პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ კორონავირუსით დაავადებულების მიღების ვალდებულება გაგვიჩნდა, მზად ვართ მივიღოთ" - ჯანდაცვის მინისტრი
"თუ კორონავირუსით დაავადებულების მიღების ვალდებულება გაგვიჩნდა, მზად ვართ მივიღოთ" - ჯანდაცვის მინისტრი

თუ კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბის მი­ღე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გაგ­ვიჩ­ნდა, ჩვენ მზად ვართ მი­ვი­ღოთ - შეგ­ვიძ­ლია ამ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის იზო­ლი­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი პრო­ტო­კო­ლით მარ­თვა, - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, ეკა­ტე­რი­ნა ტი­კა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი გან­მარ­ტე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო და პერ­სო­ნა­ლი მზად არის კო­რო­ნა­ვირუ­სის მარ­თვის­თვის.

რაც შე­ე­ხე­ბა ვაქ­ცი­ნებს, მისი თქმით, ვაქ­ცი­ნა მსოფ­ლი­ო­ში და შე­სა­ბა­მი­სად, არც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს.

„ჩვენ მზად ვართ, მი­ვი­ღოთ, თუ ასე­თის მი­ღე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გაგ­ვიჩ­ნდა. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ამ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის იზო­ლი­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი პრო­ტო­კო­ლით მარ­თვა, ვი­ნა­ი­დან ჩვე­ნი პერ­სო­ნა­ლიც და ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფოც მზად არის ამ და­ა­ვა­დე­ბის მარ­თვის­თვის. სა­ხელ­მწი­ფომ და­მა­ტე­ბით, ერთი კვი­რის მან­ძილ­ზე მო­ახ­დი­ნა სრუ­ლი აღ­წე­რა სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ყვე­ლა იმ ბოქ­სი­რე­ბუ­ლი პა­ლა­ტის, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში დღემ­დე იყო რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, მოხ­და მათი ხა­რის­ხობ­რი­ვი გა­და­ხედ­ვა, ჩვენ გა­ვამ­კაც­რეთ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ამ კუ­თხი­თაც და ამ ეტა­პის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი გვაქვს თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო.

რაც შე­ე­ხე­ბა ვაქ­ცი­ნას, ვაქ­ცი­ნა კო­რო­ნა­ვირუს­თან მი­მარ­თე­ბა­ში არ არ­სე­ბობს მსოფ­ლი­ო­ში, შე­სა­ბა­მი­სად, რა თქმა უნდა, სა­ქარ­თვე­ლო­შიც ეს ვაქ­ცი­ნა არ გაგ­ვაჩ­ნია. არ­სე­ბობს მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ტო­კო­ლი და ამ პრო­ტო­კო­ლის მი­ხედ­ვით მოხ­დე­ბა ამ და­ა­ვა­დე­ბის მარ­თვა", - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

ამას­თან, მი­ნის­ტრის თქმით, თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კი­დან ჩი­ნე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით უკვე აფ­რინ­და თვითმფრი­ნა­ვი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ას მო­ახ­დებს. ჩი­ნე­თი­დან ევა­კუ­ა­ცი­ის სურ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს 4-მა მო­ქა­ლა­ქემ გა­მოთ­ქვა.

მი­სი­ვე თქმით, ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლე­ბი კა­რან­ტი­ნის პე­რი­ოდს თურ­ქეთ­ში გა­ივ­ლი­ან.

„ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც სულ ახ­ლა­ხანს მი­ვი­ღეთ თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კი­დან, არის ის, რომ აფ­რინ­და თურ­ქე­თის თვითმფრი­ნა­ვი ჩი­ნე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამ ფაქ­ტით შეგ­ვიძ­ლია და­ვა­დას­ტუ­როთ ის, რომ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩი­ნეთ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან და მათ გა­მოთ­ქვეს თან­ხმო­ბა ევა­კუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ, გად­მოფ­რინ­დე­ბი­ან თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში და გა­ივ­ლი­ან თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში კა­რან­ტი­ნის პე­რი­ოდს, რო­მე­ლიც ამ და­ა­ვა­დე­ბე­ბის კუ­თხით არის დად­გე­ნი­ლი. თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა თა­ვი­ანთ კა­რან­ტინს მარ­თავს მათი პრო­ტო­კო­ლის მი­ხედ­ვით და ეს არ არის მხო­ლოდ თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის პრო­ტო­კო­ლი. ამა­ში აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცია და ყვე­ლა ქვე­ყა­ნას გაგ­ვაჩ­ნია ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, გა­მო­ვი­ყე­ნოთ ის პრო­ტო­კო­ლი, რო­მელ­საც მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცია გვაწ­ვდის.

ამ დრო­ის­თვის თან­ხმო­ბა გა­ნა­ცხა­და 4-მა მო­ქა­ლა­ქემ, თუმ­ცა დაგ­ვი­კავ­შირ­და რამ­დე­ნი­მე ტუ­რის­ტი, რო­მე­ლიც ტუ­რის­ტუ­ლად იმ­ყო­ფე­ბო­და იქ და ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ მო­ლა­პა­რა­კე­ბას, რომ ამ ტუ­რის­ტე­ბის გად­მოყ­ვა­ნაც მოხ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
grisha
35

ესეთი ძლიერი მინისტრი არ ყოლია საქართველოს ჯერ

აა
0

წამალი თუ არ არსებობს , ვირუსი პროტოკოლით განიკურნება ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"თუ კორონავირუსით დაავადებულების მიღების ვალდებულება გაგვიჩნდა, მზად ვართ მივიღოთ" - ჯანდაცვის მინისტრი

"თუ კორონავირუსით დაავადებულების მიღების ვალდებულება გაგვიჩნდა, მზად ვართ მივიღოთ" - ჯანდაცვის მინისტრი

თუ კორონავირუსით დაავადებულების მიღების ვალდებულება გაგვიჩნდა, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ - შეგვიძლია ამ მოქალაქეების იზოლირება და შესაბამისი პროტოკოლით მართვა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინა ტიკარაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, სახელმწიფო და პერსონალი მზად არის კორონავირუსის მართვისთვის.

რაც შეეხება ვაქცინებს, მისი თქმით, ვაქცინა მსოფლიოში და შესაბამისად, არც საქართველოში არ არსებობს.

„ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ, თუ ასეთის მიღების ვალდებულება გაგვიჩნდა. ჩვენ შეგვიძლია ამ მოქალაქეების იზოლირება და შესაბამისი პროტოკოლით მართვა, ვინაიდან ჩვენი პერსონალიც და ასევე სახელმწიფოც მზად არის ამ დაავადების მართვისთვის. სახელმწიფომ დამატებით, ერთი კვირის მანძილზე მოახდინა სრული აღწერა საქართველოს მასშტაბით ყველა იმ ბოქსირებული პალატის, რომელიც ქვეყანაში დღემდე იყო რეგისტრირებული. შესაბამისად, მოხდა მათი ხარისხობრივი გადახედვა, ჩვენ გავამკაცრეთ რეგულაციები ამ კუთხითაც და ამ ეტაპისთვის გამოყოფილი გვაქვს თბილისის ინფექციური საავადმყოფო.

რაც შეეხება ვაქცინას, ვაქცინა კორონავირუსთან მიმართებაში არ არსებობს მსოფლიოში, შესაბამისად, რა თქმა უნდა, საქართველოშიც ეს ვაქცინა არ გაგვაჩნია. არსებობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლი და ამ პროტოკოლის მიხედვით მოხდება ამ დაავადების მართვა", - განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, მინისტრის თქმით, თურქეთის რესპუბლიკიდან ჩინეთის მიმართულებით უკვე აფრინდა თვითმფრინავი, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციას მოახდებს. ჩინეთიდან ევაკუაციის სურვილი საქართველოს 4-მა მოქალაქემ გამოთქვა.

მისივე თქმით, ევაკუირებულები კარანტინის პერიოდს თურქეთში გაივლიან.

„ინფორმაცია, რომელიც სულ ახლახანს მივიღეთ თურქეთის რესპუბლიკიდან, არის ის, რომ აფრინდა თურქეთის თვითმფრინავი ჩინეთის მიმართულებით. ამ ფაქტით შეგვიძლია დავადასტუროთ ის, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ჩინეთში იმყოფებიან და მათ გამოთქვეს თანხმობა ევაკუაციის შესახებ, გადმოფრინდებიან თურქეთის რესპუბლიკაში და გაივლიან თურქეთის რესპუბლიკაში კარანტინის პერიოდს, რომელიც ამ დაავადებების კუთხით არის დადგენილი. თურქეთის რესპუბლიკა თავიანთ კარანტინს მართავს მათი პროტოკოლის მიხედვით და ეს არ არის მხოლოდ თურქეთის რესპუბლიკის პროტოკოლი. ამაში აქტიურად არის ჩართული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და ყველა ქვეყანას გაგვაჩნია ვალდებულება, გამოვიყენოთ ის პროტოკოლი, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვაწვდის.

ამ დროისთვის თანხმობა განაცხადა 4-მა მოქალაქემ, თუმცა დაგვიკავშირდა რამდენიმე ტურისტი, რომელიც ტურისტულად იმყოფებოდა იქ და ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებას, რომ ამ ტურისტების გადმოყვანაც მოხდეს“, - განაცხადა მინისტრმა.

"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები 41:13 დაამარცხეს

ჩინეთის მოქალაქე მცირეწლოვანი ტყუპები თავს კარგად გრძნობენ - მათ ინფექციური საავადმყოფო უკვე დატოვეს

3 ცვლილება, რომელიც დღეიდან ამოქმედდა