პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თაღლითობისა და ქრთამის აღებისთვის გასამართლებული ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე პატიმრობიდან გაათავისუფლეს
თაღლითობისა და ქრთამის აღებისთვის გასამართლებული ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ფო­თის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კა­კუ­ლია და მას­თან ერ­თად და­კა­ვე­ბუ­ლი სამი პირი პა­ტიმ­რო­ბი­დან გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე შოთა ბი­ჭი­ამ მი­ი­ღო.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ირაკ­ლი კა­კუ­ლი­ას ად­ვო­კატ­მა, ედი­შერ ქარ­ჩა­ვამ გა­ნუ­ცხა­და, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი 50 000-ლა­რი­ა­ნი, ხოლო სხვა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი 30-30 ათას ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოთს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

შე­გახ­სე­ნებთ, 8 ნო­ემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ოთხი პირი და­ა­კა­ვეს, რო­მელ­თა­გა­ნაც სამი მოქ­მე­დი, ერთი კი, ყო­ფი­ლი სა­ჯა­რო მო­ხე­ლეა. მათ შო­რის ქა­ლაქ ფო­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ყო­ფი­ლი მერი და საკ­რე­ბუ­ლოს ახ­ლან­დე­ლი თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კა­კუ­ლია. სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ ბრა­ლად ედე­ბათ მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­სა­კუთ­რე­ბის მიზ­ნით დიდი ოდე­ნო­ბით სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის გაფ­ლან­გვა, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბა, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბა და ყალ­ბი სა­ან­გა­რიშს­წო­რე­ბო დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბა-გა­მო­ყე­ნე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 180-ე, 182-ე, 338-ე, 332-ე, 342-ე და 210-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 11-დან 15-წლამ­დე ვა­დით ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

თაღლითობისა და ქრთამის აღებისთვის გასამართლებული ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

თაღლითობისა და ქრთამის აღებისთვის გასამართლებული ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია და მასთან ერთად დაკავებული სამი პირი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ მიიღო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ირაკლი კაკულიას ადვოკატმა, ედიშერ ქარჩავამ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი 50 000-ლარიანი, ხოლო სხვა დაკავებულები 30-30 ათას ლარიანი გირაოთს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, 8 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ოთხი პირი დააკავეს, რომელთაგანაც სამი მოქმედი, ერთი კი, ყოფილი საჯარო მოხელეა. მათ შორის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და საკრებულოს ახლანდელი თავმჯდომარე ირაკლი კაკულია. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 182-ე, 338-ე, 332-ე, 342-ე და 210-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15-წლამდე ვადით ითვალისწინებს.

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს

შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობის საქმეზე გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა

პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი გოგონა გაიტაცა