საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრი წყვილი ვიცი, ერთად ცხოვრობენ და იტანჯებიან, ჩვენ ცალ-ცალკე ვცხოვრობთ და ძალიან დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთს" - ეკა ჩხეიძე ოჯახზე
"ბევრი წყვილი ვიცი, ერთად ცხოვრობენ და იტანჯებიან, ჩვენ ცალ-ცალკე ვცხოვრობთ და ძალიან დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთს" - ეკა ჩხეიძე ოჯახზე

რო­გორც უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ობ ეკა ჩხე­ი­ძის­თვი­საც ახა­ლი წელი ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი დღე­სას­წა­უ­ლია. ვის­თან ერ­თად იზე­ი­მა მსა­ხი­ობ­მა ეს დღე­სას­წა­უ­ლი, ვინ არის მისი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი მა­მა­კა­ცი,­ ამ და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებ­ზე ეკა ჩხე­ი­ძე "კვი­რის პა­ლიტ­რას" ესა­უბ­რა.­

- მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სია ისე­თია, რო­დის რას შე­მოგ­თა­ვა­ზე­ბენ, არ იცი. ვე­რა­ფერს და­გეგ­მავ, თუმ­ცა დე­კემ­ბერ­ში პრე­მი­ე­რა მქონ­და, ტე­ნე­სი უი­ლი­ამ­სის პი­ე­სა "ვარ­დის სვი­რინ­გში" მთა­ვა­რი როლი ვი­თა­მა­შე­ - ანუ 2019 წელი ახა­ლი რო­ლით და­ვას­რუ­ლე. ეს წე­ლიც სა­ინ­ტე­რე­სოდ და­ი­წყო. თე­მურ ჩხე­ი­ძე დგამს მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში სპექ­ტაკლს, სა­დაც მეც მერ­გო სა­ინ­ტე­რე­სო როლი, უკვე და­ვი­წყეთ რე­პე­ტი­ცი­ე­ბი.

- ახალ წელს რო­გორ შეხ­ვდით?

- ჩემი შვი­ლი მი­ლან­ში ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს, ახალ წელს გვეს­ტუმ­რა და ოჯახ­მა ერ­თად ვი­ზე­ი­მეთ. გვიყ­ვარს ახა­ლი წლის სახ­ლში შეხ­ვედ­რა. დე­და­ჩე­მიც ჩემ­თან მო­დის, ჩემი დაც, რო­მე­ლიც ვე­ნა­ში ცხოვ­რობს, მე­ვი­ო­ლი­ნეა, თუმ­ცა წელს ვერ ჩა­მო­ვი­და, კონ­ცერ­ტე­ბი ჰქონ­და. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ახა­ლი წლის დღე­სას­წა­უ­ლი, 12-ს რომ წუ­თე­ბი აკ­ლია, გავ­დი­ვარ სახ­ლი­დან და ახა­ლი წლის დად­გო­მის შემ­დეგ შე­მოვ­დი­ვარ.

პირ­ველ­ში ჩვე­ნი დიდი ოჯა­ხი მა­მა­ჩემ­თან ვიკ­რი­ბე­ბით. სუფ­რას­თან იმ­დე­ნი ვართ, ვინ ვისი შვი­ლი, ცოლი და ქმა­რია, ვერ გა­ი­გებ, მაგ­რამ ყვე­ლას კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს ერ­თმა­ნეთ­თან.

- შთა­მო­მავ­ლე­ბი­დან რო­მელს უფრო ამ­სგა­ვსე­ბენ მე­დეა ჩა­ხა­ვას?

- ყვე­ლა რა­ღა­ცას იჩე­მებს, ზოგი ამ­ბობს, მე მაქვს მე­დი­კოს ცხვი­რი, ზოგი, მე ტუჩ-კბი­ლიო, რა ვიცი, აბა... თვი­თონ ამბ­ობდა, შენ მგავ­ხა­რო. ძა­ლი­ან უნ­დო­და მა­სა­ვით მსა­ხი­ო­ბი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა კი­დეც, ეკა ჩემი საქ­მის გამ­გრძე­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბაო.

- პრო­ფე­სია გა­სა­გე­ბია, ჰობი თუ გაქვთ?

- მოგ­ზა­უ­რო­ბა მიყ­ვარს. ნე­ბის­მი­ერ დროს თა­ნახ­მა ვარ მან­ქა­ნა­ში ჩავ­ჯდე და... მიყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა, თუმ­ცა სა­ზღვარ­გა­რე­თაც სი­ა­მოვ­ნე­ბით მივ­დი­ვარ. და­მირ­ე­კონ და 10 წუთ­ში ჩა­ლა­გე­ბუ­ლი­ მექ­ნე­ბა ჩე­მო­და­ნი. მიყ­ვარს ხალ­ხის გაც­ნო­ბა, ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ცვლი­ლე­ბე­ბი, სი­ახ­ლე­ე­ბი...

- ცხოვ­რე­ბის­გან გაკ­ვე­თი­ლი თუ მი­გი­ღი­ათ?­

- ცხოვ­რე­ბა ყვე­ლა­ზე კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ თა­ვი­დან რომ ვიწყ­ებდე, იმა­ვე პრო­ფე­სი­ას ავირ­ჩევ­დი, იმა­ვე ადა­მი­ანს გავ­ყვე­ბო­დი ცო­ლად... ხის­ტი არ ვიქ­ნე­ბო­დი და ვი­ღა­ცებს ნაკ­ლე­ბად ვატ­კენ­დი გულს, რაც არ გა­მომ­დის.

ტყუ­ი­ლი არ მიყ­ვარს, სი­მარ­თლის თქმა კი არა­ვის სი­ა­მოვ­ნებს. თა­ვი­დან რომ ვი­წყებ­დე ცხოვ­რე­ბას, მა­ინც იმა­ვე­ნა­ი­რად მო­ვიქ­ცე­ო­დი, რა ვქნა, ვერ ვის­წავ­ლე მლიქ­ვნე­ლო­ბა, პირ­და­პი­რო­ბა ჩემი თვი­სე­ბაა.

- ოჯახ­შიც ხის­ტი ხართ? ბევ­რი ამ­ბობს, ტკბი­ლი ენით მეტს მო­ი­გე­ბო...

- მე არა ვარ ის ტიპი, იმ ადამ­იან­თან ვი­ცხოვ­რო, ვის­თა­ნაც კონ­ფლიქ­ტი მაქვს. სრულ იდი­ლი­ა­ში ვართ მე და ჩემი ქმა­რი - ის თა­ვის­თვის ცხოვ­რობს, მე ჩემ­თვის.

- თუმ­ცა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც კომ­პრო­მი­სია...­

- არ ვიცი. კონ­ფლიქ­ტი არას­დროს გვქო­ნია. 20 წელი რომ ვი­ცხოვ­რეთ, მერე გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ასე უფრო კარ­გად ვართ. წლე­ბია ასე ვცხოვ­რობთ. ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი, შე­სა­ნიშ­ნა­ვი მა­მაა. ძა­ლი­ან ბევ­რი წყვი­ლი ვიცი, ერ­თად ცხოვ­რო­ბენ და იტან­ჯე­ბი­ან. ჩვენ ცალ-ცალ­კე ვცხოვ­რობთ და ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემთ ერ­თმა­ნეთს.

- რამ­დე­ნად ერე­ვით ერ­თმა­ნე­თის ცხოვ­რე­ბა­ში, თუ პრობ­ლე­მამ იჩი­ნა თავი?

- თუ სა­ერ­თო პრობ­ლე­მაა, ვმსჯე­ლობთ­ და ერ­თად ვე­ძებთ გა­და­წყვე­ტის გზებს.

- ქალი რაც უნდა ძლი­ე­რი ჩან­დეს, მა­ინც სუს­ტი არ­სე­ბაა. ხან­და­ხან გინ­და გუ­ლის­ტკი­ვი­ლი ვინ­მეს გა­უ­ზი­ა­რო, ან ძლი­ე­რი მხა­რი გჭირ­დე­ბა,­ რომ ცოტა ხნით ჩა­მო­ეყ­რდნო...

- ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში ყო­ველ­თვის მისი იმე­დი მაქვს და არც არას­დროს გა­უც­რუ­ე­ბია. სი­ურპრი­ზებს ისევ მი­კე­თებს. არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, ერ­თმა­ნე­თის ცხოვ­რე­ბა­ში ისევ მთა­ვარ მა­მა­კა­ცად და ქა­ლად დავ­რჩით, უბ­რა­ლოდ, ერთ ჭერ­ქვეშ არ ვცხოვ­რობთ.

- ყო­ველ­თვის კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბით...

- ყვე­ლა­ფე­რი გან­წყო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, როცა ხა­სი­ათ­ზე ხარ და სტი­მუ­ლი გაქვს, მა­შინ თვა­ლე­ბი გიბრწყი­ნავს.

- ვფიქ­რობ, წო­ნაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თო­რემ­ ყვე­ლა­ფერს ვერ მო­იხ­დენ...

- ისე უნდა ატა­რო შენი წონა, ყვე­ლას­ მო­ა­წო­ნო. რამ­სის­ქე­აო, კი არ თქვან, რა გემ­რი­ე­ლი ქა­ლი­აო. დი­ე­ტა­ზე არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ. დი­ე­ტა ორ­გა­ნიზ­მის­თვის სტრე­სია, ისე­დაც ამ­დე­ნი ნე­გა­ტი­ვია გარ­შე­მო. ვცდი­ლობ, რაც მავ­ნე­ბე­ლია, არ ვჭა­მო. თუ გა­და­ვი­რიე და მო­მინ­და, ხა­ჭა­პურს შევ­ჭამ, მაგ­რამ სპე­ცი­ა­ლუ­რად სა­ყიდ­ლად არ წა­ვალ. ღამე ჭამა მიყ­ვარს, მაგ­რამ მსუ­ბუ­ქად, მხოლ­ოდ ბოსტნე­ულს შე­ვექ­ცე­ვი. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
imedia ar daiblokeba
4

ამ გოგოს მიმართ რაღაცნაირად ვარ განწყობილი, ხან მომწონს, ხან არა, მე ეშხიანს უფრო ვიტყოდი მასზე, ვიდრე ლამაზს.

რაც შეეხება ოჯახს, მან გააჟღერა ის, რასაც ბევრი მალავს, ანუ ძალიან ბევრი წყვილი, რომლებსაც ფორმალურად აქვთ ოჯახი. ისე ხალხის დასანახად, ბავშვების გულისთვის და სხვა მიზეზის გამო.

ნუ გაუქრათ ერთმანეთის მიმართ გრძნობა, ლტოლვა და ასე არჩიეს ყოფნა.

ისე ძალიან ძნელია სხვისი განსჯა, უნდა იცხოვრო თუ არა უსიყვალუროდ მხოლოდ მოვალეობის გულისთვის??? არ ვიცი, ყველას მისი აზრი აქვს.

მთ
3

უკვე შეგვაწუხა თავისი ყოფილი მეორე ნახევრით

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ბევრი წყვილი ვიცი, ერთად ცხოვრობენ და იტანჯებიან, ჩვენ ცალ-ცალკე ვცხოვრობთ და ძალიან დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთს" - ეკა ჩხეიძე ოჯახზე

"ბევრი წყვილი ვიცი, ერთად ცხოვრობენ და იტანჯებიან, ჩვენ ცალ-ცალკე ვცხოვრობთ და ძალიან დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთს" - ეკა ჩხეიძე ოჯახზე

როგორც უმრავლესობისთვის, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობ ეკა ჩხეიძისთვისაც ახალი წელი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია. ვისთან ერთად იზეიმა მსახიობმა ეს დღესასწაული, ვინ არის მისი ცხოვრების მთავარი მამაკაცი, ამ და სხვა საინტერესო თემებზე ეკა ჩხეიძე "კვირის პალიტრას" ესაუბრა.

- მსახიობის პროფესია ისეთია, როდის რას შემოგთავაზებენ, არ იცი. ვერაფერს დაგეგმავ, თუმცა დეკემბერში პრემიერა მქონდა, ტენესი უილიამსის პიესა "ვარდის სვირინგში" მთავარი როლი ვითამაშე - ანუ 2019 წელი ახალი როლით დავასრულე. ეს წელიც საინტერესოდ დაიწყო. თემურ ჩხეიძე დგამს მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლს, სადაც მეც მერგო საინტერესო როლი, უკვე დავიწყეთ რეპეტიციები.

- ახალ წელს როგორ შეხვდით?

- ჩემი შვილი მილანში ცხოვრობს და მუშაობს, ახალ წელს გვესტუმრა და ოჯახმა ერთად ვიზეიმეთ. გვიყვარს ახალი წლის სახლში შეხვედრა. დედაჩემიც ჩემთან მოდის, ჩემი დაც, რომელიც ვენაში ცხოვრობს, მევიოლინეა, თუმცა წელს ვერ ჩამოვიდა, კონცერტები ჰქონდა. ძალიან მიყვარს ახალი წლის დღესასწაული, 12-ს რომ წუთები აკლია, გავდივარ სახლიდან და ახალი წლის დადგომის შემდეგ შემოვდივარ.

პირველში ჩვენი დიდი ოჯახი მამაჩემთან ვიკრიბებით. სუფრასთან იმდენი ვართ, ვინ ვისი შვილი, ცოლი და ქმარია, ვერ გაიგებ, მაგრამ ყველას კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან.

- შთამომავლებიდან რომელს უფრო ამსგავსებენ მედეა ჩახავას?

- ყველა რაღაცას იჩემებს, ზოგი ამბობს, მე მაქვს მედიკოს ცხვირი, ზოგი, მე ტუჩ-კბილიო, რა ვიცი, აბა... თვითონ ამბობდა, შენ მგავხარო. ძალიან უნდოდა მასავით მსახიობი ვყოფილიყავი. ერთ ინტერვიუში თქვა კიდეც, ეკა ჩემი საქმის გამგრძელებელი იქნებაო.

- პროფესია გასაგებია, ჰობი თუ გაქვთ?

- მოგზაურობა მიყვარს. ნებისმიერ დროს თანახმა ვარ მანქანაში ჩავჯდე და... მიყვარს საქართველოში მოგზაურობა, თუმცა საზღვარგარეთაც სიამოვნებით მივდივარ. დამირეკონ და 10 წუთში ჩალაგებული მექნება ჩემოდანი. მიყვარს ხალხის გაცნობა, ახალი ურთიერთობები, ცვლილებები, სიახლეები...

- ცხოვრებისგან გაკვეთილი თუ მიგიღიათ?

- ცხოვრება ყველაზე კარგი მასწავლებელია, მაგრამ თავიდან რომ ვიწყებდე, იმავე პროფესიას ავირჩევდი, იმავე ადამიანს გავყვებოდი ცოლად... ხისტი არ ვიქნებოდი და ვიღაცებს ნაკლებად ვატკენდი გულს, რაც არ გამომდის.

ტყუილი არ მიყვარს, სიმართლის თქმა კი არავის სიამოვნებს. თავიდან რომ ვიწყებდე ცხოვრებას, მაინც იმავენაირად მოვიქცეოდი, რა ვქნა, ვერ ვისწავლე მლიქვნელობა, პირდაპირობა ჩემი თვისებაა.

- ოჯახშიც ხისტი ხართ? ბევრი ამბობს, ტკბილი ენით მეტს მოიგებო...

- მე არა ვარ ის ტიპი, იმ ადამიანთან ვიცხოვრო, ვისთანაც კონფლიქტი მაქვს. სრულ იდილიაში ვართ მე და ჩემი ქმარი - ის თავისთვის ცხოვრობს, მე ჩემთვის.

- თუმცა ეს გადაწყვეტილებაც კომპრომისია...

- არ ვიცი. კონფლიქტი არასდროს გვქონია. 20 წელი რომ ვიცხოვრეთ, მერე გადავწყვიტეთ, რომ ასე უფრო კარგად ვართ. წლებია ასე ვცხოვრობთ. ყურადღებიანი, შესანიშნავი მამაა. ძალიან ბევრი წყვილი ვიცი, ერთად ცხოვრობენ და იტანჯებიან. ჩვენ ცალ-ცალკე ვცხოვრობთ და ძალიან დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთს.

- რამდენად ერევით ერთმანეთის ცხოვრებაში, თუ პრობლემამ იჩინა თავი?

- თუ საერთო პრობლემაა, ვმსჯელობთ და ერთად ვეძებთ გადაწყვეტის გზებს.

- ქალი რაც უნდა ძლიერი ჩანდეს, მაინც სუსტი არსებაა. ხანდახან გინდა გულისტკივილი ვინმეს გაუზიარო, ან ძლიერი მხარი გჭირდება, რომ ცოტა ხნით ჩამოეყრდნო...

- ასეთ სიტუაციებში ყოველთვის მისი იმედი მაქვს და არც არასდროს გაუცრუებია. სიურპრიზებს ისევ მიკეთებს. არაფერი შეცვლილა, ერთმანეთის ცხოვრებაში ისევ მთავარ მამაკაცად და ქალად დავრჩით, უბრალოდ, ერთ ჭერქვეშ არ ვცხოვრობთ.

- ყოველთვის კარგად გამოიყურებით...

- ყველაფერი განწყობაზეა დამოკიდებული, როცა ხასიათზე ხარ და სტიმული გაქვს, მაშინ თვალები გიბრწყინავს.

- ვფიქრობ, წონაც მნიშვნელოვანია, თორემ ყველაფერს ვერ მოიხდენ...

- ისე უნდა ატარო შენი წონა, ყველას მოაწონო. რამსისქეაო, კი არ თქვან, რა გემრიელი ქალიაო. დიეტაზე არასოდეს ვყოფილვარ. დიეტა ორგანიზმისთვის სტრესია, ისედაც ამდენი ნეგატივია გარშემო. ვცდილობ, რაც მავნებელია, არ ვჭამო. თუ გადავირიე და მომინდა, ხაჭაპურს შევჭამ, მაგრამ სპეციალურად საყიდლად არ წავალ. ღამე ჭამა მიყვარს, მაგრამ მსუბუქად, მხოლოდ ბოსტნეულს შევექცევი. წაიკითხეთ სრულად