღლე 20-ის იყო, ისიც ლაგოდეხელია. მამამთილმა თავიდანვე ამომიჩემა და ძალადობის მსხვერპლი აღმოვჩნდი. ერთი წელი ვიცხოვრე დედამთილ-მამამთილის სახლში და გაუსაძლისი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის შემდეგ ჩემს შვილთან ერთად იქაურობა დავტოვე და დედაჩემთან წავედი.

მამამთილი ჩემს დედამთილს სცემდა ხოლმე და მე რომ გამოვესარჩლებოდი, ჩემზეც იწევდა ხელით. თავიდან ჩემი მეუღლე არ წამოვიდა სახლიდან, მაგრამ ერთი წლის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ჩვენთან ცხოვრება უნდოდა და მოგვაკითხა.

მას შემდეგ 18 წელია, ფაქტობრივად, მომთაბარე ცხოვრებას ვეწევით მე, ჩემი მეუღლე და შვილები. ხან სად ვცხოვრობდით, ხან - სად. ზოგჯერ ქირით, ზოგჯერაც სამადლოდ ახლობლის ან ნათესავის სახლ-კარს ვიყავით შეფარებულები.

ახლაც ჩვენი ნათესავის სახლში ვცხოვრობთ, მაგრამ ოჯახის შექმნას აპირებს და დიდი მორიდებით გვთხოვა, რომ დავცალოთ აქაურობა, რადგან რემონტის გაკეთებას იწყებს მალე. არ ვიცით სად წავიდეთ ჩვენი ხუთი შვილით. ღია ცის ქვეშ ვრჩებით. ლაგოდეხის მერიას არაერთხელ წერილობით მივმართე, რამდენჯერმე ვიყავი შესული პირადად მერთან, ბატონ ჯონდოსთან, თუმცა ყოველ ჯერზე უარი მივიღეთ.

ჩვენ აშენებულ და კეთილმოწყობილ სახლს კი არ ვითხოვთ. მთელი ლაგოდეხი გამოუყენებელ, თავისუფალ მიწის ნაკვეთებს მიაქვს... ვითხოვეთ, გამოგვიყავით პატარა მიწის ნაკვეთი, სადაც მოვახერხებთ როგორმე და ჩავდგამთ ოროთახიან ქოხს. თავი რომ შევაფაროთ, ღია ცის ქვეშ არ მოგვიწიოს ცხოვრება და ჭერი გვქონდეს. ნუთუ შეუძლებელია, რომ პატარა მიწის ნაკვეთი გამოინახოს ჩვენი მრავალშვილიანი ოჯახისთვის?" - გვეუბნება ნინო ვარდიაშვილი.

მრავალშვილიანი ოჯახის უფროსი შვილი თამარი 17 წლის არის. მას თანდაყოლილი ცერებრალური დამბლა და გულის მანკი აქვს. გოგონა დამოუკიდებლად ვერც დაჯდომას ახერხებს და ვერც - კვებას.

"თამარი ძალიან განიცდის ბინის ხშირ ცვლას. შეეჩვევა ერთ ადგილს და შემდეგ გვიწევს სხვაგან გადასვლა. ვერ ეგუება ახალ გარემოს და ნერვიულობს, ტირის. ყველაფერმა ამისთვის მოიცალა. ამ დაავადებასთან ერთად ახლა ეპილეფსიაც დაემართა. ყოველ ნერვიულობაზე ეპილეფსიური გულყრა ემართება და ამის თითოეულ კრუნჩხვაზე ვკვდები და თავიდან ვცოცხლდები.

ყველაფერს ვაჭმევთ, მაგრამ დაბლენდერებულს. არასრულფასოვანი კვების გამო 17 წლის გოგო წონაში 26 კილოა, მაგრამ ძალიან გონიერი და გულისხმიერია. ძალიან უყვარს თავისი და-ძმა. რომ ვუყვირებ რომელიმეს, უნდა ნახოთ როგორ ესარჩლება და მერე თვითონაც ტირილს იწყებს. ყველას ცნობს, ყველა უყვარს.

ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარება გვაქვს. თითო ბავშვზე 110 ლარს ვიღებთ და ამას ემატება თამარის პირველი ჯგუფის ინვალიდობის 220 ლარი. სულ ესაა ჩვენი შემოსავალი. ჩემი მეუღლე არსად მუშაობს. სოფლის მეურნეობით ვირჩენთ თავს. დედაჩემი მეუბნებოდა, ნუ გამოიჭენე თავი, ყველას ნუ გააგებინე შენი გასაჭირი, ნუ აწუხებ ამ ხალხსო. მეც ძალიან მერიდება, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ჩემს უკან ჩემი შვილები დგანან და ჩვენ ღია ცის ქვეშ ვრჩებით. თუ ვინმეს შეუძლია და დაგვეხმარება, მუდამ მათ ლოცვაში ვიქნებით" - ამბობს მრავალშვილიანი დედა.

რესპუბლიკურის საკარანტინო ზონაში დაკვირვების ქვეშ 38 მოქალაქეა - მათგან ცხელება მხოლოდ 4 პაციენტს აქვს

"ტემპერატურა ჰქონდა, თუმცა ამჟამად სიცხე არ აღენიშნება" - რესპუბლიკურის დირექტორი წლინახევრის ბავშვის მგომარეობაზე, რომელიც კარანტინშია

17 მარტს სასულიერო პირები თბილისის ქუჩებს აკურთხებენ