საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეუფე ნიკოლოზი - " მოვემზადოთ ქრისტესთან შესახვედრად... უნდა ვიჩქაროთ, უნდა მოვაგროვოთ კეთილი საქმეები"
მეუფე ნიკოლოზი - " მოვემზადოთ ქრისტესთან შესახვედრად... უნდა ვიჩქაროთ, უნდა მოვაგროვოთ კეთილი საქმეები"

იესო ქრის­ტეს მალე მოს­ვლა ეს არ ნიშ­ნავს სა­ა­თის და­ნიშ­ვნას და წამ­ზო­მის ჩარ­თვას. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ჩვენ უნდა ვი­ყოთ მზად ქრის­ტეს შე­სახ­ვედ­რად,- ამის შე­სა­ხებ ახალ­ქა­ლა­ქის, კუ­მურ­დო­სა და კა­რის მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მე­უ­ფემ მარ­თლმა­დი­დებ­ლებს მირ­ქმის დღე­სას­წა­უ­ლი მი­უ­ლო­ცა. ამას­თან, მან რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ პატ­რი­არ­ქის მიერ ქა­და­გე­ბი­სას ნათ­ქვა­მი მე­ო­რედ მოს­ვლის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ამ სი­ტყვებ­მა ზო­გი­ერთ ადა­მი­ან­ში გა­უ­გებ­რო­ბა გა­მო­იწ­ვია.

„ცოტა ხნის წინ, პატ­რი­არ­ქმა ბრძა­ნა, რომ მე­ო­რედ მოს­ვლამ­დე შე­იძ­ლე­ბა სა­ა­თე­ბი არის დარ­ჩე­ნი­ლი და ამან გა­მო­იწ­ვია შეძრწუ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. სა­ხა­რე­ბა­ში არის ასე­თი ად­გი­ლი, რო­დე­საც მოგ­ვე­ბი მო­ვიდ­ნენ იე­რუ­სა­ლიმ­ში და რო­დე­საც მეფე ირო­დის უთხრეს, რომ იშვა ძე ღვთი­სა ქრის­ტე, სა­ხა­რე­ბა­ში ასე წე­რია - შეძრწუნ­და მეფე ირო­დი და მთე­ლი იე­რუ­სა­ლი­მი შეძრწუნ­და მას­თან ერ­თად. რამ შე­აძ­რწუ­ნა იე­რუ­სა­ლი­მი, რა­ტომ შე­შინ­და იე­რუ­სა­ლი­მი?! ქრის­ტე მო­ვი­და მხსნე­ლი სოფ­ლი­სა. აი, სწო­რედ აქ არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სწავ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ჩვენ­მა პატ­რი­არ­ქმა ჩვენ გვი­თხრა შე­ფა­რუ­ლი სა­ხით და ეს სწო­რედ ეხე­ბა დღე­ვან­დელ დღეს.

იესო ქრის­ტეს მალე მოს­ვლა ეს არ ნიშ­ნავს სა­ა­თის და­ნიშ­ვნას და წამ­ზო­მის ჩარ­თვას. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ჩვენ უნდა ვი­ყოთ მზად ქრის­ტეს შე­სახ­ვედ­რად.

მე არ ვიცი, ჩვენ ვართ თუ არა მზად, მე სა­კუ­თარ თავ­ზეც ვერ ვი­ტყვი ამას, მაგ­რამ უნდა ვიჩ­ქა­როთ. უნდა მო­ვაგ­რო­ვოთ ეს კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბი. მო­წყა­ლე­ბის, სარ­წმუ­ნო­ე­ბის საქ­მე, რომ ჩვენ მო­ვემ­ზა­დოთ ქრის­ტეს­თან შე­სახ­ვედ­რად. მინ­და გი­თხრათ, რომ ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქი ემ­ზა­დე­ბა ქრის­ტეს­თან შე­სახ­ვედ­რად და ჩვენც გვამ­ზა­დებს მას­თან შე­სახ­ვედ­რად“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაი.
3

მაგრა უბერავთ. პროპაგანდისტები გახდით. შედი ბუტკაში. 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

მეუფე ნიკოლოზი - " მოვემზადოთ ქრისტესთან შესახვედრად... უნდა ვიჩქაროთ, უნდა მოვაგროვოთ კეთილი საქმეები"

მეუფე ნიკოლოზი - " მოვემზადოთ ქრისტესთან შესახვედრად... უნდა ვიჩქაროთ, უნდა მოვაგროვოთ კეთილი საქმეები"

იესო ქრისტეს მალე მოსვლა ეს არ ნიშნავს საათის დანიშვნას და წამზომის ჩართვას. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ქრისტეს შესახვედრად,- ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მეუფემ მართლმადიდებლებს მირქმის დღესასწაული მიულოცა. ამასთან, მან რამდენიმე კვირის წინ პატრიარქის მიერ ქადაგებისას ნათქვამი მეორედ მოსვლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ სიტყვებმა ზოგიერთ ადამიანში გაუგებრობა გამოიწვია.

„ცოტა ხნის წინ, პატრიარქმა ბრძანა, რომ მეორედ მოსვლამდე შეიძლება საათები არის დარჩენილი და ამან გამოიწვია შეძრწუნება საზოგადოებაში. სახარებაში არის ასეთი ადგილი, როდესაც მოგვები მოვიდნენ იერუსალიმში და როდესაც მეფე იროდის უთხრეს, რომ იშვა ძე ღვთისა ქრისტე, სახარებაში ასე წერია - შეძრწუნდა მეფე იროდი და მთელი იერუსალიმი შეძრწუნდა მასთან ერთად. რამ შეაძრწუნა იერუსალიმი, რატომ შეშინდა იერუსალიმი?! ქრისტე მოვიდა მხსნელი სოფლისა. აი, სწორედ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი სწავლება, რომელიც ჩვენმა პატრიარქმა ჩვენ გვითხრა შეფარული სახით და ეს სწორედ ეხება დღევანდელ დღეს.

იესო ქრისტეს მალე მოსვლა ეს არ ნიშნავს საათის დანიშვნას და წამზომის ჩართვას. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ქრისტეს შესახვედრად.

მე არ ვიცი, ჩვენ ვართ თუ არა მზად, მე საკუთარ თავზეც ვერ ვიტყვი ამას, მაგრამ უნდა ვიჩქაროთ. უნდა მოვაგროვოთ ეს კეთილი საქმეები. მოწყალების, სარწმუნოების საქმე, რომ ჩვენ მოვემზადოთ ქრისტესთან შესახვედრად. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პატრიარქი ემზადება ქრისტესთან შესახვედრად და ჩვენც გვამზადებს მასთან შესახვედრად“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

LIVE: საღამოს ნიუსრუმი "პალიტრანიუსზე"

როგორ ცხოვრობს გერმანიაში თსუ-ს ყოფილი რექტორი, რომელიც ევროპის პრესტიჟული უნივერსიტეტის პრეზიდენტია - "ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა ოჯახია"

ქართველი მძღოლების გადასამზადებლად ფონიჭალაში სასწავლო ცენტრი აშენდება - ვინ მიიღებს ევროკავშირში აღიარებულ სერტიფიკატს?