საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი უგულავა კახა კალაძეზე - "სად არის, ჯერ არ უთქვამს მთაწმინდიდან გამოექანონ სენატორებიო?!"
გიგი უგულავა კახა კალაძეზე - "სად არის, ჯერ არ უთქვამს მთაწმინდიდან გამოექანონ სენატორებიო?!"

სად არის კახა კა­ლა­ძე, ჯერ არ უთ­ქვამს მთაწ­მინ­დი­დან გა­მო­ე­ქა­ნონ სე­ნა­ტო­რე­ბიო?! - ამის შე­სა­ხებ „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გიგი უგუ­ლა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რო­დე­საც ორი ამე­რი­კე­ლი სე­ნა­ტო­რის მიერ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას­თვის გა­მოგ­ზავ­ნილ წე­რილ­ზე ისა­უბ­რა.

გიგი უგუ­ლა­ვას თქმით, სე­ნა­ტო­რე­ბის წე­რილ­ზე სა­ინ­ტე­რე­სოა მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას აზრი.

„მე უფრო მა­ინ­ტე­რე­სებს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კო­მენ­ტა­რე­ბი, მა­გა­ლი­თად, გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვი­ლის, რო­მე­ლიც კონ­გრეს­მე­ნე­ბი­სა და სე­ნა­ტო­რე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­ზე ზრუ­ნავს. მა­ინ­ტე­რე­სებს, ბა­ტო­ნი გა­ხა­რი­ას პა­სუ­ხი, რო­მე­ლიც გუ­შინ ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში „ფრონ­ტე­რა­ზე“ გვე­ლა­პა­რა­კე­ბო­და. ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, ესეც „ფრონ­ტე­რას­თან“ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულ სა­სა­მარ­თლო­ებ­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ?! რო­დე­საც პო­ლი­ტი­კურ დევ­ნა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის ცე­მა­ზე და „და­პა­დი­ეზ­დე­ბა­ზე“, არ­ჩევ­ნე­ბის ჩაგ­დე­ბა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, ესეც „ფრონ­ტე­რა“ არის?! რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გყავ­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­საც ერთი სული აქვს კა­მე­რას­თან სი­სუ­ლე­ლე თქვას და გა­იქ­ცეს. სად არის კა­ლა­ძე, ჯერ არ უთ­ქვამს მთაწ­მინ­დი­დან გა­მო­ე­ქა­ნონ სე­ნა­ტო­რე­ბიო?! მახ­სენ­დე­ბა კლა­სი­კუ­რი ან­და­ზა, „უნა­მუ­სოს აფურ­თხებ­დნენ და ის კი­დევ იძახ­და წვი­მა სა­ი­დან მო­დი­სო“. აი, ასე არის ამა­თი საქ­მე. გა­მოვ­ლენ და კი­დევ ზღაპ­რებს მო­ი­გო­ნე­ბებ, ნაც­ვლად იმი­სა, რომ გა­აც­ნო­ბი­ე­რონ იმ უფსრკუ­ლის საფრ­თხე, რომ­ლის წი­ნა­შეც ქვე­ყა­ნას აყე­ნე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

აშშ-ის სე­ნა­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ჯე­იმს რიში და კო­მი­ტე­ტის წევ­რი ჯინა შა­ჰი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას წე­რილს უგ­ზავ­ნი­ან.

29 იან­ვრით და­თა­რი­ღე­ბულ წე­რილ­ში სე­ნა­ტო­რე­ბი შეშ­ფო­თე­ბას გა­მო­ხა­ტა­ვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო დროს მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის გამო, რო­მე­ლიც, მათი თქმით, მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ქვე­ყა­ნა „უარს ამ­ბობს“ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით აღე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე.

მკითხველის კომენტარები / 73 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიგილოს
110

ამ ფარჩაკს უყურე რა დღეშია. ბიჭო შენ ის ცუცუიკი არა ხარ ციხეზე შეყვანისას ბადრაგმა აკანკალებული ძლივს რომ გადმოიყვანა მანქანიდან?!

mimino
57

საინტერესო რა არის იცით, თუ დაუწესა სანქცია ბიძინას ამერიკამ, მისი მდინარაძე და მისთანები სრულად დაგმობენ ბიძინას....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

გიგი უგულავა კახა კალაძეზე - "სად არის, ჯერ არ უთქვამს მთაწმინდიდან გამოექანონ სენატორებიო?!"

გიგი უგულავა კახა კალაძეზე - "სად არის, ჯერ არ უთქვამს მთაწმინდიდან გამოექანონ სენატორებიო?!"

სად არის კახა კალაძე, ჯერ არ უთქვამს მთაწმინდიდან გამოექანონ სენატორებიო?! - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ორი ამერიკელი სენატორის მიერ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილ წერილზე ისაუბრა.

გიგი უგულავას თქმით, სენატორების წერილზე საინტერესოა მმართველი პარტიის წარმომადგენლებისა და პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას აზრი.

„მე უფრო მაინტერესებს „ქართული ოცნების“ კომენტარები, მაგალითად, გურამ მაჭარაშვილის, რომელიც კონგრესმენებისა და სენატორების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავს. მაინტერესებს, ბატონი გახარიას პასუხი, რომელიც გუშინ ნახევარი საათის განმავლობაში „ფრონტერაზე“ გველაპარაკებოდა. ბატონო გიორგი, ესეც „ფრონტერასთან“ არის დაკავშირებული, როდესაც პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლოებზე ლაპარაკობენ?! როდესაც პოლიტიკურ დევნაზე ლაპარაკობენ, როდესაც პოლიტიკური ოპონენტების ცემაზე და „დაპადიეზდებაზე“, არჩევნების ჩაგდებაზე ლაპარაკობენ, ესეც „ფრონტერა“ არის?! როგორ შეიძლება გყავდეს ხელისუფლება, რომელსაც ერთი სული აქვს კამერასთან სისულელე თქვას და გაიქცეს. სად არის კალაძე, ჯერ არ უთქვამს მთაწმინდიდან გამოექანონ სენატორებიო?! მახსენდება კლასიკური ანდაზა, „უნამუსოს აფურთხებდნენ და ის კიდევ იძახდა წვიმა საიდან მოდისო“. აი, ასე არის ამათი საქმე. გამოვლენ და კიდევ ზღაპრებს მოიგონებებ, ნაცვლად იმისა, რომ გააცნობიერონ იმ უფსრკულის საფრთხე, რომლის წინაშეც ქვეყანას აყენებენ“, - განაცხადა უგულავამ.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიში და კომიტეტის წევრი ჯინა შაჰინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას წერილს უგზავნიან.

29 იანვრით დათარიღებულ წერილში სენატორები შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების გამო, რომელიც, მათი თქმით, მიანიშნებს, რომ ქვეყანა „უარს ამბობს“ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებზე.

რა კომენტარი გააკეთეს "ნიკორას" და "გუდვილის" დირექტორებმა პრემიერთან შეხვედრის შემდეგ

"პროდუქტი უნდა იყოს თაროზე საკმარისი რაოდენობით და შესაბამისი ფასით" - გახარია სასურსათო მაღაზიათა ქსელების ხელმძღვანელებს

"ივანიშვილს შუშის სასახლის ქვემოთ აქვს ბუნკერი, სადაც უდევს 800 მლნ დოლარი, ეს თქვენი ჯიბეებიდან ამოცლილი ფულია, რომელიც უნდა ჩაიდოს ხალხის დაცვაში"