ბათუმში ზღვამ 25 წლის მამაკაცის ცხედარი გამორიყა. ცხედარი თვითმხილველებმა შენიშნეს.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.
პირველადი ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
ცხედარი ბათუმში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.