მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 ცვლილება, რომელიც დღეიდან ამოქმედდა
3 ცვლილება, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

დღე­ი­დან 1-ლი თე­ბერ­ვლი­დან სამი ცვლი­ლე­ბა ამოქ­მედ­და. "ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი" ამ ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ გთა­ვა­ზობთ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

დღე­ი­დან, სეს­ხის გამ­ცე­მი პი­რე­ბის­თვის ახა­ლი შე­ზღუდ­ვა ამოქ­მედ­დე­ბა

მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის, კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბი­სა და სეს­ხის გამ­ცე­მი სუ­ბი­ექ­ტე­ბის­თვის 2020 წლის 1-ლი თე­ბერ­ვლი­დან ახა­ლი შე­ზღუდ­ვა ამოქ­მედ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის 11 ოქ­ტომ­ბრის ბრძა­ნე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი. სა­უ­ბა­რია, სეს­ხის გამ­ცე­მი პი­რე­ბის­თვის და­წე­სე­ბულ შე­ზღუდ­ვა­ზე, რო­მე­ლიც სეს­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში ჩა­დე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის ბან­კში გა­და­გი­რა­ვე­ბას კრძა­ლავ­და.

კერ­ძოდ, რო­გორც ბრძა­ნე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მისო-ს და სეს­ხის გამ­ცემ სუ­ბი­ექტს 1-ლი თე­ბერ­ვლი­დან აეკ­რძა­ლე­ბათ გა­ცე­მუ­ლი სეს­ხის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად მი­ღე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის, მის მიერ აღე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის საგ­ნად გა­მო­ყე­ნე­ბა. კო­მერ­ცი­ულ ბან­კებს კი აეკ­რძა­ლე­ბათ, რომ მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, სეს­ხის გამ­ცე­მი სუ­ბი­ექ­ტი­სა და არა­სა­ბან­კო სა­დე­პო­ზი­ტო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა – საკ­რე­დი­ტო კავ­ში­რის­თვის გა­ცე­მუ­ლი სეს­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის საგ­ნად გა­მო­ი­ყე­ნოს ქო­ნე­ბა, რო­მე­ლიც ამ მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, სეს­ხის გამ­ცე­მი სუ­ბი­ექ­ტი­სა და საკ­რე­დი­ტო კავ­ში­რის მიერ მი­ღე­ბუ­ლია გა­ცე­მუ­ლი სეს­ხის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს რე­გუ­ლა­ცია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის 2019 წლის 1-ლი ივ­ლი­სი­დან უნდა ამოქ­მე­დე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა, სებ-ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით რამ­დე­ნი­მე თვით მისი გა­და­ვა­დე­ბა მოხ­და.

დღე­ი­დან წყლის აბო­ნენ­ტად და­რე­გის­ტრი­რე­ბა­ზე ტა­რი­ფი იც­ვლე­ბა

ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის 24 იან­ვრის სა­ჯა­რო სხდო­მა­ზე ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­და „სას­მე­ლი წყლის მი­წო­დე­ბი­სა და მოხ­მა­რე­ბის წე­სებ­ში“. შე­დე­გად, ახ­ლე­ბუ­რად გა­ნი­სა­ზღვრა სას­მე­ლი წყლის წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სის­ტე­მა­ზე ახა­ლი მომ­ხმა­რებ­ლის მი­ერ­თე­ბის ვა­დე­ბი და პრო­ცე­დუ­რე­ბი.

სე­მეკ-ის ცნო­ბით, კო­მი­სი­ის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სხვა­დას­ხვა ცვლი­ლე­ბებ­თან ერ­თად, დღე­ი­დან, 1-ლი თე­ბერ­ვლი­დან მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში ქსელ­ზე მი­ერ­თე­ბის (20 მმ) სა­ფა­სუ­რი 500 ლა­რი­დან 400 ლა­რამ­დე, ხოლო წყა­ლა­რი­ნე­ბის ქსელ­ზე მი­ერ­თე­ბის (0-100მმ) სა­ფა­სუ­რი 1 000 ლა­რი­დან 800 ლა­რამ­დე შემ­ცირ­დე­ბა...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ავტორი:

3 ცვლილება, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

3 ცვლილება, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

დღეიდან 1-ლი თებერვლიდან სამი ცვლილება ამოქმედდა. "ბიზნესპრესნიუსი" ამ ცვლილებების შესახებ გთავაზობთ ინფორმაციას.

დღეიდან, სესხის გამცემი პირებისთვის ახალი შეზღუდვა ამოქმედდება

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, კომერციული ბანკებისა და სესხის გამცემი სუბიექტებისთვის 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან ახალი შეზღუდვა ამოქმედდება. ამის შესახებ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 11 ოქტომბრის ბრძანებაშია აღნიშნული. საუბარია, სესხის გამცემი პირებისთვის დაწესებულ შეზღუდვაზე, რომელიც სესხის უზრუნველყოფაში ჩადებული ქონების ბანკში გადაგირავებას კრძალავდა.

კერძოდ, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მისო-ს და სესხის გამცემ სუბიექტს 1-ლი თებერვლიდან აეკრძალებათ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად მიღებული ქონების, მის მიერ აღებული ნებისმიერი სახის ვალდებულების უზრუნველყოფის საგნად გამოყენება. კომერციულ ბანკებს კი აეკრძალებათ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირისთვის გაცემული სესხის უზრუნველყოფის საგნად გამოიყენოს ქონება, რომელიც ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტისა და საკრედიტო კავშირის მიერ მიღებულია გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად. აღსანიშნავია, რომ ეს რეგულაცია ორგანიზაციებისთვის 2019 წლის 1-ლი ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, სებ-ის გადაწყვეტილებით რამდენიმე თვით მისი გადავადება მოხდა.

დღეიდან წყლის აბონენტად დარეგისტრირებაზე ტარიფი იცვლება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 24 იანვრის საჯარო სხდომაზე ცვლილებები შევიდა „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“. შედეგად, ახლებურად განისაზღვრა სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების ვადები და პროცედურები.

სემეკ-ის ცნობით, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სხვადასხვა ცვლილებებთან ერთად, დღეიდან, 1-ლი თებერვლიდან მუნიციპალიტეტებში ქსელზე მიერთების (20 მმ) საფასური 500 ლარიდან 400 ლარამდე, ხოლო წყალარინების ქსელზე მიერთების (0-100მმ) საფასური 1 000 ლარიდან 800 ლარამდე შემცირდება...წაიკითხეთ სრულად

"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები 41:13 დაამარცხეს

ჩინეთის მოქალაქე მცირეწლოვანი ტყუპები თავს კარგად გრძნობენ - მათ ინფექციური საავადმყოფო უკვე დატოვეს

პაატა იმნაძე - "ყველამ ნერვები დაიწყნაროს, რადგან ადამიანს, რომელსაც ნერვული სტრესი აქვს, ყველა ინფექცია ადვილად ერევა"