პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შეიძლება ვალენტინობას საყვარელი ადამიანი გავახაროთ?
როგორ შეიძლება ვალენტინობას საყვარელი ადამიანი გავახაროთ?

ყო­ველ წელს, ვა­ლენ­ტი­ნო­ბის­თვის ორი­გი­ნა­ლურ იდე­ა­ზე ვფიქ­რობთ. წარ­მო­ვიდ­გენთ ყვე­ლა­ზე რო­მან­ტი­კულ სცე­ნარს, თუ რო­გორ შეგ­ვიძ­ლია საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი გა­ვა­ხა­როთ. როცა არ­ცერ­თი იდეა არ მოგ­ვწონს, როცა ყვე­ლა­ნა­ირ კრე­ა­ტივს ამოვ­წუ­რავთ, ვის­ტრე­სე­ბით და აღარ ვი­ცით, რა ვქნათ.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გა­სა­ბედ­ნი­ე­რებ­ლად სტრე­სი, ნერ­ვი­უ­ლო­ბა და ზედ­მე­ტი ფიქ­რი სა­ჭი­რო სუ­ლაც არ არის. სჯობს, არც ორი­გი­ნა­ლუ­რო­ბა­ში „გა­და­ვამ­ლა­შოთ“ და უბ­რა­ლოდ, ნე­იტ­რა­ლუ­რე­ბი და დახ­ვე­წი­ლე­ბი ვი­ყოთ.

გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე მარ­ტივ და სა­ინ­ტე­რე­სო იდე­ას, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, 14 თე­ბერ­ვა­ლი გა­ვა­ტა­როთ ან რა ვა­ჩუ­ქოთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს:

1. საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად მა­ტა­რებ­ლით წა­დით ქა­ლაქ­ში, რო­მე­ლიც ორი­ვეს გიყ­ვართ

ზამ­თა­რი არც ისე­თი უღიმ­ღა­მო სე­ზო­ნია, რო­გორც წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია ხოლ­მე. ამ პე­რი­ოდ­ში, მა­გა­ლი­თად, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში, რო­გორც წესი, თოვს, ამი­ტომ თბი­ლი­სი­დან ბა­თუ­მამ­დე მგზავ­რო­ბა ულა­მა­ზე­სი ხე­დე­ბის ფონ­ზე გე­ლით. გა­და­თეთ­რე­ბუ­ლი სა­ხუ­რა­ვე­ბი და ხე­ე­ბი ნამ­დვი­ლად რო­მან­ტი­კულ გან­წყო­ბას შექ­მნის, თა­ნაც თუ თოვა და­გემ­თხვათ, ეს დღე და­უ­ვი­წყა­რი იქ­ნე­ბა. ზამ­თრის ზღვა თო­ვის დროს კი ულა­მა­ზე­სია.

ასე­ვე, ბორ­ჯომ-ბა­კუ­რი­ა­ნის „კუ­კუშ­კით“ მგზავ­რო­ბა ვა­ლენ­ტი­ნო­ბას სა­ო­ცარ მო­გო­ნე­ბებს და­გი­ტო­ვებთ.

2. ვახ­შა­მი თბი­ლი­სის ყვე­ლა­ზე მა­ღალ შე­ნო­ბა­ში

დე­და­ქა­ლა­ქის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­ნო­ბა „ბილტმორ თბი­ლი­სია“, მის 31-ე სარ­თულ­ზე მდე­ბა­რე რეს­ტო­რა­ნი Xeme კი ვა­ლენ­ტი­ნო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის­თვის ყო­ველ­თვის რო­მან­ტი­კულ გა­რე­მოს ქმნის.

თბი­ლი­სის ულა­მა­ზე­სი ხედი, მშვი­დი და სა­სი­ა­მოვ­ნო მუ­სი­კა და გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბი სწო­რედ ის არის, რაც საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს გა­ა­ბედ­ნი­ე­რებს. 14 თე­ბერ­ვალს 2 პერ­სო­ნა­ზე რო­მან­ტი­კუ­ლი ვახ­შმის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 180 ლარი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც 3 კერძსა და სას­მელს მო­ი­ცავს. სა­ღა­მოს მუ­სი­კა­ლუ­რად გა­ა­ფორ­მებს მომ­ღე­რა­ლი თა­მა­რა შა­ვერ­დაშ­ვი­ლი. ამას­თან, ვა­ლენ­ტი­ნო­ბის დღეს სას­ტუმ­როს­გან პრი­ზის მო­გე­ბის შან­სიც გექ­ნე­ბათ, გა­თა­მა­შე­ბა­ში კი ად­გილ­ზე მი­ი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

გარ­და რო­მან­ტი­კუ­ლი ვახ­შმი­სა, თბი­ლი­სის ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ხე­დით მო­ხიბ­ლუ­ლებ­მა 14 თე­ბერ­ვლი­დან 16 თე­ბერ­ვლის ჩათ­ვლით, შე­გიძ­ლი­ათ, აირ­ჩი­ოთ რო­მან­ტი­კუ­ლი პა­კე­ტი: 2-ად­გი­ლი­ან ნო­მერ­ში გან­თავ­სე­ბა და 16 თე­ბერ­ვალს კვი­რის ბრან­ჩი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კერ­ძე­ბის არ­ჩე­ვა­ნით.

ასე რომ, ვა­ლენ­ტი­ნო­ბის დღე მხო­ლოდ სა­ჩუ­ქარ­თან კი არა, სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მოს­თა­ნაც მჭიდ­რო კავ­შირ­შია.

3. საყ­ვა­რე­ლი სუ­ნა­მოს შერ­ჩე­ვა

ხში­რად, სა­უ­კე­თე­სო მო­გო­ნე­ბებს სურ­ნე­ლით ვი­მახ­სოვ­რებთ, ამი­ტომ საყ­ვა­რე­ლი სუ­ნა­მოს ჩუ­ქე­ბა არას­დროს არის ზედ­მე­ტი.

თუნ­დაც თბი­ლი­სის სა­უ­კე­თე­სო ხე­დის ფონ­ზე ახა­ლი არო­მა­ტის აღ­მო­ჩე­ნა საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის და­უ­ვი­წყა­რი იქ­ნე­ბა.

4. სა­სა­ჩუქ­რე ყუ­თის შექ­მნა

სა­ჩუქ­რის იდეა ბევ­რი ჩვენ­გა­ნის­თვის ახ­ლის აღ­მო­ჩე­ნას უკავ­შირ­დე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ სა­სა­ჩუქ­რე ყუ­თის ჩუ­ქე­ბა დღეს, დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. ყუთი შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ცავ­დეს რო­გორც ტკბი­ლე­ულს, ისე სამ­კა­ულს, სუ­ნა­მოს, სუ­ვე­ნი­რებს, სა­სა­ჩუქ­რე ვა­უ­ჩე­რებს ან თუნ­დაც რეს­ტორ­ნის მო­საწ­ვევს.

ყუ­თის გახ­სნი­სა და სა­ჩუქ­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის პრო­ცე­სი კი სა­სი­ა­მოვ­ნო და და­უ­ვი­წყა­რი იქ­ნე­ბა.

5. სახ­ლის თე­მა­ტუ­რად მორ­თვა

რო­მან­ტი­კუ­ლი ვახ­შა­მი შე­იძ­ლე­ბა, სახ­ლში, თე­მა­ტუ­რად მო­წყო­ბილ გა­რე­მო­ში ან რეს­ტო­რან­ში, რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, შთამ­ბეჭ­და­ვი ხე­დის ფონ­ზე. ამ შემ­თხვე­ვა­ში, სა­უ­კე­თე­სო იდე­აა, 14 თე­ბერ­ვალს ცო­ცხა­ლი მუ­სი­კის ფონ­ზე რო­მან­ტი­კუ­ლად ვახ­შმო­ბა და შემ­დეგ, სა­ღა­მოს თე­მა­ტუ­რად მორ­თულ სახ­ლში გაგ­რძე­ლე­ბა, ვა­ლენ­ტი­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ფილ­მის ნახ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

როგორ შეიძლება ვალენტინობას საყვარელი ადამიანი გავახაროთ?

როგორ შეიძლება ვალენტინობას საყვარელი ადამიანი გავახაროთ?

ყოველ წელს, ვალენტინობისთვის ორიგინალურ იდეაზე ვფიქრობთ. წარმოვიდგენთ ყველაზე რომანტიკულ სცენარს, თუ როგორ შეგვიძლია საყვარელი ადამიანი გავახაროთ. როცა არცერთი იდეა არ მოგვწონს, როცა ყველანაირ კრეატივს ამოვწურავთ, ვისტრესებით და აღარ ვიცით, რა ვქნათ.

სინამდვილეში, საყვარელი ადამიანის გასაბედნიერებლად სტრესი, ნერვიულობა და ზედმეტი ფიქრი საჭირო სულაც არ არის. სჯობს, არც ორიგინალურობაში „გადავამლაშოთ“ და უბრალოდ, ნეიტრალურები და დახვეწილები ვიყოთ.

გთავაზობთ რამდენიმე მარტივ და საინტერესო იდეას, როგორ შეიძლება, 14 თებერვალი გავატაროთ ან რა ვაჩუქოთ საყვარელ ადამიანს:

1. საყვარელ ადამიანთან ერთად მატარებლით წადით ქალაქში, რომელიც ორივეს გიყვართ

ზამთარი არც ისეთი უღიმღამო სეზონია, როგორც წარმოგვიდგენია ხოლმე. ამ პერიოდში, მაგალითად, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, როგორც წესი, თოვს, ამიტომ თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა ულამაზესი ხედების ფონზე გელით. გადათეთრებული სახურავები და ხეები ნამდვილად რომანტიკულ განწყობას შექმნის, თანაც თუ თოვა დაგემთხვათ, ეს დღე დაუვიწყარი იქნება. ზამთრის ზღვა თოვის დროს კი ულამაზესია.

ასევე, ბორჯომ-ბაკურიანის „კუკუშკით“ მგზავრობა ვალენტინობას საოცარ მოგონებებს დაგიტოვებთ.

2. ვახშამი თბილისის ყველაზე მაღალ შენობაში

დედაქალაქის ყველაზე მაღალი შენობა „ბილტმორ თბილისია“, მის 31-ე სართულზე მდებარე რესტორანი Xeme კი ვალენტინობის დღესასწაულისთვის ყოველთვის რომანტიკულ გარემოს ქმნის.

თბილისის ულამაზესი ხედი, მშვიდი და სასიამოვნო მუსიკა და გემრიელი კერძები სწორედ ის არის, რაც საყვარელ ადამიანს გააბედნიერებს. 14 თებერვალს 2 პერსონაზე რომანტიკული ვახშმის ღირებულება 180 ლარი იქნება, რომელიც 3 კერძსა და სასმელს მოიცავს. საღამოს მუსიკალურად გააფორმებს მომღერალი თამარა შავერდაშვილი. ამასთან, ვალენტინობის დღეს სასტუმროსგან პრიზის მოგების შანსიც გექნებათ, გათამაშებაში კი ადგილზე მიიღებთ მონაწილეობას.

გარდა რომანტიკული ვახშმისა, თბილისის ყველაზე ლამაზი ხედით მოხიბლულებმა 14 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით, შეგიძლიათ, აირჩიოთ რომანტიკული პაკეტი: 2-ადგილიან ნომერში განთავსება და 16 თებერვალს კვირის ბრანჩი მრავალფეროვანი კერძების არჩევანით.

ასე რომ, ვალენტინობის დღე მხოლოდ საჩუქართან კი არა, სასიამოვნო გარემოსთანაც მჭიდრო კავშირშია.

3. საყვარელი სუნამოს შერჩევა

ხშირად, საუკეთესო მოგონებებს სურნელით ვიმახსოვრებთ, ამიტომ საყვარელი სუნამოს ჩუქება არასდროს არის ზედმეტი.

თუნდაც თბილისის საუკეთესო ხედის ფონზე ახალი არომატის აღმოჩენა საყვარელი ადამიანისთვის დაუვიწყარი იქნება.

4. სასაჩუქრე ყუთის შექმნა

საჩუქრის იდეა ბევრი ჩვენგანისთვის ახლის აღმოჩენას უკავშირდება. სწორედ ამიტომ სასაჩუქრე ყუთის ჩუქება დღეს, დიდი პოპულარობით სარგებლობს. ყუთი შეიძლება მოიცავდეს როგორც ტკბილეულს, ისე სამკაულს, სუნამოს, სუვენირებს, სასაჩუქრე ვაუჩერებს ან თუნდაც რესტორნის მოსაწვევს.

ყუთის გახსნისა და საჩუქრების აღმოჩენის პროცესი კი სასიამოვნო და დაუვიწყარი იქნება.

5. სახლის თემატურად მორთვა

რომანტიკული ვახშამი შეიძლება, სახლში, თემატურად მოწყობილ გარემოში ან რესტორანში, როგორც აღვნიშნეთ, შთამბეჭდავი ხედის ფონზე. ამ შემთხვევაში, საუკეთესო იდეაა, 14 თებერვალს ცოცხალი მუსიკის ფონზე რომანტიკულად ვახშმობა და შემდეგ, საღამოს თემატურად მორთულ სახლში გაგრძელება, ვალენტინობასთან დაკავშირებული ფილმის ნახვით.

რა განსხვავებაა თეთრ, ყავისფერ და ქოქოსის შაქარს შორის და რომელი უფრო სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის?

„თუ ყავა ისეა დამუშავებული, რომ არ ვიცით, რა შემადგენლობა აქვს, უმჯობესია საერთოდ არ მივიღოთ“, - კარდიოლოგი ალექსანდრე საბეკია

სად უნდა ისწავლოთ საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომ მაღალანაზღაურებადი სამსახური გქონდეთ