საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს, მამუკა ამბროლაძეს, რომელსაც 50 წლის იუბილე აქვს, შს მინისტრმა საჩქარი გაუგზავნა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ამბროლაძე 30 წელია სახანძრო-სამაშველო სამსახურში მუშაობს და საქმისადმი ერთგულებითა და განსაკუთრებული პროფესიონალიზმით გამოირჩევა.
"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, სპეციალურად მის იუბილესთან დაკავშირებით, ქუთაისში იმყოფებოდა. მან მამუკა ამბროლაძეს, შინაგან საქმეთა მინისტრისა და სამსახურის სახელით, წლების განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ვახტანგ გომელაურისგან საჩუქრად პისტოლეტი გადასცა" - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.