საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მასთან ჩემი კონტაქტისთანავე, ემოციის გამოხატვის აშკარა ნიშნები შევნიშნეთ" - რას წერს ცოტნე გამსახურდიას შესახებ მეუღლე
"მასთან ჩემი კონტაქტისთანავე, ემოციის გამოხატვის აშკარა ნიშნები შევნიშნეთ" - რას წერს ცოტნე გამსახურდიას შესახებ მეუღლე

ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას მე­უღ­ლე ანა ჯა­ბა­უ­რი ქმრის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ახალ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს. რო­გორც ის "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს, გამ­სა­ხურ­დია უკვე ორი კვი­რაა ხე­ლოვ­ნუ­რი კო­მი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს და ნელ-ნელა პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა უმ­ჯო­ბეს­დე­ბა:

"სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მოკ­ლედ მო­გახ­სე­ნებთ ცოტ­ნეს რე­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ, ახლა უკვე ცოტ­ნეს პა­ლა­ტი­დან. ცოტ­ნეს სამ­კურ­ნა­ლო ნარ­კო­ზი მოხ­სნი­ლი აქვს, და­ახ­ლო­ე­ბით, ორი კვი­რაა, და შე­სა­ბა­მი­სად, მისი გაღ­ვი­ძე­ბაც სწო­რედ მა­შინ მოხ­და.

ეს ფაქ­ტი ცნო­ბი­ლი არ იყო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცე­მის აკ­რძალ­ვის გამო. ამ­ჟა­მად, ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი აკ­რძალ­ვა მოხ­სნი­ლია, შე­სა­ბა­მი­სად, გაღ­ვი­ძე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია დღეს გახ­მა­ურ­და. სე­და­ცი­ის მოხ­სნის შემ­დეგ პა­ცი­ენტს სჭირ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი დრო ამა თუ იმ ფუნ­ქცი­ის აღ­სად­გე­ნად.

ცოტ­ნეს მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან ნელა, მაგ­რამ მა­ინც უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, შე­ი­ნიშ­ნე­ბა და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კა. მარ­თვით სუნ­თქვა­ზე თით­ქმის აღა­რაა (იშ­ვი­ა­თად გა­დაჰ­ყავთ მცი­რე ხნით, ცოტ­ნეს და­სუს­ტე­ბუ­ლი ორ­გა­ნიზ­მის და­სას­ვე­ნებ­ლად).

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ექი­მე­ბის თქმით, ჯერ­ჯე­რო­ბით იგი მხო­ლოდ ტკი­ვილ­ზე რე­ა­გი­რებს, მას­თან ჩემი და­კონ­ტაქ­ტე­ბის­თა­ნა­ვე მეც და მედ­პერ­სო­ნალ­მაც ემო­ცი­ის გა­მო­ხატ­ვის აშ­კა­რა ნიშ­ნე­ბი შევ­ნიშ­ნეთ ცოტ­ნეს, რის გა­მოც ექი­მებ­მა მირ­ჩი­ეს, ნაც­ვლად პა­ცი­ენ­ტის ნახ­ვის და­წე­სე­ბუ­ლი ერთი სა­ა­თი­სა, მას­თან მთე­ლი დღე გა­ვა­ტა­რო ხოლ­მე.

ასე რომ, ცოტ­ნეს ღვი­ძავს უკვე არა­ერ­თი დღეა და ნელ­ნე­ლა იბ­რუ­ნებს ფუნ­ქცი­ებს. წინ კი­დევ ბევ­რი ბრძო­ლაა, თუმ­ცა ცოტ­ნეს გა­მარ­ჯვე­ბის იმე­დი ნამ­დვი­ლად გვაქვს" - წერს ანა ჯა­ბა­უ­რი.

შე­გახ­სე­ნებთ, ჯა­ბა­უ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 3 კვი­რის წინ თურ­ქე­თის კლი­ნი­კა­ში ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას სა­ნა­ხა­ვად მი­სულ ანა ჯა­ბა­ურს მა­ნა­ნა-არჩვა­ძე გამ­სა­ხურ­დი­ამ გზა გა­და­უ­ღო­ბა და არ სურ­და, მისი შვი­ლის სა­ნა­ხა­ვად მე­უღ­ლე შე­ეშ­ვა. ჯა­ბა­უ­რის წარ­მო­მად­გენ­ლის გან­მარ­ტე­ბით, მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ამ სა­სა­მარ­თლო­ში ჩი­ვი­ლით და­ა­შან­ტა­ჟა კლი­ნი­კის ად­მი­ნის­ტრა­ცია და ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას სრუ­ლი იზო­ლა­ცია მო­ი­თხო­ვა.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კარგი სურვილებით
0

უმოკლეს პერიოდში ვუსურვებ , სრულ გამოჯანმრთელებას .გაიხარეთ .

ლელა
83

გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.მინდა ავღნიშნო რომ ზვიადის ფსიქიურმა მდგომარეობამ და მისი ცოლის ფსიქიურმა მდგომარეობამ , რომელიც ყველაფერში ერეოდა, დაღუპა საქართველო! პირველი ომი ოსეთ ში და პირველი ლტოლვილები ზვიადის კისერზეა. შეიძლება უზომოდ უყვარდა საქართველო, მაგრამ არ იყო გაწონასწორებული, და პრეზიდენტისთვის შესაფერისი ...მაგრამ, ძალით არ უნდა განედევნათ!!..თუმცა თვითონ დაიწყო ძალადობით და შემდეგ უკვე ბუმერანგივით ძალადობა ხშირი იყო და არის საქართველოში.

ავტორი:

"მასთან ჩემი კონტაქტისთანავე, ემოციის გამოხატვის აშკარა ნიშნები შევნიშნეთ" - რას წერს ცოტნე გამსახურდიას შესახებ მეუღლე

"მასთან ჩემი კონტაქტისთანავე, ემოციის გამოხატვის აშკარა ნიშნები შევნიშნეთ" - რას წერს ცოტნე გამსახურდიას შესახებ მეუღლე

ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური ქმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ის "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, გამსახურდია უკვე ორი კვირაა ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს და ნელ-ნელა პაციენტის მდგომარეობა უმჯობესდება:

"საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, მოკლედ მოგახსენებთ ცოტნეს რეალური მდგომარეობის შესახებ, ახლა უკვე ცოტნეს პალატიდან. ცოტნეს სამკურნალო ნარკოზი მოხსნილი აქვს, დაახლოებით, ორი კვირაა, და შესაბამისად, მისი გაღვიძებაც სწორედ მაშინ მოხდა.

ეს ფაქტი ცნობილი არ იყო ინფორმაციის გაცემის აკრძალვის გამო. ამჟამად, ზემოთ აღნიშნული აკრძალვა მოხსნილია, შესაბამისად, გაღვიძების შესახებ ინფორმაცია დღეს გახმაურდა. სედაციის მოხსნის შემდეგ პაციენტს სჭირდება გარკვეული დრო ამა თუ იმ ფუნქციის აღსადგენად.

ცოტნეს მდგომარეობა ძალიან ნელა, მაგრამ მაინც უმჯობესდება, შეინიშნება დადებითი დინამიკა. მართვით სუნთქვაზე თითქმის აღარაა (იშვიათად გადაჰყავთ მცირე ხნით, ცოტნეს დასუსტებული ორგანიზმის დასასვენებლად).

მიუხედავად იმისა, რომ ექიმების თქმით, ჯერჯერობით იგი მხოლოდ ტკივილზე რეაგირებს, მასთან ჩემი დაკონტაქტებისთანავე მეც და მედპერსონალმაც ემოციის გამოხატვის აშკარა ნიშნები შევნიშნეთ ცოტნეს, რის გამოც ექიმებმა მირჩიეს, ნაცვლად პაციენტის ნახვის დაწესებული ერთი საათისა, მასთან მთელი დღე გავატარო ხოლმე.

ასე რომ, ცოტნეს ღვიძავს უკვე არაერთი დღეა და ნელნელა იბრუნებს ფუნქციებს. წინ კიდევ ბევრი ბრძოლაა, თუმცა ცოტნეს გამარჯვების იმედი ნამდვილად გვაქვს" - წერს ანა ჯაბაური.

შეგახსენებთ, ჯაბაურის წარმომადგენელის ინფორმაციით, 3 კვირის წინ თურქეთის კლინიკაში ცოტნე გამსახურდიას სანახავად მისულ ანა ჯაბაურს მანანა-არჩვაძე გამსახურდიამ გზა გადაუღობა და არ სურდა, მისი შვილის სანახავად მეუღლე შეეშვა. ჯაბაურის წარმომადგენლის განმარტებით, მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ სასამართლოში ჩივილით დააშანტაჟა კლინიკის ადმინისტრაცია და ცოტნე გამსახურდიას სრული იზოლაცია მოითხოვა.

"დღეს, 22.00 საათზე, შევაღოთ ჩვენი ფანჯრები და ერთმანეთს საქართველოს ჰიმნი მოვასმენინოთ..." - გიორგი კეკელიძე

"არ მინდა მანანას საქციელზე კომენტარი გავაკეთო... მადლობა ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს მთავრობას" - რას წერს გიორგი გამსახურდია ძმაზე

"ბავშვმა მკითხა, რას აირჩევდი, მთელი ცხოვრება ასე ყოფილიყო თუ წასულიყოო... უშენობას ჯობს ყველაფერი" - ეკა­ ტო­გო­ნი­ძის ემოციური პოსტი გარდაცვლილ მეუღლეს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"