საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოთხივე ბოლო ძალებს ვიკრებთ..." - ვინ გახდება "მხოლოდ ქართულის" გამარჯვებული და როგორია კონკურსანტების განწყობა ფინალის წინა დღეს
"ოთხივე ბოლო ძალებს ვიკრებთ..." - ვინ გახდება "მხოლოდ ქართულის" გამარჯვებული და როგორია კონკურსანტების განწყობა ფინალის წინა დღეს

რო­გორც უკვე იცით, სამ­თვი­ა­ნი რთუ­ლი მა­რა­თო­ნის შემ­დეგ, მე­გაპ­რო­ექ­ტი, „მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი“ და­სას­რუ­ლის­კენ მი­დის. 3 თე­ბერ­ვალს ფი­ნა­ლია და გა­ირ­კვე­ვა, ვინ გახ­დე­ბა კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი. მა­ნამ­დე ინ­ტენ­სი­უ­რი მზა­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს...

AMBEBI.GE-მ ოთხი ფი­ნა­ლის­ტი­დან ორის - თამ­თა ხუ­ხუ­ნა­იშ­ვი­ლი­სა და ნინი შო­ნი­ას შე­ფა­სე­ბე­ბი, ფი­ნა­ლის წინა გან­წყო­ბა უკვე გა­გაც­ნოთ, ახლა მომ­დევ­ნო ორის, - ანი ქურ­თუ­ბა­ძი­სა და გი­ორ­გი ძო­წე­ნი­ძის შე­ფა­სე­ბებს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ. ისი­ნი გა­სულ ნა­ხე­ვარ­ფი­ნალს აჯა­მე­ბენ და სა­უბ­რო­ბენ სა­კუ­თარ მო­ლო­დი­ნებ­ზე.

ანა ქურ­თუ­ბა­ძე:

- ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს იმას, რა სიმ­ღე­რა შეგ­ხვდე­ბა. როცა გა­ვი­გე, ლელა წურ­წუ­მი­ას „ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს“ - ეს უნდა შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა, უკვე თა­ვი­დან­ვე გან­ვე­წყვე, ამ სიმ­ღე­რის წარ­მო­სად­გე­ნად. მას­ში იმ­ხე­ლა სათ­ქმე­ლი დევს, რომ მთა­ვა­რია, ყვე­ლა­ფე­რი ბო­ლომ­დე გად­მო­მე­ცა. ამი­ტომ, ბევ­რს ვი­ფიქ­რობ­დი, სიმ­ღე­რას ვუს­მენ­დი, ვიხ­სე­ნებ­დი ჩემს გან­ვლილ ცოვ­რე­ბას, ამას­თან, მხო­ლოდ ჩემ­სას არა, მას­ში ყვე­ლაფ­რის ერ­თად „ჩა­დე­ბა“გა­დავ­წყვი­ტე... როცა ვიმ­ღე­რე, ჩემ­თვის ის დიდი თე­რა­პია იყო და ემო­ცი­ე­ბის­გან და­ვი­ცა­ლე. სიმ­ღე­რა რომ და­ვას­რუ­ლე, ენერ­გი­ის­გან დაც­ლი­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ამა­ვე დროს, სავ­სეც.

რაც შე­ე­ხე­ბა სტე­ფა­ნეს სიმ­ღე­რას, ლე­ლას სიმ­ღე­რის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბო­და, ისი­ნი ერ­თმა­ნეთს არაფ­რით ჰგავ­და, თუმ­ცა გა­მი­ხარ­და, რომ სხვა­დას­ხვა ნა­მუ­შევ­რის შეს­რუ­ლე­ბა მო­მი­წია. ამ კონ­კურ­სის მან­ძილ­ზე, თა­ვი­დან სამ ტურ­ში შეგ­რძნე­ბა მქონ­და, რომ ჩემი პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, როლი უნდა მე­თა­მა­შა. მერე ნელ-ნელა ვის­წავ­ლე, რომ ჩემი ნამ­ღე­რი ანა ქურ­თუ­ბა­ძის­გან ყო­ფი­ლი­ყო და­ნა­ხუ­ლი და არა რო­მე­ლი­ღაც პერ­სო­ნა­ჟის ნამ­ღე­რი.

სტე­ფა­ნეს სიმ­ღე­რაც შე­იძ­ლე­ბა, ჩემ­თან ტი­პა­ჟუ­რად ახ­ლოს არ იყოს, მაგ­რამ შე­ვე­ცა­დე, ისიც ჩემ­გან გა­მომ­დი­ნა­რე ყო­ფი­ლი­ყო და ჩემ­თვის ორ­გა­ნუ­ლი. ძა­ლი­ან ვი­სი­ა­მოვ­ნე.

- თან, სცე­ნა­ზე ძაღ­ლთან ერ­თად იყა­ვი...

- კი, ასე­თი პრე­ცე­დენ­ტი შედ­გა, უფრო გოჭ-ძაღ­ლას­თან ერ­თად. ჩა­ნა­ფიქ­რში აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა­ნა­ი­რად იყო, უბ­რა­ლოდ, ძაღ­ლი სა­ვარ­ძლი­დან რომ გად­მოხ­ტა, ვა­პი­რებ­დი, გა­მე­მარ­თლე­ბი­ნა, მაგ­რამ სცე­ნა­ზე ნიკა გვა­რა­მია რომ ამო­ვი­და, სრუ­ლი შოკი მქონ­და. ვმღე­რო­დი, თან წა­მებ­ში ვფიქ­რობ­დი, - ახლა რა ვქნა?! სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მა­ინც ნამ­ღე­რით სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ვი­ღე, ანუ არ მი­ნერ­ვი­უ­ლია. ნი­კაც თი­თონ თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნია და რა­ღაც­ნა­ი­რად და­მამ­შვი­და.

- მოკ­ლედ, ამ ტურ­მა ფი­ნალ­ში ყოფ­ნა მო­გი­ტა­ნა. ეს რა ემო­ცი­ას იწ­ვევს შენ­ში?

- ამა­ზე არ მი­ფიქ­რია, რომ ფი­ნალ­ში მოვ­ხვდე­ბო­დი, უმე­ტე­სად იმა­ზე ვფიქ­რობ­დი, რომ ყო­ვე­ლი ლა­ი­ვი ჩემ­გან რა­ღაც ახა­ლი ყო­ფი­ლი­ყო და რა­ღაც ახა­ლი და­მე­ნახ­ვე­ბი­ნა ხალ­ხის­თვის. მარ­თლა მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო და მარ­თლა გა­მი­ხარ­და, რომ ასე მოხ­და.

ახლა ოთხი­ვე­ნი ბოლო ძა­ლებს ვიკ­რებთ, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­დე­გი „დავ­დოთ“. ძა­ლი­ან რთუ­ლი რე­ჟი­მი გვაქვს. ყვე­ლა­ზე რთუ­ლი, რაც ამ სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ფი­ლა. იმი­ტომ, რომ ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რა ურ­თუ­ლე­სია.

- თუმ­ცა შენ­თვის ეს ნაკ­ლე­ბად პრობ­ლე­მუ­რი უნდა იყოს, რად­გან ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რა გე­ნე­ტი­კუ­რად მოგ­ყვე­ბა. ბა­ბუა ცნო­ბი­ლი ლოტ­ბა­რია...

- კი, გე­ნე­ტი­კა­ში მაქვს, მაგ­რამ ჩემ­თვის ორ­გა­ნუ­ლი მა­ინც არ არის. ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბი არას­დროს მიმ­ღე­რია. უბ­რა­ლოდ, ბაბუ მღე­რის და ოჯახ­ში სულ მეს­მო­და მისი ნამ­ღე­რი. გი­ორ­გი უში­კიშ­ვილს უნდა, რომ ბა­ბუ­აც მო­იწ­ვი­ოს ფი­ნალ­ზე, რომ მას­თან ერ­თად ვიმ­ღე­რო, თუმ­ცა ამ­ჯე­რად ცოტა ჯან­მრთე­ლო­ბა არ უწყობს ხელს და ჩა­მოს­ვლას მგო­ნი, ვერ მო­ა­ხერ­ხებს...

- რო­გო­რი მო­ლო­დი­ნი გაქვს?

- რაც მთა­ვა­რია, გა­სა­ვარ­დნი ტური აღარ არის და აუტ­სა­ი­დე­რებ­ში აღარ მო­მი­წევს ყოფ­ნა. უკვე აღა­რა­ვინ ვარ­დე­ბა. ამ­ჯე­რად ჟან­რობ­რი­ვად იმ­დე­ნად ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ნომ­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბა გვი­წევს, ერთი სული მაქვს, რო­დის დავ­დგე­ბი სცე­ნა­ზე და მთე­ლი კვი­რის ნაშ­რომს რო­დის წარ­ვად­გენ. თუ გა­ვი­მარ­ჯვებ, ამის წარ­მო­სად­გე­ნად, ამა­ზე სა­სა­უბ­როდ ახლა სი­ტყვე­ბიც არ მყოფ­ნის... მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ კარ­გად ვიმ­ღე­რო. თუმ­ცა ვთვლი, რომ გა­მარ­ჯვე­ბა უკვე იმა­შია, რომ სრუ­ლი­ად უცხო ხალ­ხი ისეთ რა­ღა­ცებს მწერს და ისეთ თბილ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ავ­ლე­ნენ, ეს უკვე გა­მარ­ჯვე­ბაა. ასე რომ, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში „მხო­ლოდ ქარ­თულ­ში“ მოს­ვლა ღირ­და კი არა, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში რაც კი ნა­ბი­ჯი გა­და­მიდ­გამს, ყვე­ლა­ზე სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ესაა, რად­გან აქამ­დე მო­ვე­დი.

გი­ორ­გი ძო­წე­ნი­ძე:

- რაც ყვე­ლა­ზე მხი­ა­რუ­ლი, აქ­ტი­უ­რი, მე­ლო­დი­უ­რი სიმ­ღე­რე­ბი იყო, მისი შეს­რუ­ლე­ბა ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში მოგ­ვიხ­და, მაგ­რამ მათი შეს­რუ­ლე­ბა არ იყო ად­ვი­ლი. სტე­ფა­ნეს სიმ­ღე­რა „მზე და შო­კო­ლა­დე­ბი“თით­ქოს სირ­თუ­ლეს არ წარ­მო­ად­გენ­და, არ იყო რთუ­ლი გა­სა­კე­თე­ბე­ლი, მაგ­რამ შოუ უნდა წარ­მო­მედ­გი­ნა. თუ არა­და, და­ბალ ქუ­ლებს მი­ვი­ღებ­დი, დიდი შან­სი იყო, პრო­ექ­ტი და­მე­ტო­ვე­ბი­ნა. რე­ა­ლუ­რად რად­გა­ნაც სტე­ფა­ნეს რე­პერ­ტუ­ა­რი ჩემი ამ­პლუა არ არის, ამი­ტო­მაც იყო რთუ­ლი, თუმ­ცა მო­მი­წია, რომ ამ ყვე­ლა­ფერს მოვრგე­ბო­დი. კარ­გია, რომ წარ­მა­ტე­ბით გა­დავ­ლა­ხე ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლი.

- ფი­ნა­ლის­თვის რო­გორ ემ­ზა­დე­ბი?

- შემ­ხვდა სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც აქამ­დე არას­დროს შე­მის­რუ­ლე­ბია, მოს­მე­ნი­ლიც სულ რამ­დენ­ჯერ­მე მაქვს. ეს არის მუ­სი­კა კი­ნო­ფილ­მი­დან - „ქეთო და კოტე“. თა­ვი­დან რომ გა­ვი­გე, ეს უნდა მემ­ღე­რა, ცოტა და­ვი­ძა­ბე, შე­სას­რუ­ლებ­ლად რთუ­ლია, მაგ­რამ მგო­ნი, რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე უკვე ესეც მო­ვირ­გე, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მომ­წონს და დიდი ალ­ბა­თო­ბით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ კარ­გად ვიმ­ღე­რებ.

რაც შე­ე­ხე­ბა ფოლკ­ლორს, ფოლკ­ლო­რულ ან­სამ­ბლში ვმღე­რო­დი და ამის გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს, მაგ­რამ მის მომ­ზა­დე­ბა­საც დიდი ძა­ლის­ხმე­ვა უნდა, თუმ­ცა რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე უკვე ეგეც შე­იკ­რა, ახლა და­მუ­შა­ვე­ბა და გა­სუფ­თა­ვე­ბა სჭირ­დე­ბა.

- რო­გო­რია შენი მო­ლო­დი­ნი?

- პირ­ველ რიგ­ში ძა­ლი­ან მა­გა­რი დღე იქ­ნე­ბა, შედ­გე­ბა კონ­ცერ­ტი, სა­დაც შე­სა­ნიშ­ნა­ვი სიმ­ღე­რე­ბი გა­იჟ­ღე­რებს. ახლა მათი მომ­ზა­დე­ბი­სას თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას იღებს. კარ­გი მო­ლო­დი­ნი მაქვს და ასე­ვე ჩემი გულ­შე­მატ­კივ­რის იმე­დიც.

„მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი“ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში არის გა­წე­უ­ლი დიდი რის­კის გა­მარ­თლე­ბა და ასე იქ­ნე­ბა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა. ად­რეც ვთქვი, რომ აქ მოს­ვლა ჩემ­თვის დიდი რის­კი იყო. შე­იძ­ლე­ბა კა­რად დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო ყვე­ლა­ფე­რი და შე­იძ­ლე­ბა ვერ გა­მე­კე­თე­ბი­ნა რა­ღა­ცე­ბი ისე, რო­გორც სა­ჭი­რო იყო.

ვფიქ­რობ, გა­მარ­თლდა ეს რის­კი და ძა­ლი­ან სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე. ეს სამი თვე ნამ­დვი­ლად დიდი სკო­ლა იყო ჩემ­თვის.

ფო­ტო­ე­ბის ავ­ტო­რი: ზა­ქა­რია ჭე­ლი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ოთხივე ბოლო ძალებს ვიკრებთ..." - ვინ გახდება "მხოლოდ ქართულის" გამარჯვებული და როგორია კონკურსანტების განწყობა ფინალის წინა დღეს

"ოთხივე ბოლო ძალებს ვიკრებთ..." - ვინ გახდება "მხოლოდ ქართულის" გამარჯვებული და როგორია კონკურსანტების განწყობა ფინალის წინა დღეს

როგორც უკვე იცით, სამთვიანი რთული მარათონის შემდეგ, მეგაპროექტი, „მხოლოდ ქართული“ დასასრულისკენ მიდის. 3 თებერვალს ფინალია და გაირკვევა, ვინ გახდება კონკურსის გამარჯვებული. მანამდე ინტენსიური მზადება მიმდინარეობს...

AMBEBI.GE-მ ოთხი ფინალისტიდან ორის - თამთა ხუხუნაიშვილისა და ნინი შონიას შეფასებები, ფინალის წინა განწყობა უკვე გაგაცნოთ, ახლა მომდევნო ორის, - ანი ქურთუბაძისა და გიორგი ძოწენიძის შეფასებებს შემოგთავაზებთ. ისინი გასულ ნახევარფინალს აჯამებენ და საუბრობენ საკუთარ მოლოდინებზე.

ანა ქურთუბაძე:

- ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რა სიმღერა შეგხვდება. როცა გავიგე, ლელა წურწუმიას „ყველაფერი შეიძლება მოხდეს“ - ეს უნდა შემესრულებინა, უკვე თავიდანვე განვეწყვე, ამ სიმღერის წარმოსადგენად. მასში იმხელა სათქმელი დევს, რომ მთავარია, ყველაფერი ბოლომდე გადმომეცა. ამიტომ, ბევრს ვიფიქრობდი, სიმღერას ვუსმენდი, ვიხსენებდი ჩემს განვლილ ცოვრებას, ამასთან, მხოლოდ ჩემსას არა, მასში ყველაფრის ერთად „ჩადება“გადავწყვიტე... როცა ვიმღერე, ჩემთვის ის დიდი თერაპია იყო და ემოციებისგან დავიცალე. სიმღერა რომ დავასრულე, ენერგიისგან დაცლილი ვიყავი, მაგრამ ამავე დროს, სავსეც.

რაც შეეხება სტეფანეს სიმღერას, ლელას სიმღერისგან რადიკალურად განსხვავდებოდა, ისინი ერთმანეთს არაფრით ჰგავდა, თუმცა გამიხარდა, რომ სხვადასხვა ნამუშევრის შესრულება მომიწია. ამ კონკურსის მანძილზე, თავიდან სამ ტურში შეგრძნება მქონდა, რომ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, როლი უნდა მეთამაშა. მერე ნელ-ნელა ვისწავლე, რომ ჩემი ნამღერი ანა ქურთუბაძისგან ყოფილიყო დანახული და არა რომელიღაც პერსონაჟის ნამღერი.

სტეფანეს სიმღერაც შეიძლება, ჩემთან ტიპაჟურად ახლოს არ იყოს, მაგრამ შევეცადე, ისიც ჩემგან გამომდინარე ყოფილიყო და ჩემთვის ორგანული. ძალიან ვისიამოვნე.

- თან, სცენაზე ძაღლთან ერთად იყავი...

- კი, ასეთი პრეცედენტი შედგა, უფრო გოჭ-ძაღლასთან ერთად. ჩანაფიქრში აბსოლუტურად სხვანაირად იყო, უბრალოდ, ძაღლი სავარძლიდან რომ გადმოხტა, ვაპირებდი, გამემართლებინა, მაგრამ სცენაზე ნიკა გვარამია რომ ამოვიდა, სრული შოკი მქონდა. ვმღეროდი, თან წამებში ვფიქრობდი, - ახლა რა ვქნა?! საბოლოო ჯამში, მაინც ნამღერით სიამოვნება მივიღე, ანუ არ მინერვიულია. ნიკაც თითონ თავისუფალი ადამიანია და რაღაცნაირად დამამშვიდა.

- მოკლედ, ამ ტურმა ფინალში ყოფნა მოგიტანა. ეს რა ემოციას იწვევს შენში?

- ამაზე არ მიფიქრია, რომ ფინალში მოვხვდებოდი, უმეტესად იმაზე ვფიქრობდი, რომ ყოველი ლაივი ჩემგან რაღაც ახალი ყოფილიყო და რაღაც ახალი დამენახვებინა ხალხისთვის. მართლა მოულოდნელი იყო და მართლა გამიხარდა, რომ ასე მოხდა.

ახლა ოთხივენი ბოლო ძალებს ვიკრებთ, რომ მაქსიმალური შედეგი „დავდოთ“. ძალიან რთული რეჟიმი გვაქვს. ყველაზე რთული, რაც ამ სამი თვის განმავლობაში ყოფილა. იმიტომ, რომ ხალხური სიმღერა ურთულესია.

- თუმცა შენთვის ეს ნაკლებად პრობლემური უნდა იყოს, რადგან ხალხური სიმღერა გენეტიკურად მოგყვება. ბაბუა ცნობილი ლოტბარია...

- კი, გენეტიკაში მაქვს, მაგრამ ჩემთვის ორგანული მაინც არ არის. ხალხური სიმღერები არასდროს მიმღერია. უბრალოდ, ბაბუ მღერის და ოჯახში სულ მესმოდა მისი ნამღერი. გიორგი უშიკიშვილს უნდა, რომ ბაბუაც მოიწვიოს ფინალზე, რომ მასთან ერთად ვიმღერო, თუმცა ამჯერად ცოტა ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს და ჩამოსვლას მგონი, ვერ მოახერხებს...

- როგორი მოლოდინი გაქვს?

- რაც მთავარია, გასავარდნი ტური აღარ არის და აუტსაიდერებში აღარ მომიწევს ყოფნა. უკვე აღარავინ ვარდება. ამჯერად ჟანრობრივად იმდენად ერთმანეთისგან განსხვავებული მუსიკალური ნომრების შესრულება გვიწევს, ერთი სული მაქვს, როდის დავდგები სცენაზე და მთელი კვირის ნაშრომს როდის წარვადგენ. თუ გავიმარჯვებ, ამის წარმოსადგენად, ამაზე სასაუბროდ ახლა სიტყვებიც არ მყოფნის... მოკლედ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ კარგად ვიმღერო. თუმცა ვთვლი, რომ გამარჯვება უკვე იმაშია, რომ სრულიად უცხო ხალხი ისეთ რაღაცებს მწერს და ისეთ თბილ დამოკიდებულებას ავლენენ, ეს უკვე გამარჯვებაა. ასე რომ, ნებისმიერ შემთხვევაში „მხოლოდ ქართულში“ მოსვლა ღირდა კი არა, ჩემს ცხოვრებაში რაც კი ნაბიჯი გადამიდგამს, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ესაა, რადგან აქამდე მოვედი.

გიორგი ძოწენიძე:

- რაც ყველაზე მხიარული, აქტიური, მელოდიური სიმღერები იყო, მისი შესრულება ნახევარფინალში მოგვიხდა, მაგრამ მათი შესრულება არ იყო ადვილი. სტეფანეს სიმღერა „მზე და შოკოლადები“თითქოს სირთულეს არ წარმოადგენდა, არ იყო რთული გასაკეთებელი, მაგრამ შოუ უნდა წარმომედგინა. თუ არადა, დაბალ ქულებს მივიღებდი, დიდი შანსი იყო, პროექტი დამეტოვებინა. რეალურად რადგანაც სტეფანეს რეპერტუარი ჩემი ამპლუა არ არის, ამიტომაც იყო რთული, თუმცა მომიწია, რომ ამ ყველაფერს მოვრგებოდი. კარგია, რომ წარმატებით გადავლახე ნახევარფინალი.

- ფინალისთვის როგორ ემზადები?

- შემხვდა სიმღერა, რომელიც აქამდე არასდროს შემისრულებია, მოსმენილიც სულ რამდენჯერმე მაქვს. ეს არის მუსიკა კინოფილმიდან - „ქეთო და კოტე“. თავიდან რომ გავიგე, ეს უნდა მემღერა, ცოტა დავიძაბე, შესასრულებლად რთულია, მაგრამ მგონი, რეპეტიციებზე უკვე ესეც მოვირგე, ყოველ შემთხვევაში, მომწონს და დიდი ალბათობით დარწმუნებული ვარ, რომ კარგად ვიმღერებ.

რაც შეეხება ფოლკლორს, ფოლკლორულ ანსამბლში ვმღეროდი და ამის გამოცდილება მაქვს, მაგრამ მის მომზადებასაც დიდი ძალისხმევა უნდა, თუმცა რეპეტიციებზე უკვე ეგეც შეიკრა, ახლა დამუშავება და გასუფთავება სჭირდება.

- როგორია შენი მოლოდინი?

- პირველ რიგში ძალიან მაგარი დღე იქნება, შედგება კონცერტი, სადაც შესანიშნავი სიმღერები გაიჟღერებს. ახლა მათი მომზადებისას თითოეული ჩვენგანი დიდ სიამოვნებას იღებს. კარგი მოლოდინი მაქვს და ასევე ჩემი გულშემატკივრის იმედიც.

„მხოლოდ ქართული“ ჩემს ცხოვრებაში არის გაწეული დიდი რისკის გამართლება და ასე იქნება მთელი ცხოვრება. ადრეც ვთქვი, რომ აქ მოსვლა ჩემთვის დიდი რისკი იყო. შეიძლება კარად დასრულებულიყო ყველაფერი და შეიძლება ვერ გამეკეთებინა რაღაცები ისე, როგორც საჭირო იყო.

ვფიქრობ, გამართლდა ეს რისკი და ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ეს სამი თვე ნამდვილად დიდი სკოლა იყო ჩემთვის.

ფოტოების ავტორი: ზაქარია ჭელიძე

ჯენიფერ ლოპესის 11 წლის გოგონამ Super Bowl-ზე "შოუ მოიპარა" - გაიცანით, მომღერლის შვილი, რომელიც დედის ორეულია

შეფუთვები FMCG ბაზარზე - 4 თებერვალს ონლაინსემინარს HP-ს წამყვანი დიზაინერი ჩაატარებს

"მხოლოდ ქართულში" ფინალური შოუსთვის ემზადებიან - რა სურპრიზი ელოდება მაყურებელს და როგორი მოლოდინი აქვთ კონკურსანტებს