სპორტი
საზოგადოება
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წინასწარ ვიცოდით, რომ ყველაფერი იდეალურად გადალახული არ იქნებოდა" - "დიდი სცენის" მუსიკალური ხელმძღვანელი რთულ ტურსა და ნახევარფინალზე
"წინასწარ ვიცოდით, რომ ყველაფერი იდეალურად გადალახული არ იქნებოდა" - "დიდი სცენის" მუსიკალური ხელმძღვანელი რთულ ტურსა და ნახევარფინალზე

პრო­ექ­ტი "დიდი სცე­ნა" ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბა. რო­გორც პრო­დი­უ­სე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, კონ­კურ­სან­ტე­ბი გე­ნი­ა­ლუ­რი stevie wonder-ის ტურს წარ­მო­ად­გე­ნენ. თუმ­ცა ამ ტურს, გა­სულ კვი­რას, შე­სა­ნიშ­ნა­ვი ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რის ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძის ტური უძღო­და. პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა კომ­პო­ზი­ტო­რის უკ­ვდა­ვი სიმ­ღე­რე­ბი ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლის ორ­კესტრთან ერ­თად შე­ას­რუ­ლეს.

AMBEBI.GE-ს სა­კუ­თარ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას უზი­ა­რებს პრო­ექ­ტის და "რუს­თა­ვი 2"-ის მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი ნანა გვარ­მი­ა­ნი:

­- ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძის სიმ­ღე­რე­ბის არ­შეს­რუ­ლე­ბა და­ნა­შა­უ­ლი იქ­ნე­ბო­და, რად­გან ყო­ვე­ლი მისი სიმ­ღე­რა მარ­გა­ლი­ტია. ახა­ლი თა­ო­ბის­თვის ცოტა რთუ­ლია ქარ­თუ­ლი მუ­სი­კის შეს­რუ­ლე­ბა, ამი­ტომ, არ იყო მარ­ტი­ვი ამო­ცა­ნა, რო­დე­საც კონ­კურ­სში დიდი კომ­პო­ზი­ტო­რის შე­მოქ­მე­დე­ბას შე­ვე­ხეთ. ეს დიდ კულ­ტუ­რას, სიმ­ღე­რის უნარ-ჩვე­ვე­ბის ცოდ­ნას მო­ი­თხოვ­და.

შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კაც უნდა გა­აჩ­ნდეს მომ­ღე­რალს, რომ შეძ­ლოს, კარ­გად იმ­ღე­როს ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძის ნა­მუ­შევ­რე­ბი, რო­მელ­საც აბ­სო­ლუ­ტუ­რად ქარ­თუ­ლი მე­ლო­დია, ინ­ტო­ნა­ცია, მუ­სი­კა, ფრა­ზა აქვს. მოკ­ლედ, ამ ყვე­ლაფ­რის დაძ­ლე­ვა ყვე­ლა კონ­კურ­სან­ტის­თვის საკ­მა­ოდ რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ამი­ტომ, წი­ნას­წარ ვი­ცო­დით, რომ ამ სირ­თუ­ლე­ე­ბის გამო ყვე­ლა­ფე­რი იდე­ა­ლუ­რად გა­და­ლა­ხუ­ლი არ იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ასეთ ბა­რი­ე­რებს არ უნდა შე­ვუ­შინ­დეთ და არ უნდა ავი­რი­დოთ თა­ვი­დან ის, რომ მისი სიმ­ღე­რე­ბი არ შე­ვას­რუ­ლოთ. თუ მათ არ ვიმ­ღე­რებთ, გა­მო­დის, რომ აღა­რა­ვინ შე­ე­ხე­ბა მის სა­ო­ცარ მუ­სი­კას. ამი­ტომ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვე­ცა­დეთ.

ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძის ტური ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლის იდე­აც იყო. კონ­კურ­სან­ტე­ბი და სიმ­ღე­რე­ბი ერ­თობ­ლი­ვად შე­ვარ­ჩი­ეთ, გა­და­ვა­ნა­წი­ლეთ, ვინ რო­მელ სიმ­ღე­რას მო­იხ­დენ­და. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო ომა ფა­ვო­რის შემ­თხვე­ვა იყო, რად­გან გე­ნი­ა­ლუ­რი "ვარ­დე­ბი არ არი­ან" მო­ამ­ზა­და, რომ­ლის სხვადსხვა ვერ­სია მა­ნამ­დე არა­ერ­თხელ მოგ­ვის­მე­ნია (ქა­ლის, მა­მა­კა­ცის შეს­რუ­ლე­ბით). ომას შემ­თხვე­ვა­ში უკვე ფე­რად­კა­ნი­ა­ნის შეს­რუ­ლე­ბით იქ­ნე­ბო­და ის, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ მან ეს ვერ შეძ­ლო, რად­გა­ნაც პრო­ექ­ტის და­ტო­ვე­ბა მა­ნამ­დე მო­უხ­და. ვფიქ­რობ, ზო­გა­დად კარ­გად გა­არ­თვა ამ ყვე­ლე­ფერს თავი.

მარ­თა­ლია, მა­ყუ­რე­ბელს მისი ნამ­ღე­რი "ვარ­დე­ბის" მოს­მე­ნის სა­შუ­ლე­ბა არ მი­ე­ცა, მაგ­რამ მო­ის­მი­ნეს, მისი დუ­ე­ტი სიმ­ღე­რით - "ფოთ­ლე­ბი რომ ჩურ­ჩუ­ლე­ბენ". ამ ყვე­ლაფ­რით კი დამ­ტკიც­და, რომ ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძის მუ­სი­კა არის სა­ერ­თა­შო­რი­სო. ომამ დუ­ე­ტი ლუ­კას­თან ერ­თად შე­ას­რუ­ლა. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი მუ­სი­კა­ლუ­რია, მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­ტუ­ი­ცია აქვს, მა­შინ ყვე­ლა­ფერს ახერ­ხებს. ნე­ბის­მი­ერ ქარ­თველ­ზე ნაკ­ლე­ბად არ შე­უს­რუ­ლე­ბია, რად­გა­ნაც მან სიმ­ღე­რის სწო­რად გა­გე­ბა შეძ­ლო.

- ზო­გა­დად კონ­კურ­სან­ტებ­ზე რას იტყვით?

- კონ­კურ­სან­ტებ­მა ამ ყვე­ლა­ფერს მეტ-ნაკ­ლე­ბად ნორ­მა­ლუ­რად გა­არ­თვეს თავი. სა­ერ­თოდ ნე­ბის­მი­ე­რი ტური მათ­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაა. ამ­ჯე­რად ეს სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან პირ­ვე­ლი შე­ხე­ბა იყო, რაც დამ­წყე­ბი მომ­ღერ­ლის­თვის დიდი ბედ­ნი­ერ­ბა და პა­ტი­ვი გახ­ლავთ. ამას­თან, ვფიქ­რობ, მათ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნოც იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ამ ყვე­ლა­ფერს და­ა­ფა­სე­ბენ და მათ გო­ნე­ბა­ში ეს გა­მოც­დი­ლე­ბა შე­სა­ბა­მი­სად და­ი­ლე­ქე­ბა.

- თა­ვად კონ­კურ­სზე რას იტყვით? ასე­თი ფორ­მა­ტის კონ­კურ­სი ეთერ­ში პირ­ვე­ლად გა­დის და მისი მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი სწო­რედ თქვენ ხართ...

- ვფიქ­რობ, ეს კონ­კურ­სი იმ კუ­თხით არის სა­ინ­ტე­რე­სო, რომ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია და ეს რე­პერ­ტუ­ა­რი ჟან­რე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაა სა­ინ­ტე­რე­სო. კონ­კურ­სან­ტებს ბევრ ჟანრ­სა და სფე­რო­ში უწევთ ძა­ლე­ბის მო­სინ­ჯვა, სა­კუ­თა­რი თა­ვის აღ­მო­ჩე­ნა, რაც მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სია. ასე­ვე მათ ფარ­თო ას­პა­რე­ზიც უჩ­ნდე­ბათ, შე­უძ­ლი­ათ გა­ერ­კვნენ იმა­შიც, სად შე­იძლბა, რომ თავი უკე­თე­სად იგ­რძნონ და აღ­მო­ა­ჩი­ნონ.

იყო ქარ­თუ­ლი ტური, უცხო­უ­რი, რო­კის, ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძის და იქ­ნე­ბა stevie wonder-ის ტუ­რიც, ფი­ნა­ლი კი - ისევ აკა­დე­მი­უ­რი და ისევ ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლის სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან ერ­თად. რო­გორც ვთქვი, ეს ყვე­ლაფ­რი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა, რომ დამ­წყებ­მა მუ­სი­კო­სებ­მა თავი იპო­ვონ.

თუ კონ­კურ­სან­ტებ­ზე უფრო ვრცლად ვი­სა­უბ­რებთ, ათი­ვე­ზე ვერ ვი­ტყვი, რომ ყვე­ლა ერ­თნა­ი­რია. ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი­ცაა, რად­გა­ნაც ყვე­ლა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. არის მეტ-ნაკ­ლე­ბი სირ­თუ­ლე­ე­ბი, რად­გა­ნაც ესე­ნი ჯერ დამ­წყე­ბი მომ­ღე­ლე­ბი და არ­შემ­დგა­რი მუ­სი­კო­სე­ბი არი­ან, ძა­ლი­ან თვალ­ში სა­ცე­მია ხოლ­მე მუ­შა­ო­ბი­სას, მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის უქონ­ლო­ბა. მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე­ებ­თან გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვია პრო­ცე­სი.

- ბოლო ტურ­ზე ლა­მა­ზი სა­მო­სი ეც­ვათ პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ებს. ვინ მუ­შა­ობს მათ კოს­ტი­უ­მებ­ზე?

- მო­ნა­წი­ლე­ებს სხვა­დას­ხვა დი­ზა­ი­ნე­რი აც­მევს. ბოლო ტურ­ზე "რუს­თა­ვი 2"-ის დი­ზა­ი­ნერ­მა ნუცა ჩა­ჩა­ნი­ძემ ჩა­აც­ვა. მათი სა­მო­სი ყო­ველ­თვის სიმ­ღე­რას­თან და რე­პერ­ტუ­არ­თა­ნაა შე­ხა­მე­ბუ­ლი... მოკ­ლედ, სა­ინ­ტე­რე­სო დღე­ე­ბია, რომ­ლის­თვი­საც უკვე დიდი მონ­დო­მე­ბით ვემ­ზა­დე­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"წინასწარ ვიცოდით, რომ ყველაფერი იდეალურად გადალახული არ იქნებოდა" - "დიდი სცენის" მუსიკალური ხელმძღვანელი რთულ ტურსა და ნახევარფინალზე

"წინასწარ ვიცოდით, რომ ყველაფერი იდეალურად გადალახული არ იქნებოდა" - "დიდი სცენის" მუსიკალური ხელმძღვანელი რთულ ტურსა და ნახევარფინალზე

პროექტი "დიდი სცენა" ნახევარფინალისთვის ემზადება. როგორც პროდიუსერები ამბობენ, კონკურსანტები გენიალური stevie wonder-ის ტურს წარმოადგენენ. თუმცა ამ ტურს, გასულ კვირას, შესანიშნავი ქართველი კომპოზიტორის ბიძინა კვერნაძის ტური უძღოდა. პროექტის მონაწილეებმა კომპოზიტორის უკვდავი სიმღერები ნიკოლოზ რაჭველის ორკესტრთან ერთად შეასრულეს.

AMBEBI.GE-ს საკუთარ შთაბეჭდილებას უზიარებს პროექტის და "რუსთავი 2"-ის მუსიკალური ხელმძღვანელი ნანა გვარმიანი:

- ბიძინა კვერნაძის სიმღერების არშესრულება დანაშაული იქნებოდა, რადგან ყოველი მისი სიმღერა მარგალიტია. ახალი თაობისთვის ცოტა რთულია ქართული მუსიკის შესრულება, ამიტომ, არ იყო მარტივი ამოცანა, როდესაც კონკურსში დიდი კომპოზიტორის შემოქმედებას შევეხეთ. ეს დიდ კულტურას, სიმღერის უნარ-ჩვევების ცოდნას მოითხოვდა.

შესაბამისი ტექნიკაც უნდა გააჩნდეს მომღერალს, რომ შეძლოს, კარგად იმღეროს ბიძინა კვერნაძის ნამუშევრები, რომელსაც აბსოლუტურად ქართული მელოდია, ინტონაცია, მუსიკა, ფრაზა აქვს. მოკლედ, ამ ყველაფრის დაძლევა ყველა კონკურსანტისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ამიტომ, წინასწარ ვიცოდით, რომ ამ სირთულეების გამო ყველაფერი იდეალურად გადალახული არ იქნებოდა, მაგრამ ასეთ ბარიერებს არ უნდა შევუშინდეთ და არ უნდა ავირიდოთ თავიდან ის, რომ მისი სიმღერები არ შევასრულოთ. თუ მათ არ ვიმღერებთ, გამოდის, რომ აღარავინ შეეხება მის საოცარ მუსიკას. ამიტომ მაქსიმალურად შევეცადეთ.

ბიძინა კვერნაძის ტური ნიკოლოზ რაჭველის იდეაც იყო. კონკურსანტები და სიმღერები ერთობლივად შევარჩიეთ, გადავანაწილეთ, ვინ რომელ სიმღერას მოიხდენდა. განსაკუთრებულად საინტერესო ომა ფავორის შემთხვევა იყო, რადგან გენიალური "ვარდები არ არიან" მოამზადა, რომლის სხვადსხვა ვერსია მანამდე არაერთხელ მოგვისმენია (ქალის, მამაკაცის შესრულებით). ომას შემთხვევაში უკვე ფერადკანიანის შესრულებით იქნებოდა ის, მაგრამ სამწუხაროდ მან ეს ვერ შეძლო, რადგანაც პროექტის დატოვება მანამდე მოუხდა. ვფიქრობ, ზოგადად კარგად გაართვა ამ ყველეფერს თავი.

მართალია, მაყურებელს მისი ნამღერი "ვარდების" მოსმენის საშულება არ მიეცა, მაგრამ მოისმინეს, მისი დუეტი სიმღერით - "ფოთლები რომ ჩურჩულებენ". ამ ყველაფრით კი დამტკიცდა, რომ ბიძინა კვერნაძის მუსიკა არის საერთაშორისო. ომამ დუეტი ლუკასთან ერთად შეასრულა. როდესაც ადამიანი მუსიკალურია, მუსიკალური ინტუიცია აქვს, მაშინ ყველაფერს ახერხებს. ნებისმიერ ქართველზე ნაკლებად არ შეუსრულებია, რადგანაც მან სიმღერის სწორად გაგება შეძლო.

- ზოგადად კონკურსანტებზე რას იტყვით?

- კონკურსანტებმა ამ ყველაფერს მეტ-ნაკლებად ნორმალურად გაართვეს თავი. საერთოდ ნებისმიერი ტური მათთვის სერიოზული გამოცდილებაა. ამჯერად ეს სიმფონიურ ორკესტრთან პირველი შეხება იყო, რაც დამწყები მომღერლისთვის დიდი ბედნიერბა და პატივი გახლავთ. ამასთან, ვფიქრობ, მათთვის სასიამოვნოც იყო ეს ყველაფერი. დროთა განმავლობაში ამ ყველაფერს დააფასებენ და მათ გონებაში ეს გამოცდილება შესაბამისად დაილექება.

- თავად კონკურსზე რას იტყვით? ასეთი ფორმატის კონკურსი ეთერში პირველად გადის და მისი მუსიკალური პროდიუსერი სწორედ თქვენ ხართ...

- ვფიქრობ, ეს კონკურსი იმ კუთხით არის საინტერესო, რომ მრავალფეროვანია და ეს რეპერტუარი ჟანრების თვალსაზრისითაა საინტერესო. კონკურსანტებს ბევრ ჟანრსა და სფეროში უწევთ ძალების მოსინჯვა, საკუთარი თავის აღმოჩენა, რაც მათთვის საინტერესო პროცესია. ასევე მათ ფართო ასპარეზიც უჩნდებათ, შეუძლიათ გაერკვნენ იმაშიც, სად შეიძლბა, რომ თავი უკეთესად იგრძნონ და აღმოაჩინონ.

იყო ქართული ტური, უცხოური, როკის, ბიძინა კვერნაძის და იქნება stevie wonder-ის ტურიც, ფინალი კი - ისევ აკადემიური და ისევ ნიკოლოზ რაჭველის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. როგორც ვთქვი, ეს ყველაფრი საუკეთესო საშუალებაა, რომ დამწყებმა მუსიკოსებმა თავი იპოვონ.

თუ კონკურსანტებზე უფრო ვრცლად ვისაუბრებთ, ათივეზე ვერ ვიტყვი, რომ ყველა ერთნაირია. ეს შეუძლებელიცაა, რადგანაც ყველა ინდივიდუალურია. არის მეტ-ნაკლები სირთულეები, რადგანაც ესენი ჯერ დამწყები მომღელები და არშემდგარი მუსიკოსები არიან, ძალიან თვალში საცემია ხოლმე მუშაობისას, მუსიკალური განათლების უქონლობა. მუსიკალური განათლების მქონეებთან გაცილებით მარტივია პროცესი.

- ბოლო ტურზე ლამაზი სამოსი ეცვათ პროექტის მონაწილეებს. ვინ მუშაობს მათ კოსტიუმებზე?

- მონაწილეებს სხვადასხვა დიზაინერი აცმევს. ბოლო ტურზე "რუსთავი 2"-ის დიზაინერმა ნუცა ჩაჩანიძემ ჩააცვა. მათი სამოსი ყოველთვის სიმღერასთან და რეპერტუართანაა შეხამებული... მოკლედ, საინტერესო დღეებია, რომლისთვისაც უკვე დიდი მონდომებით ვემზადებით.

"ეს ის უგულავაა, აჭარიდან ჩამოსული სამი უმანკო ბიჭი რომ დახვრიტეს მის თვალწინ" - ია მეტრეველი ყოფილი მერის დაკავებას ეხმაურება

სად და როგორ დასაქმდებით გერმანიაში ლეგალურად - საიტები, სადაც ყველა საჭირო ინფორმაციას გაეცნობით

"ზუკას­ გიო ძალიან დააკლდა, მაგრამ ყველაფერს თავს გაართმევს" - როგორ ცხოვრობს გიო ხუციშვილის ოჯახი მისი გარდაცვალების შემდეგ